"ცხინვალში" დიდი ამბებია! გუნდი ჯაბა დვალით, გიორგი კახელიშვილითა და გულვერდ თომაშვილით გაძლიერებას აპირებს

"ცხინვალმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, გუნდი საქართველოში გაივლის მოსამზადებელ პერიოდს.

"ლელო" ცხინვალელთა თავკაცს, კახა კაჭარავას დაუკავშირდა და მისგან რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია შეიტყო...

"ახალი სეზონისთვის სამზადისი უკვე დავიწყეთ. გუნდში მყოფი გასასინჯი ფეხბურთელებით (მათი უმრავლესობა პირველი ლიგიდანაა) "გაგრას" ვეთამაშეთ ამხანაგური შეხვედრა და 1:3 დავმარცხდით. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზღვარგარეთ წავიდეთ შეკრებაზე. საქართველოში მოვემზადებით და ვეცდებით, ისეთი ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ორშაბათს "ვიტ ჯორჯიასთან" გვაქვს დაგეგმილი სპარინგი", - გვითხრა კახა კაჭარავამ.

წინა სეზონის დასრულების შემდეგ "ცხინვალი" რამდენიმე ლიდერმა დატოვა და, ცხადია, გუნდს შემადგენლობის შევსება დასჭირდება. კაჭარავამ პოტენციური ახალწვეულები უკვე შეარჩია.

"მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია ჯაბა დვალთან, გიორგი კახელიშვილთან და გულვერდ თომაშვილთან. ამ ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, მათთან მიმუშავია და მჯერა, გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

კიდევ გვინდა ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ჯერ იმ სავარაუდო ტრანსფერებზე გითხარით, რომლებიც ამ ეტაპზე მეტად სავარაუდოა. როგორც კი რამე ახალი იქნება, ყველა გაიგებს", - ესეც კაჭარავას სიტყვებია.

საინტერესოა, რა მიზანი ექნება "ცხინვალს" გარდამავალ ჩემპიონატში. ამის თაობაზე კაჭარავა ამბობს:

"რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, მოვხვდეთ იმ ათ გუნდს შორის, რომლებიც 2017 წლის გაზაფხულიდან უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ. მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მჯერა, რომ მხოლოდ ამით არ დავკმაყოფილდებით".

დაბოლოს, ცხინვალელთა მწვრთნელს კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. კაჭარავამ ამ კითხვაზე მოკლედ გვიპასუხა:

"სადღეისოდ, "ცხინვალში" სტაბილური ფინანსური გარემოა".

ჯაბა დვალის, გიორგი კახელიშვილისა და გულვერდ თომაშვილის დამატებით "ცხინვალი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება. თავის დროზე, კაჭარავას სამივე ამ ფეხბურთელთან თბილისის "დინამოში" უმუშავია.

ჯაბა დვალი 31 წლისაა. მას არაერთი ქართული გუნდის მაისურა მოურგია. იცავდა მოლდოვური "დაჩიას" ღირსებას. საუკეთესო პერიოდი დვალს "ზესტაფონში" ჰქონდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საინტერესოა, რომ დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში სწორედ დვალია ევროთასებზე საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი. ბოლოს ის თერჯოლის "საპოვნელაში" თამაშობდა.

27 წლის გამოცდილი მცველი გულვერდ თომაშვილი ბოლოს გორის "დილაში" გახლდათ. თავის დროზე, როცა კაჭარავა თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, ის "დინამოში" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. ბოლო დროს თომაშვილი ტრავმებმა გააწამა. ვიმედოვნებთ, მის კარიერაში უიღბლობის პერიოდი წარსულს ჩაბარდა.

კაჭარავას ფორმაციის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო ასევე გიორგი კახელიშვილი. მან არაერთი ქართული გუნდი მოიარა, ითამაშა რუსეთშიც. კახელიშვილი 29 წლისაა. ბოლოს ის ლანჩხუთის "გურიისთვის" ირჯებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

T
Mere potidan wamosuli kvara gagesinja , kargi forvardia 20 wlis, gasinjet da naxavt rac aris
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
დილა-შუქურა 4:0 - ბრაზილიურად ჩაბარებული გამოცდა [VIDEO]
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გულვერდ თომაშვილი "ლოკომოტივში", ბიძინა მახარობლიძე "ტორპედოსკენ"?
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გიორგი კახელიშვილი და დაჩი ფოფხაძეც "შევარდენში"!
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს
თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა
დინამო(თბ)-ლოკომოტივი 3:0 - როგორც დინამიური მანქანა [VIDEO]
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"სამტრედია"-"კოლხეთის" დასრულების შემდეგ მოედანზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტორპედო-ცხინვალი 3:1 - სამქულიანი დებიუტი [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]