შემდეგ საკონტროლო შეხვედრას საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 22 ივნისს ბუქარესტის "დინამოსთან" გამართავს
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი"სამტრედია" სლოვენიაში ჩავიდა და ევროპალიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გია ცეცაძის გაწვრთნილები ბალკანეთში სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპს გადიან.

"სამტრედიამ" პირველი საკონტროლო შეხვედრა 18 ივნისს ალბანეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "კუკეშთან" გამართა. საინტერესოა, რომ ეს გუნდი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილებს შორის მოხვდა და სამტრედიელთა შესაძლო მეტოქეებში ფიგურირებს...

"კუკეში" ევროპალიგაზე 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. პირველივე წელს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კანდიდატი იყო, სამი შესარჩევი მოიგო და პლეი ოფში "ტრაბზონთან" დამარცხდა. პირველივე კვალიფიკაციაში მხოლოდ ერთხელ ჩავარდა - ეს 2014 წელს მოხდა, როცა ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა" მოუგო. შარშან კი ალბანელები მე-3 ეტაპზე გავიდნენ, სადაც ვარშავის "ლეგიასთან" დამარცხდნენ. ასე რომ, ქართული გუნდისთვის ძლიერი მეტოქე უნდა ყოფილიყო.

ამიტომაც იყო მოულოდნელი, რომ "სამტრედიამ" ალბანელები 4:0 გაანადგურა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბაჩანა არაბულმა დუბლი შეასრულა, ერთიც დავით ჯიქიამ გაიტანა, მეოთხე გოლი კი ლაშა შერგელაშვილის ანგარიშზეა.

სამწუხაროდ, სამტრედიული კლუბი მწირ ინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მატჩზე ბევრი დეტალი ვერ შევიტყვეთ. მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დავაზუსტეთ - ორი საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, ცეცაძის გაწვრთნილებმა კი ალბანელებს ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს. მეორე ნახევარში "სამტრედიას" მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა და თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგოებსაც მისცა.

სამტრედია (ძირითადი შემადგენლობა): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - ჯიქია, არაბული, რაჟამაშვილი - ზივზივაძე.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 22 ივნისს ბუქარესტის "დინამოსთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Budu
guro ვაჟკაც,აბა ჰკითხე სამტრედიელ ფეხბურთელებს ისე ფიქორბენ როგორც შენ? დიდხანს ირბენ გულით, უფულოდ,ჩაუცმელი,ბომჟივით და მხოლოდ ენთუზიაზმით?ახლა ზაფხულია, იქნებ საერთოდ შიშვლებმა ირბინონ, რა საჭიროა სამოსი და გამართული ფორმა-ბუცები არა? რომ დაწერ რაიმეს, ჯერ ხომ ტვინით უნდა იფიქრო?
სამტრე
ჩვენი ოქრო ბიჭები მთელი გულით თამაშობენ თქვენ გენაცვალეთ. ცოტა ხანში გაირკვევა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე პირველ საკვალიფიკაციოზე და დარწმუნებული ვარ არც იქ შევრცხვებით მე მჯერა ჩვენი ბიჭების
guro
ბუდუ პოდიუმზე კიარ მიდიან? მთავარი ფული კი არა გულია!!!! საღოლ ბიჭებო!!!!!!
Budu
თუმცა არის საწყენი მომენტი, ერთი ალბანელი ფანი წერდა- თამაშს დავესწარი და "გურჯთა" კლუბი შემეცოდა,ძველი მოცვეთილი სამოსი ეცვათ და ასევე მოცვეთილი ძველი ბუტცები,ფორმა ყველას ერთნაირი არ ჰქონდათ,სხვადასხვანაირად იყვნენ ჩაცმულები რაც სასაცილოც კი იყოო, თუმცა თამაშში მგლები იყვნენ და სახელსაც ამართლებენ "გურჯები"-ო ,ჩვენი კლუბი კი უფრო შეძლებულია მაგრამ ამ ღარიბებს ვერაფერი მოუხერხესო. რა გახდა რომ საზღვარგარეთ გაამგზავრონ კლუბი ლამაზად, მოწესრიგებულად და არა ასე უხეიროდ?როდემდის ვიქნებით ასე შერცხვენილები?
Dato
საამაყო ბიჭები ხართ. მაგ გუნდმა თუ პლეიოფამდე მივიდა თქვენ ჯგუფშიც.....(ცოტაც გამართლება და იღბალიც)
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
ლაშა შერგელაშვილი ბერძნულ "იანინაში" ჩაირიცხა
ქართველების "რიგასი" ლატვიის ჩემპიონობისთვის იბრძვის - ირაკლი სიხარულიძემ "მეტა-ლუს" გაუტანა [VIDEO]
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ანანიძე... - ზამთრის შესაძლო ტრანსფერები
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა შერგელაშვილმა ლატვიური "რიგასი" დატოვეს