ბექა ბურჯანაძემ "ლეიმა ბასკეტ კორუნას" ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ულიდერა და საერთო ანგარიშით 2:1 დააწინაურა
ბექა ბურჯანაძემ "ლეიმა ბასკეტ კორუნას" ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ულიდერა და საერთო ანგარიშით 2:1 დააწინაურა.

ლაკორუნიელებს ფინალში გასვლამდე 1 მოგებაღა აკლიათ და თან, მორიგ მატჩს კვლავ შინაურ არენაზე გამართავენ.

ლაკორუნიელთა მეტოქე საკმაოდ ძლიერი, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული "მელილა" გახლავთ. პირველ ადგილზე გასულმა "პალენსიამ" კი ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით მიიღო, ხოლო მომდევნო 8 გუნდმა მეორე საგზურისთვის ბრძოლა მეოთხედფინალური სერიებიდან დაიწყო.

ბურჯანაძის წინამძღოლობით ლაკორუნიულმა გუნდმა მეოთხედფინალი ხომ დაძლია და ნახევარფინალშიც უკვე სოლიდური უპირატესობა აქვს. სერიის მესამე შეხვედრაში ბურჯანაძემ მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი დააგროვა, რითაც "ლეიმა ბასკეტ კორუნას" 82:71 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში, 33 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩჭრა მიითვალა. ბექამ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ლაკორუნიულ გუნდში ქართველის კვალზე ლიტველი გედემინას ზილე 12 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა, ხოლო იან კასტოდიომ 11 ქულა მოაგროვა.

ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მე-4 მატჩი კვლავ ლა კორუნიაში, 15 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ სერიაში "პენას ჰუესკა" ასევე 2:1 უგებს "ბურგოსს".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ზურა
დღეს, 14 საათზე არის გადამწყვეტი შეხვედრა, თუ მოიგო გადის ფინალში და სავარაუდოდ გადავა უმაღლეს ლიგაში. საიტი არის sportstream.tv
Gio
ზურა კაცურად სად უყურებ მაგის თამაშებს იქნებ დალინკო
ზურა
ბექა ძალიან ძლიერი კალათბურთელია, მის ყველა თამაშს ვადევნებ თვალს, საკმაოდ აქვს ლიდერის თვისებები, თუ "ლეიმა კორუნა"-მ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური(იმედია ასეც იქნება), ბექას წვლილი იქნება უდიდესი.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში