ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. ფინალური სერია: ნამდვილი კალათბურთი "კლივლენდისგან" [VIDEO]

NBA. ფინალური სერია: ნამდვილი კალათბურთი "კლივლენდისგან" [VIDEO]

ფინალურ სერიაში მეშვიდე მატჩის კონტურები გამოისახა
ფინალური სერიის მეხუთე მატჩზე გავლენა იქონია მეოთხე შეხვედრის ერთ-ერთმა ეპიზოდმა, როცა დრეიმონდ გრინმა საზარდულში ჩაარტყა ლებრონ ჯეიმსს და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მისი არყოფნა "გოლდენ სტეიტს" ძალიან დაიწყო.

მეხუთე მატჩში მაყურებელმა იხილა ის თამაში, რომელსაც სერიის სტარტიდანვე ელოდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გუნდებმა ოდნავ დაივიწყეს დაცვითი მოქმედებები. პირველი ტაიმი 61:61 დასრულდა, რადგან ფარქვეშ შესვლა უფრო იოლი იყო, ვიდრე წინა მატჩებში, აგრეთვე პერიმეტრზეც გაადვილებული იყო მოქმედება.

და კიდევ, "კლივლენდი" პირველად გავიდა მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისთვის, რომ ნამდვილი კალათბურთი ეთამაშა - ყოველგვარი კამათის, ჩხუბისა და თუ მსაჯებთან დავის გარეშე. სტუმრებმა, უბრალოდ, დიდი ბრძოლა გააჩაღეს პირველივე წუთებიდან და მათზე არაფერს უმოქმედია, მათ შორის, კლეი ტომპსონის ექვს სამქულიანს.

თავიდანვე დაიწყო ქულა ქულაში თამაში და მარტო მეორე მეოთხედში ლიდერი ცხრაჯერ შეიცვალა. "კლივლენდი", ძირითადად, თავის ლიდერებზე თამაშობდა, რაც გამართლებული იყო, რადგან მათ ყველაფერი გამოსდიოდათ.

გადამწყვეტი ეპიზოდი გახდა ენდრიუ ბოგუტის ტრავმა ჯეი არ სმიტთან შეტაკებისას, რის შემდეგაც, "გოლდენ სტეიტს" არც ერთი კვალიფიციური მაღალი აღარ დარჩა მოედანზე. შესაბამისად, "კავალიერზმა" ძალიან დიდი უპირატესობა მიიღო ფიზიკური ძალის მხრივ.

და, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსისა და კაირი ირვინგის თამაში. ლებრონი ყველგან ეფექტური იყო - შეტევაში ტყორცნების ნახევარზე მეტი გამოიყენა, მათ შორის, რვიდან ოთხი სამქულიანი. კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო მისი თამაში დაცვაში - 16 მოხსნა, 3 დაფარება, 3 ჩაჭრა.

რაც შეეხება კაირი ირვინგს, მან ძალიან კარგად გამოიყენა სტივენ კარის პასიურობა. "უორიორზის" ლიდერი ჩამქრალი და გადაღლილი ჩანდა. მეორე მეოთხედის ბოლოს რამდენიმე აცილებამ, მასზე ცუდად იმოქმედა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მის ფონზე ირვინგი ნამდვილ ვარსკვლავად გამოჩნდა. ხუთი სამქულიანი, ექვსი შედეგიანი პასი და 41 ქულა.

გ. სტეიტი-კლივლენდი 97:112

32:29, 29:32, 23:32, 13:19

გ-ს: ტომპსონი (37), კარი (25+7 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), იგუოდალა (15+11 მოხსნა+6 პასი), ლივინგსტონი (7+3 პასი), ბარნსი (5+5 მოხსნა), ბარბოზა (3), ვარეჟაო (3), ეზელი (2), ბოგუტი (0+3 დაფარება).

კ: ჯეიმსი (41+16 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება+3 ჩაჭრა), ირვინგი (41+6 პასი), სმიტი (10), ჯეფერსონი (8+3 ჩაჭრა), ტომპსონი (6+15 მოხსნა+2 დაფარება), შამპერტი (4+2 დაფარება), ლავი (2+2 დაფარება).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (36.4/53), სამქულიანები (33.3/41.7), საჯარიმოები (73.1/60.9).

სერია: 3-2

იხილეთ ვიდეო

მატჩის რიცხვები

- კლეი ტომპსონმა და ლებრონ ჯეიმსმა ისტორიაში პირველებმა შეძლეს ფინალური სერიის მატჩის ერთ ტაიმში მინიმუმ 25 ქულის დაგროვება. პირველი ნახევრის შემდეგ, მათ ანგარიშზე, შესაბამისად, 26 და 25 ქულა იყო.

- სტივენ კარი პლეი ოფის ზედიზედ 56 მატჩში ზუსტი სამქულიანის გარეშე არ ტოვებს მოედანს.

- კაირი ირვინგი და ლებრონ ჯეიმსი პირველი პარტნიორები არიან ფინალურ სერიებში, რომლებმაც მინიმუმ 40 ქულა დააგროვეს მატჩში.

- ირვინგმა და ჯეიმსმა (ერთად 82 ქულა და 13 შედეგიანი პასი) გუნდური 112 ქულიდან 97-ში მიიღეს მონაწილეობა.

- "გოლდენ სტეიტმა" პირველ ტაიმში 11 სამქულიანი ჩააგდო, რაც ფინალური სერიის რეკორდია.

- პირველად 2002 წლის შემდეგ, ფინალური სერიის მატჩში სამმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 30 ქულა: 41 ქულა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, ამდენივე კაირი ირვინგს და 37 კლეი ტომპსონს.

- კაირი ირვინგმა 41 ქულა დააგროვა თამაშიდან 70.8 პროცენტი რეალიზაციით. ამგვარი სტატისტიკა მხოლოდ ერთადერთ კალათბურთელს ჰქონდა - 1970 წელს, უილტ ჩემბერლენმა 45 ქულა ჩააგდო, ხოლო ტყორცნების გამოყენების პროცენტი 74.1 ჰქონდა.

ლებრონ ჯეიმსის რიცხვები

- ფინალურ სერიებში თავისი მონაგარი 1006 ქულამდე აიყვანა, რითაც მეცხრე კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ფინალებში 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

- ვერც ერთი შედეგიანი პასი ვერ შეასრულა პირველ ტაიმში. ასეთი რამ პირველად მოხდა 2007 წლის შემდეგ.

- მეცხრე ადგილზე გადავიდა NBA-ის ფინალების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში. მან მეჯიქ ჯონსონს გაუსწრო და ახლა, ჯონ ჰავლიჩეკს (1018 ქულა) ემუქრება.

- გუშინდელი 16 მოხსნის შემდეგ, პლეი ოფში 1739 მოხსნა დაუგროვდა, რითაც მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა საუკეთესო მომხსნელებს შორის. ლებრონმა უკან ჩამოიტოვა ელჯინ ბეილორი.

- შვიდი შედეგიანი პასით, პლეი ოფში 267 გადაცემა დაუგროვდა, რითაც მესამე ადგილზე გადაინაცვლა ყველა დროის საუკეთესო ასისტენტთა სიაში. ლებრონმა ბილ რასელს გაუსწრო.

- 41 ქულის, 16 მოხსნისა და 7 პასის დაგროვებით, მეოთხე მოთამაშე გახდა ფინალების ისტორიაში, ვინც მინიმუმ 40 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. უფრო ადრე ასეთი სტატისტიკა ჰქონდათ კლიფ ჰაგანს (1961), მეჯიქ ჯონსონსა (1980) და შაკილ ო'ნილს (2001).

- პირველი მოთამაშეა პლეი ოფის ისტორიაში, ვინც 41 ქულა, 16 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. დევიდ რობინსონსაც და ჰაკიმ ოლაჟუონსაც ჰქონიათ ასეთი მატჩები, ოღონდ რეგულარულ სეზონში.

- 174-ე მატჩი ჩაატარა პლეი ოფში, როცა მინიმუმ 20 ქულას იხვეჭდა. ამით ლებრონმა "ჩიკაგოს" ლეგენდარული მცველი მაიკლ ჯორდანი ჩამოიტოვა უკან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Cavs

Sharshandeli gaixsenet lavi da irvingi ro ar iyvnen, lebroni 40 qulas agrovebda ert tamashshi, grinic tamashobsa mashinda igudalac.

• gio

ვნახოტ ვინ მოიგებს პინალს საადა გოლდენის მოსაგებიი როცსა მეფე ტამაშობს

• SAN

გრინი დაბრუნდეს ბურთს დაახევს სუყველას მოზგოვსაც და ლებროსაც

აბა ვალეჟაო და ეზელი მაგას ვერასოდეს შეუქმნიან პრობლემებს.დაბრუნდნენ გოლდენის მაღლები და მერე ვნახოთ ვინ რისი მომგებია

ბოგატი დაიმტვრა გრინი არ იყო და გაილაღა ხომ სამწამიანში მეფემ )))

• dato

გრინი და კიდევ 1-2 მოთამაშე მოუხსნან გ/სტეიტს ძირითადი ხუთეულიდან ბარემ,იქნებ ეგრე მაინც გახდეს კლივლენდი ჩემპიონი.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა

ყველგან დაფასებული სტეფ კარი

დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]

გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]

სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?

40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]

ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]

NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი