ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვლადიმირ ვაისი: ასე თამაში არ შეიძლება!

ვლადიმირ ვაისი: ასე თამაში არ შეიძლება!

საქართველოს ნაკრების თავკაცის კომენტარი სლოვაკეთთან დამარცხების შემდეგ
27 მაისს ავსტრიულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი თქვა:

"ცუდად ვითამაშეთ. სლოვაკებთან ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. ისინი ჩვენზე უკეთ არიან მომზადებულნი და ფორმაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. პირველ ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთ ორგანიზირებული თამაშობდა.

შესვენებაზე შევეცადე, გუნდის თამაშში მეტი აგრესია შემეტანა. მაგრამ მარტივი გოლები გავუშვით, მნიშვნელოვანი იყო ადამ ნემეცის მეორე გოლი. მესამე გოლი უბრალოდ აღმაშფოთებელია ჩვენი მხრიდან, ასე თამაში არ შეიძლება, კედელი ვერ დავაყენეთ და დარტყმულზე რეაქციაც არ ყოფილა.

დიახ, საქართველოს ნაკრები ცდილობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი. მაგრამ უფრო მეტს ვიშრომებთ".

• AC MILAN

ფეხბურთელები რო მოდელებივით არიან, ოდნავი ამბიცია არ გააჩნიათ და უთავმოყვარეოდ თამაშობენ ეგ არახალია, მაგასაც შველა ჭირდება.. მაგრამ ჩვენც რო არაფრის დაფასება არ ვიცით და საკუთარი ქედმაღლობისთვის და ბიღმისთვის ვერ მიგვიხედია ეგეც ფაქტია, ცხადაძე-ცეცაძის დუეტი ბოლოდროინდელი მწვრთნელებიდან საუკეთესო იყო, და მიუხედავად მოცემული სიტუაციისა ამ ფეხბურთელებითაც ახერხებდნენ ნორმალური ფეხბურთის თამაშს, სულელურზე სულელური გადაწყვეტილება იყო ვაისით ამ დუეტის ჩანაცვლება..

• გიო

100%-ით ვეთანხმები "ნიკოლოზი"-ს. მართლაც, ქართულმა ფეხბურტმა ნევროზი გაგვიჩინა. საერთოდა აღარ დააფინანსონ და თუ ვინმეს აინტერესებს, თვითონ მიხედონ. გავაძლიეროთ კალათბურთი და რაგბი. სპორტის ეს სახეობები აშკარად აღმავლობის გზაზეა და ახლა შემდეგ ეტაპზე ასამაღლებლად გაძლიერებული მხარდაჭერა და დაფინანსება ჭირდებათ, შედეგები რომ გააუმჯობესონ. ფეხბურთი უძირო ქვევრივითაა. რაც გინდა ჩადო, მაინც შედეგი ნულია.

• lasha

ბევრს ვეთანხმები ფეხბურთი რომ დაბალ დონეზეა ჩვენთან. მაგრამ ბევრის კომენტარიდან გამომდინარე ვამბობ რომ ეს სპორტი ყველას უყვარს, ნერვებს გვგლეჯს თუ არა და ისე ნუ ბაზრობთ რომ მაინც არაპერი ეშველება და უნდა ამოიძირკვოს. ბევრის კომენტარიც მომეწონა მწვრთნელი რა შუაშია მართლაც? რა მწვრთნელიცაა მაგან წინა მუნდიალზე თქვა. ხოლო შემსრულებლები ვინ გვყავს? მჭედლიძე აბსოლიტური ნულია წინ, ადრე ორტაბრძოლებს მაინც იგებდა. ოქრიაშვილს გუშინ კი წაუვიდა თამაში, უნიჭიერესიცაა, მაგრამ აშკარად აგდებული დამოკიდებულება აქვს ხშირად. ყაზაიშვილს რაც შეეხება შეგნებულად არ გავაკრიტიკებ, რადგან ყოველ თამაშს ერთნაირად ვერ ითამაშებს ეგეც ადამიანია. კაშიამ საყრდენად უფრო ითამაშა უკეთ, დაცვაში აშკარად უშვებდა შეცდომებს და რავი რა მოთამაშეებმა უნდა მოინდომონ პირველ რიგში. ვისაც პრაქტიკა აკლია სათამაშო ჩამოვიდეს და უმაღლეს ლიგაში მაიც ითამაშონ ჩვენთან ფორმაში მაინც იქნებიან, განვითარებით მაინც ვერ ვითარდებიან

• დათო

ფერგიუსონი რომ ჩამოიყვანო მთავარ მწვრთნელად, ამ ფორმაციის ნაკრებს არაფერი ეშველება. ეს, სამწუხაროდ, საბოლოოდ გუშინ გამოვლინდა...

• ნიკოლოზი

"ქართული ფეხბურთი" რომ მითია, ვეღარ მიხვდით?! რასაც ქართულ ფეხბურთს ეძახით და რაღაც წარმატებებს იხსენებთ, ეგ საბჭოთა ფეხბურთია და იმ საბჭოეთთან ერთად დაიშალა. აღარასოდეს განმეორდება, ისევე, როგორც ქართული კინო, ქართული თეატრი, ქართული საესტრადო სიმღერა, ან ქართული მეცნიერაბა. კი ბატონო, ერთეული ადამიანები ყველა დარგში გამოჩნდებიან, მაგრამ ხელოვნების, მეცნიერების დარგის, ან სპორტის სახეობის უკვე დაკარგული წარმატების აღდგენა აღარასოდეს მოხდება. ჩემი აზრით, სახელმწიფომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ფეხბურთის დაფინანსება, რადგან თანხები მთლიანად წყალში იყრება ან ვიღაც ერთეული პირების ჯიბეში მიდის, გულშემატკივარს კი ნერვების შლის მეტი არაფერი ხვდება. თუ ბიზნესმენები გამოთქვამენ სურვილს, მათ აფინანსონ, თუ არა, ფიფა საკმაოდ მდიდარია და თუ სურვილი აქვთ, დააფინანსონ. ამჟამად საქართველოში რეალურად სპორტის მხოლოდ ორი გუნდური სახეობაა, რაც ხელშეწყობას და გვერდში დგომას იმსახურებს. კალათბურთი და რაგბი. 26 მაისს ქუთაისში ჩატარდა კალათბურთის ჩემპიონატის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი თბილისის "დინამოსა" და ქუთაისს შორის. სავსე დარბაზში, ძალიან და ძაბულ ბრძოლაში, ფაქტიურად ბოლო წუთზე გაიმარჯვა ქუთაისმა დ აჩემპიონი გახდა. ჩემდა გასაკვირად, ეს თამაში მხოლოდ ქუთაისის ტელეარხმა "რიონმა" გადასცა. აქედან დასკვნა, სახელმწიფო სრულიად არალოგიკურად და არასწორად უდგება საკითხს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოცემს საფეხბურთო ჩემპიონატის უსახურ და უინტერესო თამაშებს, ხოლო ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის გადამწყვეტ მატჩსაც კი არ უჩვენებენ. მოკლედ, ძირს ფეხბურთი, რომელიც ათწლეულებია, მხოლოდ ნერვებს გვიშლის და არასრულფასოვნების კომპლექსს აჩენს მთელს ერში. გაუმარჯოს წარმატებულ რაგბს და კალათბურთს. დარწმუნებული ვარ, ამ სახეობებისთვის დაფინანსების გაზრდა უმაღლეს შედეგებს მოგვიტანს.

• მურთაზი

ამთმა დააწყვიტეს ყველა მწვრთნელს და ჩვენ ნერვები,არც ჟილკა აქვთ და არც თავმოყვარება დაბორიალობენ მოედანზე ინდაურებივით და თავი ვარსკვლავები გონიათ,მაგარი უნიჭო თაობაა,იმიტომაა ყველა რო ბანძ კლუბებშია გაფორმებული და არც იქ გამოყავთ მოედანზე-მწვრთნელებია "ზუბშიო"

• სირბილის სწავლების ცენტრი

ვაისს სანაკრებო გამოცდილება მაინც აქვს და ეს გამოსაყენებელია. სხვა სანაკრებო გამოცდილების მწვრთნელი საქართველოში მაინც არ ჩამოვა და ვინც გვყავს იმას გავუფრთხილდეთ! ვინც არ უნდა მოიყვანონ მწვრთნელად, ფეხბურთელები თუ ვერ დარბიან, შედეგი მაინც არ იქნება!!!

• ალეკსანდრე

სამცუხაროა, რომ კობი ცხადაძესთან კომპრომისზე არ ცავიდა, სულ ტკუილად დრო დავკარგეტ,ეს კაცი არაფრის გამკეტებელი არ არის, მაგას გეგუჩაძეც ჯობია,ვერ ვიტკვი ,რომ ცხადაძეს დროს ციდან ვარსკვლავებს ცკვიტავდნენ, მაგრამ რამდენიმე ტამაში კარგად ჩაატარეს,ცხადაძე რომ კოფილიკო ასე უსუსურად არ ცააგებდნენ

• ფერნანდო

სხვა შედეგს არც ველოდი. საერთოდ ვართ ფეხბურთში დაბალ დონეზე და ამის ამოქაჩვა მარტივი არაა. ბოლომდე ნუ გადაიჭრით ხალხო ვენებს ცხადაძეზე ჯავრით-ესტონეთთან წაგებული 3:0 ხომ გახსოვთ?

• asea es

ცხადაძე კი არა ამათ ფეოლა,რომ გააცოცხლო ისიც ვერ უშველის.

• Gocha Juve

ასეთი თამაშით სადაც ყოველ კომპონენტში აგებ ორთაბრძოლებს როგორ შეიძლება იმაზე ფიქრი რომ შესარჩევ ტურნირზე წარმატებას მიაღწევ! ბეკენბაუერი და მურინიო რომ მოუყვანე მაინც ვერაფერს გააკეთებენ რადგან შემსრულებლები არ გყვანან! ტყუილად ნუ აბრალებთ მწვრთნელებს რა უნდა ქნას ვაისმა როცა ყველაფერს ეცადა გადაადგილებებიც იყო მაგრამ უშედეგოდ!მე მაინც მომეწონა ისევდაისევ ოქრიაშილი და ნავალოვსკის გარჯა, დინამოს ახალგაზრდა ბიჭებს კი სითამამე აკლდათ. და მაინც მგონია კარგად მუშაობა და დატუქსვა არ აწყენდათ ნაკრების ბიჭებს! როგორც გულშემატკივარი ვწუხვარ მაგრამ ნათქვამია ძალა აღმართს ხნავსო. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს რას ვიზავთ რაც გვაქვს იმას მაინც უნდა ვუგულშემატკივროთ ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს!

• Levani

Fabio kapelo da marchelo lipi ro dauyeno exla nakrebs,mainc araferi mnishvnelovani sheicvleba,saqme shemsruleblebshia,gadamwyvet momentshi pasi ar varga,an araswori mimartulebitaa gagzavnili..jer iswavlon win pasi da mere sheidzleba tamashze laparaki..eshiniat ashkarad win waigon burti da sul ukan agoraveben ushedegod..

• qutaiseli

გერმანია ზედა ზღვარი იყო ვინც ამას წერს კითხვა მაქ მასთან აპა ესტონეთი და პოლონეთში განადგურებარაღა იყო.გერმანიამ გადაგიარა თამაშით უამრავი მომენტი შექმნა და ჩვენი მეკარის საოცრებები როარა ანგარიში იქაც კატასროფული იქნებოდა რაც დამტკიცდა შემდგომ თამაშებში ან რომელი თამაშის სტაბილიზაციაზე არის საუბარი.როცა ფეხბურთელს არააქ ფიზიკა და ტექნიკაშიც მოიკოჭლებს გუნდის 90 პროცენტი თან სერიოზულად.დარხეულიაქ იმ ქვეყნის ფეხბურთს თან სერიოზულად სადაც ფეხბურთის ქომაგი ტკბება ესტონეთან განადგურებით დაამას რაღაც მითიური პროგრესით ხსნის რომელიც თურმე დამდგარი იყო.

• sasaciloa

აუუუ ბოგანოოო, რაიოოოოოო, ცხადაძე რო ყოფილიყოოოოო. ფეხბურთს ვითამაშებდითო?? ყანააააააა. აუ რა საგოიმეთია!!!!! ცხადაძე კი არა მსოფლიოს ყველა მაგარი ტრენერი რომ მოიყვანო, არაფერი გეშველება. რატო იცი? იმიტომ რომ ფეხბურთის განვითარება იწყება ქვემოდან. ჯერ ჩემპიონატი გაქ ნოლი, მერე ფეხბურთელები გყავს ნოლი, ახალგაზრდობა მოდის ნოლი, ამღზრდელები გყავს ლოთი/ნარკომანი/ძველიბიჭი და თურმე ცხადაძე უშველიდა ნაკრებსო. ეხლა დავრწმუნდი რომ ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა არის სიშტერე, აი ტყემალზე სხედხართ და ბლის კურკებს ისვრით.

• ზაზა

–არაბიძე–რაღაც ხასიათები არ აქვს თურმე კარგი...18წლის ბიჭის აღზრდაზე უნდა იწვალო,თუ რთული ხასიათი აქვს!როგორც მწვრთნელი რაში იღებ ათიათასობით ლარებში თუ დოლარებში ხელფასს?თან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა საკუთრივ ფეხბურთში ნაშოვი ფულიდან!კეთილი ინებე და დაახარჯე მთელი საკუთარი ინტელექტი ,იშრომე! – ყველაზე დიდი იმედები მქონდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე შულაიაზე(დევდარინმაც აღნიშნა,თუმცა შეცდა და რატომღაც ესპანეთთან არ დააყენა შემადგენლობაში,რაც მოგვიანებით აღიარა)...სად არის დღეს?არ ვიცით მოვლა–აღზრდა იმ იშვიათი ტალანტის ,ვინც გამოგვიჩნდება(ვინც კარგად იცის ქართული ფეხბურთის ისტორია,კარგად მოეხსენება,რომ დაახლოებით ათი წელი ველოდებოდით ძლიერი გუნდის შექმნას დინამოში)

• ჯამწბული

ცხადაძე ჯობდა. ეს მწვრთნელი ვერაფერს გააკეთებს.

• (C)

ხალხნო ნუ იგლიჯავთ ნერვებს, დარწმუნებული ვიყავი ასე რომ იქნებოდა, რუმინეთთანაც წავაგებთ ესპანელები გადაგვირბენენ და ამ წაგებების მერე დიდი ალბათობით გაუშვებენ ამ .... ნაკრებიდან და მოიყვანენ გეგუცაძეს! ტავიდანვე ეგ ჩანაფიქრი იქყო უბრალოდ პირდაპირ გეგუჩაძის მოყვანა არგამოდიოდა თავს იწვავდნენ, რაში იწვავდნენ თავს? იმაში რომ გია თავიანთი კაცია.. პირველ რიგში ფიფიას აწყობს გეგუჩაძე ნაკრებში! ისე ამ ჯოგს ვინც გინდა მოუყვანე მწვრთნელი შედეგი მაინც არიქნება.. მოკლედ მეგობრებო აგერ თქვენ აგერ მე, მოვითმინოთ კიდევ 2 ამხანაგური და ვაისი წავა სახლში!!! 21 წლამდელები გავიყვანოთ დავამატოთ 3-4 კაცი ეროვნულიდან და უკეთეს სედეგს დადებენ.. ლორია-კაშია-კანკავა-ოქრიაშვილი, ამათ თუ დაუმატებ 21 წლამდელებს კიდევ ვიმეორებ უკეტესი გუნდი იქნება, მონდომებით ითამაშებენ და სირბილი არდაეზარებათ. პ.ს. საქართველოს ჩემპიონატის 11-საუკეთესო ნაკრები მოუგებს ამ ჩვენს ვითომ ლეგიონერებით გავსებულ ნაკრებს.

• GOALER

მეგობრებო, აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ვარსკვლავებს წყვეტენ ან ტექნიკით ან ფიზ.მომზადებით,ან თუნდაც, შემართებით. მაგრამ ჩვენს ნაკრებს, დღეს, დღევანდელი ფეხბურთელებით, დღევანდელ სიტუაციაში აქვს თავისი შესაძლებლობის რაღაც ზღვარი (ზოგ ნაკრებს უფრო მეტი, ზოგს – ნაკლები). მე ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრების ზედა ზღვარი გერმანიასთან გამართულ მატჩში გამოჩნდა. და ნაცვლად იმისა, რომ ის დასტაბილურებულიყო, ისევ ფსკერისკენ დავეშვით.

• ვილკპ

რა საჭირო იყო ამ კაცის მოყვანა ცოტა დაეცადათ თვის ცხადაძეს ნაკრები ბევრად ჯობდა ამას

• ლაშა

მწვრთნელს ვერანაირად ვერ დავადანაშაულებ მაშინ როცა ფეხბურთელები არ დარბიან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მწვრთნელს და ქვეყანასაც გაუჩალიჩეს, ნამდვილად არ ვიცი რისი იმედი უნდა გვქონდეს, იქნებ მართლა ქონდეს აზრი ეროვნული ნაკრების დროებით გაუქმებას.

• Ggg

Chemi 5 komentaridan romelic gushi gavakete dgemde arcerti ar dades :)

• ლევანი

ვისაც შეეძლო ფეხბურთისვის რაიმე გაეკეთებინა, ის ენერგეტიკაში ფულის შოვნაზეა გადასული, შე კაი კაცო როგორც ფეხბურთელი შემდგარი ხარ, ფულიც გაქვს, თუ გიყვარს ქვეყანა მიგეხედა ახალი თაობისთვის, ზიდანს რატომ აფასებს მთელი მსოფლიო იცი, ახალი ფეხბურთელების გაზრდაში დებს ფულს და არა ჰესების წილებში. ამიტომა ხარ 0 და ასე დარჩები ისტორიაში

• ზაზა

არ იცით ვინ არის ქვეყნის არაფორმალური მართველი?ან ფეხბურთში ვინ ერევა?მიუხედავად ამისა თვითონ ცხადაძეც უნდა წასულიყო შემოთავაზებაზე(((უნდა გაეკეთებინათ მაქსიმუმი ორივე მხარეს კომპრომისის მოსაძებნად,...მაგრამ სად გვინახია,რომ ქართველებს შეეძლოთ კომპრომისული გადაწყვეტილებით ეხემძღვანელათ?რომელ სფეროში? –თუბდაც დათანხმებულიყო ცხადაძე,მაინც დიდად არაფერი შეიცვლებოდა,რადგან დონე,კლასი ძალიან საშუალოა.არასაკმარისი სანაკრებო დონისთვის(არც კლუბებში გლიჯავენ) ნანახი მაქვს სლოვაკების მატჩები შესარჩევში(უკრაინასთან–ორივე,ესპანეთთან–შინ).ჯერ ერთი,რომ სლოვაკებმა პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა გამოიყვანეს,მაგრამ მთავარი–მათ დღეს ტემპი არ აუწევიათ,სისწრაფეების საკუთარი მაქსიმუმი არ ჩაურთვიათ(ალბათ ჯერ ფორმის ფორსირება არ უნდათ)...მოგვიგეს აკადემიურად–კლასზე(((მე ერთში ვხედავ შანსს ნაკრების გაძლიერების–თურქეთის სუპერლიგის ქართველებში(და გერმანიაშიც შეიძლება თამაშობდნენ თურქეთის ლაზები)....უნდა გადავიხადოთ რაც დაჯდება.5 მლნ ლარი წელიწადში?რატომაც არა?რატომ მეტი არა?გვინდა გვყავდეს ნაკრები?სხვა გზას მე მინიმუმ უახლოეს წლებში ვერ ვხედავ!...თან ამ ნაბიჯს არამარტო სპორტული დატვირთვა ექნება! თურქეთის მე5–8 კლუბის ძირითადის ფეხბურთელები ჩვენზე მაღალი კლასის არიან(რომ არაფერი ვთქვათ პირველ სამეულზე).სულ მცირე–მუდამ პრეტენზია ექნებათ შესარჩევიდან გასვლაზე რატომ ჭოჭმანობს გიორგი ჯიქია?ალბათ არ გაუკეთეს შესაბამისი,ადეკვატური წინადადება((როგორ გვინდა?ბიჭმა ლეგიონერის სტატუსი მიიღოს,გარისკოს ტრამვით და ამ დროს უფასოდ ითამაშოს ნაკრებში?ჩვენი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფი პირები უფასოდ მუშაობენ?...ბევრია ქართველი,რომელიც ანაზღაურებად სამსახურს მიატოვებს და უფასოდ მოემსახურბა ქვეყანას?..კი–კარგი იქნებოდა,რომ გამოქცეულიყო ჯიქია სათამაშოდ,მაგრამ...

სანამ რომელიმე ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის მიერ აპრობირებული სისტემით არ დაიწყება ნულიდან ანუ ბავშვთა ფეხბურთიდან ყველაფერი მანამდე არაფერი ეშველება. ამ გამოქლიავებული მწვრთნელების გაზრდილები ამაზე მეტს ვერ გაქაჩავენ.

• guga

Gio-ს აეეე კი ქონდა შეგახსენოო?? შოტლანდიასთან თუნდაც გერმანიასთან როგორი მოტივირებულები გამოვიდნენ და ყველა გუნდთან არააა ამ მწვრთნელს აქ შედეგი და თავისი ხელწერა თუ როგორ ათამაშებს გუნდს)))) ცხადაძის მოსვლიდან პირველივე მატჩზე შეეტყო მონდომება მაინც მცირეოდენი ))))))))))

• Levan

Visac sheuzlia rom momaval taobqze ifiqros da gexburtshi duli chadoa is mtavrobis skams epotineba da fulis shovnazea gadasuli. Kalazes vgulisxm

• lotusi

რა მაინტერესებს იცით? ცხადაძის ნაცნობები პოსტავთ? რა ცხადაძე? :))) 1 თამაშს ყველა მწვრთნელი იგებდა ნაკრებში ვინც გვყავდა. და 3:0 ესტონეთთან ცხადაძემ არ წააგო? მაშინაც კარგად ითამაშა ნაკრებმა? ცოტა ლოგიკურად რო ვიფიქროთ არა?

• dave

რა შუაშია კობიაშვილი ვერ ვხვდები, სულ რომ კარლო ანჩელოტი დააყენო მწვრთნელად ის ვერ ათამაშებს იმ ხალხს ვისაც თამაში არ უნდა. სამივე გოლი ისეთი გავიდა რომ კაციშვილს არ უბრძოლია და რაღაცით ბულგარეთი-საქართველოს 6-1 გამახსენდა, კუპერს რომ "უჩალიჩებდნენ" ბიჭები. ის კი არ იციან თავის თავს და მთელს ქვეყანას რომ ერჩიან, ამაშია საქმე. გასაგები რომ, ცხადაძეს გაშვებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის საქმეს მაგ ამბავს.

• GOALER

ნაკრების თამაში შესაფასებელია რამდენიმე კომპნენტით და არა ერთით. დიახ, ცხადაძეს ქონდა ბევრი წაგება, მაგრამ გაიხსენეთ 2 მათგანი როგორ ღირსეულად მიმდინარეობდა ბოლო წუთების გარდა. ბოლო წუთებში წავაგეთ ფიზიკის გამო. ეს იყო ფეხბურთელების ფიზიკური მოუმზადებლობის ბრალი. მაგრამ იყო სტრატეგია, მუხტი, კომბინაციურობა, ბრძოლისუნარიანობა. ახლანდელი ნაკრები აგებს ყველა კომპონენტში: ფიზიკა – 0,დამუშავებული კომბინაციები – 0, მუხტი – 0. ამაშ ვისი ბრალეულობაა? მწვრთნელის. ?ასე თამაში არ შეიძლება? – ასწავლი როგორ უნდა?

• დათო

ტანჯულები!

• Gio

მეზარება კომენტარების კითხვა მაგრამ რა ცხადაძე?? ქონდა რამე შედეგი?? ქეცბაიას ფონზე რო უფრო სანახაობრივი ათამაშა ეგ არაფერს ნიშნავს შედეგი ისევ იგივე ჰქონდა!! ერთადერთი შოტლანდიას მოვუგეთ და მასეთ ერთ თამაშს შესარჩევში ყოველთვის ვისროდით, მალტა-გიბრალტართან მოგების გამო თვლით რო ცხადაძეს შანსი ექნებოდა ამ შესარჩევში, მასეთებს ქეცბაიას დროსაც ვუგებდით(იგივე ლიხტენშტეინი-გიბრალტარს)?? რეალურად გავიხსენოთ რა იყო ცხადაძის შედეგი?!! ალბანეთი 2-2(ალბანეთი ართქვას ვინმემ ძლიერიაო, ქეცბაიას დროს ორივეჯერ მოვუგეთ) ესტონეთი 3-0 გერმანია 2-1 ირლანდია 1-0 პოლონეთი 4-0 უკრაინა 2-1 გერმანია - 2-0 ქეცბაიას დროს გვქონდა 10 მატჩიანი წაუგებელი სერია, მის დროს მოვუგეთ ხორვატიას, ბელორუსს, სომხეთს, სლოვენიას და საფრანგეთთან ფრე ვითამაშეთ, უბრალოდ ქეცბაიას ნაკრები გაცილებით ცუდი სანსახავი იყო თორე შედეგი შეიძლება უკეთესიც კი ჰქონდა...

• sandro

ხალხი აქ ჭანტურიშვილზე აფანატებდა. საქართველოს ჩემპიონატიდან გამოიძახეთ მეტი და უარესი დაგვემართება. ეს ყაზაიშვილიც მაგარი უკლასოა. ნემეცი, რომელმაც დუბლი შეგისრულათ, ისიც ხომ ჰოლანდიაში თამაშობს, რით არის ვაკო მასზე ნაკლები, რატო ვერ ითამაშა? პასუხი, უნიჭოა და იმიტომ.

• status quo

ამათგან არაფერი არ გამოვა,დააბრუნეთ ცხადაძე...

• nemo

ცხადაძე იმიტომ გაუშვეს რომ დიდი მადა ქონდა

• მანო

უნიჰო ტაობაააა,ისჰოვეს მაყუტები და სამსჰობლო ფეხებზე კიდიატ.პატარებს მივხედოტ და დროებიტ ვაბსჰე გავაუქმოტ ნაკრები ჯობია

• zd

ამ მარაზმს თუ ფეღბურთის თამაში ერქვა მაშინ ფეღბურთი საერთოდ არ უნდა გაგეგებოდეს ადამიანს უინტელექტო პრიმიტიული 11 სუბიექტი დარბოდა მინდორზე თუ არ ჩავთვლით ერთ ორ რაგაც ფეღბურთთან დაახლოებულ ეპიზოდს

• მანო

ჰემი აზრიტ უნიჰო ტაობაა და არ გამოვა აქედან არაფერი უფრო პატარა ასაკის ფეხბურტელებს უნდა მიხედვა.ამატ უკვე ისჰოვეს მაყუტები და ნაკრები ფეხებზე კიდიატ.

• ჯაბა

ქართველი ფეხბურთელები სანამ ფეხბურთის თამაშს არ ისწავლიან-არაფერი გვეშველება.ახლა ჩვენებს მინდორზე კარგად გამოსდით ბალეტი.ვერ შეიგნეს კიდევ,რომ ახლა ბალეტი კი არა ძალისმიერი ფეხბურთი უნდა ითამაშონ და რა თქმა უნდა კარგად იყვნენ ფიზიკურად მომზადებულები.

• c

ბ-ნ ლევან კობიაშვილს! რაგინდააა რაააააააა?! გაგვაგებინე რეებს ბოდიალობ, რაგააკეთე ვინ მოატღიე, რა ვაისი რის ვაისი, შენ ისე გააკეთებ საქმეს ქვეყნიდან გასაქცევი გექნება! ხალხს უყვარდი ხალხი გაფასებდა, დღეს დიდი და პატარა შენს ...!!!!

• hj

ცხადაძე დააბრუნეთ

• თამაზი

მე რიგითი გულშემატკივარი,ფეხბურთიდან შორს მდგარი ვხდებოდი რომ ცხადაძის გაშვება არ შეიძლებოდა,გუნდი სწორ გზაზე დადგა,რაღაცნაირად მოტივაცია ამაღლდა ფეხბურთელებში და ფედერაციას ალბათ შეშურდა რომ ცხადაძეს შეეძლო კარგი გუნდის დაყენება

• ledi

kარგი რა ცხადაზემ არ წააგო პოლონეტტან გერმანიასტან უბრალოტ ტქვიიტ რომ არ გვყავს სჰენგელია გუცაევი ცივადზე გაბელია ყიპიანი ამიტგაცუმდიტ ნუ იწრიტ ვენებს ცხადაზეზე ცვარ გუტაისელი გულსემატკივარი ცხადაზე ქეცბაია დიდებულ პეხბურტს ტამასობდენ მასე ტამასობს რომელიმე რას იზამ წრტვნელი ტუ კარსი დარტყმა არ სეგიზლია არ გვყავს დიდი პეხბურტელები დამტავრდა ამიტ ყველაპერი ვუცადოტ უნდა დაიბადონ ახლები გუცაევი სჰენგელია ყიპიანი გაბელია და დანარცენები

• gio

ცხადაძე იმიტომ მოხსნეს, რომ ტავისი ხელფასის წილში ვიგაც გავლენიანი არ ჩასვა! იჩანჩალეთ მიდით ქართული ფეხბურთის მამებო, თქვენ ხომ ფეხბურთზე მეტად ფული გიყვართ?! და ჭამეთ სახელმწიფოს ფულები, პასუხს მაინც არავინ არ მოგთხოვთ, ჯერ-ჯერობით!!!

• profesorebs

ამ ნაკრებს ვერ ცხადაძე უჯძველის და ვერც მაურინიო, იმიტომ რომ არ იციან პროგფესიონალურად თამაში არ აქვთ ფიზიკა, არ აქცთ ტაქტიკური განათლება, სხვათაშორის ცხადაძემ გაცილებით სუსტ ესტონეეთთან წააგო 3-0

• kaxa

წლებია მოტმინებიტ ველოდები აი ეხლა აი ეხლა მაგრამ არ დადგა ეს დრო ძლივს ცოტა პროგრესი წამოვიდა და......ისევ ახლიდან ძალიან გული მტკივა რომ ამ საკუთარ კარისკენ მორბენალ გუნდს საქართველოს ნაკრები ქვიაცხადაძემაც წააგო 3-0 მაგრამ მე იმ მატHზე სკამზე არ დამჯდარვარ გუნდი იბრძოდა გუშინ იყო საძოვარზე მორბენალი ნახირი ისე არ იყოს ჩემი მტერი რო ეს კაცი გუნდს ააშენებს ......ქაჩაჩებში ეტყობა. დრო კი მიდის და მიდის ეეჰ

• givi

ლივან კალაძეს ნუ უსმენ შენი ჭკვიით იმუშავე

• Z.LO

სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა და არც გამკვირვებია ასეთი შედეგი. ვაისი კია არ ვერავინ ვერ გვიშველის . არ არის (აღარ არის) ფეხბურთი ქართველების საქმე.

• dato

ვერ ვხვდები რატომ ეხმარება ფინანსურად სახელმწიფო საქათველოსთვის უპერსპექტივო და მომავლისარმქონე სპორტის სახეობას. იგივე სახსრებით შეიძლებოდა რაგბის, ძიულოს, ჭიდაობის და ძალოსნობის დაფინანსების გაზრდა. სტატისტიკურად საქართველოს ხოკეის და ფეხბურთის ნაკრებები ერთი დონის არიან...

• vaxvax

არ მთავრდება ერთი და იგივე.არაფერი არ იცვლება,დაცვა აბსოლიტური ნოლი,შუა წელი, კანკავა და ჯანო თუ არ არიან,ნოლი და თავდასხმა თავისით ვერ ითამაშებს. ვინც უნდა მოიყვანო მწვრთნელად შედეგი არ იდება,ყოფილიყო ცხადაძე,ასე უსუსურად არ წააგებდნენ.კობი დიდ პატივს გცემ,იქნებ შენი ბრალი არც არის და ზემოდან მოდის ყველაფერი,მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებ,იმიტომ რომ ამას ჯერ შენი კაცობა არ მოგცემს ნებას,მერე ზემდგომი და ბოლოს ყველაფერი შენ დაგბრალდება და ვისი ბრალიცაა ის დარჩება ჩრდილში.ბევრი ყოფილა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, კომუნისტებიდან დაწყებული აღარ მთავრდება,დღესაც გრძელდება.მოვა დრო, ყველაფერი აბსურდულ სიტყვას,დემოკრატიას დაბრალდება,ფეხბურთი კი--ვინ იცის,იქნებ ასეა საჭირო.

• ოთარი

სახელმწიფო არ გვაქვს და ამავდროულად არც არაფერი და ნურც ნურაფრის პრეტენზია გვქნება,დაუგდეთ ყური,ქვეყანა არ ვართ გესმით?და ვის რა ფეხები უნდა მოვუგოთ ნეტავი?უკვე სხვა რამეზე არ ღირს ლაპარაკი

• ლუკა

ასეთი თამაშით ბოლო ადგილი გარანტირებული გვაქვს ჯგუფში. ნეგატივი: ფიზიკური სისუსტე, ფიზიკური კონდიციებით მეტოქე ერთი თავით მაღლა იდგა, ისინი უკეთესი ათლეტები არიან. როდის იქნება რომ ჩვენი ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშებს 90 წუთი? ყოველთვის რამდენიმე ფეხბურთელს "არ მიუდის" თამაში. ზოგიერთი ფეხბურთელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პოზიტივი: ქვილითაია და მისი ბოლო წუთებამდე ბრძოლა. ძალიან, ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს და ნაკრებს რომ მარადიული დამარცხებულის მენტალიტეტის წრიდან გავაღწიოთ.

• ჯონი

გერმანიასთან რომ ვითამაშეთ ეგ იყო იმედის ნაპერწკალი,რომელიც ჩაგვიქრეს ცხადაძის გაშვებით..სანამ ეგ ვაისის ექსპერიმენტები შედეგს გამოიღებს,მანამდე გავა წლები..შეცდომა იყო ცხადაძის გაშვება..თან რა უაზრო მიზეზით გაუშვეს..

• xisco

slovakebis faktiurad meore gundtan, rom ase sustad itamasheb sirzxvilia, jobda mak avstriashi romelime regional ligis gundtan mogesinjat zalebi, met fexburts tkven vert tamashobt..samokvarulo doneze xart, meti araferi, mokvda jigari...

• romandro

რაებს ჭორაობთ ხალხნო? რა კობიაშვილის მოსვლამდე სულ მაღლა რეიტინგებში ვიყავით ხო? სულ გამარჯვებებს ვზეიმობდით არა?ცხადაძე ცხადაძეო რომ გაიძახით შოტლანდიის გარდა რომელი თამაში მოიგო?(გიბრატალს თუარმივათვლით)დანარჩენი ყველა თამაში არწავაგეთ?ესტონეთთან რომელიც სლოვაკეთთან შედარებით ბევრად დაბალი დონის ნაკრები რომარი და მასთანაც პირწმინდად რომ წავაგეთ ის ვინიყო?და რატომ უნდა ყავდეს ნაკრებს ისეთი მწვრთნელი რომელიც შედეგის გარეშე მაღალ ანაზღაურებას ითხოვდეს?სადარის აქ ლოგიკა?და ვაისს თუ ვადარებთ ჯერ მისი სამწვრთნელო შედეგებს გადახედეთ და მერე ცხადაძის,რათქმა უნდა თუ ეძებთ სიმართლეს და გინდათ დაინახოთ ლოგიკა.

• გურო

უკვე რამდენი ქვეყანა წამოიწია და გაძლიერდა. ჩვენ კი სულ უკან მივდივართ.... თან ყველაფერში...როდემდე კი მაგრამ....

• emigranti

რა უნდა უთამაშებელ მჭედლიძეს ძირითადში.... უცხოელს ისევ ქართველი ჯობია ...და ცხადაძე რატო გაიშვენ ვერ ვხვდები

• Akaki

რა გინდათ ამ დინამოს ფეხბურთელებიდან :D აბა გპგიტა გოგუა გვიშველიდა თუ ჩიხურას, დილას, ზუგდიდის და სხვა ესეთის ფეხბურთელი? :D რატომ გაგიკვირდებათ ხოლმე დინამოს ფეხბურთელს რომ გამოიძახებენ ახსნას ვერ ვუძებნი, ალბათ ვინმე ახლობელი თამაშობს სადმე და ის გინდათ რომ გამოიძახონ :D

• ზაზა

თითქმის ყველა ლევან კობიაშვილს აკრიტიკებთ ცხადაძის ნაკრებიდან წასვლის გამო.ნუთუ ვერ ხვდებით,რომ გაცილებით ზევით იყო გადაწყვეტილება მიღებული?

• Spartaka

ამ შემადგენლობიდან სლოვაკებს ევროპაზე შეიძლება 2 კაცი ყავდეთ ძირითადში,მეორე ნაკრებთან წავაგეთ სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან ფაქტიურად..კარგით რა

• ფაშა ძლიერი

იქნება დაასაბუთოთ მაინც რა ხუშტურების გამო მოაშორა ცხადაძე? რა მიზანი უნდა ჰქონოდა ფედერაციას რომ ცხადაძე მოეშორებინა? შეიძლება მიპასუხოთ ცხადაძე არ ემორჩილებოდა და ისეთი მწვრთნელი მოყვანა უნდოდათ დინამოს და საბურთალოს ფეხბურთელები ნაკრებში გამოეძახათ, მერე უცხოეთის კარგ გუნდებში გაეყიდათ და ამით ფედერაციის მაღალჩინოსნებს ესარგებლათ. მაგრამ რომ არ მართლდება ეს ვარაუდი? ტიპმა, ნაკრების მწვრთნელმა ფედერაციის პრეზიდენტის ზურგს უკან ჭორაობა დაიწყო, სადმე უფროსები რომ იყოთ, არ ვიცი რომელიმე შეიძლება ხართ, თქვენს ქვეშევრომს ეგეთი რაღაც რომ გაეკეთებინა, თანამდებობოდან გაატავისუფლებდით თქვენც.

• hog

უჩა დაგვაკლდა ლობჟანიძე თორე... )))

• soso

ეს არის საინტერესო შედეგი ბატონო ლევან ეს არის თქვენი გადაწყვეტილება რამაც დძაან მეეჩვება რომ გაამართლოს ყოფილიყო კახი ცხადაძე კარგად მუშაობდა ხუშტურობის გამო გაუშვეს ლევან კობიაშვილის ხუშტურობის გამო

• 666

xom warmogidgeniat ziritads rom etamasha vincevropazeyavt dayenrbuli rasgvizamdnen..DAAYENE KARSHI MAKARIDZEEEEE.

• ხაშურსკი

კობიაშვილმა ახსნას თავის ხუსტურების გულისტვის რატო მოაშორა ცხადაძე

• 666

mogzabnili mgonixar mainc vaisa!erti mekaredgas tavis adgilze karshi danarcheni vinsaddgas da rasaketebs vergavige veraferi..esaa fedaraciis uniatoba.rac cxadazes kintrawtisgamo gadauxadet,exla radacamas gadauxdit mag saerto tanxashi mogeyvanat erti normaluri mwvrtneli.kacirom imasityvis arvici lioartiaze armaq impormaciao rogortamashobso aba xashis sachmelad chamodi???

• ჭირისუფალი

ამ ქვეყანაზე ყველაფერს შეუძლია ერთხელ მაინც აყვავდეს, ქართული ფეხბურთის გარდა.ეს არის ჩვენი რეალობა და ამას გენიოსის ანალიზი არ ჭირდება. მივხედოთ სპორტის სხვა სახეობებს. ნუ დაბლოკავთ!!!

• irakli

რატომღაც ცხადაძე გამახსენდა, იმედია შემდეგი თამაშების შემდეგ იგივე გრძნობა არ მექნება.

• GFF

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი შეცდომა ცხადაძის და ცეცაძის გაშვება იყო. ვითომ ნაპოვნი ტრენერებით ფონს ვერ გახვალთ ვერასსდროს. ცეცაძემ დაამტკიცა რო #1 ტრენერია ნეტა საერთოდ რატომ გაგიყადრათ თავი ადამიანის შრომის დაფასების უნარი თქვენ ხომ არ გაქვთ არასდროს :)) სირცხვილია სადაც დაგვიჭირეს იქ იხმარეს ჩვენი ნაკრები სლოვენიის ნაკრების 2 გუნდმა. ღირსები ვართ მეტის ვერ შევიშნოვეთ ნორმალური ტრენერი სამარცხვინოდ მოიშორა ფედერაციამ .. !!!!!!!

• vaisi ara vuisi

სულ არია ნაკრები, ფეხბურთელებს თავისი გემოვნებით ურჩევს პოზიციებს,) იმენნა ტუგადუნია, 3-4 ფეხბურთელი თამაშობდა პირველ ტაიმში თავის პოზიციაზე, მეკარე, განაპირა მცველები და ცენტრფორვარდი, დანარჩენი ყველა არეული პოზიციით ათამაშა, მეორე ტაიმში საერთოდ ცენტრ-მცველი ფლანგზე შეუშვა როცა ცისკარიძის გამოცდა შეეძლო. ეს კაცი არასაკმარისად ან საერთოდ არ უყურებს ნაკრების წინა თამაშების ვიდეოჩანაწერებს და არც თითოეული ფეხბურთელის კლუბურ თამაშებს, როგორ უნდა ითამაშო ორგანიზებულად "როცა მე მემწვადე ვარ და ნამცხვრის გამოცხობას მავალებ" . ან რა ორთაბრძოლების მოგებაზეა საუბარი როცა საყრდენათ კობახიძე აყენებ. ვერ მივხვდი რა უნდოდა საერთოდ. რის გაკეთებას ცდილობდა ან რა ლოგიკით დააყენა შემადგენლობა. ერთი სიტყვით საშინელება...

• Akaki

რა ამ კაცის ბრალია მჭედლიძემ 2 3 ორთაბრძოლა რომ მოიგო მარტო, ხომ აჯობა ქვილითაიამ იმიტომ რომ მჭედლიძეზე მეტად იყო მონდომებული, იმიტომ რომ უბედნიერესი იყო ნაკრებში რომ ითამაშა, ასე იყვნენ კიდევ რამდენიმე მაგრამ მარტო 4 და 5 კაცი თამაშს ვერ მოიგებს

• o.k.

• ika

სოფლის გუნდია :D:D:D:D ის მარიაჟი მჭედლიძე ნა ვიდუ იყო :D:D:D ქვილითაია მომეწონა კარგად ითამაშა))))) ჭანტურიშვილმა ვერ გაამართლა სამწუხაროდ) არანაირი ხელ წერა არ აქვს გუნდს ან რა ტაქტიკით თამაშობდა ვერ გაიგებდი :D

• kaxa

ბურთზე დასწრება ასწავლე მოთამაშეებს.

• ლიმონა

რა მონდომებულიც ვიყავით ტაბლოზეა ასახული

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...