"15 ივნისს უკვე ოფიციალურად გვეცოდინება ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც დატოვებს "დილას". ასევე - ისიც, თუ ვინ შეავსებს ჩვენს გუნდს"
სულ მალე გორის "დილას" ევროპალიგაზე მოუწევს თამაში. არადა, ამ დროისთვის შიდაქართლელთა ფინანსური მდგომარეობა იდეალურისგან ძალიან შორსაა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა "დილა" წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას თუნდაც ევროთასებისთვის...

ამასობაში, გორელებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმეს. გუშინ "დილამ" მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძეზე" ევროპალიგის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ კლუბს, "სამტრედიას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", გორელები აზერბაიჯანულ "გაბალასთან" მოსინჯავენ ძალებს, 20 ივნისს საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებენ, 23-ში კი, იქვე, სომხურ "შირაქს" დაუხვდებიან. "სამტრედიის" მსგავსად, ევროპალიგაზე "გაბალა" და "შირაქიც" ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ეს ის "გაბალაა", შარშან თბილისის "დინამო" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რომ დაითხოვა, მერე კი თავად ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგაზე "დილა" განთესილთა შორისაა, რაც იმის წინაპირობაა, რომ გორელებს შედარებით იოლი მოწინააღმდეგე შეხვდებათ.

რა ხდება ამჟამად "დილაში"? ჩვენთვის საინტერესო კითხვებს "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა უპასუხა:

"ახალი სეზონისთვის მომზადება უკვე დავიწყეთ. დაიგეგმა საინტერესო და სასარგებლო ამხანაგური მატჩები. მალე ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადავალთ. მოკლედ, ვემზადებით ევროპალიგისა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებისთვის...

სხვა კლუბების მხრიდან "დილას" ბევრ ფეხბურთელზე არის დიდი მოთხოვნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც ევროთასებისთვის შენარჩუნდეს გუნდის ძირითადი ბირთვი. ამ დროისთვის, თითქმის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს კლუბთან კონტრაქტი.

სულ მალე უეფაში უნდა გადავაგზავნოთ იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ევროთასებზე "დილას" ღირსებას დაიცავენ. ასე რომ, ძალიან მოკლე ხანში გვიწევს სიტუაციის მოგვარება, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ...

არის კითხვები ფალავანდიშვილზე - დარჩება თუ არა ის გუნდში. ვერ ვიტყოდი, რომ მისი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. მასთანაც სალაპარაკოა და სხვებთანაც. 15 ივნისს უკვე ოფიციალურად გვეცოდინება ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც დატოვებენ "დილას". ასევე - ისიც, თუ ვინ შეავსებს ჩვენს გუნდს.

სწორედ ამ დღეს უნდა ვაცნობოთ უეფას ის შემადგენლობა, რომლითაც "დილა" ევროთასებზე ითამაშებს...

შეკრების დროს ერთ-ერთი მთავარი ისაა, თუ რამდენად ძლიერ გუნდებს შეხვდები. ჩვენ შეკრების ფარგლებში ვითამაშებთ "გაბალასთან", "შირაქთან"... ეს გუნდები ევროპალიგაზეც ითამაშებენ. ასევე ძალიან კარგი სპარინგ-პარტნიორია "ვიტ ჯორჯია". მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი კარგი ამხანაგური მატჩების ორგანიზებისთვის. ეს ძალიან დიდი პლუსია ჩვენთვის...

რაც შეეხება ევროპალიგაზე ჩვენს ამოცანას, ამ ეტაპზე ჩვენთვის პროგრამა-მინიმუმიცა და მაქსიმუმიც ერთი ეტაპის გავლა იქნება, მაგრამ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jiji
ნუთუ წელსაც ჩავი....მთ?!
ggg
ჩვენც რა მაგრად ვიჯერებთ ზღაპრებს, 1 დღეში რომ დილას პრობლემა და კონტრაქტები წყდებოდეს რაღა გვიშავს, წარმატებები
Kote
და ვინ უშლიდათ კონტრაქტების გაფორმებას? ეხლა მაინც არის ყველა კლუბი თანაბარ პირობებში. საერთოდ, ევროთასებისთვის ერთი შემადგენლობის შერჩევა და მერე ჩემპიონატში სხვა შემადგენლობით დარჩენა ყველაზე დიდი შეცდომაა, რასაც ჩვენი კლუბები უშვებენ.
jango
დილა-ს წარმატეტები გაქვთ პოტენციალი და უნდა გახვიდეთ ევროპალიგის ჯგუფურზე! აბა მიაწექით ბიჭებო!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა