საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდისგან დაცვაში მეტ აგრესიას მოითხოვს
2004 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელებთან მიმართებაში ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა ერთი პრეტენზია - რატომ არ ესწრება ნაკრების დამრიგებელი შიდა ჩემპიონატის მატჩებს.

ამა წლის თებერვალში იგორ კოკოშკოვის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ბერძენი ილიას ზუროსი დაინიშნა და უკვე მესამედ ჩამოვიდა თბილისში. იგი საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალებსაც დაესწრო და აცხადებს, რომ ნაკრებში ახალი სახეები აუცილებლად გამოჩნდებიან.

"საქართველოში ხშირად ჩამოვალ, - გვპირდება ზუროსი, - ეს აუცილებელია არა მხოლოდ იმისთვის, რომ შიდა ჩემპიონატის კალათბურთელებს დავაკვირდე, არამედ იმისთვისაც, რომ უფრო კარგად გავიცნო საქართველო, ქართული ხასიათი, აქაური კალათბურთი.

მართალია, ერთ წელიწადში სიტუაციაში ისე ვერ გავერკვევი, როგორც ჩემი წინამორბედი. იგორ კოკოშკოვი ხომ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ნაკრებში. თუმცა ვცდილობ, ოფიციალურ მატჩებამდე მაქსიმალურად კარგად შევისწავლო ქართული რესურსი".

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბერძენი სპეციალისტი საქართველოში მესამედ ჩამოვიდა. სამივე შემთხვევაში დაესწრო ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს. გვარებიც ჩაინიშნა, თუმცა მედიასთან მათი გაცხადებისგან თავი შეიკავა.

მალე დავბრუნდები და გაფართოებულ შემადგენლობასაც გამოვაქვეყნებო.

"საქართველოს ჩემპიონატს რეგულარულად ვადევნებ თვალს. ვაკვირდები კალათბურთელებს, ვეცნობი მწვრთნელებს. როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, მასში საუკეთესოები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, საამისოდ კი დიდი სელექცია და დაკვირვებაა საჭირო. შედეგს სწორი შერჩევა მოგვცემს.

საქართველოს ნაკრებში არის ბირთვი, რომელიც გუნდში წლების განმავლობაში თამაშობს და უცხოურ კლუბებშიც წარმატებით გამოდის.

ცხადია, ნაკრები ამ კალათბურთელებზე აეწყობა, მაგრამ ახალი თაობის წარმომადგენლებიც უნდა დავამატოთ. ეს არა მხოლოდ სადღეისოდაა აუცილებელი, არამედ მომავალში ნაკრების სიძლიერისთვისაც".

როდესაც ილიას ზუროსი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას გამოაცხადებს, იქ აუცილებლად შეგვხვდება ამერიკული გვარი, ოღონდ მწვრთნელმა მისი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, ეს არ იქნება ჯეიკობ პულენი, უკანახაზელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2015 წლის ევრობასკეტზე ეხმარებოდა.

გასარკვევია ასისტენტების ვინაობაც. მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და თანაშემწეების გვარებსაც მალე გაგვანდობს.

"დღეს მხოლოდ ერთი მწვრთნელის დასახელება შემიძლია, რომელიც ჩემს შტაბში იმუშავებს. ეს არის ფიზმომზადების ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს ვავეცისი. იგი ამჟამად ყუბანის "ლოკომოტივში" გეორგიოს ბარძოკასის ასისტენტია".

შემადგენლობაზე საუბრისას ილიას ზუროსი კონკრეტულ კალათბურთელებზე კონკრეტულად არაფერს ამბობს.

"ქართველი ლეგიონერების თამაშს მუდმივად ვადევნებ თვალს. მათ აქამდეც ვიცნობდი, თუმცა ამ სეზონში ყველას გარჯას სხვა თვალით ვაკვირდები. ზაზა ფაჩულიას კარგი სეზონი აქვს. მის მსგავსად კიდევ ბევრი ატარებს გამორჩეულ სეზონს. ჩვენთვის მთავარია, სანაკრებო შეკრებისას ყველა ჯანმრთელად იყოს და აქ იყოს.

საქართველოს ნაკრებში ახლა ვიწყებ მუშაობას და მინდა წარმატებული შედეგი მქონდეს. საამისოდ კი ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს და ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ".

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩერნოგორიასთან, სლოვაკეთთან და ალბანეთთან მოუწევს საქმის გარჩევა.

"ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ნაკრებმა ზედიზედ სამჯერ ითამაშა ევრობასკეტზე და მეოთხედი საგზურის ვერმოპოვება დიდ წარუმატებლობად ჩაითვლება. ისიც მესმის, რომ განთესვისას პირველ კალათაში ვიყავით და ჯგუფის ფავორიტები ვართ.

მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი მეტოქე ჩერნოგორია ძლიერი შემადგენლობის შეკრებას აპირებს. ჩამოჰყავს კალათბურთელები NBA-დან და ევროლიგის გუნდებიდან. სერიოზული ნაკრები იქნება, თუმცა ჩემი გუნდისა უფრო მჯერა. ბევრი მუშაობით და ბრძოლით მიზანს მივაღწევთ".

მახსოვს, იგორ კოკოშკოვის წინამორბედმა გორდონ ჰერბერტმა მითხრა - საქართველოს ნაკრების საფირმო ნიშანი დაცვა უნდა იყოსო. არ გამოვიდა. ფინეთმა 91 ქულა ჩაგვიგდო... იგორ კოკოშკოვის ხელში ჩვენი გუნდი ისეთ ძალად იქცა, თვით გრანდებმაც რომ არ იციან, მისგან რას უნდა ელოდნენ. ილიას ზუროსი აცხადებს, რომ კოკოშკოვს სწორი სტრატეგია ჰქონდა დასახული და არც თვითონ აპირებს მიმართულების შეცვლას. თუმცა დაცვაში მეტი აგრესია დაგვჭირდებაო.

"იგორ კოკოშკოვის სტრატეგიას შედეგი მოჰქონდა და მისი შეცვლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. დაცვაში რაღაცებს დავამატებთ, მეტი აგრესიაა საჭირო. შეტევაში კი საქართველოს ნაკრებს საკმარისი ტალანტი აქვს.

ჩემს გაწვრთნილ გუნდებს ერთი მახასიათებელი აქვთ - ბურთი სწრაფად მოძრაობს და ყველა კალათბურთელი საქმეშია ჩართული. შესაბამისად, შეტევისთვის მეტი ოფცია ჩნდება და მეტოქისთვისაც რთულდება საქმე".

ილიას ზუროსს ძირითადად საკლუბო კალათბურთში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს მხარს. ნაკრებში 2011 წელს მოღვაწეობდა. მისი გაწვრთნილი საბერძნეთი ევრობასკეტზე საქართველოსაც ეთამაშა.

"კლუბში საქმე შედარებით იოლადაა - გუნდის შესაკვრელად, ფორმაში შესაყვანად დრო საკმარისად გაქვს. ამიტომ, მწვრთნელი ცდილობს შეგირდებმა ოპტიმალურ კონდიციებს პლეი ოფისთვის მიაღწიონ. სეზონი ხომ 10 თვეს გრძელდება.

ნაკრებში ცვლილებებისთვის დრო არ გაქვს, გეზსა და შემადგენლობას რომ აირჩევ, შეცვლას ვეღარ მოასწრებ. თამაშებიც მოკლე დროში ეტევა და კალათბურთელებს სხვა დატვირთვის გაძლება უწევთ. თუმცა ნაკრებში თამაში კლუბში ასპარეზობისგან იმითაც განსხვავდება, რომ ეროვნულ გუნდში ფულის გამო კი არა, ეროვნული დროშისთვის, გულით, სიამაყით თამაშობენ...

ვიცი, რომ ქართველი კალათბურთელებისთვისაც ბევრს ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა და მაქსიმალურად ვეცდები ხელი შევუწყო, რომ ერთად გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოთა გუგეშაშვილი
რაც გინდატ დაარქვიტ მოუგეტ მხოლოდ
ლევანი
და რაღა მაინდამაინც რუსულად დავუძახოთ??? მონტენეგროს მხოილოდ იტალიელები კი არა თითქმის მთელი მსოფლიო ეძახის და რაღა რუსების მიმდევრები ვიყოთ???
გვარი
მონტენეგრო იტალიური ენის ვენეციური კილო-კავზეა, რაც შავ მთას ნიშნავს.ჩეროგორია რუსული სახელია, თვითონ სერბულ-ჰორვატულად ცერნა გორა ჰქვია.ისევ ჯობია რასაც ვეძახდით ის დავუძახოთ - ჩერნოგორია.
სახელი
მაგ ქვეყანას მონტენეგრო ჰქვია ქართულად
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან
საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკში სრული დატვირთვით ავარჯიშა
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
თორნიკე შენგელიას "სამიანები" და "ალეი უპი" ევროლიგაზე - 16 ქულა 20 წუთში [VIDEO]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ჯეიკობ პულენის 25 ქულა და გამარჯვება ევროლიგაზე მანუჩარ მარკოიშვილის გუნდთან [VIDEO]
მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და გამარჯვება ევროლიგის მატჩში [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!