მწვრთნელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ყველა კანდიდატის შესახებ და მერე გამოიტანოს დასკვნა, ვინ სჭირდება და ვინ - არა...
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სანაკრებო შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდში სამი დებიუტანტია - ვახტანგ ჭანტურიშვილი, ჯაბა ჯიღაური (ორივე - თბილისის "დინამო) და ჩეხური "ტეპლიცეს" მცველი ზურაბ ცისკარიძე...

დებიუტანტები

22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილისა და 23 წლის ჯაბა ჯიღაურის ნაკრებში გამოძახება არ უნდა გაგვიკვირდეს. "ლელო" არაერთხელ წერდა ამ ბიჭების პროგრესზე. ვინც "დინამოს" თამაშებს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ ორივე ფეხბურთელი ბოლო ხანს გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

თუნდაც, საქართველოს თასის ფინალი გავიხსენოთ, როცა ჭანტურიშვილი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და ეფექტური გოლიც გაიტანა...

დინამო (თბ)-სიონი 1:0 - 13 თასი და 10 დუბლი [VIDEO+PHOTO]

ამას წინათ, "ლელომ" ვრცელი მასალა შემოგთავაზათ ჩეხური "ტეპლიცეს" მცველ ზურაბ ცისკარიძეზე. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ 29 წლის ქართველ გოლიათ-პოლიგლოტს მალე ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში ვიხილავდით.

არადა, მოვლენები ზუსტად ასეთი სცენარით განვითარდა.

ცისკარიძე თბილისში, ცნობილი ქართველი მომღერლის ოჯახში დაიბადა. თამაშობდა ფრანგულ "სეტში", ამერიკულ "მაიამიში", კანადურ "ვანკუვერსა" და "მონრეალში", რუსულ "ამკარში", შვედურ "იონჩოპინგსში", ტაილანდურ "ბანგკოკ გლასში" და ამერიკულ "სან ანტონიოში". დღეს კი ჩეხურ "ტეპლიცეში" ხან თამაშობს, ხან - არა.

"ბიჭი, რომელმაც ცრემლებით დავტოვე საქართველო, უკან დავბრუნდი"

აბა, როგორ არ ვიკითხოთ?!

რა თქმა უნდა, არ არსებობს სანაკრებო სია, რომელიც კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა - ვეცადე, ყველა უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შემეკრიბაო.

რომ ეცადა, ამას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ რამდენად შეძლო, ეს მეორე საკითხია.

პირადად მე, ვერ ამიხსნია, რატომ არ არის სიაში გოგიტა გოგუა. ვაისი ადრე მას წვრთნიდა და მშვენივრად იცის მისი შესაძლებლობები. იმიტომ ხომ არა, რომ გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშობს?

სამწუხაროდ, ყაზახებმა არაერთხელ დაგვიმტკიცეს საქმით, რომ დღეს მათი ჩემპიონატი ჩვენსას ბევრად სჯობს. აღარც კი ვიცი, მეტი რაღა უნდა დამართონ ყაზახურმა კლუბებმა ქართულს. ამას ნიშნის მოგებით კი არა, გულისტკივილით ვწერ. ჰოდა, თუ საქართველოს ჩემპიონატიდან ვიწვევთ ფეხბურთელებს, ყაზახეთის პირველობამ რაღა დააშავა?

არადა, რაც გორის "დილადან" "ირტიშში" გადავიდა, გოგუა, როგორც იტყვიან ხოლმე - "დაფრინავს". ნუ დაგვავიწყდება, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

საინტერესოა, რატომ არ უხმო ვაისმა მას ეროვნულ ნაკრებში? იქნებ ის მის ხასიათს უფრთხის? შეიძლება გოგუა მართლაც არ არის "ანგელოზი", მაგრამ "ირტიშსაც" ჰყავს მწვრთნელი, თან, როგორც ვიცი - საკმაოდ მკაცრიც და ის უხასიათო ფეხბურთელს გუნდში არავითარ შემთხვევაში არ გააჩერებდა...

შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ფორვარდები - მათე ვაწაძე და ნიკა კაჭარავა.

ერთი მხრივ, აბსოლუტურად ვეთანხმები მწვრთნელს და გამიხარდება, თუ ამ გეზს გააგრძელებს - უთამაშებელი ფეხბურთელების ადგილი არ უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ამ ბიჭების გარდა, სათამაშო პრაქტიკა სხვებსაც აკლიათ?!

ეს ერთი მხარეა და, მეორეა ის, რომ გრძელვადიან შეკრებაზე, ჩემი აზრით, უპრიანია, მწვრთნელმა რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე იახლოს. ისეთები, სამომავლოდაც რომ გამოადგებიან ნაკრებს. შეკრებაა, ვარჯიშებია და რა იცი, ვის რა თვალზე შეხედავს მწვრთნელი.

ვაწაძესა და კაჭარავას ნამდვილად ვერ ჩამოვწერთ, როცა საქმე საქართველოს ნაკრების მომავალს ეხება. ეგაა, მათემ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გუნდი, ხოლო ნიკამ "როსტოვში" სათამაშო დრო მიიღოს.

ვაისმა უნდა იცოდეს...

ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე დაახლოებით ასეთი რამ თქვა - უკრაინაში მოთამაშე ჯაბა ლიპარტია იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვსო. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში სლოვაკი მწვრთნელი გულწრფელი იყო.

ლიპარტია უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. მას სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. აგერ, თასის ნახევარფინალშიც გაიტანა გოლი.

ჯაბა ლიპარტია: მე ჩემსას ვაკეთებ და, დანარჩენი ვაისის გადასაწყვეტია

არ ვამბობ, რომ ის უეჭველად უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ მწვრთნელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ყველა კანდიდატის შესახებ და მერე გამოიტანოს დასკვნა, ვინ სჭირდება და ვინ - არა...

ქვემოთ კი კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სიას:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო");

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბ), ლაშა დვალი ("შლიონსკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბ), გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო", თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gogita
რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, ყველას ხელში ერთი შემადგენლობა და თამაშის ერთი ხელწერაა. დვალიშვილი, ლობჟანიძე, ყენია არ არიან ნაკრების დონის ფეხბურთელები, თუ ვიძახით რომ მომავლის გუნდს ვაშენებთ იქნებ მოვძებნოთ ამათი შემცვლელები დროულად ახალგაზრდებში.
gogita
ეს სტატია გოგუას პიარს ემსახურებოდა ? თუ მომავლის გუნდს ვაშენებთ ეს უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელები როგორც გოგუა და კიდევ ბევრი რაში ჭირდება ნაკრებს ? არც ამ პუჭურა ქვეყნის ჩემპიონატებიდან არ უნდა ეძახდნენ ლეგიონერებს სათამაშოდ, ჯობია საქართველოს ჩემპიონატიდან ახალგაზრდები გამოიძახოს, იქნებ გზა მაინც გაეხსნათ პატარა ბიჭებს ევროპისკენ!
Vaso
ცოტა თუ არ განვიტვირთეთ გულშემატკივარი , ასე ნერვიულობით გავაფრენთ. გმერთია მოწმე რო ძალიან მაგრად მიყვარს ჩვენი გუნდი...//
Z.LO
ანეგდოტი: დვალიშვილი__ თავდამსხმელია!?
c
100 % ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს. გოგუა ნაკრების სული და გულია, ყენიას ჯიღაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ გოგუა მათზე ბევრად გამოცდილია და კარგ ფორმაშიც არის, გოგუა დააბრუნეთ ნაკრებში სანამ აგიჯანყდათ გულშემატკივრები! გ ო გ უ ა ნაკრებში!
murtalo
ყაზახებთან რომ ვაგებთ სანაკრებო, თუ საკლუბო დონეზე ეს ნამდვილად სამარცხვინოა, აი შემადგენლობასი კი ორიოდ ცვლილებას შევიტანდი: დვალიშვილის(ნეტა ვინ ლობირებს და აქვდის ინფოლმაციას ვაისს:))) და ყენიას ნაცვლად მარცვალაძეს და გოგუას გამოძახება ჯობდა ალბათ. დვალიშვილი ნაღდი ზარალაა, ყენია კი შეიძლება გაფაფხურდეს, მარა ტეპლიცეს ძირითად შემადგენლობაში რომ ვერ მოხვდება ფეხბურთელი მარტო მისი ნაჭი რაში არგია ნაკრებს?...თუ მეშლება გამახსენეთ წლების განმავლობაში რაიმე დასამახსოვრებელი თუგაუკეთებია ამ მუდმივად "პერსპექტიულ ახალგაზრდას".
kaxi
არ მესმის ასეთი ჯურნალისტის არსებოვა საქართველოში ვითომც ქართულ ფეხბურთს ემსახურება და ქართულ ფეხბურთს შეურაცყოფას აყენებს.... ავტორი იძახის ყაზახური ფეხბურთი ჩვენსაზე ძლიერიაო, როგორ შეიძლება ჯურნალისტმა თქვას საქართველოს ჩემპიონატიდან იძახებსო ყაზახეთიდან კი არაო
ogafa
ამჯერზე ლევან გეგეჭკორი აუცილებლად უნდა გამოეძახა ამას დიდი დაკვირება არ სჭირდებოდა
Akaki
ჩემი აზრით გოგუას პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს. ეხლა თავიდან გადავხედე შემადგენლობას და ნახევარმცველებიდან გოგუას გამო ვერავის ამოვაგდებდი, რომელიმე მცველის მაგივრად რომ გამოეძახა გამორიცხულია რადგან ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელია საჭირო, თავდასხმიდან აი დვალიშვილის მაგივრად თუ შეიძლებოდა მაგრამ ნახევარმცველის მაგივრად თავდამსხმელს ხომ არ მოხსნიდა თან ისედაც ასე თუ ისე დეფიციტი გვაქ თავდამსხმელის პოზიციაზე, თან ამდენი ნახევარმცველიც არ იქნებოდა საჭირო. ჩემი აზრით ნახევარმცველი ნახევარმცველის მაგივრად უნდა გამოიძახო რომ სხვა პოზიციაზე პრობლემა არ შეიქმნას, ნახევარ დაცვა კი ისედაც ძლიერი გვყავს
zaza
დვალიშვილის კლასი არ არის სანაკრებო დონის(თუნდაც 123–რეიტინგის ნაკრების)
akakis
გოგუა როგორ არაა გამოსაძახებელი, სხვა თავები მარხია მანდ. წინა ფედერაციის დიდი მინუსი ის იყო რო საახლობლო ყავდათ სულ და ის ხალხი სამსახურსჰი არ დადიოდა. ახლის მინუსი ისაა რომ ვიღაცეების ხუშტურებზე დადიან. იმ ვიღაცას არ ევასება გოგუა. იგივე ჟურნალისტები. იკითხეთ რტYთი რამდენი ჟურნალისტი მუშაობს ფეხბურთის ფედერაციაში. იმ ხალხს არაფერს ვერჩი მაგრამ ხვდებით რატომაც. არ უყვართ ამათ კრიტიკის მოსმენა. ვეთანხმები ავტორს, მისდი მიაწექი ძმა!
სირბილის სწავლების ცენტრი
ალეკო კაკაურიძე: "აღარც კი ვიცი, მეტი რაღა უნდა დამართონ ყაზახურმა კლუბებმა ქართულს".
Akaki
ვინც გამოსაძახებელი იყო ის გამოიძახა, ვინც არ გამოიძახა არცერთს არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა ან ნაკრების დონეს ვერ აკმაყოპილებს, ჯერ ვაწაზე და სხვა დანარჩენები ათამაშდნენ და საკუთარ მოკრძალებულ გუნდებში მოიპოვონ ძირითადში ადგილები და მერე გამოითქვას პრეტენზიები ნაკრებში თამაშზე, ადრე იმიტო იყო ჩვენი ნაკრები წარუმატებელი რომ სულ ერთი და იგივე სასტავს იძახებდნენ და აქედანაც 50% უთამაშებლობის პრობლემა ჰქონდათ საკუთარ გუნდებში.. რაც შეებეგა გოგიტა გოგუას, 32 წლის ასაკში კარგია რომ ათამაშდა მაგრამ ვფიქრობ რომ მის პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, მითუმეტე რა თამაშებიც გადავამოწმე არცერთში არ ჩაუმთავრებია მატჩი ბოლომდე, არაა ფიზიხურად ბოლომდე მზად
777
როგორც ავტორმა განაცხადა "ვაისი გოგუას წვრთნიდა და კარგად იცნობს მის შესაძლებლობებსო" ასე რომ არ სჭირდება დღეს გოგუა და ალბათ მაგიტომ არ გამოიძახა! ისე ყენიას მაგივრად გოგუა რომ გამოეძახა უფრო სამართლიანი იქნებოდა!
giorgi
გეთანხმებით მჭედლიძეზე, მაგრამ რაც შეეხება დვალიშვილს, რამდენი თამაში ითამაშა ნაკრებში და ვერაფერი ვერ შევატყვე. თუკი მოინდომებენ ყველაფერიც გამოვა...
666
avtors ki vtxov tugiyvars qartuli peburti da saqartvelo da mjera rom orive ertimeoreze metad giyvars upro mkacradac sheizleba dawera da isev tqven da tqvenskolegebs shegizliat udidesi wvlilis shetana sportshi.P.S. LIPARTIAS ARCODNIT KI TQVENC UDIDES SHEURACYOPAS GAYENEBT VAISA TUKARGAD DAPIQRDEBIT
666
getanxmebit rom vawadze ds jacharava ariyvnen gamosadzaxebeli radgan sruliad utamasheblebi arian.racsheexeba imasrom lipartiaze araaq inpormacia esubralod cheni sheuracyopaa da meti araperi.vigac jiqiaze gaq impormacia da exvewebi da lipartiaze aragaq??da tuaragaq zaan cudi.goguasnairi mebrzoli da egeti xasiatis tipic aucilebelia nakrebshi..
giorgi-s
ამ ეტაპზე დვალიშვილს და მჭედლიძეს არცერთი ქართველი ფორვარდი არ სჯობია! ასე რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ვაისმა!
ggg
რატო არ იბეჭდება ცეცაძის პასუხები?
giorgi
არ არის დვალიშვილი სანაკრებო ფეხბურთელი...
zaza
არც ვაწაძე და არც კაჭარავა დღეს არარიან ნაკრებში გამოსაძახებელი და ყენიას რა უნდა ნაკრებში?! ცხადაძეს ყავდა გამოძახებული და ათამაშა კიდეც საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები და თამაშის შემდეგ თვითონაც აღიარა რომ ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ ეს ფეხბურთელები!სამწუხაროდ ვაისიც მალე დარწმუნდება ამაში! დანარჩენი ვფიქრობ ამ ეტაპზე საუკეთესოები არიან გამოძახებული!
მურთაზი
ლიპარტიას ბრალია-რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია ვაისს,რა უსუსური მოტივია
dato
არ არის კაჭარავა როსტოვის დონის ფეხბურთელი და რაც მალე წამოვა იქიდან, მით უკეთესი.
qomagi
ალეკო კაკაურიძე მადლობა რომ ჩემი სათქმელი თქვი. ბოლო დროს ყველა ჩუმადაა თითქმის. ეს სულ სიმართლეს წერს! ესე განაგრძე!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
ზურაბ ცისკარიძე გახსოვთ? - ის საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ერთ დღეს ზაზა და კლეი დაძმობილდნენ...
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქართული ლეგიონი სუფრასთან გაერთიანდა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
ლეგიონის ანონსი: დღესაც გაიტანს გიორგი ჭანტურია პენალტს?
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს