ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ოლიმპის" დამატებითი სტიმული

"ოლიმპის" დამატებითი სტიმული

რუსთაველებმა "ვიტ ჯორჯიასთან" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს და ცხრილში კვირის ბოლომდე გალიდერდნენ
ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე მასპინძლებს დამატებითი სტიმული გაუჩნდათ: გამარჯვების შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი კვირით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდნენ. შესაძლოა, ამ ფსიქოლოგიურ წნეხსაც დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ "ოლიმპს" ერთობ გაუჭირდა მეორე ეტაპის გამარჯვებით დაწყება; თუმცა ნურც სტუმრებს დავუკარგავთ გარჯას: "ვიტ ჯორჯიამ" გუშინ სავსებით ღირსეულად იასპარეზა და უფრო გამოუცდელობის გამოც იყო, რუსთავიდან, სულ მცირე, ქულაც რომ ვერ წაიღეს.

მეტოქეებმა ამ სეზონში უკვე მეოთხედ ითამაშეს და წინა სამი დაპირისპირება (ორი-ჩემპიონატზე, ერთიც-სუპერთასზე) რუსთაველთა გუნდის გამარჯვებით დამთავრდა. ისიც საინტერესო ფაქტია, რომ "ვეტერინართა" მთავარ მწვრთნელ მერაბ კოჭლაშვილს "ოლიმპთან" წინა სამივე შეხვედრაში სამ სხვადასხვა კოლეგასთან (თემურ მახარაძე, რამაზ მუმლაძე, თორნიკე მაისურაძე) მოუწია დაპირისპირებამ. მოგხესენებათ, "ოლიმპს"ახლაც თორნიკე მაისურაძე ხელმძღვანელობს და დებიუტანტმა მწვრთნელმა, პირველ ეტაპთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

დისკვალიფიცირებული გიორგი რეხვიაშვილის არყოფნაში დაცვის ცენტრში რევაზ ქემოკლიძის გამოჩენა თუ ჩვეულებრივ ფაქტად აღვიქვით, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ამპლუაშეცვლილ ლაშა ჯაფარიძესა და დენის დობროვოლსკიზე: პირველი მისთვის უჩვეულო, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვიხილეთ, "ნომინალური" საყრდენი დობროვოლსკი კი - მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. "ოლიმპის" ახალწვეულთაგან ძირითადში ორი ფეხბურთელი გამოჩნდა: ირაკლი მაისურაძე და ვაკო ტყემალაძე. "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობა კი ამ ეტაპისთვის ოპტიმალური იყო, ამასთან, ინტერესს იწვევდა ის, თუ როგორ იასპარეზებდნენ "ვეტერინარები" აწ უკვე ყოფილი ორი ლიდერის (ჯაბა ლიპარტია, ირაკლი კლიმიაშვილი) გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას" პირველ ტაიმში ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია: გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა, მეტოქეს ტემპშიც აჰყვა და, რაც მთავარია, საკუთარ კარში მიღებული კურიოზული გოლის შემდეგ ანგარიში მალევე გაათანაბრა.

ისე, ამინდიც უნდა ვახსენოთ: ძლიერი ქარი მთელი მატჩის განმავლობაში ხელს უშლიდა ორივე გუნდის ფეხბურთელებს, ეგ კი არა, პირველ გოლშიც ქარის "დადანაშაულებაც" შეიძლება: დავით ბოლქვაძემ მარცხენა ფლანგიდან, "უწყინარი" საჯარიმო შეასრულა, მაგრამ არდალიონ მიქაბერიძე გამოსვლაზე შეცდა და მეტოქის ფორვარდთან და თანაგუნდელთან ორთაბრძოლისას ბურთი საკუთარ კარში აეჭრა!

"ვეტერინარებს" დიდი დრო არ დასჭირვებიათ ანგარიშის გასათანაბრებლად: შეტევა გიორგი ჯანელიძემ (მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა) წამოიწყო, ეფექტური პასით გიორგი კორიფაძე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გრიგოლ ბედიაშვილმა იყოჩაღა და მეტოქეს გოლის გატანა არ დაანება, მაგრამ "ოლიმპის" მცველებმა იმ მომენტში სრული უყურადღებობა გამოიჩინეს და მასპინძელთა კარის სიახლოვეს ეულად მდგომ ბესიკ ჩიმაკაძეს ზუსტად დარტყმა არ გასჭირვებია - 1:1.

პირველი ტაიმის ბოლომდე დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა, გარდა ერთი ეპიზოდისა: რევაზ გეწაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ირაკლი მოდებაძე ეფექტური თავურით ცდილობდა გატანას, მაგრამ "ოლიმპის" ცენტრფორვარდის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმი, მოულოდნელად, სტუმართა აქტიურობით დაიწყო. საწყისი 15 წუთი "ვიტ ჯორჯიას" მათი უპირატესობით წარიმართა (ქარის მიმართულებაც "ეხმარებოდა") და დროის ამ მონაკვეთში, სულ მცირე, სამჯერ შეეძლოთ უჩვეულოდ პასიური მასპინძლების დასჯა. თუმცა გურამ ადამაძის, გიორგი კორიფაძისა და ბესიკ ჩიმაკაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. აი, "ოლიმპმა" კი პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი 71-ე წუთზე შექმნა: თამაშში აქტიურად ჩართული გიორგი ქავთარაძის პასით ირაკლი მოდებაძემ ვერ იხეირა. ექვს წუთში კი მასპინძელთა ლამაზი კომბინაცია ვიხილეთ: საგოლე შეტევა ქავთარაძემ წამოიწყო, დავით ბოლქვაძემ გააგრძელა და ირაკლი მოდებაძემ ახლო მანძილიდან თავისიანები დააწინაურა.

ამის შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ჯანელიძე-ჩიმაკაძის კომბინაციას, როცა სტუმართა ცენტრფორვარდს ამ მატჩში "დუბლის" შესრულება შეეძლო. სხვათა შორის, ამ ეპიზოდს ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის მცირე გაწევ-გამოწევა მოჰყვა: მასპინძელთა აზრით, "ვეტერინარებმა" "ფეარ პლეის" წესი დაარღვიეს.

ასეა თუ ისე, საკმაოდ მძიმე ორთაბრძოლაში "ოლიამპმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე ცხრილს ახალი ლიდერი ეყოლება - მოქმედი ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი". ოღონდ, თორნიკე მაისურაძის შეგირდებს მომდევნო მატჩებში აშკარად "სხვანაირად" თამაში მართებთ - "ოლიმპს" ხომ ზედიზედ სამი ურთულესი შეხვედრა ("ტორპედოსთან", "დინამოსთან", "ზესტაფონთან") ელის.

ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:1

13.02. რუსთავი. ფოლადი. 700 მაყურებელი

1:0 ა. მიქაბერიძე (22, საკუთარ კარში), 1:1 ჩიმაკაძე (25), 2:1 მოდებაძე (77, ბოლქვაძის პასით)

ოლიმპი ვიტ ჯორჯია

4-2-3-1 4-3-2-1

ბედიაშვილი ა. მიქაბერიძე

ჯაფარიძე ბეჭვაია

კვახაძე ადამაძე

ქემოკლიძე კასრაძე

დობროვოლსკი ღანიაშვილი

რაზმაძე ვასაძე

ტყემალაძე მაისაშვილი

ი. მაისურაძე გურ. გურეშიძე

დ. ბოლქვაძე კორიფაძე

გეწაძე ჯანელიძე

მოდებაძე ჩიმაკაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

თ. მაისურაძე მ. კოჭლაშვილი

ოლიმპი

46. ქავთარაძე-ტყემალაძე

87. გ. ჭელიძე-გეწაძე

89. გორდეზიანი-ბოლქვაძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ბახტაძე, მურველაშვილი, ჯ. უგულავა

ვიტ ჯორჯია

73. როსტიაშვილი-ჩიმაკაძე

77. ზაქრაძე-გურეშიძე

სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, დვალაშვილი, გოგიაშვილი, გიორგი გურეშიძე

გაფრთხილება: ჩიმაკაძე (12), ადამაძე (27), მოდებაძე (49), კვახაძე (64), ბოლქვაძე (71), ვასაძე (85).

არბიტრი: თ. გვანცელაძე (სამტრედია)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე