ჩვენი ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენები მზად არიან, კლუბიც დააფინანსონ და ინფრასტრუქტურაც განაახლონ
"დილა" სულ მალე ჩაერთვება ევროპალიგის გათამაშებაში. მართალია, გორელები პირველ ეტაპზე განთესილთა შორის არიან, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდი ამ ეტაპს გადალახავს...

არცთუ სახარბიელო დღევანდელობა

არაერთხელ დაგვიწერია - " დილაში" ამჟამად უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა. თუ არაფერი შეიცვალა, ევროტურნირების დაწყებამდე ან ევროასპარეზიდან გავარდნის შემდეგ გუნდს დატოვებენ ლიდერები - ოთარ მარცვალაძე, გუგა ფალავანდიშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ ეტაპზე ფეხბურთელებს გუნდში მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის თხოვნა და პატივისცემა აკავებთ, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ 500-ლარიან კონტრაქტზე მთელი სეზონის განმავლობაში გამოცდილი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.

"დილას" ლიდერებს კი ვარიანტები საკმაოდ აქვთ. მაგალითად, მარცვალაძეს ერთ-ერთი უცხოური გუნდი იწვევს. რაც შეეხება კვირკველიას, ბათუმის "დინამოში" მისი გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა ფეხბურთელმა ანგარიში გაუწია "დილას" ხელმძღვანელობის თხოვნას და ევროთასებზე გორულ კლუბს შეეშველება.

ახალწვეულია ფლანგის ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე. ის გორულ კლუბში ადრე უკვე თამაშობდა. ერთი კია: დიდი ალბათობით, ევროთასების შემდეგ დოლიძეც დატოვებს გუნდს და თავის გზას მონახავს.

ფრიად სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ "დილას" ევროთასებისთვის ქუთაისის "ტორპედოდან" ორი ფეხბურთელის დამატება სურდა. მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გიორგი ქიმაძისა და როინ კვასხვაძის ტრანსფერები. არადა, ეს ფეხბურთელებიც მხოლოდ ევროთასებზე დაეხმარებოდნენ "დილას", რაც შედარებით გააძლიერებდა გორელთა პოტენციალს. საბოლოო ჯამში, ქიმაძე და კვასხვაძე ქუთაისურ კლუბში დარჩნენ.

ამასობაში, "დილამ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და "სამტრედიასთან" შინ 0:2 დამარცხდა. სოსიაშვილის გუნდში ითამაშა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ჯენგ-ჯენგ კრისტიანმა. გუშინ კი გავიგეთ, რომ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა აფრიკელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება.

გორელები შეკრებას 17 ივნისიდან იწყებენ. მომდევნო ამხანაგურ მატჩს "დილა" 18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გამართავს, 20 ივნისს საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს, ხოლო 23 ივნისს სომხურ "შირაქს" უმასპინძლებს.

სინათლე გვირაბის ბოლოს

ამასობაში, გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. როგორც სანდო წყარომ შეგვატყობინა, "დილას" შეძენით სერიოზული ებრაული ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. ეს არის ოთხკაციანი ჯგუფი და ისინი უკვე შეხვდნენ როგორც "დილას" წარმომადგენლებს, ისე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს.

მოგეხსენებათ, "დილა" ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა, სახელმწიფოს კი ძალიან უნდა აწყობდეს კლუბში სოლიდური კერძო ინვესტორის გამოჩენა. ჯერ ერთი, ამით ის ტვირთს შეიმსუბუქებს და მეორეც - ქართულ ფეხბურთში ახალი კერძო ინვესტორი თუ გამოჩნდა, ამ საქმეში წვლილს სახელმწიფოც გაიღებს.

ჩვენი ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენები მზად არიან, კლუბიც დააფინანსონ და ინფრასტრუქტურაც განაახლონ. იგეგმება ფეხბურთელების საცხოვრებელი კორპუსის, საცურაო აუზის, კვების ბლოკის მშენებლობა და ასე შემდეგ...

გარდა ამისა, მისასალმებელია ებრაელი ბიზნესმენების ნებაც - ისინი მზად არიან, სახელმწიფოს კლუბზე კონტროლის მექანიზმი მაინც დაუტოვონ.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ინფორმაცია "დილაში" დაგვიდასტურეს, "ლელო" დაუკავშირდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, სოსო ოქრომელიძეს, რომელმაც "დილასა" და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც გაახარებს "დილას" და ქართული ფეხბურთის ქომაგს.

ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. არაფერია გამორიცხული. ეგაა, სახელმწიფომ კლუბზე კონტროლის რაღაც მექანიზმი მაინც უნდა შეინარჩუნოს, რადგან, თავადაც იცით, სახელმწიფოს მხრიდან ხდება კლუბების დახმარება", - გვითხრა ოქრომელიძემ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს კიდევ ერთი კერძო ინვესტორი დაემატება, მათი რაოდენობა დღეს ხომ ასე მცირეა. იმისიც გვჯერა, რომ სახელმწიფოს მესვეურები ყველანაირად შეუწყობენ ხელს ფეხბურთით დაინტერესებულ ებრაელ ბიზნესმენებს.

რაც მთავარია, იმისიც გვჯერა, რომ პოტენციურ ინვესტორებს მართლა გულით უნდათ საქმის კეთება...

გორული ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ინვესტორს კლუბის შეძენა ნდომებია და მთელი რიგი არცთუ ობიექტური მიზეზების გამო გარიგება ჩაშლილა. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახლა ასე აღარ მოხდება და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ძლიერი და წელში გამართული კლუბი იქნება, მანამდე კი ამ კლუბს ქვეყნის ღირსება ევროტურნირებში აქვს დასაცავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირისტონ
ჩავჩუმდა ხო ეს საქმე? "კონტროლის მექანიზმები" გეჭიროთ მაგრად, არ გაგივარდეთ ხელიდან
Shoda
ლევან-დოვკო მეგობარო, შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ იმიტომ ყიდულობენ დილას, რომ გორზე და გორის ფეხბურთზე ამოსდით მზე და მთვარე! -განა შეიძლება სულ, მთელი სიცოცხლე ცრუობდეს ადამიანი?
ლევან დოვსკი
ეს არის ბოლო შანსი, თუ გააქციეს ეს ხალხი საბოლოოდ ჩაკვდება ფეხბურთი გორში გიხაროდენ
kor
საგიჟეთია :დდ იმედია ერთი თვის მერე არ გვეტყვიან, რომ მოლაპარაკებები რატომღაც ჩაიფუშა, თუ ინვესტორი დაინტერესებულია კლუბის მფლობელობაში აყვანით და ეს ასე არ მოხდა მაშინ კლუბის ხელმძღვანელობამ ან მერიამ ძალიან ბევრი აიღო საკუთარ თავზე. იმედია ასე არ მოხდება
გივი გაგნიძე
ძალიან მიხარია გორის დილასთან ინვესტორების გამოჩენა და დარწმუნებული ვარ,რეგიონისა და მერრიის ხელმძღვანელობა გუნდის უფროსობასთან ერთად ყველაფერს გაააკეთებს - მათთან საკითხის ბოლომდე მისაყვანად.აბა თქვენ იცით ბატონებო,გაგვახარეთ გორელები,არ დაიშუროთ ძალა და ენერგია ებრაელი მეგობრების დასაინტერესებლად.იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს გ ო რ ი ს დ ი ლ ა ს,გისურვებთ ბატონებო წარმატებებს.
სხვა რაკურსი
ვფიქრობ დილას საქმეში ცენტრალური ხელისუფლება და ფედერაცია თუ არ ჩაერთო და არ მოაგვარა პრობლემები კლუბის არსებული მენეჯმენბი საერთოდ არაა დაინტერესებბული კერძო მეპატრონის მოსვლით - პირიქით
Vato
ფეხბურთის მიმართ მიდგომა ძირშივე მცდარია, სახელმწიფო არ უყურებს ფეხბურთს როგორც ქვეყნის საიმიჯო გრძელვადიან პროდუქტს, ერთადერთი რაც ამოძრავებთ (ყველა მთავრობას უკლებლივ) არის მოკლევადიანი დადებითი განწყობების შექმნა ანუ თუ ნაკრები იგებს მაშინ ხალხი ბედნიერია და თუ ხალხი ბედნიერია მაშინ ის მთავრობას უფრო მაღალი ალბათობით დაუჭერს მხარს. რაც შეეხება გრძელვადიან ხედვას და მიდგომას, ასეთი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ გლაზგოში ვიმყოფებოდი და საქართველოს ხსენებაზე მხოლოდ შოთა არველაძე ახსენდებოდათ, რომელიც რეინჯერსში თამაშობდა და დაამახსოვრა თავი აქაურებს. ანუ ქვეყანა თუ გინდა რომ იცოდნენ ბევრი შოთა არველაძე და კახი კალაძე უნდა გაზარდო, რომელიც ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი ხდება. რომ გაიგებს რომელი ქვეყნიდანაა მისი კერპი ფეხბურთელი, დაანტერესებს გასინჯოს ქართთული ღვინოც და იყიდოს ქართული პროდუქტიც. მერე მოინდომებს ჩავიდეს და დაათვალიეროს ის ქვეყანა სადაც მისი კერპი გაიზარდა და ა.შ. ასე თუ შევხედავთ მაშინ თითოეული თეთრი რომელიც ფეხბურთში იდება არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მარუნ5 ან რობი უილიამსი, რომელთა სტუმრობა ქართველების გარდა მაინც ვერავინ გაიგო. კერძო ინვესტორს თავისი მოკლე ვადიანი მიზნები აქვს, ის ჩადებს ორ კაპიკს, გაიყვანს გუნდს თასებზე, აიღებს იქ ფულს და მერე ფეხბურთებსაც მიაყიდის. წლიური მოგება 10-20% ზე მეტი გამოუვა, ბანკში რომ დადოს 2-3% ზე მეტს ვერ მიიღებს.
dila
ამდენი საბიჯუჯეტო ტანხები ხო აითვისეს გორის დილაში, ამ ბოლო ხუტი წლის მანძილზე ალბატ 20 მოლიონი. გორის ფეხბურთისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. სავარჯიშო მინდორი არ გვაქვს, ფეხბურთელები ვინც გყვავდენენ იმანთას შეაჯავრეთ ფეხბურთი და ბევშცებსაც აგარ უნდათ თამაში დუბლების იქიტ შანსს არ აძლევთ.უნდა რაგაც მექანიზმი დავიტოვოთ მართვისო. ხო მაა გადგყვებიან თან. თავის ფულსაც ეგრე უპრაგონოთ აგათვისებინებენ.გორის დილას უნდა მოაშოროთ ხელმძღვანელობა თავის უნიჯო მწვრთნელიანათ . 8000 (ათას)ლარეზ ნაკლები ხელფასი არც ერთს არ აქვთ.ექნებათ ვალები მა რა იქნება ამათ სუ კიდიათ გორის ფეხბურთი.
პლატონიჩი
... თუ ეს საქმე გამოვიდა ყოჩაღ დილას ხელმძღვანელებს, თუ გააქციეს ინვესტორი მაშინ პასუხისმგებლობა მოუწევთ
gorii
კერძო ინვესტიციები მისასალმებელია მსოფლიოს ყველა დიდი კლუბი სააქციო საზოგადოებაა ან დიდი ბიზნეს ჯგუფის მფლობელობაშია. რა კონტროლის მექანიზმი რა სისულელეა აცალონ ხალხს ეგება კარგს აკეთებენ თორე ასე ერთ წრეზე ვიტრიალებთ რაც შეეხება ფეხბურთელებს აუცილებლად ახალგაზრდა ბიჭები უნდა მოიძიონ მთელი საქართველოდან და მიცენ შანსი ხელფასიც ნაკლები იქნება და უკეთესად თუ არა უარესად ნამდვილად არ ითამასჰებენ და რაც მტავარია გუნდში ყველა პოზიციაზე უნდა მუშაობდეს პროფესიონალი შესაბამისი კვალიფიკაციის და დიპლომის მქონე და არა ვიგაცის ძმაკაცი ან კაი ქალაქელები
gogi
ფანებო ამოიგეთ ხმა. გუშინ ტორპედო დატოვა მირცხულავამ. მიდის გუნდის ხელოვნური დასუსტება.კაპანადზის, კვერნადზის, პურცხვანიდზის, ჩიჩინადზეს იმედი და ვიტომ ლეგიონერების არ მაკვს.
lali
რას ეყოფათ 50%, სადღაც 70% მდეო გავიგე
lali
50% რაა, მეტს მოითხოვენ ალბათ,
vano
გორის დილას გაუმარჯოს
ნიკა
დილა საუკეთესო გუნდია
maxare-ს
სახელმწიფო რომ არის კლუბი, მაგიტომ იხარჯება თანხები უპრაგონოდ და მაგიტომ არ აინტერესებს იქ მომუშავე ხალხს ხვალინდელი დღე. იციან, რომ ორ-სამ წელზე მეტს არავინ აცლის. ლოგიკურიცაა, რომ არ აინტერესებთ ახალგაზრდები. კერძო მეპატრონე ავტომატურად გამოიწვევს ამ ცვლილებას, თავისივე არ შეიძლება ხვალინდელ დღეს არ ადარდებდეს.
maxare
მე ვინ რა უნდა დამიშაოს, ამ დგეში როა გუნდი მაგაზე მტკივა გული.. ყველა კლუბს ფული აქვს ჩვენს გარდა, დაივსეს ჯიბეები და ეხლა ვალებს იხდიან.. არასწორედ რო იხარჯებოდა ული აქამდე მაგიტომ ვართ ამ დგეში
არააა ჩვენი საშველი...
ასეთი კომენტარების შემდეგ რა საშველი უნდა დაადგეს კლუბს ისეთი რომ თქვენი მოსაწონი გახდეს ვერ ვხვდები. დაველოდოთ იქნებ კარგი ძვრებია და ამჯგუფს მართლაც სურს კლუბის საკუთარ ბალანსზე აყვანა...
Maxare-s
ღატომ ვართ ერთი დამნაშავეები, ასეთი სიახლე არ უნდა გვიხაროდეს. ან ხელმძღვანელობას რას ერჩი რა დაგიშავეს ან შენ ან კლუბს? ესენი თუ მოვიდნენ ბავშვთა ფეხბურთს არ მიხედავენ თუ რას ნიშნავს ეგ კითხვა. როგორც გავიგე პირველ რიგში მაგ საკითხის მოგვარებას აპირებენ.
Maxare
და ვინც მაგაზე არ ფიქრობს დამიჯერეთ რო ყველაზე მეტად ისინი მოჭრიან მაყუთს, მედროვე ხალხი რო მოასწრონ , დაივსონ ჯიბეები. იყენებენ თქვენნაირად მოაზროვნე ხალხს, თქვენ კიდე მოგიღიათ პირი და არც იცით რას ლაპარაკობთ:)
Maxare
ხორგუაშვილიც დამნაშავეა, ბევრ სხვა ადამიანებთან ერთად ვინ ამართლებს, და თქვენ ვინც ამ ყველაფერს სიხარულით შეჰყურებთ, თქვენც დამნაშავეები ხართ. მაგაზეა საუბარი რო ვერ განვითარდება ეგრე კლუბი, განვითარებას არავინ უშლის ხელს. რას ედრებით ინგლისს და ესპანეთს. სღვაგან ხართ საერთოდ. ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ გერჩივნოთ, თუ განვითარება გინდათ... ბავშვთა ფეხბურთი ხომ იცით რას ნიშნავს?:)
Cota Dafiqrdit
მოკლედ რა სისულელეებს წერთ ხალხო! კარგი ხდება ცუდს წერთ, ცუდი ხდება ცუდს წერთ. ნუთი ყველაფრის ცუდი მხრიდან დანახვა შეგიძლიათ, არ შეიძლება რომ პირიქით მოიქცეთ და კლუბს მოუწონოთ მხარი დაუჭიროთ ამ საქმეში. დგახართ აქ და ხან მერიას ხან კლუბის ხელმძღვანელობას ლანძღავთ. ღმერთმა ქნას ეს საქმე გამოვიდეს და თუ ასეიქნება ეს ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. თქვენ მხოლოდ ბოღმით ხართ გაჟღენთილები და სხვა არაფერი.
Guro
sulxana-ს რა სისულელეს იძახი საერთოდ ოე უკეთესი ფეხბურთელები მოიყვანოს და სულარმაინტერესებს მოდებაძე სად ითამაშებს აგერ სამტრედიაში გადავიდეს. ინგლისის კლუბები შეიხებს რომ აქვთ დააქციეს კლუბები?! (ამ შემთხვევაში ინგლისი მაგალითად მოვიყვანე უცხოელ ინვესტორთან დაკავშირებით რომ გაქვთ გართულება)
maxare-ს
და მერე ეგ შენი ხორგუაშვილი არ იყო სულ დილას სათავეში??? რატო არ წამოწია ეგ გორელი ბიჭები თუ ვის უნდა წამოეწია.? სამაგიეროთ მილიონები ხო გააქრეს ჰაერში ადვილად. ამიტომ ახლა აცალონ კლუბს განვითარება
Maxare
მოკლედ ფიქრობთ, უსტად ვიცი რა ხალხიც იქნებით, სტადიონზე შესაგინებლად რო დადიან მარტო. ჩამოსულები რო თამაშობენ ეგაა პრობლემა ზუსტად, ამ დროის მანზილზე გორელი ბიჭები რო წამოეწიათ ისინი ითამაშებდნენ დგეს ბევრად ნაკლებ თანხებში და ბევრად უკეთესად.. მართო ერთი მიმართულებით ნუ იყურებით..
შარი აქაურობას
ებრაელს რა უნდა გორშიო ვინც ეს დაწერა რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ, ჯერ ეს ერთი წარმოშობით გორიდან წასული ებრაელები არიან როგორც ირკვევა და პირველ რიგში გორის სიყვარულის გამო უნდათ დილაში ინვესტირება თანხის და რომც არ იყოს მთელი მსოფლიოს კლუბები ეხვეწებიან არაბ, ჩინელ თუ რუს ინვესტორებს ფულის ჩადებას კლუბებში. სერიოზული და გარდამტეხი მომენტია და თუ საჭიროა ცენტრალური ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტროც უნდა ჩაერიოს რათა ვიღაცეებმა ინვესტორი არ შეაფერხონ პირადი ვიწრო ინტერესების გამო
მაფია უკვდავია
აჰა გამოვიდა უკვე მაფიოზების გამპრავებელი სასტავი. ჯერ ეს ერთი დღესაც 95პროცენტი არაგორელი თამაშობს დილაში და რა პრობლებმაა? რომელ წესიერ კლუბში თამაშობს მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელი აბა დაწეროს ვინმემ. დიახაც ახალი ბევრად ძლიერი ფეხბურთელები და მენეჯმენტია კლუბში საჭირო და ვინც ინვესტორის მოსვლას ეწინააღმდეგება ის არის ადგილობრივყი მაფიის კაცი, რომელსაც თანამედროვე კლუბი არ აწყობს იმიტო რომ მაფიას მმოეჭრება საცეცები
vaxvax
50% წილი თუ არ მოითხოვეს ქართველებმა,მოლაპარაკება შედგება.
gogi
არ არიან ქართველები ან ტვინი არ აქვთ, ორი ვარიანტია :(
Zoro
Imedia kargad damtavredeba molaparakeba .warayebebi dila gors
sulxana
იმიტო ვერ მივდივართ წინ თქვენნაირი ხალხის გასარჩევი რო ხდება ესა თუ ის საკითხი... რა უნდა ებრაელს გორში, გააგიჯე ებრაელი და ჩვენ სასარგებლოდ რამე გააკეთებინე... მაგიტო ვართ ამ დგეში, მერაბიშვილიდან დაწყებული დედა რო უტირეს გუნდს და თაობებს, თქვენ პირიქით გგონიათ, ეს წლები დაკარგა გორმა იცოდეთ და მაგიტომ ვართ ამ დგეში...
maxare
გისმენთ და მგონიგონება არ უმუშავებს ამ ხალხს. ის ვიგაც რო მოდის იცით რო 70 პროცენტი თავის პეხბურთელები მოყავთ? თქვენ რო ზიხართ და ტაშს უკრავთ მარტო იმაზე იფიქრეტ მომავალ თაობისთვის და გორისთვის კარგს მოგვიტანს რამეს? ჩამოვა ორი წელი იქნება გაიქცევა და ეს ჩვენი ახალგაზრდებიც მარად პერსპექტიულები დარჩებიან.. თავი ამოძრავეთ თავიიი... ტუგუშს და ხორგუაშვილს თუ არ აწყობთ მართლებიც არიან... გორელები არიან და პიუქრობენ გუნდის მომავალზე და ბავშვთა ფეხბურთზე
ზაზა
თუ ზუსტია ინფო,მაშინ ქველმოქმედები ყოფილან და არა ბიზნესმენები.ან კერძო გახდება ინფარასტუქტურით ან საქართველოში ბიზნესში შეშვების გამო რაღაც ,,ვალდებულებას უმატებენ,,) მერე დაადგებიან მწვრთნელს გამგებელი მოჭიდავეებით და მოთხოვენ ვიღაც ფეხბურთელის ძირითადში დაყენებას(((
სიტუაციოვიჩ
საკითხი დგას მარტივად - ან მაგრად ეშველება დილას ან საერთოდ გაპარტახდება და რეგიონის მთავრობის ბრალი იქნება. სახელმწიფო აფინანსებს ყველა კლუბს, მათ შორის კერძო კლუბებს და არავითარი დამატებითი "კონტროლის მექანიზმი" მათ არ აქვთ.. აგერ ტორპედო გადასცეს ერთ ლარად კერძო ბიზნეს ჯგუფს ყოველგვარი "კონტროლის მექანიზმის" გარეშე. ასე რომ ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტი სასაცილოა და აჩენს ეჭვს, რომ გარკვეული ანგარებიანი ქვედადინებებია პროცესში. ასე რომ თუ ეს საქმე ჩაშალეს და ინვესტორები გააქციეს მიჰყვნენ უკან ადგილობრივი მთავრობა და კლუბის ხელმძღვანელობაც, რადგან ამდენ მაფიოზურ ამბებს ხალხი აღარ აიტანს. სულ მალეა არჩევნები
Gio
Shodas shen ra guli gewvis magati axlobeli xar mgoni droze miecit gundi tore cudi ambavi moyveba am yvelafers da vigac vigaceebi gaitiskebian mteli qalqi moutmenlad velodebit movlenebis ganvitarebas,da neta ise armoxdes rogorc gors unda tore satitaod gadmovyrit lojidan yvelas.
dilas
შენ რა დონის ხარ? ჟურნალისტთან რა გინდა, გვერდში უდგას დილას, მაგარი სტატიაა. დაფიქრდი, რას წერ
Guro
იმედია ყველაფერი გამოვა და ეს ლაპარაკი ლაპარაკად არ დარჩება!!!!!!
დილა
jurnalistebi ro dabali donis gvyavs eg dzveli ambavia, klubs rac sheexeba es tu martalia xeli ar unda sheushalon ra tqma unda, am 4 welshi erti rame mainc gaaketon goristvis da yvelanairi sashvaleba miscen ro klubi kerdzo gaxdes
Goreli
5მილიონიანი სასტუმროს აშენება მოუთხოვია გუბერნატორს ინვესტორებისთვის. არ აწყობთ ტუღუშსაც და ხორვუაშვილსაც ინვესტორის მოსვლა. მერე ვეგარ შეჭამენ დილას. ვეღარ ჩაუჯდებიან ხელფასის და პადიომის წილებში. კარგი იქნება თუ პროკურატურა დაინტერესდება
Irakli 88
Shoda iqneb agvixsna ra gindaaa ? Ise ar mesmis ratom unda qondet kontrolis meqanizmi, ra 7bedurebaa eg, tgu s vetanxmebi bolo sityvebshi, meti ra kontrolia erti sachiro
Tgu
რა კონტროლი უნდა, აღიარეთ ყველა ცდილობს წილებში ჩაჯდომას დაწყებული მერიიდან დამთავრებული ხორგუაშვილით და ტუღუშათი, სიმართლე თქვით ჯობია. ერთი რამ არის გასაკეთებელი, ხელშეკრულებაში ჩაუწერეთ რომ პროფილის შეცვლა და სტადიონის ტერიტორიის გასხვისების უფლება არ ქონდეთ. მორჩა რა კონტროლი უნდა სხვა
Kote
ეს ბანალური "კონტროლი"... რა თავში სახლელად უნდათ? არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ შეეშვან კერძო ინვესტორების საქმეში ცხვირის ჩაყოფას? ერთი მაგალითი მაინც თუ არსებობს, ამ თავისი კონტროლით დადებითი შედეგი რომ მიეღოთ?
shoda
საცოდავი საქართველო! ამ კომენტარების ავტორები ქართველები არიან? -დამთავრებულა ჩემი საქართველო, დამთავრებულა!
giga
სულ მისდღემჩი სერიოზული და სოლიდური ბიზნეს-"ჯგუფები" არ მოგყავთ ჩვენი მთხლებურთის ასაღორძინებლად, რაიმე ახალი მოსაწევი მაინც გაჩითეთ, სხვანაირად დაგვაბოლეთ,
ვახ ჩემი
ადგილობრივი მაფია ვერ ელევა ბოლომდე კლუბს და ამაზეა მოლაპარაკება როგორც ჩანს. ეს არის დიდი შანსი და ხელი არ შეუშალოს არავინ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოიბერტყოს ყურები და ერთხელ და სამუდამოდ გავუხსნათ ხელფეხი კერძო ინვესტორებს. ეს საქმე თუ არ გამოვიდა დიდი ჩაფლავება იქნება ადგილობრივი მთავრობის და არჩევნები ახლოვდება და ეშინოდეს ყველას, იმიტომ რომ ხალხს უნდა პროგრესი, ძლიერი, თანამედროვე კლუბი და არა "კონტროლის მექანიზმები" ინვესტორის შესაბოჭად
dila
გორის მერია არ მოინდომოტ ფულის შოვნა და არ გააქციოთ ეგ ხალხი
Irakli 88
Ra biznes dajgupeba daukvirdit ras cert,da kidev ise jurnalistebi federaciastan shexvedras tveshi ertxel mainc tu moaxerxebt da cesier kitxvebs dausvamt kargi iqneba,kerdzo investiciebi sakmaod shemodioda da kidev shemova qartul pexburtshi, magram gasaqans ar adzlevdnen xalxs, cilebshi chajdoma undoda yvelas da ki garboda is xalxi mere, aq marto pederacia ar aris tavshi, saxelmcipo moxeleebzec maqvs saubari, mat gareshe mxolod pederacia verapers izams da saxelmcipo moxeleebi rasac aketebdnen bevrma jurnalistma icis, magram xmis amogeba aravis unda da im problemebis dzirshi chaxedva saidanac chveni pexburti lpeba da kvdeba, imedia tyuilad ar davcere da ar dablokavt, madlobt
dila
გორის მერია არ მოინდომოტ ფულის შოვნა და არ გააქციოთ ეგ ხალხი
Giorgi
იმედია ყველაფერი გამოვა და დილა ფინანსურად მყარი გახდება...
fcd
ვისაც გეხებათ ხელი არშეუშალოთ ამ პროექტს თორე თქვენ თავებს დააბრალედ მერე რაც მოგივათ ჯოჯოხეთი სანატრებლები გაგიხდებათ თორე დაიმახსოვრეთ დგებანდელი დღე 15.06.2016

ბიზნესდაჯგუფება არა ნარკო–კარტელი კიდე ))) მაგარი სათაურია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა