"სამტრედიის" კაპიტანი, დიდი ალბათობით, გუნდში დარჩება
"სამტრედია" ევროთასებზე 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ფოთის "პარკი არენაზე" ადგილობრივ "კოლხეთთან" გამარჯვებით (3:0) მოიპოვეს.

ამ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა გასახდელში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს დამტვრეული მაგიდა.

კოლხეთი-სამტრედია 0:3 - 21 წლის შემდეგ!..

ამას ნეგატიური კომენტარები მოჰყვა, რასაც "სამტრედიის" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა სოციალურ ქსელშივე ემოციური პოსტით უპასუხა.

"უპირველესად, იმ ადამიანებს უნდა მივმართო, ვინც დამტვრეული მაგიდის ფოტოები გაავრცელა და ჩვენ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა; იმ ადამიანებს უნდა მივმართო, ვინც უკულტუროები და უზნეოები გვიწოდა.

ჯერ ნორმალურად უნდა გაერკვიათ, რა მოხდა. ბიჭები გასახდელში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ვზეიმობდით. ფოტოს გადაღების დროს მაგიდაზე დავდექით და ის შემთხვევით გატყდა.

იმის მაგივრად, რომ ქართული ფეხბურთის სიხარული გაიზიარონ, სტიმული გაგვიძლიერონ და გვერდით დაგვიდგნენ, არიან ადამიანები, რომლებიც ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ. სალაპარაკო არავისთვის რომ არ მიგვეცა, მაგიდის დაზიანებისთანავე სტადიონის ადმინისტრაციას თავად დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ახალს ვიყიდდით.

როგორც ვიცი, "სამტრედიის" ხელმძღვანელებმაც იგივე გააკეთეს - ერთი მაგიდის ნაცვლად ორს ვიყიდით. ძალიან ვწუხვართ, რადგან ნამდვილად არ გვინდოდა, რომ ასე მომხდარიყო. წარმატებები "სამტრედიას" და ყველა ქართულ კლუბს ევროსარბიელზე!" - წერს დათუნაიშვილი, რომელსაც "ლელომ" რამდენიმე კითხვით მიმართა:

- "სამტრედიის" წარმატება მოულოდნელი იყო, რადგან შარშან გუნდმა ეს ბევრად უკეთესი შემადგენლობით ვერ მოახერხა...

- ამ წარმატების შემოქმედი გია ცეცაძეა, რომელმაც ყველაფერი სწორად დაგეგმა და შემადგენლობაც სწორად შეარჩია.

- კარგია, ევროპალიგაზე რომ გახვედით, მაგრამ მერე რა მოხდება? ევროპისთვის გუნდს გაძლიერება დასჭირდება...

- რა თქმა უნდა! გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ეს თუნდაც იმისთვისააა აუცილებელი, რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდოს. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ცეცაძემ უკეთ იცის, "სამტრედიას" რა სჭირდება და ჩემგან ამ თემაზე ლაპარაკი უხერხული იქნება.

- შემდეგ სეზონსაც "სამტრედიაში" გაატარებთ?

- დიდი ალბათობით, დავრჩები.

- კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმეთ?

- ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია და არაფერი ვიცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
გიგუშა ძაან მაგარი კაცია, ღირსეული კაპიტანი, მას მართლა მადლობა ეკუთვნის იმის გამო რომ შარშანდელი გუნდიდან მარტო ის დარჩა გუნდში დათმო რაღაცეები პირადად, პატივი სცა სამტრედიელ გულშემატკივრებს. რაც შეეხება მაგიდის გატეხვას ბიჭებმა ემოციურად აღნიშნეს ევროპალიგაზე გასვლა და მაგიდა გაუტყდათ აი თქვენ კი მაგის გამო ლამის ბარბაროსებად და ატილებად გამოაცხადეთ მაშინ როცა სამტრედიაში თბილისის დინამოს ფანებმა ტრიბუნაზე სკამები დალეწეს ამაზე არ აგიტეხიათ ამხელა ამბავი ის კიარა კიდე სიუჟეტი ვიდეოჩანაწერით წარმოაჩინეთ რომ სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ესროლეს დინამოს ფანებს სკამები, არადა სკამები მარტო იმ ადგილას იყო გატეხლი სადაც დინამოს ფანები იჯდა და სამტრედიელებმა საპასუხოდ ესროლეს მათ მიერ გატეხილი სკამები, მაგრამ მაგას როგორ დაწერდით და გააშუქედით.
martial
საინტერესოოა, ნაგვის ურნაზეც სურათს იღებდნეენ? ისიც დაამტვრიეს
tngh
რა დონის ჭორიკანა უნდა იყოს კაცი, რომ დამტვრეული მაგიდის ფოტოების გავრცელებით დაკავდეს. დაიმტვრა მაგიდა, მერე... დაიქცა ქვეყანა თუ რა მოხდა.
666
uketesi iqnebida aseti fotoebit da kritikit racmartla gupavs da martla dsmtvreuli magidis poziciashia imizezebze werot da isekiara armwvadswvavt da arc shampurs...warmatebebi yvela qartul klubs
dato
ლამინატი იყო თუ ოქროსი იყო ეგ მაგიდა
status quo
....ვერ იფიქრეთ,რომ ამდენს ეს საცოდავი მაგიდა ვერ გაგიძლებდათ და დაიმტვრეოდა,მაგრამ სხვისი ქონება ფეხებზე გკიდიათ და ეს იყო მაგ სტატიაში....
romandro
გილოცავთ გიორგი, წარმატებები მთელ სამტრედიის შემადგენლობას და ყველა ქართულ კლუბს,და მათ გულშემატკივრებს,და დაბოღმილ ადამიანებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას,ისისნი ფეხბურთის გარდა ყველაფერზე წერენ.რაქნან ვერ გარკვეულან რას ნიშნავს ფეხბურთი მთელი ქვეყნისთვის და რა არის წარმატება. ამიტომ არღირს მათი კომენტარებით დავინტერესდეთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა