დანაპირების ასრულება ორი წლის თავზე
ლებრონ ჯეიმსმა თავისი მისია შეასრულა. ორი წლის წინ, ის "მაიამიდან" მშობლიურ კლუბსა და ქალაქში დაბრუნდა და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ "კლივლენდს" ისტორიაში პირველად მოუტანდა ჩემპიონის ტიტულს. შარშან, "კავალიერზმა" 2:4 წააგო ფინალური სერია "გოლდენ სტეიტთან".

წელსაც, თითქოს, ჩემპიონობის შანსი დაკარგული იყო, როცა გადამწყვეტ სერიაში "უორიორზი" 3:1 გავიდა წინ. NBA-ის ისტორიაში, არც ერთ გუნდს ასეთი ჩამორჩენის შემდეგ ტიტული არ მოუგია, მაგრამ ლებრონმა გადაწყვიტა კიდევ ერთი წლით აღარ გადაედო გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობის ასრულება.

ჯეიმსმა მეხუთე და მეექვსე მატჩებში 41-41 ქულა დააგროვა და პირადად გაათანაბრა ანგარიში სერიაში, გუშინ კი სამმაგი დუბლი შეასრულა და სამართლიანად დასახელდა ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ - მესამედ კარიერაში.

MVP-ის პრიზზე პრეტენზიის გამოცხადება თავისუფლად შეეძლო "კლივლენდის" გამთამაშებელ კაირი ირვინგსაც. სერიის ერთ-ერთ მატჩში მანაც დააგროვა 41 ქულა, გუშინდელ შეხვედრაში კი გამარჯვების ტყორცნა სწორედ კაირიმ შეასრულა.

მატჩის დასრულებამდე 4.39 წუთით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 89:89. ამის შემდეგ, დაახლოებით სამწუთნახევარი ისე გავიდა, რომ არც ერთ გუნდს ქულა არ აუღია. და საფინალო სირენამდე 53 წამით ადრე, სწორედ ირვინგის სამქულიანი ჩავარდა კალათში - 92:89. ბოლოს ლებრონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, "გოლდენ სტეიტმა" კი ის ოთხი წუთი და 39 წამი ისე ჩაატარა, რომ ქულა ვერ აიღო.

რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, როგორც მოსალოდნელი იყო, ის დაძაბული გამოვიდა. ჩემპიონს საკუთარი მოედნის უპირატესობა ჰქონდა, რაც დიდი ფორაა - აქამდე, ფინალური სერიების მეშვიდე მატჩებში მასპინძელმა მხოლოდ ერთხელ წააგო (დეტროიტი"-2005). საინტერესო იყო ერთი სტატისტიკური მომენტი - მეშვიდე მატჩამდე გუნდებს ერთნაირი რაოდენობის ქულები ჰქონდათ დაგროვებული - 610:610.

"გოლდენ სტეიტის" ყველაზე დიდი უპირატესობა რვა ქულას უდრიდა, "კლივლენდის" - შვიდ ქულას. ლიდერი მატჩში 20-ჯერ შეიცვალა. ყველაზე ბევრჯერ ეს მეორე მეოთხედში მოხდა - ცხრაჯერ. ამ 12-წუთეულის ბოლო ნაწილში "გოლდენ სტეიტი" 11:4 გაიქცა და ტაიმი შვიდი ქულით მოიგო.

მესამე მეოთხედში გუნდები მინი-სპურტებს ცვლიდნენ. როცა "გოლდენ სტეიტი" რვა ქულით გავიდა წინ, იქვე "კლივლენდი" 8:0 გაიქცა (54:46) და ანგარიში გაათანაბრა (54:54), შემდეგ ზედიზედ ხუთი ქულა მასპინძლებმა აიღეს (59:54). ამას მოჰყვა "კლივლენდის" 16:4 გაქცევა (70:63), თუმცა "უორიორზმა" არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ბოლო მეოთხედში ერთქულიანი უპირატესობით გადავიდა წინ.

მეოთხე მეოთხედი კარგა ხანი "გოლდენ სტეიტის" მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა და ყველაზე დიდი სხვაობა ოთხი ქულა იყო. მაგრამ, ანგარიში ამჯერადაც გათანაბრდა და მერე რაც მოხდა, უკვე მოგიყევით.

იმ საღამოს "უორიორზის" ლიდერი არა სტივენ კარი, არამედ დრეიმონდ გრინი იყო, რომელიც ფინალური სერიის MVP გახდებოდა, მის გუნდს მეშვიდე მატჩი რომ მოეგო. პირველ ტაიმში მან რვიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულა დააგროვა, სამი მეოთხედის შემდეგ კი 28 ქულა ჰქონდა - ოთხით მეტი, ვიდრე კარისა და კლეი ტომპსონს ერთად. საბოლოოდ, ამ დუეტმა ჯამში 31 ქულა დააგროვა და 24-დან მხოლოდ ექვსი სამქულიანი მოათავსა კალათში.

მატჩის რიცხვები

- სტივენ კარიმ მეშვიდე მატჩში ოთხი სამქულიანი ჩააგდო და 58 შეხვედრამდე აიყვანა თამაშების სერია, როცა მატჩში მინიმუმ ერთ ზუსტ შორეულ ტყორცნას ასრულებდა. ასეთი შედეგი NBA-ის ისტორიაში არავის ჰქონია.

გარდა ამისა, კარიმ ფინალურ სერიებში 57-ე სამქულიანი ჩააგდო და შესაბამის სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რეკორდსმენია ლებრონ ჯეიმსი - 68 სამქულიანი.

- წლევანდელი პლეი ოფის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა კლეი ტომპსონი - 582 ქულა. უფრო მაღალი შედეგიანობა ისტორიაში მხოლოდ 12 კალათბურთელს ჰქონდა. მეორე და მესამე ადგილებზე აღმოჩდნენ "კლივლენდის" წევრები - ლებრონ ჯეიმსი და კაირი ირვინგი, შესაბამისად, 552 და 530 ქულით.

ლებრონის ჰაილაითები

- ლებრონ ჯეიმსი მე-15 კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც ფინალურ სერიებში 40 მატჩი დაუგროვდა. რეკორდსმენი ამ მაჩვენებლით ბილ რასელია - 70 მატჩი.

- ჯეიმსმა გუშინდელ მატჩში 27 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი დააგროვა. ის გახდა მხოლოდ მესამე კალათბურთელი ისტორიაში, ვინც ფინალური სერიის მეშვიდე მატჩში სამმაგი-დუბლი შეასრულა. ლებრონმა გაიმეორა ჯერი უესტის (1969) და ჯეიმს უორთის (188) მიღწევა.

- ჯეიმსი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა: ფინალური სერია მან ხუთ ძირითად კატეგორიაში ლიდერად დაასრულა - ქულებში (208), მოხსნებში (79), პასებში (62), ჩაჭრებსა (18) და დაფარებებში (16). აქამდე ასეთი რამ არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია.

- ჯეიმსმა მე-8 ადგილზე გადაინაცვლა ფინალურ სერიაში შესრულებული მოხსნების რაოდენობით. ლებრონმა გაუსწრო შაკილ ო'ნილსა (393) და მეჯიქ ჯონსონს (397) და ახლა, 399 მოხსნა აქვს.

- ლებრონ ჯეიმსი მეხუთე კალათბურთელია ისტორიაში, ვინც სამჯერ აღიარეს ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ. ასევე სამ-სამჯერ გახდნენ სერიის MVP მეჯიქ ჯონსონი, შაკილ ო'ნილი და ტიმ დანკანი, ხოლო ექვსჯერ - მაიკლ ჯორდანი.

- ჯეიმსმა გაუსწრო კობი ბრაიანტს ფინალურ სერიებში დაფარებების რაოდენობით. ლებრონის მონაგარმა 34 დაფარებას მიაღწია და მან უკან ჩამოიტოვა ჯონ სელი და ბრაიანტი. რეკორდსმენი ამ მაჩვენებლით ქარიმ აბდულ-ჯაბარია - 116.

იხილეთ თამაშის ვიდეო

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო

გ. სტეიტი-კლივლენდი 89:93

22:23, 27:19, 27:33, 13:18

გ-ს: გრინი (32+15 მოხსნა+9 პასი), კარი (17+5 მოხსნა), ტომპსონი (14), ბარნსი (10), ლივინგსტონი (8), იგუოდალა (4+9 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ბარბოზა (3), ვარეჟაო (1), სპეიტსი (0+2 დაფარება), ეზელი.

კ: ჯეიმსი (27+11 პასი+11 მოხსნა+3 დაფარება), ირვინგი (26+6 მოხსნა), სმიტი (12), ლავი (9+14 მოხსნა+3 პასი), ტომპსონი (9+2 დაფარება), შამპერტი (6), ჯეფერსონი (2+9 მოხსნა), უილიამსი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (38.6/40.2), სამქულიანები (36.6/24), საჯარიმოები (76.9/84).

სერია: 3-4

მატჩის სტენოგრამა

I მეოთხედი: 0:2, 0:4, 2:4, 5:4, 8:4, 8:6, 8:8, 11:8, 11:10, 13:10, 13:12, 13:14, 16:14, 16:16, 19:16, 19:18, 21:18, 21:19, 21:20, 21:21, 22:21, 22:22, 22:23,

II მეოთხედი: 24:23, 24:25, 26:25, 26:27, 29:27, 29:30, 29:31, 32:31, 32:33, 35:33, 35:35, 38:35, 38:37, 38:38, 41:38, 41:40, 43:40, 44:40, 47:40, 47:41, 47:42, 49:42

III მეოთხედი: 49:44, 49:46, 52:46, 54:46, 54:49, 54:52, 54:54, 56:54, 59:54, 59:56, 59:57, 59:58, 59:60, 59:61, 59:62, 59:64, 59:65, 61:65, 61:68, 62:68, 63:68, 63:69, 63:70, 64:70, 65:70, 66:70, 66:71, 69:71, 71:71, 71:73, 74:73, 74:75, 76:75

IV მეოთხედი: 76:77, 76:79, 77:79, 78:79, 78:81, 80:81, 80:83, 83:83, 85:83, 87:83, 87:84, 87:85, 87:86, 87:89, 89:89, 89:82, 89:93

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtors
მადლობთ ასეთი კარგი და ამომწურავი სტატიიისთვის
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
"მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ჯეიმსის ეშინოდათ." - დრეიმონდ გრინი
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი
დრეიმონდ გრინი ახალგაზრდა თანაგუნდელს ვარჯიშზე ფიზიკურად გაუსწორდა [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
კარის შესანიშნავმა თამაშმა გუნდი მარცხისგან ვერ გადაარჩინა [VIDEO]
კარის მორიგი სასწაული შეხვედრა... [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
საუკეთესო მსროლელი საუკეთესო ახალგაზრდამ დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]