ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ირაკლი კლიმიაშვილი: "ტორპედოში" დასარჩენად ხელფასის შემცირებასაც ვთანხმდებოდი, მაგრამ...

ირაკლი კლიმიაშვილი: "ტორპედოში" დასარჩენად ხელფასის შემცირებასაც ვთანხმდებოდი, მაგრამ...

"ტორპედოს" ყოფილმა ნახევარმცველმა Sportall.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისური კლუბი დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ირაკლი კლიმიაშვილმა Sportall.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისური კლუბი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კლიმიაშვილმა კონტრაქტი თბილისის "ლოკომოტივთან" გააფორმა.

"ფეხბურთელები ერთი ოჯახივით ვიყავით "ტორპედოში" და როცა რაიმე ხდებოდა, ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით. როცა კონტრაქტები დაგვიმთავრდა, გავიგე, რომ კლუბმა 4-5 ფეხბურთელთან მისი გახანგრძლივება დაიწყო. ჩემთან არ დაურეკიათ. პარალელურად, სხვა გუნდები მირეკავდნენ, მე კი გაურკვევლობაში ვიყავი. ყველას დაცდას ვთხოვდი, რადგან ჩემი სურვილი "ტორპედოში" დარჩენა იყო...

ორი კვირის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელობა არ დამკავშირებია. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, თავად დამერეკა.

დავურეკე კიდეც, საქმის კურსში ჩავაყენე, რომ კლუბები მიკავშირდებოდნენ. როგორ მოვიქცე-მეთქი. დაცდა მთხოვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას ხელმეორედაც დავუკავშირდი. ვუთხარი, რომ თუ, ვთქვათ, ხელფასის გამო ყოყმანობდნენ, მზად ვიყავი, "ტორპედოს" ხათრით, ნებისმიერი შემოთავაზება განმეხილა და მიმეღო. წელიწად-ნახევარი ვითამაშე ქუთაისში და შემიძლია ვთქვა, რომ "ტორპედო" კლუბზე მეტია ჩემთვის. ხელფასის შემცირებასაც კი დავთანხმდებოდი კლუბის გამო, მაგრამ... სრული იგნორი.

მაშინაც კი, როცა "ტორპედოში" პირველად მივედი, ჩემი პირობები არ წამომიყენებია - რაც შეეძლო გუნდს და მომცა, დავთანხმდი. იმხელა სითბო ვიგრძენი გულშემატკივრებისგან, ახლაც ნებისმიერ კონტრაქტს დავთანხმდებოდი...

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საქართველოს არცერთ ქალაქში მინახავს ისეთი ატმოსფერო, როგორიც ქუთაისშია. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობისგან სრული იგნორირება ვიგრძენი იქამდე, სანამ "ლოკომოტივთან" კონტრაქტს არ გავაფორმებდი. როგორც კი დაიწერა, კლიმიაშვილი "ლოკომოტივში" წავიდაო, მაშინვე დამირეკეს და კონტრაქტი შემომთავაზეს. უკვე გვიანი იყო...

განაწყენებული არავისზე ვარ, უბრალოდ, ისეთი არაჯანსაღი გარემოს შექმნა, როგორიც "ტორპედოშია", არ შეიძლება!

აღსანიშნავია, რომ საჩხერის "ჩიხურა" მთავაზობდა კარგ კონტრაქტს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე, თბილისში დარჩენა გადავწყვიტე, თანაც, "ლოკომოტივში" ჩემი რამდენიმე მეგობარი თამაშობს", - გვითხრა კლიმიაშვილმა.

• gio

ირაკლი კლიმიაშვილი მართლა კარგი ნიჭიერი და მონდომებული ფეხბურთელია,ძალიან გული დამწყდა ამ ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა და ძალიან დააკლდება ტორპედოს,მე როგორც ქუთაისელი გულშემატკივარი ეს სამწუხარო რეალობაა,აბა ვინ დატოვეს გუნდში ან ვის მოიყვანენ ამაზე კაის ვნახავთ,ირაკლის მადლობას ვუხდი ტორპედოში გატარებული დროისთვის და ლამაზი თამაშისთვის,ახალ კლუბში წარმატებას ვუსურვებ სულით და გულით

• nikata

კლიმო, არ უნდა გეწყინოს თუ 10-15 კილოთი მეტი ფეხბურთელის დატოვება არ ისურვეს. ნახე აპა რა დაწერა შენზე შტელინმა, ზედმეტი წონა აქვსო. შენი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა ვიტჯორჯიაში რომ თამაშობდი.

• ანატოლი

ნებისმიერ ლეგიონერს მირჩევნია კლიმო, კუხი და გურული.

• ანატოლი

ტორპედო დზალიან კარგი გუნდი დადგება.

• sssss

მანდელა--- ვისი მოყვანილია მერე ჩაკვეტაძე დიდი ზარ ზეიმით და ოვაციებით ხვდებოდა ჯუნგლების "შეფები" ეხლა აღარ მოწონთ?? ირანელი რო მოყავდათ რა ქნეს რატო ჩაისვარეს?? ეს ყველას არ ეხება 2-3 კაცია მანდ ვინც განაგებს სიტუაციას და იყოლიებს იმ მართლა გულით ბალეჩიკებს თავიანთი მიზნებისთვის. არავინ არ მოწონთ მაგათ ვინც თავს არ უხრის და თავიანთ ჩკუაზე არ დადის

• Mandela

ხო კიდევ guja toroo da butu ერთი და იგივე პიროვნებაა რაც დიდი დაკვირვების გარეშეც ცხადია. ჩაკვეტაძე გამოდი გიცანიით :))) ისე უკეთესი იქნება ამ გვერდის ადმინებო რო ერთი და იგივე იპით შემოსული მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახელით სარგებლობდეს.

• Mandela

პატარა და ძალზე რეალური შედარება მინდა მოვიყვანო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ დღეს ქუთაისელი გულშემატკივრების აბსოლიტურ უმრავლესობას ისევე სძულს ტორპედოს ეხლანდელი ხელმძღვანელობა როგორც დინამო თბილისი. მათ ეს ტორპედოს და შესაბამისად მისი გულშემატკივრების ფეხებზე დაკიდებით დაიმსახურეს, მათ ეს ამ კლუბის მიმართ თავიანთი პირადი ინტერესების (ფინანსური კეთილდღეობის) გატარების გამო დაიმსახურეს, მათ ეს დაიმსახურეს იმის გამო რო უბრალოდ არ იციან და ვერ იაზრებენ თუ რა დონის კლუბში მოხვდნენ. ეს "დამსახურებები" კი ძალიან ბევრია დღემდე გრძელდება და თქვენ ამას ქუთაისელი გულშემატკივარი არ გაპატიებთ. გერქვას ტორპედოელი ეს ღირსება და პატივია. ისინი კი ამ პატივის ღირსი აშკარად არ არიან და თუ მე, მათ საპატიო ადგილს სადმე ვხედავ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტორპედოს მტრების პირველი ათეულია! ეს ყველაფერი ესე მარტივად არ იქნება ტორპედოს გადასარჩენად ყველაფერზე წავალთ.

• shota

ესეც არ იყოს ეხლა რა იგროკი წადი მოშორდი ქუთაისს

• saba

შე დალოცვილი ხედავ გუნდში რა სიტუაციაცააა კერძო მფლობელი მოდის კლუბში და მიდიოდა გადაბარების პროცედურები და დაგეცადა პატარა ხანი როგორც სხვებმა დაიცადეს და გაახანგრძლივეს კონტრაქტები.

• ფანი

კლიმო, შენს ფასს ჩაკვეტაძე გვიან მიხვდება გუნდში თუ კიდევ დარჩა. ყველას გვიხაროდა შენი მოედანზე ხილვა,მომავალში კიდევ გელოდებით, გისურვებ წარმატებებს.

• ლუკა

'ტორპედომ" თითქმის ყვეალ ფეხბურთელი დაიტოვა ვინც ეტყობა ჭირდებოდა და თუ შენ არ გაგირძელეს ამით ნუ განაწყენდები და იმ ბიჭებს ვინც იქ დარჩნენ ნუ მიაყენებ შეურაცყოფას ცუდ გარემოში ისინი არ დარჩებოდნენ

• ლაშა- მადლენას

ვისოლის წასვლის შედეგ გუნდში მაფიოზები რომ მოვიდნენ და ფულის ჭამის მეტს არაფერს აკეთებდნენ მალე გაირკვა საბედნიეროდ და სწორედ ჩაკვეტაძე და მისი მეგობრები მოევლინენ გადამრჩენლებად კლუბს და ეხლაც კიდევ გუნდი მაგათმა გადაარჩინეს და ეხლა სპონსორი რომ მოვიდა სწორედ ჩაკვეტაძის დამსახურებაა თორემ დაიშლებოდა ეს "ტორპედო" ფაჩიკოს გარმონივით და მერე ნახავდით რეგიოლიგაში რომ აღმოჩნდებოდა თქვენი "ტორპედო" ძალიან ცუდია როცა რომელიმე ფეხბურთელი ახლი მწვრთნელის სქემაში ვერ ჯდება და განაწყენებულის პოზიციიდან ლანძღვაზე გადადის თუ გუნდში მოთამაშეთა 95 პროცენტი რჩება ეს ნიშნავს რომ იქ ჯანსაღი ატმოსფეროა და მომავალიც ნათელი ჩანს

• butu

კიდე ერთხელ გამოჩნდა აქედან რომ ტორპედო კარგი გუნდია და ყველას უნდა იქ თამაში,გარემო ცუდი რომ ყოფილიყო იქ დარჩენას არ მოინდომებდი,უფრო გულმოსული კაცის პოზიციაა...ესც გასაგებია..

• toroo

95 პროცენტი დარჩა გუნდში და ეს კარგია,კარგია რომ გინდოდა დარჩენა მაგრამ ასე მიდიან,ასე წავიდნენ რაული,ფიგუ და რონალდინიო თუ ეტტო ბარსელონიდან,ამიტომ კლუბში ასე ხდება,გული არ დაგწყდეს.

• guja

კლიმო ვიცი გული გყდება,მაგრამ ზოგჯერ კლუბები ეთხოვებიან ფეხბურთელებს..ჩვეულებრივი სელექციის მომენტია.კარგი გარემო რომ იყო კლუბში ამიტომ გინდოდა დარჩენა ხომ?უბრალოდ რომ არ მოხერხდეა ეხლა გარემოზე ნუ ვისაუბრებთ..ეყოფა ამ გუნდს დაუმსახურებელი ქილიკი..

• Mandela

ჩაკვეტაძე უვიცო 2 სიტყვას რო ვერ აბავ ერთმანეთს უკვე ყელში ხარ და მეეჭვება ისე არ დასრულდება ეს ამბები როგორც შენ გგონია, ყველამ ყველაფერი იცის ამ ქალაქში თუ როგორ გვიკკლავ ფეხბურთს და ამ გუნდს. გეშინოდეს რომელიმე გულშემატკივრის სადმე მოსახვევში უბრალოდ შენი პიროვნება არ ამოიცნოს.

• mamulo

ასე უნდათ გუნდის აშენება ქუთაისში?ვინ ყავთ ნეტა,კლიმიაშვილზე უკეტესი ნახევარდაცვაში????

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]