პარდიუ ინგლისელ მწვრთნელთა პრესტიჟისთვის იბრძოლებს
21 მაისს "უემბლიზე" ჩვენი დროით 20:30 საათზე ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "კრისტალ პალასი" დაუპირისპირდებიან.

ლუი ვან გაალი ამბობს, რომ ფანებს ზედმეტად დიდი მოლოდინები აქვთ ხოლმე და ამიტომ, რეალობას არაადეკვატურად აფასებენ.

თუმცა ჰოლანდიელს ალბათ ავიწყდება, რომ ტრანსფერებში გვარიანად დაიხარჯა, ხოლო ჩემპიონი ის გუნდი გახდა, რომლის ძირითადი შემადგენლობაც 22,5 მილიონ გირვანქად ფასობდა. მხოლოდ მემფის დეპაიში ვან გაალმა დაახლოებით ორჯერ მეტი გადაიხადა.

"ჩვენ გარდამავალ პეროდში ვართ, ეს თავიდანვე ვთქვი, როდესაც მოვედი. როგორც ჩანს, ჩემი მესიჯი ფანებამდე კარგად ვერ მივიტანე და უფრო მკაფიო და კატეგორიული განცხადება უნდა გამეკეთებინა.

რასაკვირველია, ჩვენი მიზანი იყო და არის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და იქ წარმატებით თამაში, "მანჩესტერის" ადგილი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მოლოდინი ძალიან დიდია ხოლმე, ხშირად ზედმეტად დიდიც კი.

ფანების მესმის, მაგრამ ყველამ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და გაანალიზოს" - განაცხადა ვან გაალმა.

ჰოლანდიელს შანსი აქვს სეზონი ტიტულით ჩაამთავროს თუ 21 მაისს "უემბლიზე" ასოციაციის თასის ფინალში "კრისტალ პალასს" დაამარცხებს. "წითელი ეშმაკები" 2013 წლის მერე უტიტულოდაა.

ლონდონური გუნდის თავკაცი ალან პარდიუ ამბობს რომ ასოციაციის თასის ფინალში "კრისტალ პალასის" მოგება თუნდაც იმიტომ იქნება კარგი და საჭირო, რომ ინგლისელი სპეციალისტი ტიტულს მოიგებს, რაც ინგლისში უკვე დიდი იშვიათობაა…

თუ პარდიუ მოიგებს, მას ავტომატურად ახალ კონტრაქტს გაიუფორმებენ. თუმცა ვერმოგების შემთხვეავშიც შანსი იმისა, რომ იგი "არწივებში" დარჩეს დიდია.

თუ პარდიუ მოგებას მოახერხებს ის პრემიერლიგის ეპოქაში მხოლოდ მესამე ინგლისელი მწვრთნელი იქნება ვინც ტიტულს წაეთამაშება.

კონკრეტულად პრემიერლეიგა საინაუგურაციო სეზონის მერე, ანუ 1992 წლის მერე არც ერთ იგნლისელ მწვრთნელს არ მოუგია. ეს სეზონი კი ამ მხრივ საერთოდ კატასტროფული გამოდგა. ინგლისელი მწვრთნელების გუნდები ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.

უშუალოდ ასოციაციის თასი ინგლისელებს აქამდე ორჯერ აქვთ მოგებული და პარდიუ გამარჯვების შემთხვევაში, მესამე გახდება. 1995 წელს ჯო როილმა ტიტული "ევერტონთან" ერთად მოიგო, სხვათა შორის, ფინალში სწორედ "მანჩესტერი" დაამარცხა. 2008 წელს კი გამარჯვება ჰარი რედნაპმა მოიპოვა, რომელსაც ტრიუმფალური სეზონი "პორტსმუთთან" ერთად გამოუვიდა (ფინალში "კარდიფს" მოუგო).

ამ ეტაპზე პრემიერლიგაში 4 ინგლისელი მწვრთნელია - პარდიუს გარდა, "სანდერლენდის" სემ ელარდაისი, "ბორნმუთის" ედი ჰაუ და თავის "ბარნლისთან" ერთად დაბრუნებული შონ დაიჩი.

"ეს მხოლოდ ჩემთვის და კლუბისთვის არ იქნება წარმატება. ვფქირობ, "კრისტალ პალასის" გამარჯვება ინგლისელი მწვრთნელებისთვის იქნება დიდი წარმატება და მნიშვნელოვანი ამბავი. ინგლისელს მწვრთნელებს ცუდი პრესა აქვთ. ჩემთვის, როგორც ინგლისელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომეტია, დიდ წარმატებას მივუახლოვდი და ყველანაირად ვეცდები რომ ვიმარჯვო" - აღნიშნა პარდიუმ.

ყველაზე დიდ წარმატებებს პრემიერლიგის ეპოქაში ინგლისლელი მწვრთნელები ლიგის თასზე აღწევდნენ - 1994 და 1996 წელს "ასტონ ვილასთან" ერთად შესაბამისად, რონ ატკინსონმა და ბრაიან ლიტლმა იმარჯვეს, როი ევანსმა 1995 წელს "ლივერპულთან" ერთად მოიგო ლიგის თასი, სტივ მაკლარენმა კი 2004 წელს "მიდლსბრო" მიიყვანა ტრიუმფამდე.

საინტერესოა, რომ 1990 წელს "კრისტალ პალასმა" ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერთან" წააგო. პირველი მატჩი 3:3 დასრულდა და გადათამაშებაში "წითელმა ეშმაკებმა" "არწივებს" 1:0 მოუგეს. პარდიუ მაშინ "პალასში" თამაშობდა.

"მე მინდა, რომ ეს და ძველი დაპირისპირება ერთმანეთთან არანაირად არ გავაიგივოთ და არ დავაკავშიროთ, რადგან 1990-იანი წლების ეპოქასა და ერას დღევანდელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს" - დასძინა პარდიუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
ბანანის სროლა და შეურაცხყოფა - რა მოხდა ბულგარეთში საქართველოსთან მატჩამდე? - პარდიუ სასწრაფოდ წავიდა...
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ინგლისის ნაკრები: "სამი ლომი" ახალ მწვრთნელს ელის
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ჩელსიმ" ლამაზი თამაშით მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა [VIDEO]
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
"ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელმა გარდაცვლილი შვილის შეგინება ვერ მოითმინა [VIDEO]
"კრისტალ პალასი" მატეტას შემცვლელს "ვულვზიდან" 50 მილიონ ევროდ იმატებს
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
The Sun: ინგლისის ნაკრებს ალან პარდიუ გაწვრთნის
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს