საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუმინეთთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
დღეს, 3 ივნისს, ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპული შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისის დროით 22:00 საათზე კონტინენტის პირველობის მონაწილე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი ანგელ იორდანესკუ (მეტსახელად "გენერალი") წვრთნის. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები: გიორგი ჭანტურია დაშავდა და დღეს რუმინეთთან ვერ ითამაშებს

გუშინვე, საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე (სადაც დღევანდელი მატჩი გაიმართება) ივარჯიშა, მანამდე კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა:

"ეს იქნება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში. რუმინეთის ნაკრები საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, ჩვენ კი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ვემზადებით.

ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვა. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მოწინააღმდეგეს. ყველასთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

რუმინეთს ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი, რომელმაც ბევრი დაამტკიცა. გუნდში არიან როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები".

მატჩზე დასასწრები 25 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. რაც შეეხება ადრიან მუტუს გაცილებას, ის თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს, მხოლოდ სამახსოვრო მაისურას გადასცემენ.

ვლადიმირ ვაისი კარპატელებთან მატჩისთვის ამ შემადგენლობას ამზადებს:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბ), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

12
მეკარე - რევიშვილი. მცველები - ლობჟანიძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი. ნახევარდაცვა - კვეკვესკირი, კანკავა, ყენია, ოქრიაშვილი, აბურჯანია. შემტევი ხაზი - ქვილითაია.
fcb
ვაის ნეტა როდის გამოიძახებ სხვისგან დამოუკიდებლად ბიჭებს,ყველამ კარგად იცის რო შენ მარტო ფორმალობა ხარ და მეტი არაფერი.
eh.
სულ რო გვარდიალო მოიყვანოტ მაინც არაფერი გვეშველება , სანამ არ მოიშლება ძველი სისტემა, ნაცნობობა და ასე შემდეგ, რატომ არ იძახებს არაბიძეს ლოკომოტივში რომ არის კარგი ახალგაზრდა18 წლის ბიჩი ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი ტალანტი გვეზრდება და რატომ არ აკეტებენ აქცენტს მატზე, ერტ ტამაშსაც ვერ მოვიგებთ ამხანაგურებიდან შესარჩევებზე კიდევ ბოლოზე გავალტ ტუ ესე გაგრძელდა
ნიკა
ეხლა თქვენ გელოდოთ ბატონო ვლადიმერ, როდის შეეწყობით ჩვენს ხასიათს? ალბათ ფიფას რეიტინგში მე-200 გავხდებით.
666
vaisas sityvebi:chven yoveltvis vapasebt mowinaagmdeges:tqven gapasebt vinme?ziritadis motamasheebis 70%ic argamoyavt radgan amattan rapraqtikas mivigebt da raazriaq daje ardagvemtvres vinmeo..ase gapaseben shenda innakrebs romelta azzec arxar da visacgetyvian imas izaxeb..YVELAZE UNICHO MWVRTNELIA VINCKI GVYOLIA DA UPERSPEQTIVO
გუჯა კახაძე
ბ-ნო ალეკო! მიუკერძოებელმა ჟურნალისტებმა ფორსირებულად შეუტიეთ და ქართული ფეხბურთი ისევ დაბრუნდება. გამოჩნდა ადამიანი, ბ-ნი ლაშა შამათავა, რომელიც ამტკიცებს, რომ 1981 წლის 13 მაისს ყოველ 5 წელიწადში გაიმეორებს. იქნებ მოუსმინოთ?
fgd
ნეტა რას დასდევენ ესენი ამ ბურთს, მაინც არ არის მაგათი საშველი.
დიტო
მაკარიძე კაკაბაძე-კაშია-კვირკველია-ნავალოვსკი კანკავა-კვეკვესკირი ოქრიაშვილი-ყაზაიშვილი-ყენია ქვილითაია
m
დღეს მაინც არ წავაგოთ,ფრე როგორღაც......
ika
ქვილითაია ძირითადში დააყენეთ მაგრად ითამაშა)
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ფეხბურთი და ნარკოტიკები: კოკაინით გაბრუებული ვარსკვლავები
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
დიდი თამაშები მოედანს მიღმა - ზამთრის საინტერესო ტრანსფერები აპენინებზე
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
მუტუ: იბრაჰიმოვიჩს ტრავმა არა აქვს, მას მოურინიოსთან გაუფუჭდა ურთიერთობა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
საქართველოსთან მატჩში რუმინელები ადრიან მუტუს გააცილებენ
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ