16 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა
16 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის ბოლო, მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა და საბოლოოდ გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც ნახევარფინალში განაგრძობენ ასპარეზობას.

თბილისის "თბილისმა" დაძაბულ ორთაბრძოლაში უშუალო კონკურენტი "უფლისციხე" დაამარცხა - 5-4 და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თბილისელთა რიგებში თავის საუკეთესო თამაში ჩაატარა მანუკ მხითარიანმა, რომლის ჰეთ თრიკიც დიდად წაადგა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოსაპოვებლად.

აღსანიშნავია, რომ "თბილისი" პირველად მონაწილეობს ჩემპიონატში და პირველივე ცდაზე საუკეთესო ოთხეულში შეძლო მოხვედრა.

ნახევარფინალში "თბილისის" მეტოქე ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება, რომელმაც გუშინ თავის მხრივ კიდევ ერთ ნახევარფინალისტს, "აფხაზეთს" სძლია - 9-1.

უკვე ტრადიციულად, თსუ-ს წარმატებაში ლომის წილი დაიდო მათმა საუკეთესო ბომბარდირმა გია ნიკვაშვილმა, რომელმაც სეზონში მესამედ შეძლო "პოკერის" შესრულება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "აფხაზეთის" ფეხბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტ მეტოქეს და რომ არა დასანანი შეცდომა, შესაძლებელია, ტაიმი უგოლოდაც დასრულებულიყო. მეორე ნახევარში, მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, თსუ-მ "კლანჭები" გამოაჩინა და მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა.

მომდევნო ეტაპზე ითამაშებს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი". "ენერგეტიკოსებმა" გუშინ ბათუმის "დინამო" დაამარცხეს - 8-3.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბათუმელებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს და პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშით ეს მიზანი უტოპიად სრულიად არ ჩანდა, თუმცა საბოლოოდ გამოცდილებამ და სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა და ჩემპიონმაც რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა.

"თელასის" რიგებში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა კარლო წვერავამ, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური მეხუთე მოთამაშის პოზიციაზეა - გუშინდელ შეხვედრაში მან ჰეთ თრიკი შეასრულა. ფინალში გასასვლელად "სტუ-თელასი" "აფხაზეთს" დაუპირისპირდება.

ორრაუნდიანი ნახევარფინალური შეხვედრები 23 და 30 მაისს გაიმართება, ჩემპიონის და მესამეადგილოსნის ვინაობა კი 10 ივნისს გახდება ცნობილი.

ბომბარდირები: მელტონ ახალაია (აფხაზეთი) – 20, გიორგი ნიკვაშვილი (თსუ), აბი აჰი ალფონსე (სპარტაკი) – 17, ლაშა მაისურაძე (იბსუ) – 15, გოჩა მახარაძე (დინამო) -14

16.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. VII ტური

თბილისი - უფლისციხე 5-4 (3-2)

გოლები: 2:20’ მხითარიანი (1-0), 4:09’ მხითარიანი (2-0), 12:26’ ნ.თურმანიძე (3-0), 14:57’ ტლაშაძე (3-1), 15:39’ ოქროპირიძე (3-2), 24:47’ მჭედლიშვილი (3-3), 29:22’ სულთანიშვილი (3-4), 31:55’ მხითარიანი (4-4), 37:54’ ნ.თურმანიძე (5-4)

გაფრთხილება: 14:37’ ჭელიძე (თბ), 33:14’ ოქროპირიძე (უფლ), 36:51’ ცეცაძე (თბ), 38:44’ რეხვიაშვილი (თბ)

IBSU - სპარტაკი 9-6 (5-2)

გოლები: 4:23’ მაისურაძე (1-0), 4:41’ მაისურაძე (2-0), 9:08’ დუ ჯუნიორ (2-1), 10:54’ მაისურაძე (3-1), 13:32’ დუ ჟუნიორ (3-2), 15:27’ ზატუაშვილი (4-2), 19:58’ მაისურაძე (5-2), 22:00’ ხავიერი (5-3), 26:15’ დუ ჟუნიორ (5-4), 30:24’ წურწუმია (6-4), 31:16’ ზატუაშვილი (7-4), 33:47’ კანდარელი (7-5), 34:35’ მაისურაძე (8-5), 38:54’ მგალობლიშვილი (8-6), 39:26’ წურწუმია (9-6)

გაფრთხილება: 8:20’ ლ.კალანდია (იბსუ)

სტუ-თელასი - დინამო (ბთ) 8-3 (1-1)

გოლები: 2:11’ სოზაშვილი (1-0), 17:51’ თოდაძე (1-1), 22:31’ თოდაძე (1-2), 25:17’ წვერავა (2-2), 26:03’ წვერავა (3-2), 30:33’ წვერავა (4-2), 31:15: ცხომარია (5-2), 33:19’ ასათიანი (6-2), 33:30’ გ. მხარაძე (6-3), 34:12’ კურბანოვი (7-3), 36:50’ ასათიანი (8-3)

გაფრთხილება: 20:49’ კურბანოვი, 31:15’ ცხომარია (თელ)

აფხაზეთი - თსუ 1-9 (0-1)

გოლები: 19:11’ ნიკვაშვილი (0-1), 21:23’ ჭუმბურიძე (0-2), 22:15’ ჭანუყვაძე (0-3), 23:12’ კვარაცხელია (1-3), 26:10’ ნიკვაშვილი (1-4), 29:50’ ქურცაძე (1-5), 34:52’ ნიკვაშვილი (1-6), 36:34’ კობაიძე (1-7), 38:36’ სიგუნავა (1-8), 39:57’ ნიკვაშვილი (1-9)

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან: გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით