ცნობილი სპეციალისტის აზრით, საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებაა
საქართველოს ნაკრების ბოლო ამხანაგური მატჩებისა და მსოფლიოს შესარჩევში მის მეტოქეთა ევრო 2016-ზე გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ გიორგი დევდარიანს, ვისაც არაერთი ქართული კლუბი თუ ასაკობრივი ნაკრები წარმატებით გაუწვრთნია. დევდარიანთან საუბარი საინტერესო იმადაცაა, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი ბირთვის რამდენიმე ფეხბურთელს სწორედ მის ხელში გაუვლია. ისინი დღეს უცხოურ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მათგან მაინც მეტს ველით...

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

ავსტრია მოუმატებს

- ირლანდიის ნაკრების თამაში მომეწონა. ძალიან მობილიზებული, მებრძოლი გუნდია და ვერც იმას ვიტყვი, რომ ფონს მხოლოდ ჩაწოდებებით გადის. განსაკუთრებით მომეწონა ჰულაჰანი, რომელიც გუნდის ნამდვილ ლიდერად წარმოჩინდა...

უელსმა მოუგო სლოვაკეთს და ეს პატარა ამბავი არ არის. თანაც, უელსს დებიუტი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, კარგად ითამაშა გარეთ ბეილმა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ უელსი მხოლოდ ბეილი არ არის და ამ გუნდს შეუძლია გააზრებული ფეხბურთის თამაში...

ავსტრიამ კი წააგო უნგრეთთან, მაგრამ, ჩემი აზრით, მარსელ კოლერის გუნდი მოუმატებს. ეს იყო პირველი სერიოზული ტურნირი ავსტრიის ნაკრების ამ თაობისთვის და, როგორც ჩანს, ამან დაასვა დაღი მათ თამაშს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ავსტრია დომინანტური, კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობს. აქვე დავრწმუნდით იმაშიც, რომ ამ გუნდს გარკვეული პრობლემებიც აქვს დაცვაში.

რატომ მხოლოდ გრანდებთან?

- რა თქმა უნდა, ვუყურე საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებს. მერე გავაკეთე ანალიზი. მრჩება შეგრძნება, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მაშინ უკეთებს საკუთარ თავს მობილიზებას და მაშინ იხარჯება ბოლომდე, როცა გრანდს ეთამაშება...

საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, რა გააკეთა, როგორ მოემზადა ესპანეთთან თამაშისთვის. ზუსტად ისე უნდა მოვემზადოთ და ვითამაშოთ ყველა მატჩში, როგორც ამ შეხვედრაში ვითამაშეთ...

ვიყავით კომპაქტურები, მიზანსწრაფულები... ვიცოდით, რა გვინდოდა. სხვა დროს და სხვა მეტოქესთან მეტს შევუტევთ. ესპანეთია და არ გაძლევს სხვანაირად თამაშის საშუალებას...

ახლა ყველგან ისმის ლოგიკური კითხვა - რატომ არ იყო ასეთი მომზადება და მოტივაცია სლოვაკეთთან და რუმინეთთან შეხვედრებში? მე მგონია და, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ, როცა შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით გადიხარ მინდორზე, მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს...

მთავარი პრობლემა

- საქართველოს ნაკრების მთავარ პრობლემაზე მეკითხებით და პირდაპირ გიპასუხებთ - ეს არის ფეხბურთელის საქმისადმი დამოკიდებულება. არ უნდა გჭირდებოდეს ამხელა ობსტრუქცია იმისთვის, რომ გამოხვიდე და ესპანეთთან აჩვენო რეალურად, რაც შეგიძლია...

გულშემატკივარმა, პრესამ... ყველამ, კრიტიკა არ დააკლო ნაკრებს. ხანდახან ისეთს წავიკითხავდი და მოვისმენდი, ამხელა კაცი სირცხვილისგან სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი...

მე არ ვყოფილვარ იმ თამაშების უშუალო მონაწილე, მაგრამ ქართული ფეხბურთის, ამ სისტემის ნაწილი ხომ ვარ? გულშემატკივარი მართალია - მას უნდა შედეგი, საკუთარი გუნდის გამარჯვება.

არავის უნდა დასჭირდეს საქართველოში, საფეხბურთო ქვეყანაში იმის ყვირილი, რომ ფეხბურთი აკრძალონ. ერთიცაა: ჩვენ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებიდან, სწორად უნდა მივიღოთ ის.

როგორ უნდა მივიღოთ ესპანეთთან გამარჯვება?

- არაფერი დიდი ფილოსოფია არ უნდა ამას: უნდა მივიღოთ ისე, როგორც ძალიან სასიხარულო მოვლენა, მაგრამ არ უნდა ჩავვარდეთ ეიფორიაში. ამას გარდა, უნდა ვირწმუნოთ, რომ თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეიძლება...

პროფესიონალიზმის ნაკლებობა ახსენეთ და საქმისადმი დამოკიდებულებაზე რომ ვისაუბრე, სწორედ ამას ვგულისხმობდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ფეხბურთელი აკეთებს იმას,რასაც მწვრთნელები ასწავლიან და ცუდი თამაშის შემდეგ ფეხბურთელის კრიტიკის ნაცვლად იმ მწვრთნელების სია მოგვაწოდეთ, რომლებსაც მიუძღვით "წვლილი" მოცემული ფეხბურთელების მომზადებაში. დანარჩენს გულშემატკივრები მივხედავთ!
ბალახვანი
ასეთი კომენტარის გაკეტების უფლება მაურინიოს არ აქვს როგორი ტაქტიანი ხარ ტრენერიც ისეთი .....
გოგი
ბევრს ლუდიც უკვარს.
grigori
ქართული ფეხბურთი დიდი ხანია მოკვდა.დღევანდელ სიტუაციაში მთავარი დამნაშავე ფეხბურთის ფედერაცია,ანუ ფეხბურთის თავკაცებია ჟორდანიადან დაწყებული.როცა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის გარეშე კლუბის მთავარი მწრთვნელი ფეხბურთელს ვერ ათამაშებს,რა ფეხბურთზეა საუბარი? მეორე მიზეზი ის არის,რომ თუ "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა ვინმე, უკვე თავი მესი ან როლანდინიო ჰგონიათ.
გიორგი
სანამ სიგარეტის წევას არ დაანებებენ თავს არაფერი გამოუვათ. ნეტავი მიწა გამსკდომოდა და ჩემი თვალით არ მენახა. რა დავარქვა არ ვიცი, ნაკრების იმედი ხარ და რესტორანში სახალხოდ სიგარეტს აბოლებ... გამგებმა გაიგოს ვისზეც ვამბობ. დღეს სამშობლოს ღალატი მეტი რა უნდა იყოს?!
კობა 73
ყველაზე მთავარი ფიზიკური მომზადება აკლიათ ჩვენებს. უჭირთ 90 წუთი თნაბარი ტემპით თამაში.
gia
გამორცჰეული მწვრტნელია დევდარიანი..ამ კობიასვილს რა უდევს ტავსი მაცოდინა რომ არცერტი ასაკობრივი არ ცააბარა გიორგის..მაგრამ ეს კალადცეს დავალებაა რომელიც მხოლოდ ტავის კარებსი იტანდა გოლებს..
Zviad
გიორგი არის ბრილიანტი ადამიანი და ქართული ფეხბურთის ნახოდკა, მისი ფეხბურთელებთან მიდგომა, ვაჯკაცობა წესიერება სამაგალითოა ახალი თაობისთვის, აღარ ვლაპარაკობ მის პროფესიულ განათლებაზე. ფეხბურთელებს ზუსტად ესეთი სამაგალითო კაცები ჭირდებათ რო გზა გაიკვლიონ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ