"ბორჯღალოსნებმა" დაამტკიცეს, რომ ტონგასთვის გლოსტერში, მსოფლიოს თასზე, შემთხვევით არ მოუგიათ
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების მეორე შეხვედრა ფიჯიზე ტონგას ეროვნულ გუნდთან გამართა და 23:20 მოიგო. "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავად ითამაშეს და დაამტკიცეს, რომ შარშან, გლოსტერში, მსოფლიოს თასზე ტონგელებთან გამარჯვება დამსახურებული იყო.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. შერკინებაში ტრადიციულად ვჯობდით და არც თამაშის სხვა კომპონენტებში ჩამოვრჩებოდით. მეტიც, ჩვენი მორკინალების ძალისხმევას უკანახაზელებიც მხარს უბამდნენ და ორივე ლელო ჩვენი გუნდიდან შუამარბმა დავით კაჭარავამ გაიტანა. ორივე ისეთი იყო, ნებისმიერ მორკინალს რომ შეშურდებოდა.

იხილეთ ვიდეო

თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0. თუმცა, ორ წუთში ტონგელების პირველივე იერიში უფრო შედეგიანი გამოდგა. ლელო გარემარბმა ვილიამი იონგიმ გაგვიტანა, გარდასახვა სონატანე ტაკულუამ დაარტყა ზუსტად - 7:3.

საქართველოს ნაკრები გაშვებული ლელოს შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვიდა, თამაში დაალაგა და უპირატესობას დაეუფლა. 21-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან საკუთარი დერეფანი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბედად ის მგეზავ ლაშა ხმალაძის ნადავლი შეიქნა, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ ჩათვლის მოედანს მიუახლოვდა. წარმოქმნილი რაკიდან ერთი მოკლე დარტყმა ანტონ ფეიქრიშვილმა განახორციელა, მერე იერიში ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ განაგრძო. ისევ რაკი. ამჯერად, ბურთთან დავით კაჭარავა გაჩნდა და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:7.

ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. 13:10, ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ, საწყის ხუთ წუთში მეტოქეებმა ისევ თითო საჯარიმო გაცვალეს - 16:10.. მერე, დიდი ხნის განმავლობაში, 72-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა. არადა, კვირიკაშვილმა ორჯერ ვერ გამოიყენა საჯარიმო დარტყმა.

თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე ტონგელებმა ანგარიშში დაწინაურება შეძლეს. მათ ლელო გაგვიტანეს და არც გარდასახვა გასჭირვებიათ - 20:16.

თამაშის დასრულებამდე დარჩენილი დრო "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გალიეს. ჩვენი გუნდის თავგანწირულმა იერიშმა შედეგი გამოიღო. ტონგელების ლელოს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ, მაგრამ მეტოქე თამაშის წესების დარღვევით ახერხებდა ჩვენს შეჩერებას.

ბოლოს, კაჭარავას მიძალებას ვეღარაფერი მოუხერხა და ჩვენმა შუამარბმა გამარჯვების ლელო გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ გარდასახა - 23:20.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები მასპინძელ ფიჯისთან 24 ივნისს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 7 საათზე დაიწყება.

ივნისის ტესტები

ტონგა-საქართველო 20:23

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (მალაღურაძე 73), მჭედლიძე (ფრუიძე 73), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 74). (1-8) ჟვანია (ასეიშვილი 46), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 63), ფეიქრიშვილი (მირცხულავა 46), ჩხაიძე (ჭეიშვილი 70), ნემსაძე, სუთიაშვილი, თხილაიშვილი (ლომიძე 59), ბიწაძე.

2ლ: კაჭარავა (2). 2გ: კვირიკაშვილი, მალაღურაძე. 3ს: კვირიკაშვილი.

ტონგა (15-9) ჰალაიფონია, კატოა, მააფუ, ფოსიტა, იონგი, ჰალა (ჰაკალო 37), ტაკულუა (ნგალუაფე 66). (1-8) აჰოლელეი (საკალია 41-78), ტაიონე (ანგაჰაელანგი 57), ფალეტაუ (პუაფისი 41), კოლოჰოფაი (ფონუა 57), ფალეაფა, ლატუ, რემი, ტაუ.

2ლ: ფონუა, იონგი. 2გ: ტაკულუა, ფოსიტა. 2ს: ტაკულუა, ჰალაიფონუა.

სინბინი: ტაუ

მსაჯი: ნიკ ბრაიანტი (ახ.ზელანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთათური
მართლა რომ გულით და სულით ტამაშობთ იმიტომაც ვართ თქვენით ძალიან ამაყები... თქვენ ქართველ ხალხს თავმოყვარეობას უბრუნებთ და ახსენებთ, რომ არც ისე დაჩიავებული და გათითოკაცებული ერი ვართ, როგორც ზოგიერთს უნდა რომ წარმოგვაჩინოს. გენაცვალეთ ქართველობაში
levani
მაგრები, ჯიგრები, ლომები თქვენ გაიხარეთ
მაია
გაიხარეთ და გაახარეთ საქართველოც!რადგან ძალიან ცოტა გვაქვს გასახარი.
გური
დიდი მადლობა ყველაფრისთვის!!!
tngh
ვამაყობთ თქვენი გამარჯვებებით!!! გილოცავთ!!!
კახაბერი
თქვენ, ჩვენ ღირსებას გვიბრუნებთ, ლომებო!!!!
levan
საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავები,ენდე და უეჭველი გაგიმართლებენ,არასდროს გიღალატებენ
ირაკლი ქუთაისელი
ამათი ყურების დროს სხვანაირად ვსუნთქავთ. დიდი მადლობა
რაღა კომეტარი -
უბრალოდ, დაცლილი ვარ(თ) ემოციისგან! :)))))))))))))))))))))
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
სავსე ტრიბუნების დროა!
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს