უკვე თვეზე მეტია, იყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი და სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება
პირველი ევროპელები - ზეზვა და მზია საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ... ჭეშმარიტ ევროპელობამდე ჯერაც ბევრი გვიკლია. მაგალითად? ევროკავშირის წევრები ჯერ არა ვართ, მით უმეტეს, ევროპული ფეხბურთის! ყოველ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ვოცნებობთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება ასე.

შესავალი მეტისმეტად პესიმისტური გამოგვივიდა, მაგრამ რას ვიზამთ - ჯერ ჩვენი უნდა ვიდარდოთ და სხვისით მერე ვისიამოვნოთ. სიამოვნება კი ნამდვილად გველის - 10 ივნისს, საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი იწყება! სხვათა შორის, "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული საფეხბურთო ალბომისა და მასში ჩასაკრავი სტიკერების წყალობით ფეხბურთის ქართველი მოყვარულებისთვის "ევრო-2016" გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ ამაზე ბოლოს ვილაპარაკოთ, მანამდე კი, გაგახსენებთ გასული წლების ჩემპიონატების საინტერესო ამბებს და მომავალი ტურნირის შესახებაც ვილაპარაკებთ.

ევროპის რიგით მეთხუთმეტე ჩემპიონატის გახსნით მატჩს (საფრანგეთი-რუმინეთი) 10 ივნისს პარიზის "სტად დე ფრანსი" უმასპინძლებს და ფეხბურთის მოყვარულებისთვის სწორედ ამ დღიდან დაიწყება ერთთვიანი საფეხბურთო დღესასწაული. "ევრო-2016"-ის მთავარი ფავორიტები არიან მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მასავით სამგზის ჩემპიონი გერმანია და ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი, რომელიც აქამდე ორჯერ ფლობდა ანრი დელონეს სახელობის თასს.

წლევანდელი ტურნირი იმითაც არის გამორჩეული, რომ კონტინენტის ჩემპიონობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს.

ისტორია

1968 წლამდე ევროპის საუკეთესო ნაკრებების შეჯიბრებას ერქვა არა ჩემპიონატი, არამედ ევროპის თასი და ოლიმპიური სისტემით იმართებოდა;

1980 წლამდე ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხი გუნდი მონაწილეობდა. 1996 წლის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობა თექვსმეტმა ნაკრებმა, 20 წლის შემდეგ კი ეს რიცხვი უკვე 24 გუნდამდე გაიზარდა;

ევროპის ჩემპიონის ტიტულს ცხრა ნაკრები ფლობს: გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, სსრკ, იტალია, ჰოლანდია, ჩეხოსლოვაკია, დანია და საბერძნეთი.

ანრი დელონეს თასი

თასი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს გადასცემენ, უეფას პირველი გენერალური მდივნის, ანრი დელონეს სახელს ატარებს. სწორედ მას ეკუთვნის ევროპის ჩემპიონატის გამართვის იდეა.

სამწუხაროდ, 1955 წელს, კონტინენტის პირველი ჩემპიონატის გამართვამდე ხუთი წლით ადრე, დელონე გარდაიცვალა და ტურნირის მთავარ ჯილდოზე მუშაობა მის ვაჟს - პიერ დელონეს მოუხდა. თასი პარიზელმა იუველირმა მიშელ შობიიონმა დაამზადა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ანრი დელონეს თასს ფორმა და წონა არ შეუცვლია.

ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის წინ ჯილდოს ზომა გაიზარდა და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონებს გადასცემენ თასს, რომელიც წინამორბედზე 18 სანტიმეტრით გრძელი და 2 კილოგრამით მძიმეა.

"შემთხვევითი" ჩემპიონი

ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე დანიის ნაკრების ტრიუმფი ნამდვილ სენსაციად იქცა. საქმე ის არის, რომ ფინალურ ეტაპზე დანიელები შემთხვევით მოხვდნენ - პოლიტიკური მოტივით დაწუნებული იუგოსლავიის ნაკრების ნაცვლად.

"საჩუქრის" შესახებ "ვიკინგებმა" ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყვეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აკლდათ ნაკრების ლიდერი მიქაელ ლაუდრუპიც, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და იქ 2:0 მოუგეს გერმანიის ნაკრებს.

დანიის ნაკრებისთვის ეს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სერიოზული მიღწევაა.

ბომბარდირები

სანამ "ევრო-2016" დაწყებულა, ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირად რჩება მიშელ პლატინი - ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე 9 გოლია!

მეორე ადგილზე, 7 ბურთით, ალან შირერია, 6-6 გოლი კი ექვს მოთამაშეს აქვს გატანილი - ტიერი ანრის, პატრიკ კლიუვერტს, რუდ ვან ნისტელროის, ნუნუ გომეშს, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კრიშტიანუ რონალდუს.

ამათგან მოქმედი ფეხბურთელები მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი და რონალდუ არიან და კარგი (და, სავარაუდოდ, ბოლო) შანსი აქვთ, პლატინის შედეგი გააუმჯობესონ.

სტატისტიკა

კონტინენტის პირველობების ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება ოთხი წლის წინ ვნახეთ - "ევრო-2012"-ის მთავარ მატჩში ესპანეთმა 4:0 აჯობა იტალიის ნაკრებს;

ევროპის პირველი ჩემპიონატის პირველი მატჩი ყველაზე შედეგიანია კონტინენტის პირველობების ისტორიაში - 1960 წელს იუგოსლავიის ნაკრებმა 5:4 აჯობა ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს;

სარეკორდო - 14 გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატზე. 2000 წელს "მამლებმა" ერთით ნაკლები ბურთის გატანა შეძლეს. სხვათა შორის, წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელმაც სამჯერ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს;

ყველაზე შედეგიანი ჩემპიონატი გაიმართა 2000 წელს, როცა ტურნირის მონაწილეებმა 85 გოლი გაიტანეს. რაც შეეხება საშუალო მაჩვენებელს, ამ მხრივ 1976 წლის გათამაშება ლიდერობს - ერთ მატჩში, საშუალოდ, 4,75 გოლი.

ესპანეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება შეძლო (2012 წელს). მანამდე ტურნირის ზედიზედ ორჯერ მოგების შანსი ჰქონდათ სსრკ-ს - 1964 წელს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს - 1976 წელს, თუმცა ფინალურ მატჩებში ორივე დამარცხდა.

ყველაზე მეტი ფეხბურთელი

"ევრო-2016"-ის განაცხადების მიხედვით, შეგვიძლია დავასახელოთ კლუბები, რომლებმაც საფრანგეთის სტადიონებზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი გაგზავნეს. ამ მაჩვენებლით ლიდერობენ "ლივერპული" და "იუვენტუსი", რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე 12-12 მოთამაშე მიავლინეს.

კონტინენტის პირველობის მატჩებში 11 ფეხბურთელი ითამაშებს "ტოტენჰემიდან", 10 - "მანჩესტერ იუნაიტედიდან", 9-9 ფეხბურთელი - "ბაიერნიდან", "ბარსელონადან", "შახტარიდან" და "ფენერბაჰჩედან", "სულ რაღაც" 8-8 მოთამაშეა "რეალის", "არსენალის", "რომას" და "ბაზელის" ანგარიშზე.

სიმბოლოები

"ევრო-2016"-ის თილისმაა ბიჭუნა, სახელად "სუპერვიკტორი". ის საფრანგეთის დროშის ფერებშია გამოწყობილი, ფორმაზე კი აწერია N16, რაც 2016 წელს აღნიშნავს; ტურნირის ოფიციალური ბურთი Adidas-მა წარადგინა და მას "Beau Jeu" ჰქვია, რაც ფრანგულად "ლამაზ თამაშს" ნიშნავს;

რაც შეეხება ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს, სიმღერას "This One’s for You" ჰქვია და მას ასრულებენ ცნობილი ფრანგი დიჯეი დევიდ გეტა, შვედი მომღერალი სარა ლარსონი და მილიონზე მეტი გულშემატკივარი; ტურნირის ოფიციალური დევიზია - "რანდევუ".

ნაკრებების დევიზი

"ევრო-2016"-ის მონაწილე ოცდაოთხივე ნაკრებს, ამბიციის გარდა, საკუთარი დევიზიც აქვს და ისინი მათ ავტობუსებზეც არის დატანილი. ვფიქრობთ, უინტერესო არც თქვენთვის უნდა იყოს:

ავსტრია - "ისევ, ისევ, ისევ ავსტრია!" (Immer wieder, immer wieder, immer wieder Österreich);

ალბანეთი - "ოჰ, რა კარგია, იყო ალბანელი!" (O Sa Mirë Me Qenë Shqiptar!);

ინგლისი - "ერთი გუნდი, ერთი ოცნება" (One team, one dream);

ბელგია - "ერთი გუნდი, ერთი ამბიცია" (1 team - 1 ambitie);

უნგრეთი - "რია რია უნგრეთი!" (Ria Ria Hungária!);

გერმანია - "ჩვენ შევძლებთ!" (Wir meistern das!);

ირლანდია - "ოცნებობდე. გწამდეს. მიაღწიო" (Dream it. Believe it. Achieve it.);

ისლანდია - "წინ, ისლანდია" (Áfram Ísland);

ესპანეთი - "ერთი ფერი, ერთი ვნება. წითლები ვართ" (Un color, una pasión. Somos la Roja);

იტალია - "წინ, ლაჟვარდოვნებო!" (FORZA AZZURRI!);

პოლონეთი - "ჩვენ ბურთი გვაერთიანებს" (taczy nas pitka);

პორტუგალია - "ერთი გუნდი. ერთი ვნება. 11 მილიონი გულში. გაუმარჯოს პორტუგალიას!" (uma equipa. uma paixão. 11 milhões no coração. força Portugal!);

რუსეთი - "ერთი ყველასთვის, ყველა - ერთისთვის!" (Один за всех и все за одного!);

რუმინეთი - "გუნდი, სამი ფერი და მილიონობით გული, რომლებიც რუმინეთისთვის ძგერს!" (O echipă, trei culori și milioane de inimi care bat pentru România!);

ჩრდილოეთი ირლანდია - "გაბედულად ოცნებისკენ" (Dare to dream);

სლოვაკეთი - "ერთი ხალხი, ერთი გული, ერთი ოცნება!" (Jeden národ, jedno srdce, jeden sen!);

თურქეთი - "მისია ჯერ არ შესრულებულა" (Biz Bitti Demeden Bitmez);

უკრაინა - "ოცნება შობს გამარჯვებულებს!" (Мрія народжує переможців!);

უელსი - "დრაკონები აღდგებიან" (The dragons shall rise);

საფრანგეთი - "თქვენი ძალა, ჩვენი ვნება" (Votre force, notre passion);

ხორვატია - "ახალი ცეცხლი, ძველი ისტორია, ძველებური იმედი" (Nova vatra, staro mjesto, ista nada);

ჩეხეთი - "ერთი გუნდი = ერთ მიზანს!" (Jeden tým = Jeden cíl!);

შვედეთი - "შვედეთთან ერთად" (Tillsammans för Sverige);

შვეიცარია - "მიდი, შვეიცარია!" (Hop Suisse! Hopp Schwiiz! Forza Svizzera!);

P.S. დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ "პალიტრა L"-ის დახმარებით, შეგიძლიათ, სხვებზე უკეთ მომზადებული შეხვდეთ ევროპის ჩემპიონატს: საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში, უკვე თვეზე მეტია, იყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი და სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.

ალბომში დეტალური ინფორმაციაა "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე, ევროპის ჩემპიონატების ისტორია, სხვადასხვა წლის გამორჩეული მოთამაშეები, ნაკრებები და ა.შ.

კოლექციონერმა სტიკერების ალბომი შესაბამისი სტიკერებით უნდა შეავსოს. უმაღლესი ხარისხით ნაბეჭდ სტიკერებზე აღბეჭდილია ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ნაკრები და ყველა მოთამაშე.

მსურველებს სტიკერების პაკეტების ცალკე შეძენა და ალბომში დარჩენილი ცარიელი ადგილების ეტაპობრივად ან მთლიანად შევსება შეუძლიათ. პაკეტში სტიკერების ხუთი ბლოკი დევს. ალბომში ყველა ადგილი დანომრილია, ისევე, როგორც სტიკერები. შესაბამისად, კოლექციის მფლობელი იოლად მოუძებნის ადგილს პაკეტში მოთავსებულ სტიკერს.

ალბომის სპეციალური ფასია 3 ლარი, სტიკერების პაკეტის შეძენა კი, რომელშიც სტიკერების ხუთი ბლოკია მოთავსებული, 1 ლარად შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ კოლექციონერი თითქმის ბოლომდე შეავსებს ალბომს და მხოლოდ რამდენიმე სტიკერი სჭირდება კოლექციის დასასრულებლად, სასურველი სტიკერების შეძენა ვებგვერდ www.biblusi.ge-ს მეშვეობით შეუძლია.

გაქვთ დამატებითი მოტივაციაც: ყველას, ვინც სრულად შეავსებს ალბომს სტიკერებით, საჩუქრად გადაეცემა ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ნაკრების მაისური!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
არველაძისა და "აიაქსის" სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი მალე გამოცხადდება
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
დევიდ მოიესი: მეტ გოლს გპირდებით [VIDEO]
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს
"თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება" - შირერმა რაშფორდზე ისაუბრა
ქპრ: ფერნანდესმა და ფერდინანდმა კრის რემზი აკურთხეს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა
ფეხბურთელები, რომლებმაც "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" ითამაშეს [PHOTO]
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ამბავი, თუ როგორ არ შედგა მესისა და გვარდიოლას ტრანსფერები "ხეტაფეში"
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
კრიშტიანო რონალდო 2025 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის არყოფნას გამოეხმაურა
შირერი: ინგლისს ევროს მოგების ასეთი შანსი აღარ ექნება
[VIDEO] "ასე როგორ შეიძლება?" - რონალდო ამ ქმედების გამო მკაცრად გააკრიტიკეს
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს 6 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი აჩუქა
ციხეს გადაურჩნენ - შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა
ეს ჯერ ჟურნალია! ფეხბურთის სკანდალური ისტორიები Football Leaks-ისგან
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს