მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება ლიონში გაიმართება
დღეს მეორე ტური ევრო 2016-ის C ჯგუფში გაიმართება. რა თქმა უნდა, ძირითადი ყურადღება გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩისკენაა მიპყრობილი.

ლიონში დამარცხებული თითქმის უიმედო სიტუაციაში ჩაიგდებს თავს, რადგან არც უკრაინასა და არც ჩრდილოეთ ირლანდიას ქულა ჯერ არ მოუპოვებიათ. ბოლოს ეს გუნდები ევრო 2004-ზე შეხვდნენ ერთმანეთს და მოსაწყენი 0:0 შემოგვთავაზეს. იმედია, ამჯერად ასე აღარ იქნება.

მთავარი ყურადღება სენ დენისკენაა - "სტად დე ფრანსზე" მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრაა, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია პოლონეთის წინააღმდეგ.

პოლონეთის ნაკრებმა გერმანიასთან ბოლო 20 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ იოახიმ ლიოვი ამბობს, რომ მათ დღევანდელ მეტოქეს მსოფლიოში საუკეთესოდ შეუძლია კონტრშეტევაზე თამაში. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები (როგორც ჩვენი ნაკრები) ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში იყვნენ. სწორედ მაშინ შედგა ის ისტორიული მატჩი - პოლონეთმა შინ მსოფლიოს ჩემპიონი 2:0 დაამარცხა.

მატს ჰუმელსი გამოჯანმრთელდა და შეიძლება მან შეცვალოს სასტარტოში შკოდრან მუსტაფი, რომელსაც ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია და გერმანელთა პირველი გოლიც გაიტანა.

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "პოლონეთის ნაკრები ძალიან ორგანიზებული გუნდია და ეს მათი ყველაზე დიდი უპირატესობაა. ისინი იცდიან, ისინი კონტრშეტევებზე "იკბინებიან". ასეთია მათი თამაში - სწრაფი გადასვლები დაცვიდან შეტევაში. ამ მაჩვენებლით, პოლონელები უკრაინელებზე უკეთესები არიან. ბოლო ორი წელიწადია, რაც გუნდები ვნახე, პოლონეთივით მწვავედ კონტრშეტევებზე ვერავინ თამაშობს. სულ ხუთჯერ ვეთამაშე მათ და ხუთივე დაპირისპირება რთული იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეტევაში ტანმორჩილი, მოძრავი ფეხბურთელის ყოლა".

ადამ ნავალკა (პოლონეთი): "საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის დამარცხება პოლონეთის ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ისეთი კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომ ამ მიღწევის გამეორება შეგვიძლია. საკუთარი ძალების გვჯერა, მაგრამ ჩვენ წინაშე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ევროზე ყოველი დღე საამაყოა ჩვენთვის, რადგან პოლონეთს წარვადგენთ".

16 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი"

უკრაინა-ჩრ. ირლანდია 20:00

უკრაინა (სავარაუდო): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო, სიდორჩუკი, კოვალენკო - იარმოლენკო, კონოპლიანკა - ზოზულია

ჩრ. ირლანდია (სავარაუდო): მაკგოვერნი - მაკლაფლინი, კეტკარტი, ევანსი, მაკოლი - ფერგიუსონი, დალასი, დევისი, ნორვუდი - ლაფერტი, ვაშინგტონი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

16 ივნისი. სენ დენი, "სტად დე ფრანსი"

გერმანია-პოლონეთი 23:00

ტრავმა: შჩესნი - ჰუმელსი (?)

გერმანია (სავარაუდო): ნოიერი - ჰიოვედესი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი - კროოსი, ხედირა - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი - გიოტცე

პოლონეთი (სავარაუდო): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, მონჩინსკი, კაპუსტკა - მილიკი, ლევანდოვსკი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 1 1 0 0 2-0 3

2. პოლონეთი 1 1 0 0 1-0 3

3. ჩრ. ირლანდია 1 0 0 1 0-1 0

4. უკრაინა 1 0 0 1 0-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს