22 და 23 მაისს ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს
22 და 23 მაისს ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.

უქმეების მთავარი ინტრიგა წლევანდელი 2015/16 წწ. სეზონის პირველი ტიტულის მფლობელის ვინაობის გარკვევაა - კორპორატიული ლიგის თასისთვის "ნატახტარი" და "საქართველოს ფოსტა" იბრძოლებენ. მანამდე კი სხვადასხვა ლიგის შეხვედრები გაიმართება.

კვირის სათამაშო დღე ბავშვთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრით აიღებს სტარტს. "ბაქსვუდი" გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, "საქართველოს უნივერსიტეტს" დაუპირისპირდება. ტურის მეორე დაპირისპირება კი ქუთაისის "მართვესა" და 51-ე სკოლის გუნდებს შორის შედგება.

22.05.2016. ბავშვთა ლიგა. IV ტური

11:00 ბაქსვუდი - UG

14:00 მართვე (ქუთ) - 51-ე სკოლა

ორი შეხვედრა გაიმართება ბრინჯაოს ლიგაში. მეხუთე ტურს "ლიბერთი ბანკისა" და "აჭარა ჯგუფის" გუნდების დაპირისპირება დაასრულებს, ხოლო "ევროპაბეთი" და "ეროვნული ბანკი" მეექვსე ტურის პირველ შეხვედრას გამართავენ.

22.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

12:00 ლიბერთი ბანკი -აჭარა ჯგუფი

22.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური

15:00 ეროვნული ბანკი - ევროპაბეთი

კალენდარული ტურის შეხვედრებია დაგეგმილი სუპერლიგა C-ში. "გრანდ გრუპი" "ჯვაროსნებს" ეთამაშება, ხოლო "სამტრედია" "სისი ლოუნის" გუნდს დაუპირისპირდება.

22.05.2016. სუპერლიგა C. VI ტური

13:00 გრანდ გრუპი- სკ ჯვაროსნები

22.05.2016. სუპერლიგა C. VII ტური

16:00 სამტრედია - CC LOAN

კვირასვე გაირკვევა სუპერლიგა B-ს ორი ნახევარფინალისტის ვინაობაც. გადამწყვეტ მესამე შეხვედრას "იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი"-"უნიკრედიტი" და "ვივუსი"-"გენერალი" გამართავენ.

22.05.2016. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (III)

18:00 CFCP - UNICREDIT.GE

17:00 VIVUS.GE - გენერალი (კასპი)

22 მაისის სათამაშო დღეს სეზონის პირველი ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. კორპორატიული ლიგის ფინალში მოქმედი თასის მფლობელი "ნატახტარი" "საქართველოს ფოსტას" დაუპირისპირდება. ეს გუნდები არსებობის ისტორიაში მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი შეხვედრა ამავე სეზონში, ოქროს ლიგის წრიულ ეტაპზე გაიმართა და უაღრესად დაძაბული დაპირისპირება "ნატახტარის" გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. ფინალური შეხვედრა კვირას, 19:00 სთ-ზე დაიწყება.

22.05.2016. კორპორატიული ლიგის თასი. ფინალი

19:00 ნატახტარი - საქართველოს ფოსტა

ორშაბათს კიდევ რამოდენიმე შეხვედრა გაიმართება. ბავშვთა ლიგის მეხუთე ტურში "ბაქსვუდი" 51-ე სკოლას დაუპირისპირდება, ხოლო ქუთასის "მართვე" "საქართველოს უნივერსიტეტთან" პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

23.05.2016. ბავშვთა ლიგა. V ROUND

14:00 ბაქსვუდი - 51-ე სკოლა

15:00 მართვე (ქუთ) - UG

სათამაშო კვირას სუპერლიგა C და ბრინჯაოს ლიგის დაპირისპირებები დაასრულებს. მიმდინარე გათამაშების ვადამდელი გამარჯვებული, ტელეკომპანია იმედის გუნდი მცხეთის "გრანდ გრუპს" ეთამაშება, ხოლო ბრინჯაოს ლიგაში "ბი პი ჯორჯია" "აჭარა ჯგუფს" დაუპირისპირდება.

23.05.2016 სუპერლიგა C. VIIტური

21:00 იმედი ტვ - გრანდ გრუპი

23.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური

22:00 ბი პი ჯორჯია - აჭარა ჯგუფი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი "ესტრელია".

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი