ერთი ფრე და ორი გამარჯვება - ეს ის შედეგია, რომლისაც საქართველოში, სავარაუდოდ, არავის სჯეროდა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები დაამარცხა და ისტორიული ტურნე "გამოაცხო". ერთი ფრე და ორი გამარჯვება - ეს ის შედეგია, რომლისაც საქართველოში, სავარაუდოდ, არავის სჯეროდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთხელ გაბრწყინებას, ცხადია, უცხოური პრესის გამოხმაურება მოჰყვა.

მსოფლიო მედია: ქართველებმა მფრინავი ფიჯელები ფრთების გარეშე დატოვეს

"დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც საქართველოს არც ერთ ნაკრებს არ გაუკეთებია აქამდე - ჩავედით კუნძულებზე და გავიმარჯვეთ.

ამის თაობაზე ჯერ კიდევ მარტის თვეში ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია დაგვეწერა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდი მიღწევაა, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება გავაგრძელოთ.

ყველას, ჩვენს ბიჭებს, ვულოცავ წრფელი გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა", - ეს სიტყვები ფიჯისთან ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, რომელიც ამ უდავოდ დიდი წარმატების მთავარი შემოქმედია.

ოკეანეთის ტურნეზე წარმატებული გამოსვლის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა დაამყარა რეკორდი და თუ აქამდე წაუგებელი მატჩების სერია შვიდი იყო, ახლა ის 9-მდე გაიზარდა.

ფიჯისთან მატჩი, რომელიც წყნარი ოკეანის აუზის გათამაშების წლევანდელი გამარჯვებულია, მასპინძლების შეტევებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" იერიში მოიგერიეს და მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ, მეტოქეს ხელდახელ თამაშით არ გაელაღა, სივრცეები გადაუკეტეს და "მფრინავ ფიჯელებს" მართლაც ფრთები წააჭრეს.

ანგარიში მე-11 წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0. ფიჯელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ბევრი დრო არ დასჭირვებიათ. მასპინძლებმა საჯარიმოთი გვიპასუხეს - 3:3. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა დაწინაურება არაერთხელ შეგვეძლო.

შესვენების შემდეგ თამაში ის იყო, განახლდა, რომ პირველივე შეტევა "ბორჯღალოსნებმა" ლელოთი დაასრულეს. ცენტრიდან ბურთი ლაშა ხმალაძემ შეიტანა თამაშში. მისთვის ბრძოლა ჩვენმა მორაგბეებმა მოიგეს. კარლენ ასეიშვილმა ხაზი გაჭრა, 22-მეტრიან ზონაში შეიჭრა. მერე ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ შეტევის მიმართულება შეცვალა, ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშა. ხმალაძემ იერიშში შუამარბი მერაბ შარიქაძე ჩართო, ამან კიდევ უფრო მარცხნივ ხმალაძეს გადააწოდა, რომლის შეჩერებაც ფიჯელებმა ვეღარ შეძლეს. კვირიკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 8:3.

თამაშის დასრულებამდე კვირიკაშვილმა კიდევ ორი საჯარიმო გაუტანა, ფიჯიმ კი მოედანი ულელოოდ დატოვა.

14:3 "ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს და მას შემდეგ, რაც შოტლანდიამ იაპონიას მოუგო, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-11 ადგილზე გადაბარგდნენ.

ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]

ივნისის ტესტები

ფიჯი-საქართველო 3:14

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, ფრუიძე, კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, ხმალაძე (მალაღურაძე 70), 9 ბეგაძე. (1-9) ასეიშვილი (ჟვანია 58), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 59), მირცხულავა (ხატიაშვილი 70), ჩხაიძე (ჭეიშვილი 75), ნემსაძე, სუთიაშვილი (ლომიძე 50)

თხილაიშვილი (შუბითიძე 64), ბიწაძე.

ლ: ხმალაძე; 3ს: კვირიკაშვილი

ფიჯი (15-9) მასილევუ, რავათა, ნდელაი (ნგონევა 59), ვასიტერი (მბაი 58), ოზბორნი, ვოლა'ვოლა, კენატალე (სენილოლი 80), რავაი (მაჰაფუ 55), კოტო (ვეიკოსო 70), კოროი (ნდონგე 55), კანალანგი (სონქეტა 41), თავუმბატი, ნდავაი, ვოკა, რანდრონდრო (რავულო 58)

ს: ვოლა'ვოლა

მსაჯი: ჯეი პი დოილი (ირლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა
გენაცვალეთ ბიჭებო.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს