"ლაბორალ კუჩამ" საოცარი თამაში მოუგო "ბარსელონას" და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" საოცარი თამაში მოუგო "ბარსელონას" და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენამდე 0.9 წამით ადრე სტუმართა ლიდერმა ტომაშ სატორანსკიმ 2-ქულიანი ჩააგდო. ვიტორიელებს წუთშესვენება აღარ ჰქონდათ და ბურთი საკუთარი ფარის ქვემოდან გამოიტანეს და მიუხედავად უმცირესი დროისა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

დაახლოებით ასეთი რამ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1972 წლის ოლიმპიადის ფინალში ამერიკელების წინააღმდეგ მოახერხა, ოღონდ მაშინ საბჭოელებს 3 წამი ჰქონდათ და ივან ედეშკოს პასით ალექსანდრ ბელოვმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ლაბორალელებმაც ფარქვეშიდან შორი პასი პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში გააკეთეს, რომელიც იანის ბურუსისმა ლამის წაქცეულმა მიიღო და მყისვე, სანამ 9 მეათედი წამი ამოიწურებოდა, ბურთის მეტოქის ფარისკენ გაშვება მოასწრო.

ბერძენი ვარსკვლავის ნასროლი კალათში ჩაეშვა და ანგარიში გათანაბრდა.

იხილეთ ვიდეო

ასეთი წარმოუდგენელი ხერხით ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლებმა ოვერტაიმში ბარსელონელთა ძლევა იოლად მოახერხეს - 89:83 გაიმარჯვეს და სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირეს.

ხსენებულ დრამატულ ეპიზოდზე მეტად ჩვენთვის ის ფაქტი იყო გასახარი, რომ თორნიკე შენგელიამ დიდი პასუზის შემდეგ სრულფასოვანი მატჩი ჩაატარა. ოპერაციის შემდეგ მას 3-თვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა, 2 კვირის წინ მოედანზე დაბრუნებული კი მატჩში საშუალოდ 4-5 წუთს თამაშობდა. "ბარსელონასთან" ყოფნა-არყოფნის მატჩში (წაგების შემთხვევაში ვიტორიელები სერიას აგებდნენ) კი თორნიკემ არასრული 22 წუთი ითამაშა და გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად შენგელიამ 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკე არ დაჯარიმებულა, ხოლო მასზე მეურვეებმა 3-ჯერ დაარღვიეს წესები. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 ერთეული შეადგინა, რაც ვიტორიელთაგან მესამე შედეგია იანის ბურუსისისა და მაიკ ჯეიმსის შემდეგ.

ბურუსისმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სტატისტიკით ის აქამდეც ხშირად გამორჩეულა, თუმცა ამ მატჩში მოპოვებულ 32 ქულას, 10 მოხსნა და 4 პასს მან საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული გამათანაბრებელი ჯადო-სროლა მოაყოლა და "ლაბორალ კუჩას" პლეი ოფში ყოფნა გაუხანგრძლივა.

მიუხედავად გამარჯვებისა, ვიტორიელები მაინც რთულ სიტუაციაში არიან. თუკი შინ 10 ივნისს გასამართ მომდევნო მატჩსაც მოიგებენ, სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება ბარსელონაში მოუწევთ. თუმცა შანსი არსებობს და მის გამოყენებას ფორმააღდგენილი თორნიკე შენგელიას გუნდელები ბოლომდე შეეცდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

bavaria
ვაუ! ა ლა ბურუსის. წარმატებები თოკოს და ბასკებს.
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე "რეალის" ვარსკლავის რეკორდი დაამხო
თორნიკე შენგელიას 19 ქულა 20 წუთში და გამარჯვება "მონბუსთან"
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[ვაჟა სიმონიშვილი ვიტორიიდან] ბასკურ-ქართული შეძახილი: "კარგია, კარგია!" [PHOTO]
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
თორნიკე შენგელია "ლაბორალ კუჩაში" კიდევ ერთი წლით რჩება
თორნიკე შენგელიას "პანათინაიკოსი" ეპატიჟება
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
"ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას სხვა გუნდში გაშვება არ სურს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის