საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ოლიმპიადის გადატანის საშიშროებას ვერ ხედავს
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (ისევე, როგორც სოკ-ის წევრმა სხვა ეოკ-ებმა) ვირუს "ზიკასთან" დაკავშირებით მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კიდევ ერთი ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს აწერს სოკ-ის ინფორმაციის სამსახურის უფროსი ჯოელ საიმონდი.

წერილს ახლავს სოკ-ის მედიცინისა და მეცნიერების დეპარტამენტის რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს, ასევე, თავად მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო დასკვნა 2016 წლის ოლიმპიური თამაშების პერიოდში ვირუს "ზიკას" საფრთხეებთან დაკავშირებით.

სოკ-ი თხოვნით მიმართავს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ყურადღებით გაეცნოს სპეციალურ სამედიცინო რჩევებს, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი უსაფრთხო მოგზაურობა ბრაზილიაში.

რაც შეეხება თავად სამედიცინო რეკომენდაციებს, ისინი მოიცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ როგორც ზოგად, ასევე კონკრეტულ რჩევებს, შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, აცრების და სხვადასხვა დამცავი საშუალების გამოყენების მიზანშეწონილობას, რათა თავიდან ავიცილოთ "ზიკა" და სხვა ვირუსული დაავადებები.

სოკ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასა და რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ბრაზილიაში ვირუსის გავრცელების შესახებ არსებული მდგომარეობის შესასწავლად.

თავის მხრივ, რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტი მუდმივ კავშირშია ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მუნიციპალურ დეპარტამენტთან, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ბრაზილიასა და რიოში არსებულ სიტუაციაზე.

სოკ-ი მიესალმება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიმდინარე ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ და ამ დღეებში გამოქვეყნებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ ოლიმპიური თამაშების გადადების ან სხვაგან გადატანის რეალური საჭიროება არ არსებობს.

"ზიკას" ვირუსთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს:

- რიო დე ჟანეიროში თებერვლის ბოლოს ვიყავი წყალში მხტომელთა სატესტო ტურნირზე, სადაც პირადად გავიარე ადგილზე კონსულტაცია. მაშინ გვითხრეს, რომ აუცილებლად სპეციალური საცხები, მალამოები უნდა ვიქონიოთ, რომლებიც დაგვიცავს კოღოებისგან.

მეორე მოთხოვნა იყო კოღოების საწინააღმდეგო სპეციალური ელექტროაპარატი, რომელსაც დავაყენებდით ოთახებში და თავს დავიცავდით მათგან, თუმცა ამ დღეებში საორგანიზაციო კომიტეტიდან მოგვივიდა წერილი, რომ ამ აპარატებზე თვითონ იზრუნებენ. ამის მიუხედავად, მაინც ვაპირებ წავიღო რამდენიმე ცალი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

ასევე წავიღებთ ზემოხსენებულ მალამოებსაც. მე პირველი ჩავდივარ და როცა სპორტსმენები ჩამოვლენ, ყველას ოთახებში დახვდება ეს კოღოს ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებები.

რიოში ყოფნისას იყო ინფორმაცია, რომ "ზიკას" ვირუსი ორსულ ქალებზე მოქმედებს ცუდად, სხვა კონტინგენტზე კი ლაპარაკიც არ ყოფილა. იქ ყოფნისას არც მე ან გუნდის სხვა წევრებს პრობლემები არ შეგვქმნია. უბრალოდ, ეს საცხები აუცილებლად უნდა წავისვათ, რომ კოღო არ მოგვეკაროს.

ოლიმპიადის გადატანის საშიშროებას ვერ ვხედავ. პირიქით - უცხოელი კოლეგებისგან რა ინფორმაციაც მაქვს, არც იმაზე დაყრდნობით ჩანს ამის საჭიროება. მეტიც - უკვე ჩამოგვივიდა ყველა საჭირო ინფორმაცია მედიკამენტებზე, რისი შეტანაა შესაძლებელი და რისი - აკრძალული, როგორ უნდა განვაბაჟოთ და სხვა.

მოკლედ, კოღოსგან თავს დავიცავთ, მაგრამ "ზიკაზე" უფრო დიდი საშიშროება კრიმინალია.

ბრაზილიაში რამდენიმე შეჯიბრებაზე ვარ ნამყოფი დ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ გუნდი მერვე დღიდან იდეალურად გრძნობდა თავს.

ცხადია, გამგზავრებაში ამასაც ვითვალისწინებთ და ყველაფერი გაკეთდება, რათა გუნდმა სწორად გაიაროს აკლიმატიზაცია. თან მხოლოდ ვარჯიშით რომ არ შემოიფარგლონ, განტვირთვისთვის ქალაქის ღირსშესანიშნაობებსაც ვანახვებთ, რათა ვარჯიში და აქტიური დასვენება ერთმანეთს შეუხამონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eeee
კოღოების აპარატები აქედან როგორ უნდა წაიღო?იქ 127 ვოლტია.
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ირაკლი მეძმარიაშვილთან დახურულ შეხვედრას ჟურნალისტი გამჭვირვალედ აფასებს
დიდი გაყრა ოლიმპიურ კომიტეტში - 2020 და 2024 წლებში ოლიმპიური პროგრამა არ შეიცვლება
კიდევ ერთი დიდი აღიარება - ლერი ხაბელოვს სოკ-ის ორდენი მიენიჭა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
ოლიმპიური სასამართლო - სკანდალი, რომელმაც შეაზანზარა ქართული სპორტი
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ლერი ხაბელოვი: ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
სასამართლომ სეოკ-ის საარჩევნო ყრილობის შედეგები გააბათილა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
საქალაქო სასამართლო სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ