ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - სტუმრად ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. დავამარცხეთ ევროპის მოქმედი ჩემპიონი და კარს მომდგარი ევროფორუმის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - ესპანეთის ნაკრები. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი მჭექარე მოგება ჯერ არ ყოფილა...

ვლადიმირ ვაისი: წარმოუდგენელი და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა...

დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრებმა სივრცეები არ დაგვიტოვა!

ესპანური პრესა დღეს: ესპანეთი საქართველოსთან დაეცა [PHOTO]

ჩვენ ეს შევძელით!

მწარე გამოცდილების გამო ჩვენს ფეხბურთელებს ცაში ვერ ავიყვანთ. უბრალოდ, ვიტყვით: ღმერთმა ქნას, ეს იყოს საეტაპო გამარჯვება და ამ მოგებამ ქართული ფეხბურთის ბედისწერის ჩარხი წაღმა დაატრიალოს.

ბოლო დროს საქართველოს ნაკრები გვარიანად ვაკრიტიკეთ. ზუსტად ვიცით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ყურადღებით კითხულობენ ჩვენს წერილებს და იქნებ ჩვენი მცირედი წვლილიცაა იმ შედეგში, რაც "ალფონსო პერესზე" დაფიქსირდა.

გვერწმუნეთ, ჩვენ დღეს უზომოდ ბედნიერები ვართ, რადგან საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი თამაშებიდან გამომდინარე, დაგვიჯერეთ, აზრი ჩვენს მუშაობასაც ეკარგებოდა...

როგორც უნდა იყოს, დამტკიცდა: ჩვენ არ ვართ არც ანდორა და არც ლიხტენშტაინი. არ ვართ ძალიან სუსტები, თუ გუნდურად მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. არ ვართ, რადგან ისინი ვერასოდეს დაამარცხებენ ესპანეთს ესპანეთში, თუნდაც - ევროპის ჩემპიონატისთვის გახაზირებულსა და "ცალი ფეხით" მოთამაშეს.

ეს გამარჯვება საწინდარია იმისი, რომ შეწყდეს საფეხბურთო ნიჰილიზმი საქართველოში. ეს გამარჯვება გვეუბნება, რომ თუნდაც მცირე ხნით მაინც შეგვიძლია ავწიოთ თავი მაღლა და ვთქვათ - ჩვენ ეს შევძელით!

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ვაისის პლუსები

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩი 5 მცველით დაიწყო. განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებულები - ლევან მჭედლიძე და ჯაბა კანკავა. ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, მათ შორის - ანდრეს ინიესტა.

ეს იყო ევროპის მოქმედი ჩემპიონის გენერალური რეპეტიცია კონტინენტის პირველობის წინ. საქართველოს ნაკრების ძირითადში ვიხილეთ ეროვნული გუნდის დებიუტანტი, დინამოელი ჯაბა ჯიღაური.

ეს იყო ვლადიმირ ვაისის მეოთხე მატჩი ჩვენი ქვეყნის ნაკრებში და ის პირველად წარმოჩნდა, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრებს მთელი შეხვედრის განმავლობაში არ დაუკარგავს კონცენტრაცია და ეს უკვე ძალიან კარგია.

მეორეც: გაამართლა დებიუტანტმა ჯიღაურმა. ბევრი ვერ გარისკავდა საერთაშორისო არენაზე გამოუცდელი ფეხბურთელისთვის ძირითადში ადგილის გამონახვას, ვაისმა კი გარისკა. ჯიღაური ძალიან სასარგებლო იყო და აკი, ვაკო ყაზაიშვილთან და თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ჩვენთვის ისტორიული გოლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც გახდა...

ვაისმა ცოტა უკნიდან ათამაშა ლადო დვალიშვილი და ამით "შავი სამუშაო" მოაკლო ყაზაიშვილს, ვინც პირველ ტაიმში ერთობ ეფექტური იყო.

მართლაც სასწაულია, როგორ მოახერხა ვაისმა ორიოდე დღეში სლოვაკეთსა და რუმინეთთან მარცხით დემორალიზებული საქართველოს ნაკრების გარდაქმნა?! მან ეს შეძლო და ამისთვის სლოვაკს ალალი მადლობა!

საბას სუპერმატჩი

ასეთი თამაშები, შენს საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით რომ შედის, გუნდურად თუ მოიგებ და ასე იყო ამჯერადაც. საქართველომ გუნდურად იმარჯვა. კარგი იყო ორივე მეკარე, დიდებული იყო დაცვა და წინაც ბიჭები მაგრად ცდილობდნენ.

და მაინც, საქართველოს ნაკრებში იყო ფეხბურთელი, ვინც მართლაც რომ შესანიშნავად ითამაშა. "რუბინის" მცველ საბა კვირკველიაზე ვწერთ. ამას წინათ ის გავაკრიტიკე. მაშინ მარტო არ ვიყავი, ვინც მისგან მეტს მოელოდა. მაგრამ ის გუშინ, უბრალოდ, დიდებული იყო.

ძალიან კარგად ითამაშეს გიორგი ნავალოვსკიმ, ალეკო ამისულაშვილმა და ოქრიაშვილი-ყაზაიშვილის დუეტმა, თუმცა გამორჩევა რაღად უნდა - ყველამ თავი დადო და შედეგიც მივიღეთ.

ერთიც: როგორც ჩანს, ჩვენ დღეს მაინც უფრო დაცვიდან თამაში გვეხერხება. სამწუხაროდ, ასეა. ასე რომ გვეთამაშა სლოვაკეთ-რუმინეთთან, ალბათ, ის არ დაგვემართებოდა, რაც დაგვემართა.

მე არ მიყვარს ასეთი ფეხბურთი. ესპანეთთან სხვანაირად ვერც ვითამაშებდით, მაგრამ ისე ჩანს, რომ შედარებით დაბალი კლასის გუნდებთან შეხვედრებშიც კი არ უნდა გავიხსნათ. დღეს და ამ კონტინგენტით "პირველ ნომრად" თამაში რთულია, თუმცა ვერც იმას შევეგუებით, რომ ყრუ დაცვაში ვიჯდეთ.

დიდოსტატი

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა ესპანეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო. მეტადრე მას შემდეგ, რაც მინდორზე ანდრეს ინიესტა შევიდა.

მოსეირნე ესპანეთი ლიდერმა დაქოქა. ინიესტამ ითამაშა ისე, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში თამაშობს ხოლმე. ძალიან მოინდომა და საქართველოს ნაკრების სვე რამდენჯერმე ბეწვზეც დაეკიდა, მაგრამ... გადავრჩით!

როცა ასეთ დიდოსტატს, მთელი ძალით მოთამაშეს ერკინები, წესით, თავდაჯერება უნდა შეგემატოს და არც ერთ მოწინააღმდეგესთან აღარ უნდა შედრკე.

ხისტი, უშიშარი, ჩამჭრელი...

ზურაბ ცისკარიძე ესპანეთთან მატჩში შეცვლაზე შევიდა. მას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მის მეორე შეხვედრას ვუყურებ და თამამად ვიტყვი - დიდი ხანია, ასეთი მცველი გვჭირდება - ხისტი, უშიშარი, ჩამჭრელი...

ცისკარიძეს, თავისი ძალიან არაქართული სათამაშო მანერით, შეუძლია გვარიანი სარგებელი მოუტანოს საქართველოს ნაკრებს. სლოვაკი სპეციალისტისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, მაგრამ პირდაპირ უნდა დავწეროთ - ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ მისმა მიგნებამ გაამართლა...

სიზმარია თუ ცხადი?

თამაში რომ მორჩა, რამდენიმე მეგობარმა და ქომაგმა დამირეკა, სიზმარია თუ ცხადი, დავიჯერო თუ არაო?! დიახ, უნდა დავიჯეროთ - ჩვენ ესპანეთის ნაკრებს მოვუგეთ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ქედი მოვუხარეთ სლოვაკეთსა და რუმინეთს. ესეც უნდა გვახსოვდეს.

დიახ, ეს ყოველივე ცხადია და არა სიზმარი, მაგრამ ისიც ცხადზე ცხადია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა სტაბილურად გვქონდეს ასეთი შედეგები და "წელიწადში ერთი გამონათების" გუნდად არ დავრჩეთ.

თანამედროვე ფეხბურთში იმარჯვებს ის, ვინც სტაბილურად იმარჯვებს და ეს უნდა გვახსოვდეს!

ამხანაგური მატჩი

07.06. მადრიდი. "ალფონსო პერესი". 16 000 მაყურებელი

ესპანეთი-საქართველო 0:1

გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40. ჯიღაურის პასით)

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.

სათადარიგოები: კასილიასი, ასპილიკუეტა, ბარტრა, მორატა, ბრუნო, სერხიო რიკო.

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (55. კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (84. კობახიძე), აბურჯანია (78. ცისკარიძე), ჯიღაური, ყაზაიშვილი (72. ჭანტურია), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (72. ქვილითაია).

სათადარიგოები: მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, კვეკვესკირი, ჭანტურიშვილი, ყენია.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: კვირკველია (60), სან ხოსე (81)

არბიტრი: ვ. ტორარინსონი (ისლანდია)

მატჩის სტენოგრამა

3' - პიკეს თავურს სერხიო რამოსი ვეღარ ამატებს და ბურთი სცდება საქართველოს ნაკრების კარს...

7' - ყაზაიშვილი ჯიღაურს პოულობს, მაგრამ საბოლოო დარტყმა კასილიასის იოლი ნადავლი ხდება...

8' - ადურისი ახლო მანძილიდან აცილებს...

23' - ლუკას ვასკესის გარღვევა და ჩაწოდება. ადურისი ლობჟანიძეს ჰაერში ჯაბნის, თუმცა ოდნავ აცილებს...

27' - ტიაგო ალკანტარა შორიდან ურტყამს და... ძელი გვეხმარება...

32' - ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაურს დასწრებაზე თამაში აგვიანდება...

33' - კვირკველია ნოლიტოს უშლის ხელს...

40' - ესპანელები ბურთს კარგავენ და ყაზაიშვილი იწყებს შეტევას. მცველი კი უშლის ხელს, მაგრამ ამ დროს ჯიღაური იხელთებს ბურთს, ჯიქურ შედის საჯარიმოში და გასწვრივ პასს აკეთებს შორეულ ძელთან ჩასაფრებული ოქრიაშვილის მისამართით, რომელსაც ცარიელ კარში გააქვს!..

49' - ინიესტა ოდნავ აცილებს მიზანს...

55' - კარიდან გამოსული რევიშვილისა და ბუსკეტსის მტკივნეული შეტაკება. ორივე ტრავმირებულია. საქართველოს ნაკრების მეკარე თამაშს ვეღარ აგრძელებს და ადგილს კვასხვაძეს უთმობს...

63' - ნოლიტო შორიდან ურტყამს და ბურთი ოდნავ სცდება კვასხვაძის კარს...

70' - დავიდ სილვას დიდებული პასის შემდეგ ხორდი ალბას ახლოდან ვერ გააქვს...

70' - კვასხვაძე ნოლიტოს დარტყმულს იღებს...

90' - ნოლიტოს თავურს კვასხვაძე ადგილზე ხვდება...

90' - არბიტრი 7 წუთს ამატებს. დრო იწელება. ესპანელები მთელი ძალებით გვიტევენ, მაგრამ უსისტემოდ...

და აი, საფინალო სასტვენიც - 1:0! საქართველომ ესპანეთი ესპანეთში დაამარცხა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gri

ირბინე ოქრიასვილო მეტი ერტ ადგილზე რო დგეხარ

• magaria

მიდით ბიჭებო, ისე რაგბისტები კი თAმაშობენ მაღალ ეშელონებში, გერმანელმა კომენტატორმა ქართველების ყველაზე პოპულარული სპორტი რაგბიაო, გერმანიას რომ ეთAმაშებოდა საქაღთველო, და კარგია რაგბი, ასე ყოველთვის და ფეხბურთმაც ნელ-ნელა უნდა გაიღვიძოს, მთავარია არ მიედ-მოედნოს გუნდი რაიმე წარმატების ტრანსშში. მერე კი ნეö-ნელა წავა, საშუალო გუნდების გაუსწორდეს, მერე კი ახალი პლანკა და ბევრი ფული.

• vaxo

ეხლა მთავარია სექტემბერი - ბიჭებმა ჯიგრით ითამაშონ, ჩვენ ჯიგრით ვუქომაგოთ! და არა ისე როგორც გვჩვევია ხოლმე

• iuri mesxi.

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ,მაგრამ იმდენს ნუ ვიზამთ,რომ ეს ღირსეული გამარჯვება შემთვევითობას მიაწერონ.

• eeeex

მოგება ძალიან მაგარია მაგრამ გაუვარდათ რა ყარაულის თოფივით,არაა საჭირო ამხელა აჟიოტაჟი.

• manchesteri

ვინ თქვა? რომ კალაძე უნიჭო ფეხბურთელი იყო,ძალიან ნიჭიერი! მაგრამ ნამეტნავად უყვარდა იტალიური ლირები,ბოდიშით ბერლუსკონის ევროები,და არც "ქინქი" იყო ზარმაცი,მუდამ ოფლამდე ირჯებოდა მან სიტიში.

• simartle magaria

უშანგის-მაჩესტერ სიტის ლეგენდაა ამ გუნდის ყველა დროის ნაკრებში შეიყვანა ამ გუნდმა,რამოდენიმე მილიონიანმა ქალაქმა.

• Nikoloz

გილოცავ საქარტველი. დზაან მაგარი მცველია კვირკველია, ეგ გადავა ტოპ ლიგასჰი. ოქრიასჰვილი ტუ ივარჯისჰებს როგორც საცჰიროა ეგაც გადავა ტოპ ლიგასჰი ვაისის დამსახურება უდიდესია ამ გამარჯვებასჰი.

• უშანგი

"სიმართლეს" - ძალიან ნიჭიერი და ზარმაცი იყო ქინქლაძე და რას მიაღწია? ნაკრების წინა თაობის ყველაზე უნიჭო ფეხბურთელმა კი მუდმივი შრომის და დისციპლინის წყალობით ორჯერ მოიგოჩემპიონთა ლიგა! 5-7 ასეთი "უნიჭო და მშრომელი" ფეხბურთელი მოგვცა ნაკრებში და შედეგიც იქნება!

• ბმბ

ყველას გილოცავთ! რევიშვილი ფეხით თამაშს როდის ისწავლის აააააა? ეგეთი უნიჭო არაფერი მინახია

ვეთანხმები ბოლო კომენტარს. ერთხელაც ესპანეთი თავად მოგვთხოვს ამხანაგურ თამაშს

ვეთანხმები ბოლო კომენტარსერთხელაც. ესპანეთი თავად მოგვთხოვს ამხანაგურ თამაშს

• Inglisidan-simartles!

"სიმართლე"!-თქვენ გესმით ფეხბურთის და კარგათ თქვით ამ ორ ფეხბურთელზე ,უნიჭო და მშრომელებია მაგრა სწორედ ეს არის სანაკრებო დონის ფეხბურთელის უბედურება,თამაშობს უშეცდომოდ, ამგვარი ფეხბურთელი რიგ მატჩებს,მაგრამ დიდი სტრესის დროს, გადამწყვეტ მომენტში როცა შეცდომის დაშვება არ შეიძლება,სწორედ უნიჭოების- მშრომელების წყალობით ან ადგილს ვერ არჩევს,ან სიჩქარე და ტექნიკა არ ყოფნის...და გუნდი აგებს გადამწყვეტ თამაშებს,შრომასთან ერთად ნაკრების დონეს, ნიჭიერება ჰაერივით ესაჭიროება,დავუგდოთ ერთმანეთს ყური .სიმართლე-ბევრ გამოჩენილ მწვრთნელზე მეტს ამბობს ამ კომენტარით..მთქმელს გამგონიო ძველ ქართველებს უბრძანებიათ.

• lasha19

ისე მემგონი უკვე შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთისთვის ჩვენ უხერხული მექოქე ვარ, არ მეშინია რასაც ვწერ :)

• lasha19

გასაკრიტიკებლები, თან ძალიან მკაცრი კრიტიკის ღირსები იყვნენ , რუმინეთის შემდეგ, მითუმეტეს გუშინ დამტკიცდა ეგ, რომ თუ პასუხისმგებლობით, და ერის პატივისცემით მოეკიდებიან საქმეს ჩვენი ბიჭები, შეიძლება წარმატებაზე ლაპარაკი. კიდევ ერტხელ გილოცავთ, კაი ხასიათზე გამეღვიძა და დღეს უფრო ვიაზრებ , რომ ეს რეალობაა :) , მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომ სიხარული მოგვანიჭეს, იმედია ამით არ დაკმაყოფილდებიან და უფრო დიდი მონდომებით გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. კიდევ ერტხელ დიდი მადლობა

• giga

კი სიზმარია, შემოდგომაზე გაგვეღვიძება.

• temo

კიდე ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს ესეთი თავდადებისთვის ყველამ მაგრად ითამაშა მარა განსაკუთრებით ყაზაიშვილი მომეწონა ამ ბიჭს მართლა შეუძლი რომელიმე ტოპ კლუბში ითამაშოს ოქრიაშვილიზედაც ანალოგიურს ვიტყოდი ოგონდ ცოტა სტაბილურობა აკლია

• limona

კარგია გამარჯვება ეს დიდი ბედნიერებაა ქართველი ერისთვის.... ეს არაფერი ემოციებს არ უნდა ავყვეთ და რაც შეიზლება მალე დავივიცყოთ... ფეხბურთის თამაშამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია ვარჯიში და შრომა სირბილი მეტი მოედნის ხედვა მეტი პასები და უაზროდ არ უნდა ვიგერიებდეთ

• Tengo

ესეიგი მართალი ყოფილა ქეცბაია! არა? სანამ 2-ჯერ არ გამოვიცვალეთ მწვრთნელი, მანამდე ვერ მიხვდნენ ამას ჩვენი ჟურნალისტები და სპეციალისტები! და კიდევ - ძალიან არ მინდა, ამ ისტორიული მოგების გამო ვიღაც-ვიღაცეებს თავში აუვარდეთ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში. მათი შეცდომები ყველას გვახსოვს და მათაც არ უნდა დაავიწყდეთ. ამ შეცდომების გამოსწორების გარეშე, ასეთი მოგებები მართლაც იშვიათი გამონათებები იქნება მხოლოდ. და ბოლოს - დაუნიშნონ ვაისს ქართველი ასისტენტი, და მისცენ სრულიად დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება! და მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია დროულად. მაშინ შეიძლება რამეს მივაღწიოთ.

• jano

არსენა ოძელაშვილია ჩვენი ნაკრები: ,,მდიდარს ართმევს, ღარიბს ,,აძლევს", ღმერთი როგორ წაახდენსა " :-დ

• gia

ფაქტია. რომ ნაკრებმა წინა მატჩებთან შედარებით საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. ეს არ იყო იოლი მატჩი ჩვენთვის. კი მართალია ესპანეთსაც არ მოუკლია თავი, მაგრამ წაგებაზე ნამდვილად არ უთამაშია.სიმართლეს შევხედოთ თვალებში, უკანა ხაზი საუკეთესოდ მოქმედებდა. წინ ბურთს კარგად იჭერდა ოქრიაშვილი. ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული (ისეთი როგორიც ქეცბაიას დროს იყო)რაც მთავარია გუნდმა არ დაკარგა კონცენტრაცია და მობილიზაცია. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ

• mmmm

რა საშინელი ბუნების ხალხი ვარტ, მოიგეს ხალხო ასე იკო ტუ ისე , წუთიერად მაინც ისიამოვნეთ, რა გჭირთ

• jordanos

ხომ გთხოვეტ დაბოგმილებმა ერთი დგით თავი შეიკავეთ წერისგან

• jano

სად არის კანკავა? ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ?

• gia

ქართველი კაცის გახარებას არაფერი არ უნდა ერთი გამარჯვება და ავიწყდება ძველი წყენა. გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს. ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ქონდა ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო. იმედია ახლა მაინც ვირწმუნებთ ჩვენს შესაძლებლობებს და მომავალ თამაშებს ღირსეულად შევხვდებით.

• ჯორდანო უბრუნებელი

ეს ჩვეულერბივი შემთხვევითობა იყო,სრულიად ჩვეულებრივი, დაუტენავი თოფის არ იყოს. მეორე საქმეა ის რომ ამ მატჩის ნამდვილი ანგარიში უნდა ყოფილიყო მხოლოდ უგოლო ფრე. თავისთავადია რომ ესპანელები თავს უფრთხილდებოდნენ და ისე მონდომებით ვერ ითამაშებდნენ,თანაც ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრებს თავდამსხმელები არა ჰყავთ ექსტრაკლასის. ჩათვალეთ რომ ეს სიზმარი იყო,მძიმე მატჩები სან-მარინო,ანდორა და სხვებთან აწი კიდევ გველის.

• შაკო

საოცრად კარგები იყვნენ ჯიღაური, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ლობჟანიძე

• Vaso

კაკაურიძემ რაც სიმართლის წერა დაიწყო, მის მერე, მემგონი , მარტო ამ კაცის მხრიდან ვისმენთ იმას რაც გვაწუხებს გულშემატკივარს.../ კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენ ქვეყანას...!/ თუ ვინმემ იცის , რა ქონდათ, დამაგრებული ჩვენ ბიჩებს მაისურის შიგნით, მკერდზე მიმაგრებული??? და კიდე ერთი, ამ ზურაბიშვილს , თუ იცნობთ ვინმე, ან ძმაკაცობთ, მეგობრობთ, გადაეცით, თხოვეთ... / ( ვის აკვირვებს ამ ინგლისურის ცოდნით? რა ჰაილაითები?? რეებს ბოდიალობს?! იმეტყველე ქართულად და თუ არ შეუძლია რას მიყავს ეს თამაშები...! არ დამიბლოკოთ!!!!!!

• gigo

bichebma magrad moindomes madloba mat, magram magrad gavimartla, ise aburjania ukan iset pasebs izleoda pirdapir erti ertze gakavda metoke, ase iko ruminetan da espanetanaz, gaanalizet tkveni shezdomebi da tavshi nu agivardebat.

• merabi

იმედია, ზოგიერთ ჩვენს ფეხბურთელს, ვისაც მართლა პოტენციალი გააჩნია, ეს მოგება დაეხმარება ნორმალურ ტრანსფერებში.კარგ ევროპულ ჩემპიონატებში თამაში კი ვიცით რასაც ნიშნავს. მივხედოთ შიდა ჩემპიონატს და აღმავლობა დაიწყება

• vereli

მართლაც საუკეთესო იყო ჯიღაური, კვასხვაძეც უშიშრად ჩაერთო თამაშში.ნაკრებში უნდა თამაშობდეს ის ვინც კარგ ფორმაშია,მიუხედავად იმისა თუ რომელ ჩემპიონატში თამაშობს. გილოცავთ გამარჯვებას!

• დათო

გიპოცავთ ბიჭებო! მატჩის აღწერააი, დაბლა, კასილასი გიწერიათ, მთელი თამააი დე ხეა იდგა კარში ;)

• dato

http://www.fifa.com/fifa-world-ranking/procedure/men.html სარეიტინგო ფორმულა. 3*1*50*0.99=148,5 სავარაუდოდ ეს არის საქართველოს მონაგარი ესპანეთში. კარგად ვერ გავიგე და თუ ვინმე გაიგებს ამ ფორმულას დაწერეთ. დაახლოებით 87-90 ადგილებზე უნდა იყოს ახალ რეიტინგში

• სიმართლე

ცისკარიძე და ლობჟანიძე ერთი და იგივე სტილის მოთამაშეები არიან, უნიჭო და მშრომელი....

• თენგო

ასეა მეგობრებო მონდომებას,თავდადებას, წინ არაფერი დაუდგება.ამის ხარჯზეა ისლანდია დღეს ევროპაზე.და თუ ასეთი თავდადებით,თავდაჯერებით,მიუდგებიან საქმეს.მგონია მსოფლიოზე გასვლა პრობლემა არ უნდა იყოს. არის ამ გუნდში ამის პოტენციალი.

• vaxo

მემგონი ჩრდილო კორეაც გავხდით. გვაჩვენეთ სრული შედეგი:)))))))

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

ზურაბ ცისკარიძე გახსოვთ? - ის საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ერთ დღეს ზაზა და კლეი დაძმობილდნენ...

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქართული ლეგიონი სუფრასთან გაერთიანდა

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

ლეგიონის ანონსი: დღესაც გაიტანს გიორგი ჭანტურია პენალტს?

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს