საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში მეორე ტესტ-მატი ფიჯიზე, ტონგას ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში მეორე ტესტ-მატჩი ფიჯიზე, ტონგას ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 23:20 გაიმარჯვა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 13:10 დასრულდა - ჩვენგან ლელო დავით კაჭარავამ დადო, გარდასხვა და საჯარიმო კი ზუსტად კი მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.

მეორე ტაიმში ტონგელებმა შეძლეს სხვაობის გაბათილება და ანგარიშში დაწინაურებაც. განსაკუთრებით დრამატული ბოლო წუთები გამოდგა, რომელიც მთლიანად ქართველი მორაგბეების შეტევაში წარიმართა. ტონგა ანგარიშში ოთხქულიან უპირატესობას (20:16) ფლობდა და თავს იცავდა, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" თავისას მაინც მიაღწიეს - ბოლო წამებზე კაჭარავამ მეორე ლელო მიითვალა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა - 23:20

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში საქართველოს და ტონგას ნაკრებები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. ბოლო ორ შეხვედრაში გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნეში პირველი შეხვედრა "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად სამოასთან ფრედ 19:19 დაასრულეს, ივნისის ტესტებზე ბოლო მატჩს კი 24 ივნისს, მასპინძელ ფიჯისთან გამართავენ.

ტონგასთან საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ზურაბ ჟვანია, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე.

bizina
მადლობა ბიჭებს!მადლობა ქართულ ოცნებას!მადლობა კახი კალაძეს სპორტში გაწეული დახმარებისთვის!
333
დიდი მადლობა ბიჭებს!!მათი თამაში ნათელი მაგალითია მონდომების თავდადების და სამშობლოს სიყვარულის,რადგან მათ ბოლომდე ქონდათ გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავდა ამ თამაშის მიგება ჩვენი ქვეყნისთვის და გულშემატკივრებისთვის.ეს ბიჭები უდაოდ მეტ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებენ.დაფინანსება უნდა გაეზარდოთ აუცილებლად.მე არ მესმის რატო უნდა დაიხარჯოს ფეხბურთში 300 მილიონი მაშინ როცა რაგბის ფედერაციის ბიუჯეტი 8 თუ 10 მილიონია(თუ არ ვცდები) და რადიკალურად განსვავებული შედეგები აქვთ.მაგ თანხის ნახევარი(არც მაგდენია საჭირო)რო რაგბის ფედერაციას მისცენ 5-7 წელიწადში მსოფლიოს ან 6 ერს მოვიგებთ ძალიან დიდი ალბათობით.ფეხბუთში კიდე მსოფლიო კი არა ყაზახეთან მოგება გაგვიხდა სანატრელი.ფეხბურთს არ ვაძაგებ პირიქით არა მგონია ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს უბრალოდ მომბეზრდა ამდენი ჩაფლავება!!. კიდევ ერთხელ ბიჭებს დიდი მადლობა და დარწუნებული ვარ არც ფიჯისთან შეირცხვენენ თავს.ეს ტურნე უკვე წარმატებულია
რეზო
მივმართავ ფეხბურთის უიმედო პესიმისტებს–ნუთუ არ უყურებთ ევროპის ჩემპიონატს,იქ მონაწილე ბევრ გუნდზე უკეთესად თამაშობს საქართველოს ნაკრები!რაც შეეხება ძველ დიდებას,ამით უნდა იამაყოთ,თქვენ კი დაგვცინით "მოამაყეებს".
Kakha
სტატიის ავტორს: მეხუთედ შევხვდით ტონგას და 3-2 არის ჩვენს სასარგებლოდ. 1999 მსოფლიო საკვალიფიკაციო 2 მატჩი.ერთი მოვიგეთ მეორე წავაგეთ და უკეთესი ქულებით ისინი გავიდნენ მსოფლიოზე,შემდეგი მატჩი იყო 2014 თბილისში და დაგვამარცხეს და ბოლო 2 მოვიგეთ
qutaiseli
საღოლ ლომებო გაიხარეთ ყველამ როგორც თქვენ ქომაგს ახარებთ ისე.
levani
ღმერთო მოგვეცი რაგბის რეიტინგი ქართულ ეკონომიკაშიც, გაიხარეთ ლომებო საქართველოს გახარებისთვის! გადასხმოდეს თქვენი წყალი მთელ საქართველოს!
murtalo
რა ხანია ასეთი სიხარული არ განმიცდია. ჩვეული თავდადებით ითამაშეს ვაჟკაცებმა და დამსახურებულად მოიგეს ჩვენი გულების გასახარად. გულშემატკივრებისაგან ქება და დაფასება ნამდვილად არ აკლიათ, მაგრამ ამ სიხარულის ფონზე უნდა ავღნიშნო, რომ ამდენი ტექნიკური წუნი ჩვენი ნაკრების თამაშში დიდი ხანია არ ყოფილა. პლუს უდისციპლინობით განთქმულ ტონგასაც ვაჯობეთ იმდენჯერ დავჯარიმდით,თანაც იქ, სადაც ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. სამაგიეროდ ტონგას მათი აუტიც მოუგეთ რამოდენიმეჯერ. ფეხით შეგორებაც გააზრებულად გამოგვივიდა.შერკინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მარა მთლად ასე თუ დაჩაგრავდნენ არ მეგონა, შემეცოდა რამოდენიმეჯერ ტონგა:). მოკლედ პლუსებიც სახეზეა და თუ ცოტა სათამაშო დისციპლინას გამოასწორებენ ბიჭები, გუშინდელი ტონგას მსგავს გუნდებს საკმაოდ დიდი სხვაობით დავამარცხებთ...და ბოლოს, როდის უნდა დამთავრდეს რაგბის და სხვა სახეობების შედარება, ვისაც რა მოსწონს იმას უყურებს და გულშემატკივრობს, ბევრი საერთოდ ქართულ სპორტს და მათ სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს ჯობია, ვიდრე უაზრო კინკლაობაში .
mamuka
დიდი მადლობა თითოეული თამაშისათვის...ნებისმიერი ადამიანისათვის ვისაც თავისი სამშობლო უყვარს მაგალითები ხართ
ffdd
გეთანხმებით, რომ ფეხბურთს მეტი ქვეყანა თამაშობს მაგრამ ჩვენ მათ რიცხვში არ ვართ. საიდან არის ფეხბურთი ჩვენი? საბჭოთა კავშირის დროს მაშინდელი რესურსებით რო ვვარჯიშობთით და მოვიგეთ ოდესღაც? მასე დიდგორი გვაქვს მოგებული მაგრამ დღეს ერთი ციცქნა სამაჩაბლო ვერ დაგვიბრუნებია. ფეხბურთსი ფულის ჩადება ტყუილა ფულის ყრაა. ამის თქმაც მეშინია, რომ იმათმა ვინც ტყუილად გვაიმედებენ და ამ იმედით დიდ ფულებს ჭამენ, რაგბსაც ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი ხალხმა ფეხბურთში ტყუილად ფულის ყრა არ აგვიკრძალოს შემოსავალი მოგვესპობაო.
irakli
რაგბი მაგარი სპორტია მოვა მაგის დრო ფეხბურტსაც აჯობებს სანახობიტაც ბრავო ცჰვენ ბიცჰებს ლომები ხარტ მაგარი ნაკრები ვყავს უდა ვიამაყოტ
დევნილი
ყოჩაღ, ბიჭებო! კვლავაც ასე ასახელეთ საქართველო! ჭირიმე ტქვენი!
jano
მატჩის მე-80 წუთზე უკვე მადლობელი ვიყავი ბიჭების მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი ნუთუ ერთხელ მაინც ხომ ვიმსახურებთ რომ ფორტუნისაგან არ გავიწიროთ და გავირიყოთ...და როდესაც კაჭიმ ლელო დადო მეგონა რომ ოცნებებში ღრმად შევტოპე და ჰალუცინაციები დამემართა..არა იმიტომ რომ ჩვენი გმირებისაგან ეს გამიკვირდებოდა არამედ იმიტომ რომ როგორც იქნა ფორტუნამ ზურგი არ გვაქცია...
jano
ხოლო უბრალო მოგების შემთხვევაში სათოფეზე მივუახლოვდებით ორივეს
jano
მადა ჭამაში მოდისო მაგრამ თქმად მაინც ღირს - 15 ქულაზე მეტი სხვაობით ფიჯის დამარცხების შემთხვევაში ფიჯის და იაპონიას უკან მოვიტოვებთ და 10ეულს დავხურავთ
გივია
ჯიგრები ხართ ბიჭები ჯიგრები! აი ამას ქვია მოედანზე თავის დადება და ან სიკვდილი ან გამარჯვება. მორაგბეები ამას ყოველ თამაშში ამტკიცებენ და მადლობა მათ. ვეთანხმები გიოს ყველაზე წარმატებულია თუ არა კალათბურთი გუნდურ სახეობებში ცოტა ძნელი სათქმელია მორაგბეების შემხედვარე მაგრამ დღეს კალათბურთში მოწინავე გუნდებს უფრო ნაკლებად ჩამოვრჩებით ვიდრე რაგბში. ესპანეთთან, საფრანგეთთან, ლიტვასთან,სერბეთთან, არგენტინასთან უფრო არის შანსი გამარჯვების ვიდრე რაგბში ახალ ზელანდიასთან, აფრიკასთან, ავსტრალიასა და ბრიტანულ გუნდებთან. მაგრამ ეს დროებითი მგონია ალბათ 10–15 წელიწადში ჩვენი სარაგბო ნაკრები უკვე ისეთი დონისა იქნება როგორიც დღეს არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია და საფრანგეთი არიან. ანუ იმის თქმა მინდა რომ რაგბში უფრო მეტ პოტენციალს ვხედავ მომატების ვიდრე კალათბურთში.
vato
მართლა არ შეიძლება ასე ყველაფრის ერთმანეთში არევა. ვისაც რა უნდა იმას შეხედოს. რაგბი ჩემი აზრით ყველაზე ქართული სპორტია, ჩვენი უძველესი ტრადიციაა (ლელო ბურთი) და მართლა გენში გვაქ.
giorgi
ვულოცავ ბიჭებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას... რაც შეეხება კომენტარებს არ შეიძლება უბრალოდ გავიხაროთ ნებისმიერი გამარჯვებით და არ დავკბინოთ ერთმანეთი სხვადასხვა სპორტის ქომაგებმა? ესე არ შეიძლება, ნებისმიერი სპორტი იმსახურებს მხარდაჭერას და დაფინანსებას მიუხედავად მიღწევებისა, რადგანაც სხვანაირად ვერც ვერაფერს მივაღწევთ ვერასდროს... ეხლა რაც შეეხება იმას თუ სად რა დონეზე ვართ, თუ მსოფლიოში პოპულარობიდან ვიმსჯელებთ და ფეხბურთის გულშემატკივრები ზუსტად აქედან მსჯელობთ საქართველოში ყველაზე წარმატებული კალათბურთი გამოდის, შემდეგი მაინც რაგბია რადგან ფეხბურთში იმდენად უფსკრულში ვართ რო რაგბის წარმატება აბათილებს ამ პოპულარობას, მაგრამ თუ იმის გაგება გვინდა რომელ სპორთში რა დონეზე ვართ ეს არასწორი მსჯელობაა... ბევრი რომ აღარ ვიკამათოთ უბრალოდ გადავხედოთ სად რა დონის ჩემპიონატებში და გუნდებში თამაშობენ ჩვენი მოთამაშეები და რა ადგილი უკავიათ იქ, აქ კი უკვე ყველაფერი ნათელი ხდება, ფეხბურთზე კომენტარიც არ ღირს ამ კომპონენტში, ხოლო რაგბი ჯობნის კალათბურთს იმით რომ ევროპის გრანდებში გვყავს მორაგბეები და გორგოძე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, კალათბურთელებს და არც ფაჩულიას არ ვაკნინებ მაგრამ არც ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ გვყავს კალათბურთში...
გიო-ს ნერვებს მიხედე და გახარებული იყავი ქარტველი კალათბურთელების წარმატყებებით. )))
კომეტარს სხვის კომენტარებებზე ( ყველა შემთხვევაში, ბოლომდე მაინც) წაუკითხავად წერ? :))))))))) ვის ეკამათები სახეობათა პოპულარობაზე? ბევრგან ამოიკითხე, საზოგადო მომართვის დაწერამდე? გაშუქებასთან დაკავშირებითაც, რაღაც გაუგებრობაში ხარ... ყველა შემთხვევაში, წარმატებები საქართველოს კალათბურთს და კალათბურთელებს (ყველა დროის!) და გაუმარჯოს საქართველოს! ნუ დავიბოღმებით რაგბისა და რაგბისტებზე - ქართველებზე(!), კარგის (დამსახურებულად!) თქმა/წერაზე.
გიორგი
ქართველებო არ შეიძლება, უბრალოდ დავტკბეთ ნებისმიერი გამარჯვებით და არ დავეტაკოთ ხოლმე ერთმანეთს? შევთახმდეთ ერთ რამეზე, რომ ნებისმიერ სპორტს სჭირდება მხარდაჭერა და დაფინანსება მიუხედავად მიღწევებისა რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს მივაღწევთ და განსაკუთრებით ყველაზე პოპულარულ სპორტს მსოფლიოში... ეხლა რაც შეეხება იმას სად რა დონეზე ვართ, მსოფლიოში პოპულარობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კალათბურთი მართლა ყველაზე წარმატებულია, შემდეგი მაინც რაგბია რადგან ფეხბურთი უფსკრულშია, მაგრამ ესეც არაა სწორი შეფასება ამ მიდგომით სულ რო ჩემპიონები გავხდეთ რაგბში, მაინც მსოფლიოში ნაკლები პოპულარობით დავაკნინებთ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და თუ გვინდა გავიგოთ სად რა დონეზე ვართ, უბრალოდ გადავხედოთ სად და რა დონის კლუბებში თამაშობენ ჩვენი მორაგბეები და მერე ჩვენი ფეხბურთელებიც და იქაც რას აკეთებენ, კალათბურთი ამ შემთხვევაში მეორე აღმოჩნდება მცირე ჩამორჩენით რაგბთან, მარტო იმიტომ რო არც ერთ გრანდში არ თამაშობს ჩვენი კალათბურთელი და არც მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ გვყავს რაგბისგან განსხვავებით, ფაჩულიას არ ვაკნინებ მარა გორგოძე მართლა მსოფლიო დონეა....
giorgi
გილოცავ ყველას და მადლობა ბიჭებს. ის გერდითა მსაჯი უნამუსო იყო მაგარი, მაგრამ მაგანაც არ უშველა ტონგას.
გიო
კომენტარების ავტორებს: ყველაზე წარმატებული გუნდური სორტი საქართელოში კალათბურთია. სპორტის ეს სახეობა პოპულარულია მთელ მსოფლიოში(მეორეა ფეხბურთის შემდეგ. ზოგან პირველიც). საქართველოს ნაკრები უმაღლეს დონეზე თანაბრად ეთამაშება ყველას. ერთი კვირის წინ ქუჩის კალათბურთში(ე.წ. 3X3), რომელიც უკვე 2020 წლიდან ოლიმპიური სახეობა ხდება, ჩვენმა 18 წლიანებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი აიღეს. ეს ყველაზე დიდი წარმატებაა დამოუკიდებელ საქართველოში გუნდურ სახეობაში. თუმცა კალათბურთს ყურადღება თითქმის არ ექცევა, არც ტელევიზიით შუქდება საჭირო დონეზე. ფინანსებიც ძალიან ცოტაა გამოყოფილი. ფეხბურთი მსოფლიოში პოპულარობით პირველი სპორტია, საქართველოშიც, თუმცა ნერვების მოშლის მეტს არაფერს ვიღებთ. რეალური შანსიც არ ჩანს, რომ თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე როდესმე მოხვდნენ. 35 წლის წინანდელი წარმატებით იტყუებენ თავს და "კარლ ცეისი"-ს დამარცხების გახსენებით არიან დაკავებული. მოკლედ, ფეხბურთი უშანსოა და მასში გადაყრილი ფულიც უპერსპექტივო. რაგბის მოყვარული საქართველოში ბევრია, თუმცა მსოფლიოში მართლაც 24 ქვეყანაში, ძირითადად ბრიტანეთის თამაშობენ და ყველა ეს გუნდი თითქმის ავტომატურად მსოფლიო ჩემპიონატზეა დაშვებული. ჩვენ კარგად მოთამაშეებში არ ვითვლებით, რადგან ევროპის მე-2 ლიგაში ვართ.
vato
ნიჭი + დაუგალავი შრომა = წარმატებას. ზუსტად ასეთი მოგება გვინდოდა! შერკინება და მიწოლა ეს მათლა ჩვენი სიძლიერეა და ეს აშკარად დადასტურდა. ძაან მომეწონა ფეხით თამაში!
giorgi
მოდით არ გვინდა ეს ფეხბურთისა და რაგბის დაპირისპირება.სხვის ხარჯზე ჩვენ რაგბელებს არ გვსურს ცხოვრება .ფეხბურთს ჰქონდეს თავისი ჩვენ ჩვენი. რაც შეეხება 20 ქვეყენა თამაშობსო რომ ამბობთ კი ბატონო მაგრამ ეს ფეხბურთის რეიტინგები არ არის სადაც 137-ე ადგილოსანი საუკეთესო ათეულში მოფს უგებს. რაგბიში შენზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომს რომ უგებ უკვე დიდი სენსაციაა. ადრე ხომ არ იყვნენ მესხი მეტრეველი და ყიფიანი თავის დროზე მათ არ ჰყავდათ მაგალითის მომცემი და არც 1981 წელი არ ჰქონიათ თავად შექმნეს ხოდა ჩვენც შევქმნით თავად. ფეხბურთელებს კი წარმატებები.
gaauqmeT fexburTis federacia
ფეხბურთს მეტი ქვეყანა თამაშობს მაგრამ ჩვენ მათ რიცხვში არ ვართ. საიდან არის ფეხბურთი ჩვენი? საბჭოთა კავშირის დროს მაშინდელი რესურსებით რო ვვარჯიშობთით და მოვიგეთ ოდესღაც? მასე დიდგორი გვაქვს მოგებული მაგრამ დღეს ერთი ციცქნა სამაჩაბლო ვერ დაგვიბრუნებია. ფეხბურთსი ფულის ჩადება ტყუილა ფულის ყრაა. ამის თქმაც მეშინია, რომ იმათმა ვინც ტყუილად გვაიმედებენ და ამ იმედით დიდ ფულებს ჭამენ, რაგბსაც ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი ხალხმა ფეხბურთში ტყუილად ფულის ყრა არ აგვიკრძალოს შემოსავალი მოგვესპობაო.
Kaxa
Davweqi cota tvals movatyuef metqi mara, yovel naxevar saatshi saats vnaxulobdi, erti suli mqonda tamashis dawyebamde. Tqven gagaxarat mertma amxela sixarulisatvis xalxs ro gvachuqet.
რომან
გილოცავ ერო!!!გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ ქართული სული რო გაქვთ ზეაღმატებულ ხარისხში!!!ამ თამაშის ბოლო წუთები აყურებინეთ ფეხბურთელებს და ისწავლიან რა არის ქართული სული და რატო გვეამაყებიან ასე მაგრად ქართველი რაგბისტები-შეიძლება თამაში წააგონ მაგრამ ბოლომდე კაცებად დარჩნენ მინდორზე!!!ბიძია მელიტომნ ძმობას გაფიცებ მითხარი ერთი თუ კაცი ხარ რით ჯობია ჰეიგი-ჰეიგიძეს?...ხო მართლა,იმ სამოელ რეფერის გადაეცით ჩემგან რო ამის მერე ფეხბურთის მატჩები იმსაჯოს და რაგბს აღარ გაეკაროს-რაგბში არ მოსულა ეგეთები ძმა
პაატა
როგორც ჩანს მალე გავერევით ელიტაში სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ..
dimitri
ფეხბურთი გასაუქმებელია და ნუ ჭამთ გადამხდელების ფულს ტყუილად. ვინც გვაიმედებს ქართული ფეხბურთი ამოიწევსო ის ჭამს ფულს და არ უნდა წყარო გადაუკეტონ. 2-3 წელიწადში დაგანახებთო რო იძახით მაგ 3 წლის მერეც იგივე პოზიციაზე ვიქნებით ფეხბურთში თუ უარესზე არა. ესპანეთს როგორ მოუგეთ ეს კიდევ გასარკვევია. იქნება აგერ მომდევნო გუნდთან და გამოჩნდება ისევ. რისი რესურსიც გვაქვს და რა დონის გულშემატკივრობა კი ვართ იმ დონეზე. ვაიგულშემატკივარი მინიმუმ ბელგიის დონის ფეხბურთს ითხოვს თუ არადა სტადიონზე არ მოვალთო და ბელგიას კი არა აზერბაიჯანს ან უზბეკეთს რატო უნდა ვჯობდეთ ფეხბურთში მითხარით ვინმემ, ოღონდ არ დამიწყოთ სადღეგრძელოები ნიჭი წარსული და ასე შემდეგ. ტყუილად ვყრით ფეხბურთში ამდენ ფულს როდის უნდა გაიგოთ. კუპერმა და ტოპმიულერმა ვერაფერი ქნეს და ვააისი მორიგი აფიორაა რო კიდე გაგრძელდეს ფულის ჭამა
"yvelas visac ragbi..."- ს
არ ვარგა შენი შედარებები და "ამოვარდნილი ხარ კონტექსტიდან". კარგია, რომ მოლოცვით იწყებ, მაგრამ... შენ ვერ ხედავ: 1. რამხელა სიხარულს ანიჭებს საქართველოს - გუნდური(!) თამაშის ეს სახეობა? 2.კიდევ რომელ სახეობაშია ამდენი გულანთებული ქართველი მამაკაცი ერთად ასე შეკრული და თითქმის ყოველ წელს ისეთი გამარჯვებების მომტანი, სიამაყის და "ჯავრისამოყრის" განცდას რომ გვიჩენს; 3."მომავალი ჩვენია"-ამ სახეობის მომავალი იძლევა ამის თქმის და შეგრძნების საშუალებას და ა.შ. P.S. ფეხბურთიც ჩვენია, და ძალინაც გაგვახარა ესპანეთთან მოგებამ, მაგრამ ამ სახეობაში ისეთი წარმატებები გვქონდა ათეული წლების განმავლობაში, რაც ასე დაგვაკლდა ბოლო წლებში, რომ მ ე ტ ი გ ვ ი ნ დ ა ! და მ თ ა ვ ა რ ი - რატომ აჯიბრებ ერთმანეთს?! ორივეს ვუგულშემატკივროთ. გაიხარეთ!
gogig
რაგბი ფეხბურთზე მეტი არ არის, მაგრამ რაგბის 20 გუნდი თამაშობსო, რომ წერ - ფეხბურთს (კარგ ფეხბურთს) რამდენი თამაშობს? ევროპის ჩემპიონატის უმეტესი თამაშები უბრალოდ "სვარკაა". დიდი და 20 წლამდელთა ნაკრები - ორივე მსოფლიოზე თამაშობს. სხვა გუნდურებში ასეთი წარმატებები არ გვაქვს და ამიტომაც დასაფასებელია ჩვენი რაგბი.
შალვა73
სპორტის ერთადერთი გუნდური სახეობა საქართველოში, სადაც არასოდეს შევრცხვებით!!! არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებთ თუ წავაგებთ, რადგან წინასწარ ვიცით, რომ თითოეულ მატჩში სისხლის უკანაკსკნელ წვეთამდე (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) იბრძოლებენ ჩვენი ბიჭები და ყოველთვის თავაწეული გამოვლენ მოედნიდან. "ბორჯღალო" და "ლელო" უკვე ასოცირდება ქართველი ერის ღირსების და თავმოყვარეობის დამცველად. მადლობა ამისთვის თითოეულ ქართველ მორაგბეს და ქართულ რაგბის საკეთილდღეოდ მოღვაწე თითოეულ ადამიანს, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული პრეზიდენტამდე. მ ა დ ლ ო ბ ა!!! პ.ს. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ მთელი ღამის უძილობას არ ვინანებდი შედეგის მიუხედავად.
yvelas visac ragbi fxburTze meti hgonia
პირველ რიგში ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას ბიწებს და მთლიანად საქართველოს. მეორე რა ფეხბურთი გაააუქმონ და რა რაგბი ზე გადავერთოთ, აქ დამწერ კომენტარების პატრონებმა იციან მაინც, რომ რაგბს 20 ქვეყანა თამაშობს? მე ვიზახი რასაც რაგბი ქვია. რაგბი ჩვენი თამაშია არა იხვი, ცვენი თამაში ფეხბურთია და ამას დაგიმტკიცებთ 2 ან 3 წელიწადში, 10 კაცი მაინც თუ ესწრება სარაგბო საკლუბო თამაშებს? რა სისულელეა. ფეხბურთში ესპანეთთან მოგება დააკნინეთ და ამათმა რაქნეს ეგეთი? 15 ადგილოსანს მოუგო 14 ადგილოსანმა 20 გუდიან რატინგში! იაზროვნეთ ცოტა არ გაწყენდათ, ბრმად ნუ აყვებით ხოლმე ტალღას
fanat
ბოლო ლელოზე გავაღვიძე სახლში ყველა))))
tazo
ამას რად უნდა ბაზარი--რაგბი ჩვენი თამაშია!!!:)):)):)):))
giorgi
კარგი იყო .შეცვლა ხომ საერთოდ უკეთესი გვეზრდება. მთავარია დისციპლინა გამოვასწოროთ და ნერვები მოვთოკოთ.
giorgi
თქვენ გაიხარეთ. უდიდესი სიხარული მოგაქვთ ერისთვის.სულ გამარჯვებით გევლოთ.საქართველოს საამაყო შვილებო.
zaza
გილოცავთ!!!მართლა მაგარი დაძაბული ბოლო წუთები იყო და მაინც გატეხეს ტონგელები ყოჩაღ...კომენტატორები კი უბრალო გულშემატკივრებივით არ უნდა ლაპარაკობდნენ პირდაპირ ეთერში,,, მელიტონას ახალგაზრდული ნაკრებიც ჩააბარეთ მართლა ძლიერი სპეციალისტია რაც ახალგაზრდულ ნაკრებს ასე ძალიან სჭირდება!!!
გია თუთბერიძე
ქართველები-კაცები!
bujanga
ვულოცავ ჩვენს ლომებს..თავდადებულ მებრძოლებს...ბრწყინვალე გამარჯვების ღამე გაგვითენეს..გენაცვალეთ კაძახებო")))
shota
მსოფლიო რაგბის მამებს არ ვუტოვებთ იმის შანს, რომ 6 ერის კარი არ გაგვიღონ :D ვულოცავ ჩვენს მგლებს და ყველა ქართველს, ამ დიდ გამარჯვებას!!!
მინდია
საქართველოში ერთი ასეთი ჯილდო გვაქ - ღირსების ორდენი, ვფიქრობ საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრები იმსახურებს ამ ჯილდოს
დათო
თქვენ გენაცვალეთ. ამ დილით ბღავილი, ყვირილი, სიხარული და ტირილიც კი, ყველაფერი ერთად მქონდა ამხელა კაცს.
xoneli
გააუქმეთ რა ფეხბურთის ფედერაცია და საქართYველკოს ფეხვურთელთან ნაკრები და ის ფული ამ მგელ და ლომ ბიჟებს მოახმარეთ. კიდე დიდი სახელი და დიდება რო მოუტანოს საქართველოს. როგორ შეისლება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ამ ბიჯებზე მეტი ხელფას იქონდეს
ნანა
გაიხარეთ ბიჭებო,სულ ასეთი წარმატებებით გევლოთ!
dima
მიყვარხართ ბორჯღალოსნებოოოო!!! მადლობა ამ სიხარულისთვის!!! ვამაყობ ქართველობით გეფიცებით! თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ ჩვენ გავიხაროთ!
გიორგი
თამაში მომეწონა ჩვენი ძალიან, დაცვის ამოსვლები დროული, რაქიდან ბურთის სწრაფად ამოტანა და გაშლა, ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, გილოცავთ ყველას ძმებო
ალექსანდრე
გენაცვალეთ) ყველაზე მაგარი ქართველები ხართ
bavaria
ნამორიგევი ვიყავი მაგრამ ამ თამაშს მაინც ვუყურე, მაგრად მეძინებოდა ყურება როცა დავიწყე, თამაშის ბოლოს ისეთი ვიღრიალე, მთელი ოჯახი გავაღვიძე, თან ვიცინოდი და თან ვტიროდი, რა ბედნიერებაა, როცა ასეთი გუნდის გულშემატკივარი ხარ, დიდება ღირსეულ მამულიშვილებს!
მერაბი გ.
იმის საშუალება მომცა, რომ ქართველ რაგბისტებს შესაფერისი ძეგლი დავუდგა
Herio Bitcheboo!!
ჰერიო ბიჭებო!!! მოკლედ ტონგას შინ და გარეთ ვუგებთ, ამავე დროს ლიდერების არ ჰყოფნითაც !! ეს დიდი პროგრესია!! მელიტონას საქართველოს საპატიო მოქალაქეობა და უმაღლესი ჯილდო!!!
მერაბი
ქედს ვიხრი თქვენს წინაშ და ბოდიშს გიხდით იმის გამო რომ ვერ გიყურეთ საპატიო მიზეზების გამო.
tazo
გილოცავთ ლომებო,ღმერთმა ისე გაგახაროთ როგორც ჩვენ გაგვახარეთ...მადლობა,მადლობა,მადლობა....
Manoni
გაიხარეტ და გააახარეტ ეს საცოდავი ერიიიი ჯიგრები.მეამაყებიტ.
z
ვამაყობ!!!
ურალო ქართველი
ასეთი ძლიერი ემოცია ბიჭი რო შემეძინა მაგის მერე არ მქონია. თქვენ გაიხარეთ
ბოსლეველი
ულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს!!!!!თაზო ჯიგარი ხარ.
იმედი
იცით ჩრდიოლეთ ირლანდიას რატომ უყვარდა ჯორჯ ბესტი ? პატარ ქვეყნის ვარსკვლავი იყო, თქვენ ის ადამიანები ხართ რომლებსაც ვარსკვლავს ეძახიან, რატომ ? იმიტომ რომ საქართველოს წარმატებულ ისტორიას ქმნით, ისე როგორც ბესტი ქმნიდა. ისე როგორც თქვენ შექმენით ! ისტორია ჯერ არ დამთავრებულა
qomagi
პატრიოტიზმის ეტალონები!
B-52
მოგება და თან როგორი, მშვენიერი თამაში დერეფნებში, ტონგასთან ერთად დამარცხებული უნამუსო გვერდითი მსაჯი და ეს ყველაფერი სტუმრად კუნძულებზე რამდენიმე ლიდერის არყოლის პირობებში. ბიჭებო თქვენი ჭირიმე!!! მელიტონ უბრალოდ კაცი ფანტასტიკა ხარ!!!
შოთა
უუუფ მაგარი იყოოოოოო!!! თქვენ გაიხარეთ მგლებო, ლომებო და ნამდვილო ვაჟკაცებო!!! მაგარი ბოლო წუთები იყო...
ამაყი ქართველი
სამაგალითო ხალხი ხართ ყველა მწვრთნელიან მოთამაშიანად .გილოცვათ და მადლობა რო ამდენ სასიხარულო წუთებს გვჩუქნით.
dato
მაგარი ბიჭები
გიო
გაიხარონ ამ ბიჭებმა
NMN789
გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე თ ბ ი ჭ ე ბ ო
Gogi
ღირსეული გამარჯვება ბოლო წუთზე. ბრავო ბიჭებს. მადლობა მთავარ მსაჯს, რომ არ აყვა ტონგელების ხრიკებს და მატჩი წესების სრული დაცვით ჩაატარა. ძალიან ვინერვიულე. ბედნიერი ვარ.
kiknadze vaxtangi
ქარტული სულის სიდზლიერემ კიდევ ერტხელ გაიმარჯვა გმერტმა გაგახაროტ....
Gogita
Genacvalet lomeboo...
daviti
ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს!!!!! საამაყო ხალხი ხართ,გაიხარეთ
Sv
ვიდეოზე მარტო რეკლამა რატოა ნერვები დამეთXარა.
Gogita
Genacvalet lomeboo...
912
Gmadlobt bichebo genacvaleet
ნიკა
გენაცვალეთ თქვენ, ნახევარი შერკინება არ გვყავდა და მაინც მოვიგეთ:))
მიროსან
გვეკუთვნოდა და მოვიგეთ,გენაცვალეთ ლომებოოოო, მიდიიიით ახლა ფიჯის ჯერიაააა
soxumeli
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო !!!
Fshavela
გავარტყი ყველანაირ კაიფს, ისეთი კაიფი ქონდა ბოლო წუთებს ლაივში. საღოლ ბიჭებს, მოგებაც ესეთი უნდა.
mister
თქვენ გენაცვალეთ ლომებო
ლაშა
გენაცვალეთ ბიჭებო.... ნამდვილად საამაყო ქართველები ხართ
ლევანი
"თავისუფლება ლომთა ხვედრია" გაიხარეთ ბიჭებო
gizog
უფალმა დაგლოცოთ და კიდევ უფრო გაგაძლიეროთ ბიჭებო. ამ ადრიან დილას, დილის საარივით სასიამოვნო იყო თქვენი გარჯა. სულ გამარჯვებებით გევლოთ. მადლობა ჰეიგს.
დათო
ნამდვილი ვაჟკაცები ხართ გაიხარეთ
tengo kotia
გაიხარეთ ლომებო. მეამაყებით
tengocie
თქვენ გაიხარეთ ლომებო.
მორაგბე
ყოჩაღ ლომებო,გილოცავთ.ასეათი მაგრები რომ ხართ მადლობას გიხდით,ასე ბოლომდე რომ იბრძვით მადლობას გიხდით. ტურნე წარმატებულია,გილოცავთ
sergo
გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას,ემოციებისგან დაცლილი და ჩემი ქვეყნის გუნდით უდიდესი ამაყი ვარ,გაიხარეთ და ბევრჯერ გაგვახარეთ ლომებოოოო
ანდროიდი
უძლიერესები :)
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
სავსე ტრიბუნების დროა!
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს