ჯი-სუნ პარკი მარტამდე დაისვენებს

პარასკევს „მანჩესტერ იუნაიტედის“ კორეელმა ნახევარმცველმა ჯი-სუნ პარკმა ორთავა კუნთი ისე იტკინა, რომ ოთხი კვირის განმავლობაში უბურთოდ მოუწევს ცხოვრება. პარკს, რომელიც აზიის თასიდან ინგლისში სულ ახლახან დაბრუნდა, ეს ვარჯიშზე შეემთხვა. მანჩესტერელთა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა:

„ჩვენთვის ეს დიდი დარტყმა იყო. ის, რომ პარკმა პარასკევის ვარჯიშზე ორთავა კუნთი დაიზიანა მხოლოდ შაბათს დილით გავიგეთ. ეს გახლდათ ნამდვილი უიღბლობა - წარმოიდგინეთ, მან ვარჯიშზე ბოლო დარტყმა შეასრულა და მაინცდამაინც მაშინ მიიღო ტრავმა. არადა, ის მთელი თვის განმავლობაში არ იყო გუნდთან ერთად. ახლა კიდევ ერთი თვე მოგვიწევს ლოდინი“.

მოგეხსენებათ, პარკი გასულ სეზონში ფერგიუსონის ერთ-ერთი საყრდენი ძალა გახლდათ. ახლა, როდესაც ისიც დაშავდა და მიემატა ანტონიო ვალენსიას, რომელსაც კოჭი აქვს გაბზარული, „იუნაიტედს“ ფრთაზე პრობლემა გაუჩნდა. ეკვადორელმა სექტემბერში, „რეინჯერსთან“ შეხვედრაში იტკინა კოჭი, მაგრამ მკურნალობას მორჩა და ახლა, თანდათანობით ვარჯიშს იწყებს.

ისევ ფერგიუსონი: „ვალენსიამ შაბათს რეზერვისტებთან ერთად დაიწყო ვარჯიში და როდესაც მწყობრში ჩადგება, ამოვისუნთქავთ“.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა