შემოდგომაზე "ოქროს ლიგაში" თბილისური "მებრძოლი-2015" და "ლიდერი", გორის "ლომჭაბუკი" და ქარელის "დურმიშხანი" იასპარეზებენ
დამთავრდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში და გაირკვა ის ოთხი კლუბი, რომელიც შემოდგომაზე "ოქროს ლიგაში" იასპარეზებს. ესენია თბილისური დუეტი: "მებრძოლი-2015", "ლიდერი", გორის "ლომჭაბუკი" და ქარელის "დურმიშხანი".

დასკვნითი, V და VI ტურის შეხვედრები ძიუდოს აკადემიაში 18 ივნისს გაიმართა. ამ ტურით ყველაზე მეტად "ლომჭაბუკმა" იხეირა, ვინც ორივე შეხვედრა მოიგო - "დურმიშხანი" 6:1 დაამარცხა, თანაქალაქელი "ვიპ-ძიუდო" - 5:2 და გალიდერდა. არადა, ამ ტურამდე მეხუთე ადგილზე იყო. როგორც წინა წერილში ვივარაუდეთ, "ვიპ-ძიუდოს" მონაწილეობით ორივე შეხვედრა საინტერესო და საკვანძოც კი გამოდგა.

ანზორ თენაძისა და ნიკო ბიბილაშვილის გაწვრთნილებმა შაბათს თავდაპირველად თბილისის "გლადიატორი" დაამარცხეს დაძაბულ ორთაბრძოლაში - 3:4, თუმცა ეს მოგება მათთვის "ვატერლოოს ბრძოლა" გამოდგა, რადგან ამით იოტისოდენადაც ვერ იხეირეს და ბოლო ადგილზე დარჩნენ. სამაგიეროდ, "გლადიატორებს" გაუფუჭეს საქმე. მართალია, მეორე შეხვედრაში მათ "შევარდენს" 4:3 კი მოუგეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილიდან ერთი საფეხურით უკან დაიხიეს.

ამ ტურში ყველაზე გამორჩეული თბილისური დერბი აღმოჩნდა ცხრილის ფავორიტებს - "ლიდერსა" და "მებრძოლს" შორის, სადაც უფრო მედგრად გოჩა ბერაძის შეგირდებმა იბრძოლეს - "მებრძოლმა" 5:2 მოუგო "ლიდერს" და იქნებ ერთპიროვნულადაც გალიდერებულიყო, მაგრამ მეორე შეხვედრა 2:5 წააგო "ლომჭაბუკთან". ამ მოგებით გორელებმა ისარგებლეს და ცხრილში "მებრძოლს" გაუთანაბრდნენ.

"ლიდერმა" მომდევნო პაექრობაში "შევარდენს" აჯობა, რითაც შეინარჩუნა ადგილი საუკეთესო ოთხეულში. "დურმიშხანმაც" ბოლო ტურში "ვიპ-ძიუდოსთან" 5:2 მოგებით გაინაღდა ადგილი მოწინავე კვარტეტში, თორემ წინა შეხვედრაში მისთვისაც დიდი დარტყმა იყო "ლომჭაბუკთან" 1:6 მარცხი.

საბოლოო ცხრილს ქვევით გაეცნობით, მანამ კი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ "ოქროს ლიგა" ამ ოთხი კლუბის მონაწილეობით შემოდგომაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საკლუბო ჩემპიონატი წლეულს პირველად ჩატარდა, რაც საეტაპო მოვლენაა არა მხოლოდ ძიუდოში, ზოგადად - ქართულ სპორტში, რადგან საკლუბო პირველობა ჩვენთვის ჯერაც "აქილევსის ქუსლია". ამ ტურნირით ძალიან დიდი სატურნირო პრაქტიკა მიიღეს ნაკრების სათადარიგო წევრებმა და ახალგაზრდებმაც, თუმცა ამასთან ერთად, მათ გვარიანი ფინანსური პრემიაც მიიღეს - ყოველ მოგებულ შეხვედრაზე კლუბი ჯილდოდ 1.000 ლარს იღებდა, საერთო თანხის 35% კი რჩება საკუთრივ მოგებულ ათლეტს, 5% - მწვრთნელს, დანარჩენი კი თანაბრად ნაწილდება სპორტსმენებზეც (მოგებულ-წაგებულის მიუხედავად) და მწვრთნელებზეც.

საბოლოო ცხრილი

შეხვედრა მოგება წაგება

ლომჭაბუკი 42 24 18

მებრძოლი-2015 42 24 18

ლიდერი 42 22 20

დურმიშხანი 42 22 20

გლადიატორი 42 20 22

შევარდენი-2005 42 19 23

ვიპ-ძიუდო 42 16 26

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ცივი და თბილი ვარშავა - რეპორტაჟი ევროპის ჩემპიონატიდან
ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატი: კლუბები გაირკვა, რევოლუცია აპრილში იწყება
საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "ლომჭაბუკი" გახდა
"New Gori" - ახალი საკლუბო ამბიცია ძიუდოში
ნუგზარ ტატალაშვილი: ყველაზე რთული ჩემს მეგობარ ლაშასთან ჭიდაობაა...
ონოს გასაღები გორში იჭედება! ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილის პირად მწვრთნელთან
ყაზახეთის პრეზიდენტის თასი: გორელი ძიუდოისტების ბრინჯაო აქტობედან
შიდა ქართლში ჩემპიონების აღზრდა ტრადიციაა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
საკლუბო ლიგა: "შევარდენი" მეოთხედ - ნაცნობი ფინალი ნაცნობი შედეგით
ძველ წონაში, ახალი შემართებით - ინტერვიუ ბექა ღვინიაშვილთან
ანზორ თენაძე: ბექა ღვინიაშვილის ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ