18-წლამდელთა "ბ" ლიგის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი "ზაზა" გახდა
18-წლამდელთა "ბ" ლიგის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი "ზაზა" გახდა.

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ფინალურ მატჩში "ორბი" დაამარცხა. ზორან პენოს, ლაშა თოიძის და დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში - 58:57 დაამარცხა "ორბი" და ჩემპიონი გახდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვების ბურთი ნიკა მიხელიძემ შორეული ორქულიანით ჩააგდო, როცა შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წამი რჩებოდა. მიხელიძემ საბოლოოდ 12 ქულა მიითვალა, ჩემპიონთაგან ბომბარდირი კი ლუკა კალატოზიშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პრიზიორი "ორბისა" და ჩემპიონი "ზაზას" წევრები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა - მამუკა ლომიძემ და ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოეს. "ზაზას" კაპიტან ნიკა მიხელიძეს ჯილდო კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონჭაძემ გადასცა.

18-წლამდელთა "ბ" ლიგა. ფინალური სერია. მე-3 მატჩი

ზაზა-ორბი 58:57

ზაზა: კალატოზიშვილი (16), მიხელიძე (12), აბულაძე (9)

ორბი: გურგენიძე (18), ნიკოლაიშვილი (13), კალატოზიშვილი (10)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე