ევროშესარჩევის მორიგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1-ელ სექტემბერს, სტუმრად ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს
3 ივნისს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო მატჩში შვედეთს ესტუმრა, 2:3 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა.

26-ე წუთზე ქართველთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კაპიტანმა კრისტოფერ ოლსონმა გოლად აქცია.

35-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის პასით ბაჩანა არაბულმა გაათანაბრა.

78-ე წუთზე ემილ კრაფტმა კვლავ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ 89-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა გაათანაბრა - 2:2.

შვედებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ჯორდან ლარსონის გატანილი გოლის წყალობით მოიგეს.

გია გეგუჩაძის გუნდს 8 თამაშიდან მხოლოდ 9 ქულა აქვს და საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-4 ადგილზეა. შვედები 7 თამაშიდან 16 ქულით მეორე ადგილზე არიან.

ევროშესარჩევის მორიგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1-ელ სექტემბერს, სტუმრად ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

U21. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. VI ჯგუფი

უდევალა, რიმნერსვალენი

შვედეთი-საქართველო 3:2

გოლები: 1-0 ოლსონი (27), 1-1 არაბული (35), 2-1 კრაფტი (77), 2-2 კიტეიშვილი (89), 3-2 ლარსონი (90)

შვედეთი: ერლანდსონი, კრაფტი (87’ სუნდბერგი), ვალქვისტი, ნილსონი, კონატე, ტანკოვიჩი, ფრანსონი, ოლსონი (კ), ზენელი (90’ ლარსონი), ენგვალი, მობერგ-კარლსონი (62’ გუსტავსონი)

მთ. მწვრთნელი: ჰაკან ერიქსონი

საქართველო: გოშაძე, გეგეჭკორი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, გვილია, გოროზია, არაბული (72’ შენგელია), კაჭარავა (80’ ზივზივაძე), კიტეიშვილი (კ) (90’ თევზაძე), ცნობილაძე, ხარაიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაზე

მსაჯები: მარკუს ჰამეტერი, როლანდ რიდელი, როლანდ ბრაუნშმიდი, ჯულიან ვინბერგერი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 20’ ვალქვისტი, 26’ ჩაბრაძე, 54’ არაბული.

gulshematkivari
ტატო ვარ მგალობლიშვილი რა შუაშია ანონიმურობა ბიჭო რა მოგწონს ქარტულ ფეხბურთში უკან უკან მივდივარტ და უნდა მიხაროდეს? შენ გულშემატკივარი ქვია? მაგრად ვნერვიულობ ამდენ წაგებას რო ვკითხულობ შენ ეტყობა კიდია ღმერთმა დამიფაროს მანდ ვინმე ჩემიანი თამაშობდეს ყველამ უნდა ამოვიღოტ ხმა მივიდეთ ფედერაციასთან და მოვითხოვოთ პასუხი რომელი ნაკრების საქმეა კარგად ცხადაძეს რას ერჩოდენ რას გავს ეროვნული ნაკრები ვერ გაუგიათ საკუტარი და მოწინააღმდეგის კარი ეს ყველაფერი თუ მოგცონს მალადეც ძმაო
Argumenti
Ukve davrcmundit ro anonimshikii xar
ფერნანდო
ყოჩაღ ბიჭებო, ღირსეული თამაში იყო.
tato
ბატონო არგუმენტო, ღმერტმა დამიფაროს ჩემიანი თამაშობდეს რომელიმე ნაკრებში პროსტა მაგრად ვღიზიანდები ამდენი წაგება წაგება სულ წაგება არ გცხვენიათ? ვინმემ უნდა გაამართლოთ მაგრამ შენც მაგ გუნდის ხარ და კიდია არ ცხვენიათ ყველა ასაკობრივი ნაკრები აგებს და მე მაკრიტიკებ შე საცოდავო მე ნაღდადად გული მტკივა ამ სიტუაციის გამო არ მითხრათ ეს ბიჭები სულ თამაშზე ნახეს არა ძმაო ურეკავენ ეს უნდა აიყვანო ეს უნდა აიყვანო აი თქვენი ნაკრებები დავაი რა
Argumenti
Tatos da martla gulshematkivars : batonebo aset mzime braldebebs ro ukenebt mcvrtnelebs , rom axloblebs da zevidan nakarnaxev pexburtelebs izaxeben nakrebebshio, ikneb zustad da konkretulad gvitxrad erti pebburtelis vinaoba manic , romelic am kutxit iko gamozaxebuli. Ratkmaunda es kvelaperi unda chamoakalibot argumentirebulad da mashin chven kvela dagichert mxars. Magram tu amas ver moaxerxebt, es imas nishnavs rom tkvenc ertobit anonimkebis cerit an xart chrdilshi darchenili gaborotebuli adamianebi. Daimaxsovred usapuzvlod adamianis lanzgva aris cudi sakcieli. Sakutar tavshi gaerkviet da mere sheizleba shegrcxvet kidevac.
TATO
ვაფსე აზრზე ხართ რა თამაში რის თამასი რა მოგეწონათ ბურთს კარგად დადევენ? კარგი თამაშია რო მოიგებ რას ამართლებ რა მოგეწონა იმან ის ქნა ამან ეს ქნა იმიტომ წავაგეთ მოწინააღმდეგემ არაფერი არ ქნა ყველაფერი თქვენ ქენიტ ეს ნაკრებებეი არის დარეკვით ახლობლობით მეგობრობით შეკრებილი და იმიტომ ვერ თAმაშობენ უპატრონო და პერსპექტიული მანდ არავინ თამაშობს სანამ საქ!ართველოშI არ მოისპობა იმისიანი ამისიანი იმან დარეკა ამან მთხოვა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება მაისურაძემ თქვა !7წ ელიტ რაუნდზე რო გაგვახარა ჩემი ინიციატივით ნაკრებსი მყავდა შეწირული ივანიაძე და დავითასვილიო ხომ ვერ მეტყვით დანარჩენი ვინ უბრძანა ნეტა? მინისტრმა მუჯირმა ჭუმბურიძემ ფიფიამ და მიტო დაგვამხო ელიტრაუნდი თავზე აი ეს ხდება ნაკრებებში და იმიტო ვართ ამ დღეში ესენი უნდა მოშორდენ ქართულ ფეხბურთს და იქნებ გვეშველოს მაგარი უნამუსოები არიან ხმა ამოვიღოთ
gela
რა ხდება ხალხნო? რა ცაში აყვანებია? წაგებაზე მადლობის გადახდა რა უბედურებაა? დიდ ნაკრებს რაღას ერჩით? ქულა თუ არ აიღე რა აზრი აქვს კარგ თამაშს, 24 დან 9 ქულა აქვს აღებული ისიც ვისთან და ცას სწვდებით სიხარულით. მაგრამ გასაგები ის არის ჩემთვის, რომ დიდების უნამუსო ბის ფონზე ეს დიდ ფეხბურთად გეჩვენებათ
ზაზა
ბურთის ფლობა–52–48%,კარებში დარტყმები–9–13,ზუსტი დარტყმები–3–5,კუთხური–5–7; საერთოდ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა.ფეხბურთი,,ითამაშეს,,რასაც ვერ ვხედავთ ძირითადი ეროვნულისგან.წაგების მიზეზები იყო ცალკეულ ინდივინდუალურ შეცდომებში.პირველი გოლი პენალტით მივიღეთ,როცა გაუმართებლად ჩიბრაძემ მოცელა მეტოქის თავდამსხმელი;მეორე–გოშაძის შეცდომა გამოსვლაზე და შემდეგ ვერ მოასწრო კარებში დაბრუნება;მესამე–რიკოშეტით მარგველაშვილისგან(ძალიან უხეიროდ დაუხვედრა ფეხი).თუნდაც ერთი ფეხბურთელის ინდივინდუალური საშემსრულებლო ოსტატობის სიმცირე აისახება გუნდის შედეგში!იყო კიდევ მომენტები,როცა სრულიად გაუმართლებელ სიტუაციაში მიიღეს ყვითელი ბარათები(უფრო მკაცრ მსაჯს შეიძლება წითლებიც ამოეღო). მარგველაშვილის შემთხვევაში კონტრშეტევის განვითარების საშიშროება(თუმცა ორივე ფეხით ძალიან სახიფათოდ ითამაშა,თან მეტოქეს ბურთი ჩამორჩა და..),საერთოდ გაუგებარი იყო არაბულის მხრიდან ვარდნა.თუნდაც შეხებოდა არაბული ბურთს,მაინც იმ ეპიზოდიდან მაქსიმუმი იყო,რომ ბურთი აუტში გადასულიყო...თამაშის 44–ე წუთზე ერთი–ერთზე გავიდა კაჭარავა(ცნობილაძის შესანიშნავი პასის შემდეგ),მაგრამ....შორიდან დაარტყა რატომღაც(როგორც ყაზახებთან) და ააცილა(((რატომ ორივე თამაშში ერთიდაიგივე შეცდომა?ერთი ერთზე რჩები მეკარესთან და დარტყმა დახლოებით 15–17 მეტრიდან?და ეს როცა მაინცდამაინც შორიდან კარგად დაყენებული დარტყმით არ გამოირჩევი. პირიქით,გაქვს საკმაოდ კარგი ტექნიკა,რომ მეტოქის მეკარის მოტყუება შეძლო და პენალტი მაინც აიკიდო.იქნებ ვარჯიშებზე დამატებითი დრო დაუთმო თამაშის ამ კომპონენტს ?...საერთო ჯამში ,კიდევ ერთხელ ვიმეორებ,კარგი შთაბეჭდილება დატოვეს,მაგრამ შედეგი?(მაინც კმაყოფილი ვარ ,მთავარია თვითონ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების
martla gulshematkivari
ვკითხულობ კომენტარებს და გული მისკდება ნუტუ ეს ყველაფერი მოსაწონია ჯერ არ გამიგონია მოვიგეტ რო ეწეროს სადმე და ამბობთ კარგად მიდის საქმეო ამდენი ჭაგების არ გცხვენიათ?არავის არ ბიცნობ პროსტა ყველა ასაკობრივ ნაკებს ვაკვირდები და ველოდები იქნებ სადმე დაიწეროს მოვიგერო არსად,და კიდევ აქებტ მწვრთნელებს ბ იჭებმა რა ქნანნ მწვრთნელები არ უვარგათ რომელი აჩვენებს შედეგს რისთვის აძლევთ ამხელა ხელფასებს რომელს აქვს შედეგი ცხადაძე რისთვის მოხსენით რას გავდა გუშინ ეროვნული ნაკრები წადით დაახვიეთ შემძულდა ფეხბურთი საქართველოში გავაუქმოთ ფეხბურთი ეს რა საშინელება იყო 18 წ წააგეს 21წ წააგეს ეროვნულმა წააგო ვის აქებთ თქვე ბრმებო და უცოდინარებო ეს არის ფეხბურთის თამაში? თუ შენიანი რო თამაშობს მოგცონს დავაი
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
მონდომების მაქსიმუმი - ამას დაამატეთ კარგი ფსიქოლოგი და შედეგიც მოვა!
მანო
მე მეორე ტაიმს უყურე და მინდა მადლობა გიტხრატ ბიჰებო ტამამი ტანამედროვე ფეხბურტისტვის საგოლ გეგუჰაზეს.ეროვნულივიტ სჰესჰინებულები და უსუსურები რო არ იყავიტ
murtalo
უკუნეთ სიბნელეში სინათლე რომ გამოჩნდება იმას შეიძლება შეადარო ახალგაზრდულის თამაში. მწვრთნელის ხელიც აშკარად ეტყობათ. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო ახალგაზრდულის მწვრთნელად გეგუჩას დანიშვნა და შედეგსაც სულ მალე ვიხილავთ.
tornike
თამაშის მხოლოდ ნაწილის ნახვა მოვახერხე. ბოლო წუთები არ მინახია. როგორც კომენტარებიდან ჩანს, 2:2-ზე ჩვენებმა მაგრად შეუტიეს და გამარჯვებისთვის იბრძოდნენ (და არა ანგარიშის შენარჩუნებაზე), თუმცა სულ ბოლო წამებზე კონტრშეტევა მიიღეს და წააგეს (კლასიკური სიტუაცია). მიუხედავად ამისა, ყოჩაღ ბიჭებო, რომ ბოლომდე გამარჯვებაზე ფიქრობდით. გული არ გაიტეხოთ! არავითარ შემთხვევაში! იბრძოლეთ ყოველთვის გამარჯვებსთვის, უბრალოდ დაცვა და საკუთარ კარზე ზრუნვაც არ დაგავიწყდეთ. ეგ გამოცდილებასთან ერთად მოვა - აუცილებლად დაღვინდებით და ჩამოყალიბდებით დიდ გუნდად!
ser
ძალიან ცდები იმ თამაშის არ ყურება ომიდან გაქცევას გავს, საერთოდ ქირურგი პრაქტიკანტის ნაოპერაციებს ოპერაციის მიმდინარეობისას ამოწმებს.
ilia
ჩვენს 21-წლამდელებს მინდა მივმართო - იმედია, ერთი მათგანი მაინც წაიკითხავს ამ პოსტს (და სხვებსაც გადასცემს :) ჩემო შვილებო (ჩემი ასაკის გამო შვილებად მეკუთვნით), ამ საღამოს თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ქართული ფეხბურთი ცოცხალია. ალბათ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ. ამ ბოლო წამებზე წაგებამ გული არ დაგწყვიტოთ, არავითარ შემთხვევაში! ეს ყოფილიყოს თქვენთვის სტიმული, რომ უფრო მეტი იმუშავოთ საკუთარ თავზე. თანამედროვე ფეხბურთში ხომ უმეტესად ბოლო წუთებზე წყდება ყველაფერი! მთავარია სწორი დასკვნები გამოიტანოთ და თამაშის ბოლომდე კონცენტრაციის უნარი გამოიმუშავოთ. არ ინერვიულოთ, ბოლომდე გჯეროდეთ საკუთარი თავის. თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ ძალიან მაღალ დონეზე თამაში და გამარჯვება. მშვიდად და წყნარად იმუშავეთ, განვითარდით, და მჯერა, რომ გაგვახარებთ!
Gio
ქართული ფეხბურთის მთელი რესურსი უნდა მოხმარდეს ამ ბიჭებს. არ დაგავიწყდეთ - მათმა უმეტესობან 17-წლამდელთა ევროზე ნახევარფინალი ითამაშა. მთავარია ბიჭებმა საკუთარი ძალები ირწმუნონ და ითამაშონ ლაღი ფეხბურთი, არ ინერვიულონ. განივითარონ საკუთარი თავიის რწმენა. ასევე, საჭიროა თამაშის ბოლომდე კონცენტრაცია, თუნდაც მსაჯმა 10 წუთი დაამატოს :)
Maxoia
გვეშველება რამე?
Spartaka
მიხარია რომ ამ საღამოს არჩევანი ახალგაზრდულის თამაშის ყურებაზე გავაკეთე ..რათქმაუნდა იმათ საცოდაობას და არაფეხბურთის თამაშს ფეხბურთის ყურება ჯობდა..ყოჩაღ ბიჭებს,იყო პატარ პატარა შეცდომები მაგრამ მთლიანობაში ბიჭებმა აზრიანად ითამაშეს და ცოტა რომ გაგვმართლებოდა საერთოდ მოვიგებდით,არაუშავს მთავარია საქმე კეთდება ეტყობა..წარმატებები ბიჭებს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ოფიციალურად - გიზი მამაგეიშვილი "შტურმის" ფეხბურთელია
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში "ცრვენა ზვეზდასთან" დამარცხდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ