...ასე უნიჭოდ დადგმული მართლა არაფერი მინახავს და რა უნდა მოხდეს, რომ კიდევ ვნახო
ფოტოზე: ის, რაც ხობში მოხდა, ამ ტკბილ მოხუცებსაც არ გამოეპარებოდათ

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ კალენდარულ მატჩში რა ამბებიც დატრიალდა, ყველამ კარგად ვიცით. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ვნახე ის ვიდეო და იმდენად იმოქმედა ჩემზე, ისე მომსპო და გამანადგურა, რომ დღევანდლამდე ვერ შევძელი წერა იმ სულისშემძვრელ ამბავზე...

საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერი [VIDEO]

არა, ბატონებო, არ მგონია, ეპითეტი გადაჭარბებული იყოს. მით უმეტეს, ვიდეოში ბევრი საგულისხმო ჩანს. მთავარი კი ისაა, რომ ყველაფერი უაღრესად დაბალ დონეზეა დადგმული. ეჭვგარეშეა, თითოეულ ჩვენგანს არაერთი "სპექტაკლი" უხილავს ქართულ სტადიონებზე. მეც მსმენია და მინახავს კიდეც საეჭვოზე საეჭვო მატჩები, მაგრამ ასე უნიჭოდ დადგმული მართლა არაფერი მინახავს და რა უნდა მოხდეს, რომ კიდევ ვნახო...

ერთი კომენტარი ვნახე სოციალურ ქსელში - თუ აკეთებ, შე დალოცვილო, კარგად მაინც შეფუთე და ისე გააკეთეო! როგორ ვთქვა, ვეთანხმები-მეთქი, მაგრამ არის ამაში სიმართლის მარცვალი.

დამნაშავეები ფეხბურთიდან მოიკვეთნენ. პირველი ქვა იმან უნდა ისროლოს, ვინც ჩვენ შორის უცოდველია. არა მგონია, ასეთი ბევრი იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ნამდვილად არ ვარ...

არ ვარ და გულის სიღრმეში მეცოდება კიდეც ის ხალხი, მაგრამ საკუთარი თავი და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი უფრო მეცოდება, ამდენი წლის განმავლობაში გამუდმებით რომ იტანჯება და თუ ასე გაგრძელდა, არც ამ ტანჯვის შემამსუბუქებელი გზა გამოჩნდება.

მე ერთი მიკვირს: როგორ შეიძლება ასე გაყიდო შენი თავი, შენი არჩევანი?! ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გიყვარს?! ღმერთმა მოგცა იმის ნიჭი, რომ ფეხბურთი ითამაშო, ითამაშო რაღაც დონეზე მაინც. და შენ ამას აკეთებ! ამ დროს, რამდენს უნდოდა ფეხბურთელობა და სხვადასხვა მიზეზის გამო სურვილი ვერ შეისრულა.

რა მოსატანია, მაგრამ ამ სტრიქონების ავტორმაც 10 წელი იარა ფეხბურთზე, ვხვდებოდი, ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ წამოსვლა მიჭირდა და მწვრთნელიც მიგებდა. მე ფეხბურთელი ვერ გამოვედი, მაგრამ იქ ცხოვრება მაინც ვისწავლე.

ეს ერთი შემთხვევა იყო. ვიდეოს ნახავ და ყველაფერს ეგრევე ხვდები. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი თამაშია, შედარებით უკეთ "შეფუთული" და "გაკეთებული". მე იმ "ღლავების" დასჯაც საშური მგონია, ვინც ყოველივე ამაზე ითბობს ხელს, თორემ ფაქტია, უბედურების სათავე ეს ფეხბურთელები თუ მწვრთნელი ვერ იქნებიან. ყველაფერი ზემოდან მოდის და იმ სათავეს უნდა მივაკვლიოთ.

მანამდე კი, ქართული ფეხბურთის არნახული შეჭირვებისა და დაცემის ჟამს ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი თავი, ჩვენი ცხოვრება და ჩვენი არჩევანი, ჩვენი ფეხბურთი არ დავღუპოთ.

ახლა ყველაზე საინტერესო ერთი რამაა: შევძლებთ კი მთავარი დამნაშავეების აღმოჩენას? ეს თუ ვერ შევძელით და თუ მთავარი დამნაშავეები არ გამოაშკარავდნენ, თუ ამ ბოროტების სათავე არ მოვსპეთ, მაშინ დავრჩებით მხოლოდ ლოკალური წარმატებების იმედად.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ მმართველთა პირდაპირ ღირსების საქმედ უნდა იქცეს ამ მანკიერი მხარის შეძლებისდაგვარად ამოძირკვა.

გასაგებია, რომ ამ სენს ბოლომდე ვერ მოვერევით. ჩვენ კი არა, ეს ავადმყოფობა გაცილებით ძლიერი ქვეყნების საფეხბურთო ცხოვრებასაც ხრავს, მაგრამ ნაწილობრივ მაინც უნდა შევძლოთ და ამას მოვერიოთ.

არადა, რა გამოდის? ხალხს სტადიონზე მისვლისკენ მოვუწოდებთ, მივა იქ ქომაგი და ისეთი რამეები ხვდება, რომ მეორედ მისვლა აღარ მოუნდება. ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით.

ქართული ფეხბურთი ან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავწმინდოთ, ან შევეგუოთ იმას, რაც ხდება. შეგუება კი ძალიან ბევრ რამეზე თვალის დახუჭვას ნიშნავს.

გამოსავალი ერთია - ჩვენ ყველამ იმაზე გაცილებით მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს, ვიდრე ვთხოვთ. ჩვენი თავი, ჩვენი საქმე, ჩვენი ფეხბურთი არ უნდა გავყიდოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

drago
ყველაფერი დასვეს ტიპებმა თუ კი რამის დასმა შეიძლებოდა :):):)
archili
მართლა მაგარი ფოტოა და zurikela-ს კომენტარიც ზედგამოჭრილია
ეჰჰ
საქართველოში კი არა მსოფლიოში არ იქნება 25 წელს გადაცილებული ფეხბურთელი ვისაც იგივე არ ექნება განაკეთები ერთხელ მაინც ..........
zurikela
მაგარი ფოტოა....მე,ბებია,ილიკო და ილარიონი:)))
aleko
საღოლ ძმაო
fcd
10 გიწერ კარგი სტატიაა,ფოტო ხო საერთოდ დონეა.
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
ლუის ენრიკე: კენჭისყრით კმაყოფილი ვართ - შემიძლია მეც ვითამაშო, თუ გსურთ!
კონფერენსლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
ქალთა ლიგის მე-4 ტური - პოკერი და დაძაბული ბრძოლა ჩემპიონატის სტარტზე
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
"ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ხობის "კოლხეთი" დახურონ" - მეგრული კლუბი ხობის მერიასთან აქციას მართავს
რა მოხდა მარტვილში? "სალხინოს" მთავარი მწვრთნელი გარიგებას და ბრალდებას უარყოფს
ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]
ᓡᓤᓤ-ᕘᕡ ᓡᓞᕝᓠᓢᓣᓚ-ᕢᓔᓥᓜᓘᓙᕣᕠᓛᓐ ᓙᓝᓛᓘᕢᓔᓢᕛᕐ "
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
როინ ონიანი ფეხბურთიდან გააცილეს
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერი [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
"ბეთლემის" მწვრთნელი: ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება
ტრაგედია ბათუმში - 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება