სემინარები 31 მაისს ბათუმიდან დაიწყო, ქუთაისში გაგრძელდა და 4 ივნისს, თბილისში დასრულდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები დასრულდა. სემინარები 31 მაისს ბათუმიდან დაიწყო, ქუთაისში გაგრძელდა და 4 ივნისს, თბილისში დასრულდა.

შესაბამის ქალაქებში მიმდებარე რეგიონის მწვრთნელებმა მოიყარეს თავი. სემინარებს მთლიანობაში დაახლოებით 100 მწვრთნელი დაესწრო, თუმცა მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაცილებით დიდია. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გამოცდებზე სემინარებზე დასწრების გარეშე გავიდნენ და მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზია მიიღონ.

სემინარები საიმისოდ ტარდება, რომ ლიცენზირების და გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა ნათლად დაინახონ ის კომბინაციები, ტაქტიკური მონახაზები თუ ელემენტარული საკალათბურთო კომპონენტები, რომელთა შესახებაც მოუწევთ ტესტირებისა და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება.

ამჯერად სემინარებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწვეული ბალკანელი სპეციალისტები - ხორვატი ტიჰომირ ბუიანი და სერბი მილოშ გლიგორიევიჩი უძღვებოდნენ. მათ დამსწრეებს დეტალურად უჩვენეს ის მეთოდოლოგია, რომლითაც თანამედროვე კალათბურთში მწვრთნელებს მოზარდებთან მუშაობა მართებთ.

ბალკანელ მწვრთნელებს ასისტენტობას საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, სუპერლიგის ახალ წევრ „კაკტუსის“ თავკაცი არჩილ ჟღენტი უწევდა. ბალკანელმა და ქართველმა მწვრთნელებმა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მთლიანობაში 18-საათიანი (6 საათი თითო ქალაქში) ლექცია-სემინარები ჩაატარეს - დამსწრეებს უჩვენეს, თუ რა კომპონენტებზე და როგორ მართებთ სწორი მუშაობა.

მაგალითისთვის აღვნიშნავთ ბლოკის დაყენებას, დაცვაში ერთი-ერთზე და ზონურ თამაშს, შეტევაში სიტუაციის გაანალიზებას და სწორი გაგრძელების შერჩევას. ეს გახლავთ ძალიან მცირე ჩამონათვალი იმისა, რის შესახებაც ისაუბრეს და დამსწრეთ პრაქტიკულად აჩვენეს თავიანთ ლექციებში ბალკანელმა მწვრთნელებმა.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი გულისხმობს პერიოდს 14-დან 18 წლამდე. აღნიშნული პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები მიიღებენ აღნიშნულ ასაკებში მუშაობისა და კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდების გამოყვანის საშუალებას.

პერიოდულად იწარმოებს პროგრამის განვლილი ეტაპების გამოცდების ჩაბარება. პროგრამის პირველი ეტაპი მწვრთნელთა ნაწილს არ გაუვლია, ზოგმაც გამოცდა ვერ ჩააბარა. ასეთ მწვრთნელებს პერიოდულად მიეცემათ მორიგი შანსი. მეორე ეტაპის ტესტირება-გამოცდები ივლისის თვეში გაიმართება.

წყარო: superleague.ge

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
თორნიკე შენგელია: თვალს ვეღარ დავხუჭავ - ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ...
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელების ნაკრებმა ახალ მწვრთნელთან ერთად შეკრება დაიწყო
"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
კახა შენგელია: სჯობს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წასვლის ფორმა დროულად შეარჩიოს!
"ბასკონიას" სპეციალისტები თბილისში პერსპექტიული კალათბურთელების აღმოსაჩენად ჩამოვიდნენ
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული კონტრაქტი [PDF]
მიხეილ გაბრიჩიძე: ნუ დავკარგავთ ყველაფერს, სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ