ავსტრალიის ნაკრები სამი ერის გათამაშებაში მომავალ უქმეებზე ჩაებმება. "ვოლაბები" ბრისბენში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლებენ...

ავსტრალიის ნაკრები სამი ერის გათამაშებაში მომავალ უქმეებზე ჩაებმება. "ვოლაბები" ბრისბენში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლებენ. "ბოკემ" სტარტზე ორიდან ორივე თამაში წააგო ახალი ზელანდიის ნაკრებთან და სპეციალისტთა საერთო აზრით, იოლი გასეირნება არც "მწვანე კონტინენტზე" ელოდება.

ავსტრალიელი მორაგბეები და მათი მწვრთნელები, ცხადია, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მომავალი მეტოქეების თამაშს. "ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა ბევრი საგულისხმო დეტალი მოინიშნა. მთავარი მიზეზი, რის გამოც "ოლ ბლექსმა" მოწინააღმდეგე აშკარად დაჩაგრა, ბრწყინვალე ფიზიკური კონდიციები, რაკში სუფთად თამაში და ფეთქებადი, ფეხმარდი უკანა ხაზი იყო. "ვოლაბებმაც" ყურადღება სწორედ ამ კომპონენტებზე უნდა გაამახვილონ.

ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა "ბოკე", რომელიც სამი კვირაა, მოგზაურობს, ძალების აღდგენას და ყურადღების მაქსიმალურად კონცენტრირებას. არადა, სამხრეთაფრიკელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. ზედიზედ სამი მარცხი მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ავსტრალიელთა უპირატესობას შევნიშნავთ. სამხრეთ აფრიკას, მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდა, ბრისბენში არასდროს მოუგია. მეტიც, 2006 წელს ავსტრალიამ "ბოკე" 49:0 გაანადგურა.

რობი დინსს საფიქრალი თავსაყრელად აქვს. ავსტრალიურ რაგბიში ახალი, საკმაოდ საინტერესო თაობა მოვიდა. ახლა დინსზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეარჩევს ძირითად თხუთმეტეულს, არჩევანი მწირი სულაც არ გახლავთ.

მგეზავი ერთ-ერთი ის პოზიციაა, რომელზეც "ვოლაბების" თავკაცს დიდი განსჯა და ფიქრი არ სჭირდება. აქ ქუადე კუპერი, ფაქტობრივად, უკონკურენციოა. ამ უნიჭიერესი მორაგბის ცხოვრებაში ახლახან ერთი დიდი, სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რთული ეტაპი დასრულდა და ახლა მხოლოდ რაგბიზეა კონცენტრირებული.

მას, სავარაუდოდ, შეუწყვილდება ვილი გენია, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და "ბოკესთან" საბრძოლველად მზადაა. გენია ორიოდე თვის წინ დასრულებულ ზე 14-ის გათამაშებაში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი იყო.

შუამარბებად რობი დინსს მეთ გიტო და ბერეკ ბარნსი შეუგულებია. შესანიშნავი წყვილია. ავსტრალიელთა ყველაზე უნივერსალური მოთამაშე ადამ ეშლი-კუპერი, ალბათ, გარემარბის პოზიციას დაიკავებს, ისევე, როგორც დრიუ მიტჩელი. ფულბეკი კი, ცხადია, ვინც იქნება - მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავი ჯეიმზ ოკონორი.

ყველაზე დიდი პრობლემა "ვოლაბების" თავკაცს შერკინების პირველ ხაზში აქვს. ეს ახალი ამბავი არ არის და, სავარაუდოდ, "ბოკე" სწორედ მეტოქის ამ ნაკლის გამოყენებას შეეცდება.

ავსტრალიის ნაკრები

შერკინება: ჯიმი სლიპერი, რობ საიმონსი, ნათან შარფი, ბენ რობინსონი, დევიდ პოკოქი, დენ მამი, სტივენ მური, სალესი მააფუ, ბენ მაკკალმენი, მეთ ჰოჯსონი, სკოტ ჰიგინბოთამი, საია ფაინგაა, როკი ელსომი, ბენ დეილი, მარკ ჩისჰოლმი, რიჩარდ ბრაუნი.

უკანა ხაზი: ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, ქართლი ბეილი, ლუკ ბარჯესი, ქუადე კუპერი, ენტონი ფაინგაა, ვილი გენია, მეთ გიტო, რობ ჰორნი, პეტერ ჰინესი, დიგბი იოანი, ჯეიმზ ოკონორი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა