კალათბურთელის ისტორია, რომელსაც თვით ბარაკ ობამა იცნობს
ისე უნდა იცხოვრო, რომ მთავარ ლიგაში მისვლამდე გცნობდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. კალათბურთელის ისტორია, რომელსაც თვით ბარაკ ობამა იცნობს

უკვე ათ წელიწადზე მეტია, ავსტრალიაში მაგარი კალათბურთელები ჩნდებიან. ენდრიუ ბოგუტი 2005 წლის დრაფტის პირველი ნომერი გახდა. ის 213 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ხშირად ტრავმიანობს, თუმცა შარშან მაინც გახდა "გოლდენ სტეიტის" რიგებში ჩემპიონი.

მელბურნშია დაბადებული NBA-ის 2012 წლის საუკეთესო ახალბედა კაირი ირვინგი - "კლივლენდის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც სამჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

მაგრამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საკალათბურთო ავსტრალიის მთავარი იმედს ამა წლის შემოდგომაზე ელოდებიან.

მას ბენ სიმონსი ჰქვია და თვით ლებრონ ჯეიმსი არ არის წინააღმდეგ, რომ 19 წლის ავსტრალიელს NBA-ის მომავალი მეფე უწოდონ. სიმონსის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც კი იცის. ის ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-ლუჟში ჩავიდა და ბრბოში ნაცნობი სახე დაინახა: "მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენთან ერთად არის ძალიან კარგი კალათბურთელი - ბენ სიმონსი". ობამა სტუდენტური კალათბურთის დიდი ფანია და NCAA-ის ყველა ვარსკვლავს იცნობს.

ბიჭი მელბურნის პატარა რაიონიდან არც კი ფიქრობდა, რომ "სელებრითი" გახდებოდა. მამამისი - ამერიკელია. ის ავსტრალიაში საკალათბურთო კარიერის გამო გადავიდა და "მელბურნ ტაიგერსის" ლეგენდა გახდა. ობამამ ბატონ-რუჟში სხვა ფაქტიც გაიხსენა: "ვიცი, რომ მამამისი ჩემს განათლების მინისტრთან არნე დანკანთან ერთად თამაშობდა. მაგრამ, თუ სიმართლე გაინტერესებთ, ბენი უკეთესია".

მაინც რით არის ასე კარგი?

ფენომენალური მონაცემები: ბენის სიმაღლეა - 2.08 მეტრი. იწონის 109 კილოგრამს. ამის გამო, NCAA-ში არ ეშინიათ, რომ სიმონსს NBA-ში ძვლებს დაუმტვრევენ (შედარებისთვის, 203 სანტიმეტრი სიმაღლის ლებრონის წონაა - 113 კილოგრამი). პარამეტრები იდეალურია მძიმე ფორვარდისთვის, განსაკუთრებით პატარა მოთამაშეების ეპოქაში. ამ სეზონში მოხსნების სტატისტიკა შთამბეჭდავია - საშუალოდ 11.8, რაც მეექვსე მაჩვენებლია მთლიანად ლიგაში.

მაგრამ, ამასთან, ის არ ჰგავს ზედმეტად ნავაჯიშებ და დაკუნთულ ურჩხულს - ბენი მსუბუქი ფორვარდის პოზიციისთვისაც გამოდგება. ის საშუალოდ მატჩში 19.2 ქულას აგროვებს. მეხუთე ადგილზე გავიდა სეზონში ორმაგი დუბლების რაოდენობით, პირველ ათეულში კი NCAA-ის არც ერთი ახალბედა არ არის, სიმონსის გარდა.

ორივე ხელით თამაშის უნარი

როცა ცაცია კალათბურთელს ხედავ, ხშირად მის მოქმედებაში შეიმჩნევა გარკვეული მოუქნელობა და მოუხერხებლობა. სიმონსი ცხოვრებაში არაფრით განსხვავდება ნორმალური ადამიანებისგან, მაგრამ მოედანზე აბსოლუტური ამბიდექსტერია (ორივე ხელის თანაბარი ფუნქცია - თანდაყოლილი ან ვარჯიშებით გამომუშავებული). შესვლებისა და სლემ-დანკის დროს, ბენი მემარჯვენეა, ხოლო ფლოუტერებსა და ჰამერ-დანკებს მარცხენა ხელით ასრულებს.

მაგრამ, დრიბლინგისას ბურთს მარცხენა ხელით ატარებს. შესამჩნევია, რომ სიმონსისთვის ასე უფრო მოხერხებული და კომფორტულია და ეს არ არის მეტოქის მოტყუების მცდელობა. იგივე ითქმის სროლაზე. ის იღებს ბურთს და ისვრის, როგორც ცაცია. ხელებისა და ტვინის ამგვარი წყობა ძალიან აბნევს მოწინააღმდეგეს. შეუძლებელია ისეთი კალათბურთელის დაჭერა, რომელსაც ჯერ არ აურჩევია - რომელი ხელით შეასრულებს სროლას.

კომერციული წარმატება

სიმონსს კარგად ესმის: კალათბურთის სუპერვარსკვლავებზე სპონსორები ნადირობენ. ტელეკომპანია SportsNet-ის ფილიალმა გამოაცხადა, რომ ბენს სურს 100-მილიონიანი კონტრაქტი სპორტული ფეხსაცმელების მწარმოებელთან. "სრულიადაც არ მაკვირვებს ეს თანხა, - ამბობს ექსპერტი სპორტული ფეხსაცმლის სფეროში სონი ვაკარო. - ეს იქნება ახალი პრეცედენტი, რადგან ლებრონის დროიდან მოყოლებული, ასეთი კონტრაქტი არავის მიუღია. სიმონსს აქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ დიადი მოთამაშე გახდეს".

ცნობისთვის: როცა ლებრონი ლიგაში მოვიდა, Nike-მა მას 90 მილიონი დოლარი გადაუხადა. ავსტრალიელი ახალბედა NBA-ში თავის პირველ კონტრაქტამდე გადაწერს ისტორიას.

თამაში ლებრონ ჯეიმსის წესებით

შეუძლებელი იყო, ბენს არ მოესმინა მისი და ლებრონის გაუთავებელი შედარებები. მას ორი გზა ჰქონდა: ეთქვა, რომ იქნება არა მეორე ლებრონი, არამედ პირველი სიმონსი, ან პუბლიკას მის მეტაფორებში აყოლოდა. ავსტრალიელმა მეორე აირჩია - ლებრონისადმი მიძღვნილ კომპლიმენტებში ის ასეთ ფრაზამდეც კი მივიდა - "უფროსი ძმა". "ის ყოველთვის მირჩევს, როგორ გავაუმჯობესო ჩემი სროლები ან ფარქვეშ შესვლები, - ამბობს სიმონსი. - ის თვალს ადევნებს ჩემს თამაშს. ლებრონი - იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც დამრიგებელები უნდა გახდნენ, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა პლანეტაზე".

ცოტა ხნის წინ, ბენმა კონტრაქტი გააფორმა ლებრონის მეგობართან და აგენტთან - რიჩ პოლთან. ახლა, პოლის კომპანია დრაფტისთვის გააპიარებს ახალგაზრდა მოთამაშეს და ნამდვილად გამოსტყუებს დიდ ფულს სპორტული ფეხსაცმლის რომელიმე მწარმოებელს. "ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, - თქვა სიმონსმა. - მჯერა, რომ ეს სააგენტო ჩემთვის კიდევ ერთი ოჯახი გახდება". პირველი, ვინც ბენს ახალ სააგენტოსთან კონტრაქტი მიულოცა, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი იყო.

მოკრძალებულობა

ავსტრალიელი ახალბედას გუნდი ვერ მოხვდა სტუდენტური ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩებში. სიმონსი აკეთებდა ყველაფერს, რაც მის ძალებში იყო, მაგრამ მაინც ვერ მოიგო გადამწყვეტი მატჩი "კენტაკის" წინააღმდეგ. 1998 წლიდან მოყოლებული, NBA-ის დრაფტის მომავალი პირველი ნომერი ყოველთვის თამაშობდა NCAA-ის პლეი ოფში. ბენისთვის კი ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა.

LSU Tigers-ის ცუდ გამოსვლას ხელი არ შეუშლია კალათბურთელის შთამბეჭდავი ინტერვიუსთვის. თებერვლის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, სიმონსს ჰკითხეს - ვინ არის სტუდენტურ ლიგაში საუკეთესო მოთამაშე. "არ მინდა ვინმე ჩემზე მაღლა დავაყენო. აქ ბევრი მაღალი კალათბურთელი თამაშობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩემზე უკეთესია".

სწავლას კალათბურთს ამჯობინებს

სიმონსი სრულად იხარჯება ვარჯიშებსა და მატჩებზე, ამიტომაც პერიოდულად ავიწყდება კოლეჯში მეცადინეობები. 2015 წლის შემოდგომის სემესტრში მან 2.0 საშუალო შეფასებაც ვერ მიიღო, ამიტომაც ვერ მოხვდა ვუდენის პრიზის (NCAA-ის საუკეთესო მოთამაშის პრიზი) კანდიდატებს შორის.

USA Today-თვის მიცემულ ინტერვიუში ბენმა თქვა: "ვცდილობდი ვყოფილიყავი კოლეჯის სტუდენტი, მაგრამ ეს რთულია იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ვარ მე.

მომწონს კომუნიკაციის გაკვეთილები. ყველაზე რთული კურსია - ოკეანოგრაფია. ალბათ, იმიტომ, რომ დიდად არ მიტაცებს ოკეანეები. მაგრამ მომწონს ჩვენი უნივერსიტეტი, ვაღმერთებ კამპუსის გარშემო სეირნობას.

დიახ, რამდენიმე გაკვეთილი გავაცდინე. და თუ აცდენ, ამისთვის გვსჯიან. ასე წყვეტენ ისინი ამ პრობლემას. ახლა, ვიცი ამის შესახებ და გაკვეთილებზე დავდივარ".

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტები ტვიტერ-ჩატებს აწყობენ მოსახლეობასთან ჰეშთეგის ("შეეკითხე პრეზიდენტს", #askpotus) მეშვეობით. ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: "კობი, ლებრონი თუ ჯორდანი?" ბარაკ ობამამ ასე უპასუხა: "ყველა მათგანს ვაღმერთებ, მაგრამ, როგორც "ბულზის" ფანი, მაიკლს ავირჩევ. მე ვიყავი ბატონ-რუჟში და იქ გავიცანი LSU-ს ახალბედა ბენ სიმონსი. ის დიადი გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
ბითაძის ფანტასტიკური დაფარება! "ინდიანა" ლიდერთან დამარცხდა [VIDEO]
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
ლიდერების დაპირისპირებაში საუკეთესოებმა იმარჯვეს [VIDEO]
რონალდო საპატივცემულოებში მე-6-ეა, მესიმ პუტინს აჯობა
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
როჯერ ფედერერი ჯილდოებს კორტს მიღმაც იგებს
აზარტული პრეზიდენტი - ბარაკ ობამა ტოტალიზატორში თამაშობს
ბარაქ ობამას საკალათბურთო გეგმები
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
აღმოსავლეთის ლიდერი ზედიზედ მეორედ დამარცხდა! შანსი სუპერგუნდს [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან] რა აუფერულებს ოლიმპიადას?
ბარაკ ობამა შესაძლოა NBA-ს კლუბის მფლობელი გახდეს