6 ივნისს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გაიმართება გამგეობის სხდომა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია "სასკი ბასკონიას" შორის 2014 წლის შემოდგომაზე ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. "სასკი ბასკონია" ესპანეთის პრიმერა დივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ "ლაბორალ კუჩას", ბავშვთა საკალათბურთო სკოლისა და საფეხბურთო კლუბ "ალავესის" მეპატრონეა.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში "ლაბორალ კუჩას" მწვრთნელების მონაწილეობით, ყოველწლიურად 14-17 წლის ასაკის მოზარდებს სპეციალური საწვრთნელი კემპები უტარდებათ, 2015 წელს კემპში მონაწილეობა მიიღო 180 მდე მომავალმა კალათბურთელმა, ხოლო 2016 წელს 60 მდე მოზარდმა.

ყველა მოზარდის შესახებ, სპეციალურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შედგენილია მონაცემთა ბაზა, ესპანელი მწვრთნელებისა და მათივე ფსიქოლოგის მიერ შეირჩევიან საუკეთესო ბავშვები, რომლებიც მივლინებით ბასკეთში გაემგზავრნენ შარშან, წელსაც გაემგზავრებიან და წვრთნებს ესპანური კლუბის ბაზაზე გაივლიან. წარმატების შემთხვევაში საუკეთესო მოზარდებს კლუბი დაიტოვებს და პროფესიონალურ საწვრთნელ პროგრამასთან ერთად მათთვის ესპანეთში უმაღლესი დონის განათლების მიღებასა და ყველა საყოფაცხოვრებო პირობებს უზრუნველყოფს.

კლუბში მივლინებულნი იქნებიან ქართველი მწვრთნელები, კლუბების მენეჯერები, პროფესიონალური დონისა და მმართველობის ეფექტურობის დასახვეწად. "სასკი ბასკონიასა" და "ლაბორალ კუჩას" გენერალურ მენეჯერთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად შესწავლილ იქნა საქართველოში საკალათბურთო სამყაროში არსებული რეალობა, შედეგებზე დაყრდნობით უახლოეს მომავალში შემუშავდება საქართველოში კალათბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა.

პროექტის განვითარების როგორც წინასახელშეკრულებო ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში ჩართული იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის სამინისტრო, სამინისტროს ხელმძღვანელებმა მოინახულეს "სასკი ბასკონიისა" და "ლაბორალ კუჩას" საკუთრებაში არსებული საწვრთნელი, საცხოვრებელი და საგანმანათლებლო ობიექტები და თვალნათლივ დარწმუნდნენ ინფრასტრუქტურისა და მისი მართვის უმაღლეს ხარისხში.

ხელშეკრულების მხარეებმა გაითვალისწინეს სამინისტროს შენიშვნები და სწორედ ამის შემდგომ მოხდა პროექტის დაწყება და მისი შემდგომი განვითარება.

ა.წ. 1 ივნისს კახა შენგელიას თხოვნაზე დაყრდნობით სეკფ პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში მოიწვია გამგეობის სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს ესპანურ კლუბთან ურთიერთობის საკითხი. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა კიდევ ერთხელ მიაწოდა გამგეობის წევრებს ინფორმაცია ხელშეკრულების შინაარსის, მისი პირობების და პროექტის დადებითი მხარეების შესახებ. ესპანური კლუბი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული სკოლაა ევროპაში, რომელსაც არაერთი ცნობილი მოთამაშე ჰყავს აღზრდილი, მათ შორის 6 მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) თამაშობს.

გამგეობის სხდომაზე განხილული იყო ხელშეკრულების ფინანსური მხარე. ხუთწლიანი ხელშეკრულების მიხედვით, ქართული მხარე კლუბს ყოველწლიურად 300 ათას ევროს გადაურიცხავს. სანაცვლოდ კი მიიღებს 50% -იან სარგებელს ქართველი, ხოლო 30%-იან სარგებელს უცხოელი მოთამაშეების ტრანსფერებიდან. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლისას საქართველოს კალათბურთის ფედერაციას არ ექნება მიღებული გადარიცხული 1.5 მილიონი ევრო, მითითებული პუნქტით ამ თანხებს სრულად დაფარავს ესპანური კლუბი, რის გარანტიადაც ხელშეკრულება დამატებით დაზღვეულია ესპანური ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

ფედერაციის გამგეობამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გამგეობის ყველა წევრმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. გამგების 7 წევრმა მიხეილ გაბრიჩიძემ, გიორგი ქართველიშვილმა, ნოდარ ქორქიამ, ვალერი ლომაძემ, გივი ბიჭიაშვილმა, ვლადიმერ ბოისამ და გიორგი სანაძემ პროექტი წარმატებულად შეაფასეს. გამგეობის 2 წევრმა კი, კახა შენგელიამ (რომელიც ამავდროულად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო) და თემურ დათიკაშვილმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ჯობდა ამ თანხით განხორცილებულიყო ადგილობრივი პროექტები.

ფედერაციის გამგეობამ განიხილა პროექტი, მიიღო გადაწყვეტილება და აღიარა იგი საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად. ესპანურ კლუბთან თანამშრომლობა ახალგაზრდა კალათბურთელებს აძლევს ახალ შესაძლებლობას და შანს აიმაღლონ სათამაშო დონე და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ და წარმატებულ კალათბურთელებად.

იმავდროულად ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრებისათვის გაიზრდებიან წამყვან ესპანური საკალათბურთო კლუბის მეთოდოლოგიით გაწვრთნილი მაღალი ევროპული დონის კალათბურთელები, რომელთა ცოდნა და პროფესიონალიზმი ერთმნიშვნელოვნად დადებითად იმოქმედებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მომავალ წარმატებებზე.

აღნიშნული ხელშეკრულების მიზანიც სწორედ ეს გახლავთ და საბოლოო ჯამში ფედერაციას არა თუ უკან დაუბრუნდება გადარიცხული თანხა (გარანტირებულად), არამედ "სასკი ბასკონიასა" და "ლაბორალ კუჩას" გამოცდილებაზე დაყრდნობით ველოდებით გადარიცხულ თანხაზე ბევრად მეტს. რომლის დიდი ნაწილიც გადაუნაწილდებათ საქართველოდან წარგზავნილი სპორტსმენების აღმზრდელ კლუბებს.

გამგეობის 2 წევრმა კახა შენგელიამ და თემურ დათიკაშვილმა დატოვეს ფედერაციის რიგები გამგეობისთვის გაურკვეველი მიზეზებით.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც უარყოფითად მოიხსენიება "სასკი ბასკონიასთან" და "ლაბორალ კუჩასთან" თანამშრომლობის ხელშეკრულება და ზოგადად აღნიშნული პროექტი. კახა შენგელია და თემურ დათიკაშვილი შეგნებულად აწვდიან საზოგადოებას მცდარ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, რაც ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს სათანადო პასუხის გაცემას.

სწორედ ამიტომ ა.წ. 6 ივნისს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გაიმართება გამგეობის სხდომა.

წყარო: superleague.ge

მურთაზი
ახლა ამგენმაც აურიეს
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]
თორნიკე შენგელიას 19 ქულა 20 წუთში და გამარჯვება "მონბუსთან"
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე "რეალის" ვარსკლავის რეკორდი დაამხო
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
"ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას სხვა გუნდში გაშვება არ სურს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ
თორნიკე შენგელია "ლაბორალ კუჩაში" კიდევ ერთი წლით რჩება
თორნიკე შენგელიას "პანათინაიკოსი" ეპატიჟება
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები თბილისში დასრულდა
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...
[ვაჟა სიმონიშვილი ვიტორიიდან] ბასკურ-ქართული შეძახილი: "კარგია, კარგია!" [PHOTO]
"ბასკონიას" სპეციალისტები თბილისში პერსპექტიული კალათბურთელების აღმოსაჩენად ჩამოვიდნენ
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული კონტრაქტი [PDF]