გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი "ზუგდიდთან" ლიდერების დასვენებას არ აპირებს
22 მაისს გასამართი "ცხინვალი"-"ლოკომოტივის" მატჩი ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - "რკინიგზელები" სახიფათო ზონაში არიან და თუ ვერ მოიგებენ, შესაძლოა, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობონ. მოტივირებულ "ლოკომოტივს" უმოტივაციო "ცხინვალთან" უმძიმესი 90 წუთი ელის.

"ლოკომოტივის" ბედი გორის "დილასა" და "ზუგდიდის" თამაშის შედეგზეც იქნება დამოკიდებული. "დილამ" ევროპალიგის საგზური მოიპოვა, თბილისელებმა კი შეიტყვეს, თითქოს, ექსჩემპიონი ბოლო ტურში "ზუგდიდთან" ახალგაზრდული შემადგენლობის დაყენებას აპირებს.

მაგრამ "ლოკომოტივის" წარმომადგენელს "დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში დაუკავშირდა და აცნობა, რომ შესაძლოა, გორელთა შორის ორიოდე ახალგაზრდამ ითამაშოს, თუმცა, სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ამ შეხვედრას მაინც სერიოზულად მიუდგებიან.

კომენტარისთვის გორის "დილას" მწვრთნელ უჩა სოსიაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც იგივე დაადასტურა:

- ეტყობა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. "ზუგდიდი" ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა, რადგან თასიდან გამოგვაგდო, პირველ წრეში კი გასვლაზე ქულა დაგვაკარგვინა. ამით გარკვეულწილად, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც ჩამოგვაშორა. ამიტომ, მე, როგორც "დილას" მწვრთნელი, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ. ვიმეორებ, "ზუგდიდთან" პირადი სპორტული ინტერესი გამაჩნია.

- ანუ ახალგაზრდების დაყენებას არ აპირებთ?

- არანაირი ახალგაზრდული შემადგენლობის გამოყვანას არ ვაპირებთ. ორ გორელ ახალგაზრდას თუ ვათამაშებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერებს დავასვენებთ. მარცვალაძე, მოდებაძე, ძარია და ფალავანდიშვილი სათამაშოდ მზად არიან, მოედანზე იქნებიან და 100 პროცენტით დაიხარჯებიან.

საერთოდ, მიკვირს, საიდან და რატომ წამოიწია ეს თემა?

- შესაძლოა, "მერანთან" წაგებული მატჩის გამო. ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ფეხბურთელები მოეშვნენ თუ რა იყო წაგების მიზეზი?

- ვინც იმ შეხვედრას უყურა, ასეთი ეჭვები არ გაუჩნდებოდა. მსაჯებზე ლაპარაკისთვის მე უკვე დამსაჯეს და ამიტომ, ახლა ამას მოვერიდები. მაგრამ უნდა ვთქვა - ჩვენს კარში უსაფუძვლოდ დანიშნა პენალტი.

ბოლო წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჩვენი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მამალაძემ აუღო და კუთხურის ჩაწოდება რომ გვსურდა, მსაჯმა მეკარეს ბურთი თამაშში შემოატანინა. სწორედ ამ შეტევას მოჰყვა ჩვენს კარში მესამე გოლი. ესეც ჩემი ბრალია? ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენზე აუგს რომ იტყვიან, გული როგორ არ მოგიკვდება?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
დილა მიდიიიიიიი
თენგო
კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ,ბტონო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა?
gio
მარტვილს რატო არ მოუგეთ? გაიგეთ ზუგდიდმა და თერჯოლამ რო მოიგო და მესამე გოლი გაუტარეთ დამატებულ 5-წუთზე...
საოცრება
ე.ი. ქართველ მუცლითმეზღაპრე ჭორბიუროებს თუ ვენდობით, ხვალ დილამ თუ წააგო ჩაწყობილია ზუგდიდთან, თუ მოიგო ჩაწყობილია მერანთან და ლოკოსთან. . . რა გვეშველება ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები...
თენგო
მსჯმა მერანთან თამაში იმდენი ხანი არ დაამთავრა სანამ მერანს ბურთი არ გაატანინა და ასე იქნება ბათუმშიც. აბა ინჯიას მეტი რა საქმე აქვს.
ბადრი
ხვალ ბათუმი უეჭველი დაუწვება მერანს, ფოთი კი გურიას.და მორჩა ზუგდიდის და თრჯოლის ამბავი.
თენგო
ისე ამ გაფართოებულ მსაჯთა ბრიგადებს სულ ზუგდიდის თამაშებზე რომ აგზავნიან,იქნებიან თუ არა ასევე გაფართოებული ბრიგადები.ბათუმში,საჩხერეში,ფოთში ასვე ლოკომოტივის თმაშებზე.თუ მარტო ზუგდიდზე მიდის ასე გაშმაგებულად ზეწოლა.
არჩილი
Mtelma goris stafma,gundma, martvilis stafma,gundma , naxevarze metma baleshikebma icodnen rom exmareboda dila martvils da nu ambob icha sicrues.sul msaji gakeria pirze.shens gulshi chaixede ;)
გიო
განახებთ როგორ უნდა დილას გამოგდება თასიდან
მუსა
ჩემფეხებს გამოაგდებს!
fcb
Zizu მაგ სიტყვებს მწარედ ინანებ ხვალინდელი თამაშის მერე.
Zizu
რამენაირად! ზუგდიდთან ყველა თავს როგორ იკლავთ. ზუგდიდი მაინც დარჩება უმაღლესში. კიდე გამოგაგდებთ ზუგდიდი გაისადაც
hj
მიაწექით დილა გურიაც თქვენ გქომაგობთ
კახა
უჩა შენ ჯიგარი ბიჭი ხარ, ვაჟკაცი!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილას" დირექტორი: გვაინტერესებს, როგორ გადავიდეთ კერძო მეპატრონის ხელში?..
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
ვნებები ბოლო ტურის წინ - გუნდები სამართლიანი თამაშის პრინციპს დაიცავენ
გორის "დილას" და "პარტიზანის" მეტოქეობა თანამშრომლობაში გადაიზარდა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
უჩა სოსიაშვილი: რეფორმებს მეც შევეწირე
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა