ძნელია, ჩვენს მორაგბეებს უსაყვედურო - ისინი პირველად იდგნენ ამ ასაკში მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან 0:55 წააგო.

თამაში ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. ახალზელანდიელებმა პირველივე ორგანიზებული იერიში მეორე წუთზე ლელოთი დაასრულეს. ჩვენი ჩათვლის მოედანში მეტოქის ფულბეკმა შონ სტივენსონმა შეაღწია. ეს ლელო ჯერჯერობით ყველაზე სწრაფია მიმდინარე გათამაშებაში.

პირველი შერკინება მე-12 წუთზე დაინიშნა, სადაც ჩვენი გუნდის უპირატესობა ნათლად გამოჩნდა. თუმცა, იქამდე ახალზელანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. ბურთის უბრალო ჩათამაშების შემდეგ ანგარიში კლებ მაკენმა გაზარდა. ორივეჯერ გარდასახვა ჯორდი ბარეტმა გაიტანა - 14:0.

ახალზელანდიელები ორჯერ დავაჯარიმეთ შერკინებაში. ორივეჯერ შეგვეძლო კარში დარტყმა, მაგრამ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბურთის აუტში გადატანა და შეტევის ორგანიზება სცადეს. სამწუხაროდ, მეტოქეს საფრთხე ვერ შევუქმენით.

ტაიმის ბოლომდე მეტოქემ კიდევ სამი ლელო გაგვიტანა. ბარეტმა მხოლოდ ერთი გარდასახა - 31:0. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ, საწყისი რვა წუთი ჩვენი მორაგბეების შეტევებში მიილია. თუმცა, როგორც კი ბურთი დავკარგეთ, ახალზელანდიელების პირველივე შეტევა ლელოთი დასრულდა. მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი უფრო თამამად ათამაშდა, მაგრამ შეცდომებმა და მეტოქის ოსტატობამ თავისი ქნა. ამჯერად ერთით ნაკლები ლელო გავუშვით.

იხილეთ ვიდეო

ცხადია, ძნელია, ჩვენს მორაგბეებს უსაყვედურო. ისინი ცხოვრებაში პირველად იდგნენ ამ ასაკში მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. გაკვეთილი ჩატარდა. ახლა მთავარია, ის კარგად ვისწავლოთ.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ექვსი ერის გათამაშების გამარჯვებულმა უელსის ნაკრებმა ირლანდიელ თანატოლებთან უმძიმეს ბრძოლაში დათმო მინიმალური სხვაობით - 25:26. ორ-ორი ლელო უელსელმა გარემარბმა კილან ჯაილსმა და ირლანდიელმა ფულბეკმა ჯეიკობ სტოკდეილმა მიითვალეს.

ჩვენი ნაკრების მეტოქე მეორე ტურში უელსის გუნდი იქნება. თამაში 11 ივნისს გაიმართება.

პირველმა ტურმა სენსაციის გარეშე არ ჩაიარა. B ჯგუფში შოტლანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოულოდნელად სძლია ავსტრალიის გუნდს - 15:10. ამავე ჯგუფში ინგლისმა იტალია დაამარცხა - 48:10.

C ჯგუფში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად წარიმართა საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება. ფრანგებმა პირველ ტაიმში უკეთ ითამაშეს, მაგრამ შესვენების შემდეგ "პუმიტასმა" თამაშის დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაიტანა და მეტოქეს 24:15 მოუგო.

ამავე ჯგუფში იაპონიის ნაკრებმა პირველ ტაიმში 19:14 მოუგო სამხრეთ აფრიკის გუნდს, თუმცა მეორე ნახევარში "უმცროსმა ბოკემ" უფრო მობილიზებულად ითამაშა და ამომავალი მზის ქვეყნის შვილები დიდი ანგარიშით დაამარცხა - 59:19. იაპონელთაგან გამოირჩა აშკარად ნატურალიზებული გარემარბი ატაატა მოეაკიოლა, რომელმაც მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. I ტური. A ჯგუფი

საქართველო-ახ.ზელანდია 0:55

საქართველო (15-9): სვანიძე, მესხი, კოშაძე (ქანდაურაშვილი 55), ილურიძე (შანიძე 70), მერკვილიშვილი, მოძღვრიშვილი, ლობჟანიძე (აფრასიძე 66). (1-8) ნეფარიძე (მატარაძე 50), საჯაია (ხუროშვილი 60), მელიქიძე (ტაბიძე 64), ბაბუნაშვილი, ეფრემიძე (ჯავახია 61), ცხადაძე (გორგაძე 68), ცუცქირიძე, გიორგაძე

სინბინი: ნეფარიძე, გიორგაძე

ახალი ზელანდია (15-9): სტივენსონი, მაკენე, ტომკინსონი, ბარეტი, ლოუ, ვაა, ნოკი. (1-8) ჯონსტონი, აპისაი, სოსეფო, სტრენჯი, ვოლკერი, ლ. ჯეიკობსონი, მ. ჯეიკობსონი, ტუუ

9ლ: მ. ჯეკობსენი, ლოუ (2), მაკენე (2), მოალა, ნოკი, ტუიტამა, სტივენსონი. 5გ: ბარეტი (4), პეროფეტა.

მსაჯი: ენდრიუ ბრაისი (ირლანდია)

უელსი-ირლანდია 25:26

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. ირლანდია - 4, 3. უელსი - 2, 4. საქართველო - 0

B ჯგუფი

ინგლისი-იტალია 48:10

ავსტრალია-შოტლანდია 10:15

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი - 5 ქულა, 2. შოტლანდია - 4, 3. ავსტრალია - 1, 4. იტალია - 0.

C ჯგუფი

საფრანგეთი-არგენტინა 15:24

სამ.აფრიკა-იაპონია 59:19

სატურნირო მდგომარეობა

1. სამ. აფრიკა - 5 ქულა, 2. არგენტინა - 4, 3. საფრანგეთი - 0, 4. იაპონია - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezo110
ვინც ახალგაზრდების თავდადება და პოტენციალი ვერ დაინახა, მითუმეტეს შერკინებაში თუნდაც ზელანდიასთან, რაგბის აზრზე არ არის. მათ კიდევ მინიმუმ 3 თამაში ელოდებათ და გაკვეთილების ათვისება ვერ ათვისების შედეგები გამოჩნდება. ახლა კი არაფერი არა აქვთ ამ ახალგაზრდებს საკატასტროფო ზელანდიასთან ასეთი ანგარიშით წაგების გამო. ახლავე რაც შეუძლიათ რომ გამოასწორონ ეს არის დისციპლინა და მკაცრი სათამაშო ორგანიზაცია, დანარჩენი თანდათანობით ....
patrioti
ლეო სისულელეს ნუ იძახი, ბიჭბმა ითამაშეს ძალიან მაგრად, ზელანდიამ გვაჯობა: ერთი გამოცდილებით და ტექნიკით, რომელიც ჩვენზე კი არა და მთელ მსოფლიოზე მეტი აქვს. ბიჭები არ ურტყამდნენ ჯარიმებს იმიტომ, რომ არაერთხელ დაუმტკიცეს შერკინებაში უპირატესობა და უნდოდათ ღირსეული ქულები აეღოთ ლელოთი, თორემ დარწმუნებული ვარ ჩვენზე კარგად იცოდნენ რა უნდა ექნათ. დერეფანის გაშლა და სისწრაფე, რომლითაც ზელანდია პირველია მსოფლიოში გამოიყენეს და მოგვიგეს, თუმცა , რომ ყოფილიყო მოთხოვნა აუცილებელი აღებული ქულების დარწმუნებული ვარ დაახლოებით 12 ქულას მაინც ავიღებდით, მაგრამ ერთ რამედ ღირდა შერკინებაში პირწმინდად დამარცხებული ზელანდიელების ნახვა.
მსქროლავი ტროლი
დასარტყამ ჯარიმებს მაშინ ურტყამენ, როცა შედეგია მთავარია.... ჩვენი ბიჭებისაგან კი შედეგის მოთხოვნა მაგარი უნამუსობა იქნება, ამ შემთხვევაში მთავარი მაინც გამოცდილებაა.... სხვათა შორის, უფროსები რომ გავიდნენ პირველად მსოფ. ჩემპიონატზე, უფრო კატასტროფული ანგარიშითაც აგებდნენ.... არა უშავს, ზელანდიელებზე ძლიერი გუნდი ნამდვილად ვეღარ შეგვხვდება.....
zaza kenchadze
მგონი ჯობია ამ ასაკობრივ გუნდშიც ახალზელანდიელმა იმუშავოს. მაგარი ბიჭები არიან და სულ სხვა დონეზე გავლენ, თან ძირითად ნაკრებთან ერთიანი ჯაჭვი იქნება
giorgi
დილეტანტები შეეშვით ამ ,,ბრძნულ '' კომნტარებს. საქართველოს ნაკრები გადადის ახალ დონეზე ეს დონე არის ელიტა სადაც სრულყოფილი გუნდბი არიან და ამ სრულყოფილ გუნდებშიც კი არის ერთი თავით მაღლა მდგომი გუნდი ახალი ზელანდია.რა ჯარიმა უნდა გაეტანათ მაქსიმალურდ უნდა ეთამაშათ ხელით ასეთი გუნდისგან უნდა ვისწავლოთ. ერთ დღეში ვისაც გინდათ შედეგი წადით და ჩამოკარით.
giga
გასაგებია მოგებას ვერ შევძლებდით და ლელო გვინდოდა მარა დასარტყამი ჯარიმა უნდა დაგვერტყა მაინც,.
ლელო
საინტერესოა კარის წინ დანიშნულ ჯაეიმებს კარში რატომ არ ურტყამდით ასეთი ხომ დაახლოებით ათამდე იყო ჯიუტად რომ ან შერკინებას ვირჩევდთ ან აუტში ფადაგვქონდა თავიდანვე ვიცოდით მათი დაამარცხებელი არ ვიყავით ლალოს დადებ კარგია მაგრამ როცა არ გამოგდის დაარტყი რა ის ჯარიმა კარში მარცხიასეთი გამანადგურებელი ხომ არ იქნებოდა
leo
მე მგონი რაგბიც ასაკრძალია საქარტველოში, ძიუდოს გარდა სპორტი არაა ჩვენი საქმე...
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]