ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ესპანეთთან ამხანაგური მატჩის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

..."ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს.

...რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

...ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ...

...რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია. ამჯერად ვერ დაეხმარება "ხიმნასტიკს" და ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ"...

უფრო საყურადღებო იყო ვაისის ეს განცხადება:

"რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გასაკვირი არ არის, რომ ვაისს ეს "რამდენიმე ფეხბურთელი" არ დაუკონკრეტებია. "ლელო" დაუკავშირდა მადრიდში მყოფ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ კომენტატორ ლევან ღუდუშაურს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის სიტყვები დაგვიდასტურა და იგივე თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუში ჩართვის დროსაც...

და კიდევ ერთი ინფორმაცია - რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Merab

უის გავეყარე და ვაის-ს შევეყარეო ამაზეა ნათქვამი :)

• Merab

საცოდავი ესპანეთი, დაიღლება დღეს სირბილით, მარტო მაგათ ექნებათ ბურთი :):):)

• zaza

ნეტავ იმ რამოდენიმე ფეხბურთელში ამისულაშვილი და ლობჟანიძე შედიოდეს.

• kaxi

რევაზ ძოძუაშვილი რომ იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შედეგებიც უკეთესი იქნება და ის 6-7 ფეხბურთელი აღარ იქნება ნაკრებში.

• ირაკლი

ქეცბაია ამას არ ამბობდა? გასაყრელია ნახევარი გუნდი ძალიან გაისქელეს და მართლა თავი მაგარი გონიათ.

• Mamuka

რავი ამ სიტყვების გულისთვის ქეცბაია შევჭამეთ და ამას რა დამსახურებაა აქვს საქართველოს წინაშე ყველაზე წარუმატებელი მწვრტნელია 8 გოლი ორ თამაშში ესეთს იშვიათად იპოვი და დღეს გიდევ ასიამოვნებენ ვაის ამის შემდეგ შეგვეძლება სრული სურათი შევიქმნათ თუ რა გველოდება შესარჩევში ვაის მართლა ვაი

• ფეოლა

მართალია მწვრთვნელი, ის ფეხბურთელები თუგინდ მესსი იყო, რომელიც დისციპლინას არხვევენ და თავგასულები არიან უნდა მოიკვეთონ, იმედია მალე მათი გვარებიც დასახელდება.

• roma

ბატონო akaki მე თქვეზე გაცილებით უფროსი ვარ და მოყვარულის დონეზე კარგად ვიცი ფეხბურთი,რა ინტერესი უნდა მქონდეს ვინმეს მიმართ,ეს ფაქტია,რამდენიმე წლის წინათ ასევე აქებდნენ:ანანიძეს,ყენიას,მჭედლიძეს,მათ ბრილიატებს უწოდებდნენ და მესებად მოიხსენიებდნენ,მაგრამ კარგად ვიცით რა შეგვრჩა ხელში,კი ბატონო კარგი გუნდია ხიმნასტიკი და თურქეთის ის კლუბიც,სადაც ოქრიაშვილი თამაშობს,მაგრამ მეორე ლიგა იმიტომ არის,მეორე,რომ ის სუსტია,იქ ნათამაშები ფეხბურთელი ვერ ქაჩავს ლალიგის და ინგლისის,თუ სხვა ძლიერი ჩემპიონატებიდან დაკომპლექტებული ფეხბურთელებით შედგენილ ნაკრებთან,რატომ,იმიტომ რომ მეორე ლიგაა და დონე დაბალია,ხოლო ევროპელი მამები თუ შენიშნავენ ტალანტებს,მეორე თუ მესამე ლიგაში ისინი გრანდებში მიჰყავთ,გაიგე ჩემო კარგო,თუ არადა დალპებიან ანანიძისავით მოსკოვის სპარტაკისთანა გუნდებში,ღმერთმა ქნას ტალანტები გახდნენ ჩვენი ბიჭები ეს ვის ეწყინება,პირიქით გაგვიხარდება,მაგრამ სანამ ამის საფუძველი არ არსებობს,მანამ დავანებოთ ამათ ქებას და დიდებას თავი,გაიგე ჩემო კარგო,რკინა,რაც არ უნდა კარგი იყოს ოქრო ვერ გახდება,თუმცაღა რკინაც საჭიროა,უბრალოდ არ იბრწყინებს და დაიჟანგება ხოლმე.

• 123

Mteli nakrebi gasashvebia. Ramdenime fexburteli ki ara aseti angarishebit tslebis ganmavlobashi ageb da erti nervic ar gitokdeba ragazea saubari. Dashalet nakrebi da miiwviet xalxi ubnebidan.asec vagebt da isec ra azri aqvs. Zato ubnidan tu miitsvevt xalxs ufro meti gulshematkivari mova tamashze da msoflioshic gagivardebat saxeli. Paralelurad gazardet bavshvebi daafinanset bavshvta fexburti, aashenet moednebi mospet proteqcionizmi da korufcia bavshvta fexburtshi, ganavitaret sportuli medicina da zogadad cxovrehis jansagi wesi kveba dieta da ash. Wylis sworad mugebac ar icis nakrebis 90% da ragazea saubari?! Plus federaciis hosebi gaushvit praktikrbze ragbis kabshirshi. Amoasxit ukve yelshi xalxs tqve umaqnisebo

• Akaki

გურამი ეგ მწვრთნელი კაშია რომელმაც სკამზე დასვა თავისი მწვრთნელური ხუშტურების გამო მთელი ჰოლანდია გეტყვის რომ ფეხბურთის აზრზე არ არი და იმიტომაც აახვევინეს მანდედან, გურამ კაშია კი სეზონის ბოლოს სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს, ასე რომ კაშიაზე არაფერი გვაქ საწუწუნო ნეტა ყველა მაგის ნახევრს აღწევდეს ჩვენ ნაკრებში და მთელ სეზონში ეღთხელ მაინც მოხვდნენ კვირის სიმბოლურში მაინც მთლიანი სეზონისაზე არაფერს ვამბობ

• მსქროლავი ტროლი

" საქართველოსთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია...." პატივი რომც იყოს, ზეიმის მნიშვნელობა როგორ ესმის ამ კაცს, ნეტავ, თუ მორიგი ზეიმისა და ფეირვერკის მოწყობას გვიპირებს?!... ნებისმიერ შემთხვევაში, არა მგონია, ორი დღის ჩამოსული სლოვაკის გადასაწყვეტი იყოს - რა არის საქართველოსთვის პატივი და ზეიმი.... ამას, როგორმე თავადვე გადავწყვეტთ აბორიგენი ტროლები..... სხვათა შორის, ზუსტად მაგ დროს (22.45) როცა ვაისის შეგირდები საზეიმო პიროტექნიკას შეუნთებენ ცეცხლს, მეორე არხზე დაიწყება ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ჯახი ზელანდიელებთან და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ალბათობით აქაც დავმარცხდებით, პირადად მე, პირველად ცხოვრებაში ვამჯობინებ საფეხბურთო ნაკრების თამაშს სარაგბო ნაკრების თამაშს ვუყურო....

• არჩილ ხოფერია

Eric cantona ერიკ, ძალიან გამაკვირვა ამ ფორმაციის ნაკრების თითქმის ერთადერთი ფეხბურთელის - ოქრიაშვილის კრიტიკამ. ოქრიაშვილი ყველა სანაკრებო მატჩში ყველაზე მეტს შრომობს, ხშირად დაცვაში ართმევაზე ჩამოდის და იქედან ცდილობს თამაშის წამოწყებას. ადრე რაც ხდებოდა ის ვიცი, მაგრამ თუ ვინმე ვარგა ამ თაობის ნაკრებში ეს ოქრიაშვილია. მას შეუძლია ბურთის დაჭერა, ძველი თაობის ფეხბურთელებივით ტექნიკურია, კაცის მოტყუება არ უჭირს, კარგად ურტყამს, კარგი მოედნის ხედვა აქვს. ვერ გავიგე ამჯერად რაში ადანაშაულებთ?!

• zmo

უცხოურ კლუბებში თამაშზე ყოველწელს ლიცენზიას ეროვნული ნაკრები უნდა აძლევდეს ფეხბურთელებს და მერე ნახეთ ერთ ადგილებს რომ დაიხეხავდნენ ნაკრებში თამაშზე

• gg

ეს მაგარი იციან, მჭედლიძეს ტრავმა აქვსო, როცა არა აქვს ხომ რას ამბობთ ძირფესვიანად თხრის ყველაფერს!ლორიას და რევიშვილის გარდა ყველა გასაყრელები არიან, ეგ ვაიფეხბურთელები, და ვითომ ფეხბურთელები!!! არველაძეებს და ქინქლაძეს ვაკრიტიკებდი, თურმე რაკარგად თამაშობდნენ და ვერ დავაფასეთ ამ დღევანდელ უვიცებთან შედარებით!!!!

• lasha19

ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ანგარებიანი ადამიანები არიან, მათ მხოლოდ საკუთარი შემოსავალი ანაღვლებს და ეგ შემოსავალი კლუბებში აქვთ. ეგეთი ფეხბურტელი მოტივირებულად მაშინ ითამაშებს, როდესაც ახალი კლუბის მოსაძებნად თავის გამოჩენა დასჭირდება, აი მაშინ არ დაზოფავს თავს და ბოლომდე დაიხარჯება. სამწუხაროდ , როგორც ჩვეულებრივ ადამიანებში ცოტაა უანგარო პატიოსანი ადამიანი, ასევეა ფეხბურთშიც.

• haha

ხომ გეუბნებოდით ეხბურთელები უჩალიჩებენ, თქო. ვაისსაც და კობიაშვილსაც. ადრე ქეცბაიას უჩალიჩებდნენ. ცხადაძესთან ვერ მოასწრეს. ოღონდ ფეხბურთელების ზურგს უკან ვინ დგას, ნაღდად არ ვიცი.

• lev.zei

სულ კიდიათ, აქედან მასე ჩანს არადა სულ ვუყურებ გოლები მენატრება, კობიაშვილო ტესტები უნდა დანიშნო ჯერ სან მარინოსთან მერე აზერებთან მერე უკრინასთან და ბოლოს ესპანეთთან... ნახევარი არაა გამოსაძახებელი მანდ ეტყობათ ვინებიც, სხვებიც გყვავს და დროც გვაქვს გუნდის შესარჩევად... და კიდევ ამათ ვაისი არ უნდათ და მალე გაუშვებენ კიდეც არადა ვნახე არქივები აქვს შედეგები დგეს ვფიქრობ ესპანეთთნ კარგად ითამაშებენ მჯერა

• giglia

დისციპლინა არის თუმცა კი არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელზე აუცილებელი პირობა წარმატების მისაღწევად. ამიტომაც, მივესალმები მწვრთნელის ეგეთ რადიკალურ განცხადებას! მტკიცე ხელი აგრძნობინეთ ფეხბურთელებს, ბატონო ვაის. მერე ჩვენც შეგვეძლება უფრო მიუკერძოებლად განვსაჯოთ თქვენი სათამაშო ტაქტიკის ავ-კარგიანობა. უდისციპლინო და უთავბოლო ფეხბურთელების ხელში რა ტაქტიკამ უნდა გამოიღოს შედეგი?

ეხხ ეს რამდენი ხანია ვიცით რომ 2 ღერი წარმატება უვარდებათ თავში და 2000 დოალრი ხელფასი. ოქრიაშვილი რომ ბელგიაში თამაშობდა ის ვერ შეიშნო .... სხვა რაზე უნდა ვილაპარაკო, ნეტა თურქეთში როა არ ენატრება ? :D :D ნახევაზე მეტი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები გყვავს ფიზიკური მომზადება 0

• gurami

kashias ,rom nakrebshi kargad etamasha jer eg me ar maxsovs, vittese kofilma mtvrtelmaz mixvda eg tavis droze, imitom iko mashin skami axexina mteli 3 tve.

• badri

როცა იგივეს ქეცბაია ამბობდა, (თუმცა ემოციური ფორმით, ძნელია უემოციოდ შეხედო იმას რაც გვჭირს),ჯვარს ვაცვით,ძარღვი აკლია ჩვენ ფეხბურთს. ისე შედეგი ყველანაირი შეიძლება იყოს ამაზე არ ვლაპარაკობ. ავტოგოლიც გასაკიცხი არაა თვითონ ფეხბურთელზე მეტად ჩვენ ვერ განვიცდით ამას . უბრალოდ მოინდომეთ ბიჭებო დავინახოთ, რომ ყველაფერს დებთ თამაშისთვის და შედეგიც მოვა. მე მაინც მგონია, რომ ეროვნულ ნაკრებს ქართველი უნდა ხელმძღვანელობდეს რადგან ქართველისთვის წარმატება ეროვნულ გუნდში მხოლოდ პრეწტიჟი და რეიტინგი არაა!!

• kosta

kashia, amisulashvili, lobjanidze, dvali, jigauri, chanturishvili, es is fexburtelebia romlebiz saertod ar unda gamoizaxon nakrebshi satamashod.

• დათო

შარშან ოტომბერში ,ერთ-ერთ სასტუმროში, რამოდენიმე დღე მომიწია ცხოვრება უკრაინის U 21 ნაკრებთან ერთად. ვხვდებოდით დღეში სამჯერ, საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე. უნდა გენახათ როგორი დისციპლინირებული იყო სუყველა, ფეხბურთელებიდან დაწყებული მწვრთნელებამდე გათავებული. ზუსტად ერთნაირ ფორმებში, მოწესრიგებულები, მათ ხმამაღალ ლაპარაკს ვერ გაიგებდი. როგორ შემოდიოდა 40 ადამიანი და გადიოდა ვერ გაიგებდი. ვუყურებდი ამ ყველაფერს და თეთრი შურით მშურდა, როდის მივაღწევთ ჩვენ ამ დონეს.

• Akaki

roma-ს ბევრ რამეში გეთანხმები მაგრამ აბურჯანიაზე და ოქრიაშვილზე ვერ დაგეთანხმები, მთელი სეგუნდა დივიზიონი აბურჯანიაზე ლაპარაკობდა რაც გიმნასტიკში გადავიდა ისე კარგად მოერგო და გალიდერდა გუნდში, ცუდი გუნდი გგონია? რამდენჯერმე ვნახე მაგათი თამაში თავიდან ბოლომდე და დამიჯერე ლა ლიგაში იმსახურებს გადასვლას, წარმოიდგინე ლესტერის ვარიანტი, გადმოვიდა ქვედა ლიგადან და იმ წელსვე მოიგო პრემიერ ლიგა, გიმნასტიკს ამხელა მიღწევა არ აქვს მაგრამ იყო მესამე ლიგაში, შარშან მოიგო გადმოვიდა მეორეში და წელსვე დიდი შანსი აქვს გადავიდეს ლა ლიგაში ცუდი გუნდი ამდენს ვერ შეძლებს ესე მოკლე დროში, ხო და ასეთ პერსპექტიული გუნდის ერთ ერთი ლიდერია აბურჯანია. ოქრიაშვილმა კიდე როგორც იქნა ისწავლა პასების გაკეთება და ყველაზე ბევრ პასს მგონი ეხლა ეგ აკეთებს ნაკრებში და ყველაზე აქტიურიცაა, დაცვაშიც ჩარბის ცენტრშიც და თავდასხმაშიც ეგ გარბის, ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ხან წინ ხან უკავ, მოკლედ მთელ მოედანზე სადაც გუნდს უჭირს

• ავთო

რუმინეთთან 1–5 არ წაგვიგია, სინამდვილეში 3–3 ვითამაშეთ.

• zmo

როდესაც კლასი არ გაქვს მონდომების და თავდადები ხარჯზე მაინც უნდა ითამაშო მაგრამ ესენი თურმე უდისციპლინოებიც არიან, მოკლედ საქართველოს ნაკრები კიდიათ, რისი იმედი გაქვთ ხალხნო ...მაგარი განკიცხვის ღირსები არიან

• ჯიჯი ალფაიძე

მწვრთნელს თავი დავანებოთ,ამ ფეხბურთელებით ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ხუთიდან სამი გოლი ამისულაშვილის სინდისსზეა, რა უნდა მაგ კაცს ნაკრებში?ცხადაძეს, რა ვქნა და საკუთარი ბიჭის ნაკრებში დაყენებას ვერაფრით ვერ ვაპატიებ. მაინც უცხოელი მწვრთელი მირჩევნია.

• 123

ჟურნალისტებმა მაგრა იცით მწვრთნელებზე ხელების შეხოცვა

• merabi

მუდმივად იმაზე წერა, ეს მწვრთნელი ჯობია თუ ის, ეს ფეხბურთელი ჯობია თუ ის, ჯობია რეალურ მიზეზებზე ვილაპარაკოთ. სანამ სერიოზული ფული არ დაიხარჯება ფეხბურთში და პატიოსანი ხალხი არ იმუშავებს, მანამ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. რატომ გვავიწყდება, რომ ევროპული საკლუბო ტურნირების საწყის ეტაპებზე წაგებული გვაქვს 2-8, 0-7, 0-5 და ა.შ. საკუთარ მოედნებზე, თანაც საშ. დონის გუნდებთან. და ჩვენ გვინდა ,აქ ფეხბურთელი გაიზარდოს, რომ ნაკრებს გამოადგეს? დაგავიწდათ პოლონეთთან ორი მატჩის ჯამში 0-8?, ესტონეთთან 0-3? რა კეთდებოდა ქვეყანაში, ფეხბურთი რომ იყოს? რა შუაშია ვაისი...

• გიო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდი ესაა არაპროფესიონალების, ევროპის და რუსეთის ჭ კლასის გუნდების სათადარიგოთა სკამზე მჯდარი არაფრის მაქნისი ადამიანების ერთობა, რომლებსაც არც შეუძლიათ და არც იციან ფეხბურთის თამაში, არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა, საკუთარი ქვეყნის და გულშემატკივრის შეურაწყოფა და ფეხებზე კიდიათ საქართველოს ღირსება. ძალიან სწორედ იქცეოდა ქეცბაია სულ ყვირილით და გინებით რომ ათამაშებდა.

• Eric cantona

ნომინაციაში "სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ" წარდგენილნი არიან - ამისულაშვილი, ლობჟანიძე, და ოქრიაშვილი

• ვაჯა

ფედერაცია ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ მოიყვანოს გეგუჩაძე.

• dato

მოკლედ! უნდა გაუშვან მთელი ნაკრები, დაიწყონ ნულიდან ახალგაზრდებით. ვინც ახალგაზრდები არიან ახალი გამოძახებულები ცოდონი არიან იმ ძველ გუნდდთან თამაშით, წლების მერე მივიღებთ შედეგს, ახლა მაინც არანაირი შედეგი არ გვაქვს, შედეგი კი არა უკან მივდივართ და მივდივართ თან რა სისწრაფით. პ.ს. ეს ძალიან მოკლედ დავწერე პრობლემა ძალიან ბევრია და ეს ყველაფერი მოდის ბავშვთა ფეხბურთიდან.

• vaisma dadzaba

ვაისმა ისეთი დაძაბა მემგონი ნახევარ ნაკრებს გაუშვებს :) და ღირსებიც იქნებიან ამოვიდა ამ მწვრთნელების ცვლა ეგაა ზუსტად რა ყოფილიყო ცხადაძე და იქნებოდა ნორმალური ნაკრები ნელნელა

• roma

ხალხო არ მინდა პირადულზე გადასვლა,ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო არაკომპენტენტურ კომენტარის მაკეთებლებს,თავი დაანებეთ ჩვენი ფეხბურთელების ქებას,ისინი ამას არ იმსახურებენ,ხოლო თუ დაიმსახურებენ ცაში ავიყვანოთ,ოღონდ დამსახურების მერე,მაგ.აბურჯანიას,რომ აქებთ,ხომ ვერ მეტყვით ის რომელ ლიგაში თამაშობს,ის კარგი და მომავლის ფეხბურთელი რომ იყოს მას ვინ გააჩერებს ესპანეთის მეორე ლიგაში,ანდა ოქრიაშვილის მაქებრებო,სად თამაშობს ოქრიაშვილი?,ბურთი ფეხებში ებლანდება,თქვენ კი აქებთ,ასე,რომ ნუ ვიმეორებთ ჩვენი უვიცი ჟურნალისტების შეცდომებს,სად არიან მათ მიერ მესად შერაცხული ანანიძეები,ყენიები,მჭედლიძეები? სირცხვილია ხალხო ამდენი არაკომპენტენტურობა,ჯობია გაჩუმდეთ და თუ მართლა გამოჩნდება ვინმე,ოღონდ მართლა ნიჭიერი,მაშინ კი ბატონო ვაქოთ და ვადიდოთ,ეს,რომ მოხდება ისინი მაშინვე გრანდებში მოხვდებიან და ეს იქნება საზომი მათი ხარისხის და პროფესიონალიზმის და არა ვიღაც არაფლისმცოდნე ჟურნალისტების ქება დიდება და საბოლოოდ ნული შედეგი ნაკრებისთვის.

• გიორგი

ამისულაშვილისთვის და ლობჟანიძისთვის კაი ხნის წინ უნდა დამთავრებულიყო ნაკრები

• გუჯა კახაძე

ვლადიმირ ვაისი: "სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ... უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც... ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც". გაიხარე ამ სიმართლისთვის ბ-ნო ვლადიმირ და ესპანეთთან მატჩის შემდეგ იქნებ გვითხრა ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების პრობლემები რა დონეზე არის ნაკრებში?

• musenbazi

ეს მჭედლიძე 15 წუთი ითამაშებს და მერე მთელი წელი ტრამვირებულია, ამისთანა არაფერი მინახავს.

• jango

ის რამდენიმე ფეხბრუთელი ვინაც არ უნდა იყოს ნაკრებში,არის ყველა გარდა სამი კაცისა. კაცობა, ვაჟკაცობა და სინდისი აქვთ დაკარგული ამ ხალხს...

• თენგო

ერთი გამაგებინეთ ეს მჭედლიძე ხრუსტალის კაცია?

• ზაზა

გეთანხმებით გივი((( მჭედლიძეს–გენაცვალე იქნებ გაარკვიო მუდმივი ტრამვების მიზეზი?შტატებში!შტატებშია მედიცინა საუკეთესო და...

• Levan Kvantaliani

იმედია ამისულაშვილს აღარ დაუძახებენ )))

• თემო

საერთოდ 1-დან 11 ნომრის ჩათვლით აეკრძალოსმაისურის ტარება ყველა ფეხბურთელს.სანამ არ დაიმსახურებენ.

• ლაშა

ჩნდება უკვე ნელ-ნელა რაშიცაა საქმე ფეხბურთელების მენტალიტეტი, ის რომ არ აფასებენ სამშობლოს, ის რომ არ ვარჯიშობენ სათანადოდ, ის რომ თავში აქვთ ავარდნილი და ა.შ. ცხდაძე თამაშის დროს, რომ უყვიროდა და ქეცბაია აგინებდა მგონი მაგიტომ ინდომებდნენ უფრო. ყველაზე კარგი იქნება თუ ორი-სამი ლეგიონერის გარდა ყველა მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატებიდან იქნება მიუხედავად იმისა რა შედეგს აჩვენებენ.

• hm

მყვირალა ჰოლანდიელმა სწორი დიაგნოზი დასვა: ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტი-დებილ!

• gio44

ეგ ადრე გააკეთა ქეცბაიამ და მახსოვს ერთი ამბავი ატეხეს ,სანამ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე არ გაითავისებს სად თამაშობს პლუს ამას პროფესიონალიზმი,მანამდე გუნდი ვერ დადგება,არანაირი მწვრთნელის ბრალი ამაში არიქნება

• niko

სწორია ვაისს გაყარე არ მოერიდოთ რადიკალურ ნაბიჯებს!

• საინტერესოა

საინტეესოა 25 წელი ნაკრებში დისციპლინის საკითხი რითი ვერ მოგვარდა? სულ ერთი და იგივე ისმის... ან ამ ეხბურთელებს თავი ვინ ჰგონიათ, მსოფლიო რეიტინგში 140-ე ადგილზე არიან. გონორით კი არა სრცხვილით უნდა იწვოდნენ დღე და ღამე

• hj

მჭედლიძეს კარიერაში ჩატარებულ თამაშზე მეტი ტრავმა აქვს მინაღები

• Suras

შურა ბოღმავ! აბურჯანიაზე მაგას რომ იტყვი კაცი ძააან არასწორი ხარ! ადევნე ხიმნასტიკის თამაშს თვალი და ნახავ რასაც Aკეთებს !

• გივია

არ მჯერა სასწაულების. არც იმის მჯერა რო ვაისი "მერლინია" და ერთი ხელის მოსმით მეფე ართურებს დააყენებს ამ საზიზღრობიდან. ჩემი აზრით კარში არანაირი პრობლემა არ გვაქვს (ერთადაერთი პოზიცია სადაც შეგვიძლია ოდნავ მშვიდად ვიყოთ) დაცვას რაც შეეხება კაშიას გარდა არცერთი არც ფიზიკურად არც განათლებით და არც ტექნიკურად არ შეესაბამება არცერთ პროფესიონალურ გუნდასა თუ ნაკრებს. ნახევარდაცვაში ტექნიკურად ოდნავ უკეთ გვაქვს საქმე მაგრამ ფიზიკურად არცერთი არ შეესაბამება ევროპულ ბავშვთა გუნდებსაც კი (კიევის დინამოს 14 წლამდე გუნდის ფიზმომზადება მაქვს ნანახი ვერცერთი ქართველი ვერ გაუძლებდა იმას). აი ყველაზე ცუდად კი თავდასხმაში გვაქვს საქმე გყვავს ერთადერთი თავდამსხმელი რომელიც ასე თუ ისე ევროპულ საშუალოსთან მიახლოებულ დონეზეა მომზადებული მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ტრავმებისკენაა მიდრეკილი და ძალიან უჭირს ამ კუთხით. სამწუხაროა მაგრამ გუნდმა ამ ეტაპზე თუნდაც ყველაზე უსუსტეს ევროპულ ნაკრებთან 3-4 ბურთით რო არ წააგოს 6-7 ფეხბურთელი გასაგდებია გუნდიდან.

• Sura

Shenc didi momavali gaqvs rogorc imas.or tamashi erti sagole pasi gaaketa sakutar karshi meti ra gaaketa tu gaxsovs rame ?

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან

ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]