ქართველთა "ვიტესმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
26 ივნისს არნემის "ვიტესი" ახალი სეზონისთვის შეიკრიბა. გუნდის ბაზაზე გამოცხადდნენ კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილიც.

"ვიტესის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა 2016/17 წლების სეზონის გუნდის ფეხბურთელთა ნომრები. ვაკო ყაზაიშვილი კვლავ 10 ნომერია, ხოლო კაშია - 37.

ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ვაკო კვლავ რჩება "ვიტესში", თუმცა ტრანსფერი "აიაქსში" მაინც არ არის გამორიცხული.

კვირას "ვიტესის" ვარჯიში გადაუღებელმა წვიმამ და ელვამ თითქმის ჩაშალა, რომელსაც ახალი თავკაცი ჰენკ ფრეიზერი უძღვებოდა. gelderlander.nl-თან საუბარში ვაკო სწორედ ჰოლანდიურ ამინდზე ჩივის: "აქ სულ წვიმს, ზაფხულშიც კი. საქართველოში სხვანაირად იქნებოდა".

2 ივლისს ქართველთა "ვიტესი" პირველ სპარინგს დონეცკის "შახტართან" გამართავს, რომლის რიგებშიც არ არის გიორგი არაბიძე.

mano
არაბიზეს დაგუპავენ ეს ვაი აგენტები რომლებიც მხოლოდ საკუტარ ჯიბეზე ფიქრობენ.
ბუბა
გამომივიდა ესეც წუნია,აიაქსში მას არავინ შეუშვებს, იქაც ხათრით ათამაშებდნენ სადაც იყო'
Gio
ხო ერთი ჭანტურიას იწვევდა ბუნდესლიგის სამი გუნდი და მეორე ვაკოს იწვევს აიაქსი! ისე პატივცემულო ჟურნალისტებო თქვენს მიერ გაჟღერებული ერთი ტრანსფერი თუ მაინც განხორციელდა? მე არ მახსოვს ეგეთი რამ..........
bebeto
ვეთანხმები ზაზას მოსაზრებას,აიაქსი უბრალო კლუბი არარის,იქ რომ მოხვდე ძალიან ბევრი უნდა იშრომო,რა თქმა უნდა ვაკო კარგი ფეხბურთელია და აიაქსში თუ მოხვდება კარგია, მაგრამ ეს ჟურნალისტები ასე მგონია ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არიან, ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა,დაწერენ ქართველ ფეხბურთელზე არსენალს ან დორტმუნდს უნდაო მაგრამ საშუალო დონის კლუბში ხვდებიან ზოგი ძლივს,აცადეთ ამ ხალხს ფეხბურთის თამაში თუ სადმე კარგ გუნდში გადავლენ მერე დაწერეთ ხოლმე.
Burton
zaza, შენ გენაცვალე მე მაგ სიმართლეში! 1000%! ყოჩაღ!
zaza
მერე რომ არ დაიწყოს ვინმემ - დაბოღმილი კომენტარებიო და რაღაც ბოდვა ავხსნი: იმისათვის რომ ვიტესიდან ან სხვა საშუალო გუნდიდან მოხვდე აიაქსში ან მსგავს ძლიერ კლუბში აუცილებელია აჩვენო განსაკუთრებული შედეგები. რა აჩვენა ვაკომ? ბოლო 2 სეზონია მოუმატა და აქვს სტაბილურად საშულო დონის მაჩვენებლები - 10 გოლი და 2 ასისტი 36 მატჩში. თან ეს იმის გათვალისწინებით რომ ათამაშებენ ან შემტევ ნახევარმცველად ან ცენტრალურ ფორვარდად! დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელი აქვს ჰოლანდიის ჩემპიონატის 100-მდე მოქმედ ფეხბურთელს... კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ვაკო საქართველოს კვალობაზე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჰოლანდიაში ის ერთ-ერთი საშუალო მოთამაშეა და აიაქსს საშუალოები რომ სჭირდებოდეს მაშინ აიაქსი კი არა ვიტესი იქნებოდა... ხოლო ლაპარაკი ტოპ 5 ლიგაზე საერთოდ ზედმეტია. იქ მხოლოდ ჰოლანდიის, ბელგიის, შოტლანდიის, შვეიცარიის, სკანდინავიის ქვეყნების ლიგების გამორჩეულ ფეხბურთელებს იწვევნ. ასე რომ სანამ გრაფაში - "სტატისტიკა" არ დავინახავთ განსაკუთრებულ შედეგს, მაგალითად 20 გოლს და 15 ასისტს ან ღმერთმა ქნას მეტს, მანამდე იმაზე ლაპარაკი თითქოს ვაკო აიაქსს ან ვინმე ვიტესზე ძლიერს სურს არის რბილად რომ ვთქვათ ფანტაზიის ნაყოფი... და ბოლოს. ეს მხოლოდ ვაკოს არ ეხება, იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე, ქართველზე თუ არაქართველზე რომელსაც ჟურნალისტები გრანდებში "უშვებენ" ხოლო სტატისტიკა მწარე რეალობაში ტოვებს! არ დაბლოკოთ!
neo
ვიტესში ვისი მოწვევით და ხათრით მოხვდა ხომ არ დაგავიწყდათ?! რა აიაქსი??? სადაც არის იმაზეც მადლობა ბატონ მერაბს... არ დამიბლოკოთ
vaijornalistebs
აღარ მოგბეზრდათ სისულელეების წერა?! კარგად იცით ჩვენი ფეხბურთელების დონე და მაინც არაფრისმომტან პიარს უკეთებთ. კარგი, ეგენი ცდილობენ იმიჯის აწევას, მაგრამ თქვენ რა ინტერესი გაქვთ, თავს რომ იტყუებთ და მკითხველსაც ნაცარს აყრით?!
zura
გეთანხმები ზაზა
gia
ხო ვაკო აიაქსიში, ოქრი ბარსაში, ჯანო არსენალში, კვირკველია იუვეში, კაშია ლორიასთან ჩელსიში, არაბიძე რეალში და დვალიშვილი კრასნოდარში!
zaza
გამაგიჟებთ თქვენ! ინფორმაცია რომ ტყუილია ეგ ერთი უბედურება და მეორე ელემენტარული ლოგიკის არარსებობაა! ვაკო არის კარგი - საშუალო დონის ფეხბურთელი, საშუალო დონის ლიგაში, საშულოდ რომ ითამაშებს, ხოლო აიაქსი არის საშუალოზე მაღალი დონის გუნდი, შესაბამისად საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეებით. დასკვნა: ვაკოს აიაქსში არ მიიწვევენ! და მორჩით ჩვენი ერთ-ერთი მეზობელივით ოცნებეზე წერას! და ნუ მიბლოკავთ კომენტარებს!
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა