ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2016. 1/8-ფინალი. ინგლისი-ისლანდია: ფეხბურთი თავდაყირა დადგა! [VIDEO]

ევრო 2016. 1/8-ფინალი. ინგლისი-ისლანდია: ფეხბურთი თავდაყირა დადგა! [VIDEO]

ისლანდია - აისბერგივით ცივი და ცეცხლივით მგზნებარე...
* უეინ რუნიმ ინგლისის ნაკრებში 115-ედ ითამაშა. ის ამ მაჩვენებლით დევიდ ბექჰემს დაეწია და მხოლოდ პიტერ შილტონს (125) ჩამორჩება.

* უეინ რუნის გოლი 86-ე იყო ამ ტურნირზე და ამით ევროპის ჩემპიონატების რეკორდი მოხსნილია (ევრო 2000-ზე 85 გოლი გავიდა).

* როი ჰოჯსონი მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

* ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ისლანდია 1/4-ფინალში გავიდა.

მერვედფინალის მთავარი მოულოდნელობა, ისლანდიის ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად რომ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, დაუპირისპირდა წყვილის აშკარა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისს.

რა თქმა უნდა, თამაშის დაწყების წინ ბრიტანელთა აქციები უფრო ძვირად ფასობდა. ინგლისელთა წისქვილზე ისიც ასხამდა წყალს, რომ მათი მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სკანდინავიურ გუნდებში და შესაბამისად, იქაურ ფეხბურთს შესანიშნავად იცნობს. საბოლოოდ, ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა 4-3-3 ტაქტიკური განლაგება აირჩია. სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ ჯეიმი ვარდი და ადამ ლალანა. სასტარტო შემადგენლობაში კი გამოჩნდნენ რაჰიმ სტერლინგი, დანიელ სტარიჯი და ჰარი კეინი.

სტარიჯისა და სტერლინგის, ორი უსწრაფესი ფლანგელის მინდორზე გამოყვანა ჰოჯსონის ეშმაკურ ჩანაფიქრად მოჩანდა. მწვრთნელი მიხვდა, რომ ისლანდიელთა ბეტონივით დაცვის გარღვევა მინდვრის ცენტრიდან ურთულესი საქმე იქნებოდა და ეს მისია აქტიურ ფლანგებს უნდა ეკისრათ.

სხვა მხრივ, ჰოჯსონმა აირჩია ის ტაქტიკური სქემა და ენდო იმ შემადგენლობას, რომელსაც ის ამ ბოლო დროს არ ცვლის. ცხადი იყო - ინგლისს უნდა ეთამაშა დომინანტური ფეხბურთი, როგორმე გაერღვია ისლანდიური კედელი.

რაც შეეხება ისლანდიელთა შვედ თავკაცს, ლარს ლაგერბაკს, მან 4-4-2 ტაქტიკური სქემის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ისლანდიელთა მთავარი ამოცანა იმთავითვე ის იყო, რომ გასაქანი არ მიეცათ ინგლისელი შემტევებისათვის.

გოლები

1:0 - ისლანდიელთა მეკარე ჰალდორსონმა საჯარიმოში წააქცია რაჰიმ სტერლინგი.

თერთმეტმეტრიანი გოლად უეინ რუნიმ გარდასახა.

1:1 - არნასონის პასის შემდეგ რაგნარ სიგურდსონი ჯო ჰარტს შანსს არ უტოვებს.

1:2 - კოლბეინ სიგტორსონმა თანაგუნდელი ბიოდვარსონის პასი მიიღო, დაამუშავა ბურთი და გაიტანა. იმ ეპიზოდში, ერთი შეხედვით, მეკარე ჰარტს ინგლისის ხსნა მართებდა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

როი ჰოჯსონი (ინგლისი): "ძალიან უკმაყოფილო ვარ. დღეს მე ჩვენი გუნდის თამაშში ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახე. აქედან გამომდინარე, ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად მივდივარ. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ ინგლისის ნაკრებში. აქამდე გუნდის საშუალო ასაკი 30 წელი იყო, ახლა კი ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მინდოდა, კიდევ ორი წელი დავრჩენილიყავი ინგლისის ნაკრების სათავეში, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ეს დიდებული ბიჭები ვიღაც სხვამ უნდა გაწვრთნას. რაც შეეხება ისლანდიას, ისინი ფანტასტიკურები იყვნენ".

ჰეიმარ ჰალგრიმსონი (ისლანდია): "რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ისლანდია ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ითამაშებსო, ნამდვილად არ დავიჯერებდი. ეს ფანტასტიკაა, რომელიც უნდა დავიჯეროთ. მგონია, რომ ახლა ყველაფერი შეგვიძლია".

მატჩის გმირი

ამ შემთხვევაში ტრადიციას უნდა ვუღალატოთ და მატჩის გმირად არა ისლანდიის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი, არამედ მთელი ისლანდიის ნაკრები შევრაცხოთ. მართლაც, ისლანდია იბრძოდა, როგორც ერთიანი მთელი, როგორც ერთ მუშტად შეკრული ერთობა. ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი პატრიოტი ფეხბურთელები ჰყავს. ციდა ისლანდიის მაგალითი საქართველოსთვის გადამდები უნდა იყოს.

ერთხელაც დამტკიცდა, რომ თუ საკუთარი თავის გჯერა, თუ ფეხზე მყარად დგახარ, თუ შენი ქვეყნის ფეხბურთს შიდა ინტრიგები და შური არ ჭამს, თუ არ გეშინია, კლასით უკეთესი გუნდის წაქცევაც შესაძლებელია. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, სუპერჩემპიონატი გქონდეს. უბრალოდ, ისლანდიელი ფეხბურთელები სათამაშოდ ევროპასა და ბრიტანეთში მიდიან. არა რუსულ საშუალოზე დაბალი გაქანების კლუბებში და იქ მათი მენტალიტეტი სხვანაირად ყალიბდება.

მსაჯი

39 წლის სლოვენიელმა დამირ სკომინამ შესანიშნავად იმსაჯა. თერთმეტმეტრიანი ისლანდიელთა კარში დასანიშნი იყო. რაც შეეხება შემდგომ ეპიზოდებს, სკომინას მნიშვნელოვანი შეცდომა აღარ დაუშვია.

ანალიზი

ისლანდია მეოთხედფინალშია, ინგლისი - სახლში. ეს გადატრიალება თუ არა, გვარიანი რყევა კი არის თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში. პატარა ქვეყნებს სჭირდებათ შანსი. ეს დიდი იმედგაცრუებაა იმათთვის, ვისაც პატარა ნაკრებები თუ გუნდები არაფრად ეპიტნავება.

ეს მესიჯია პატარა საფეხბურთო ქვეყნებისათვის: ყველას შეუძლია, შექმნას თავისი საფეხბურთო ზღაპარი. დაუვიწყარი ზღაპარი, რომელიც იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ის ქვეყანა, რომლის წარმომადგენელმა ფეხბურთელებმაც შექმნეს ის.

ინგლისმა მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. ჭკვიანმა შვედმა ლაგერბაკმა აშკარად მოუგო დუელი როი ჰოჯსონს. ისლანდიამ მინდვრის ყოველი გოჯისათვის ბოლომდე იბრძოლა და სივრცეები მოუსპო ინგლისს.

ჰოჯსონმა თავისი ფეხბურთელების შემოქმედებითი ნიჭი ვერ გამოიყენა. ის შტერი არაა, მაგრამ იმაზე მეტი კი არის, რაც გუშინ ვიხილეთ. ფეხბურთელები შებოჭილები იყვნენ, თითქოს ეშინოდათ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებისა.

გამონაკლისი იყო მარკუს რაშფორდი, ვინც ძალიან ცოტა ითამაშა, მაგრამ საუკეთესო გახლდათ ინგლისელთა შორის. როგორ აკლდა ინგლისს სხვა შემტევების დრიბლინგები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები.

ტურნირი აშკარად ჩააგდო როი ჰოჯსონმა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ვარდის უგულებელყოფა მაშინ, როცა ჰარი კეინს საფრანგეთში თამაში არ წაუვიდა. ისმის კითხვა, რატომ არ წაიყვანა ჰოჯსონმა ევროფორუმზე "ლესტერის" ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი დრინკვოტერი, ან სად იყო ცენტრალური მცველი სტოუნსი, როცა ინგლისს დაცვის ცენტრში უამრავი პრობლემა ჰქონდა?

მაშ ასე, ინგლისი სახლში წავიდა. მოხდა ის, რაც ყველა ტურნირზე ხდება ხოლმე. ეგაა, ისლანდიასთან მარცხს ინგლისში საერთო-ეროვნულ ტრაგედიად მიიღებენ.

დასკვნა

ინგლისის ნაკრების წარუმატებლობამ ერთხელაც უნდა დააფიქროს ამ ქვეყნის საფეხბურთო მამები. ყველას მოგვწონს პრემიერლიგაში ლეგიონერების ჩაუქობა, მაგრამ სად არიან ინგლისელი ვარსკვლავები? ალი, დაიერი, კეინი და სხვები ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ არა იმ გაქანების ვარსკვლავები, რომ დიდი ტურნირები მოიგონ.

whoscored.com-ის ტოპ-5

რაგნარ სიგურდსონი ისლ. 8,9

კოლბეინ სიგტორსონი ისლ. 7,9

კარი არნასონი ისლ. 7,7

კრის სმოლინგი ინგ. 7,5

ჰარი კეინი ინგ. 7,4

27 ივნისი. ნიცა. "ალიანზ რივიერა"

ინგლისი - ისლანდია 1:2

გოლები: 1:0 რუნი (4,პენ), 1:1 რ. სიგურდსონი (6. არნასონი), 1:2 სიგტორსონი (18. ბიოდვარსონი)

ინგლისი (4-3-3): ჰარტი - უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი - ალი, დაიერი (46. უილშირი), რუნი (86. რაშფორდი) - სტარიჯი, კეინი, სტერლინგი (60. ვარდი)

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბ. ბიარნასონი - სიგტორსონი (ე. ბიარნასონი), ბიოდვარსონი (89. ტაუსლასონი)

გაფრთხილება: სტარიჯი - გ. სიგურდსონი, გუნარსონი

კარში დარტყმა: 9(5)-3(5); კუთხური: 7-2; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 33 901

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქუთაისელი

ინგლისელებს მართლა სჭირებიათ Brexit-ი. გასუფთავდება პრემიერ-ლიგა ზოგიერთი ფულზე დახარბებული ევროკავშირელი ნაგვისგან და ფართო გზა მიეცემათ "ზაპასში" მჯდომ ნიჭიერ, გენეტიკურად მებრძოლ ბრიტანელ ბიჭებს. ჰოჯსონმა დრინკუოტერი და ოლბრაიტონი დატოვა, მილნერი საერთოდ არ ათამაშა, ვარდის ნახევრად ახეხინა სკამი, როცა სტერლინგს და დიდად გაპიარებულ ალლის შაურის არაფერი გაუკეთებიათ. იგივე ბებერი ლომი დელ ბოსკე, ტორესს კაცი დატოებდა მისი გამოცდილებით, თანაც მაგარ ფორმაში იყო წელს, ან ხორვატიასთან ვერ დაასვენა ბარსელონას,რეალის ფეხბურთელები, რომლებსაც მძიმე სეზონი ჰქონდათ. კაროჩე, ყველაფერს წყვეტს ფარა, ანუ მაყვალა, ანუ მისი უდიდებულესობა ფული!!!

• ზაური

ისლანდია სამაგალითო ქვეყანაა არამარტო ცხოვრების წესით, არამედ როგორც ვხედავთ ფეხბურთითაც. მივბაძოთ მათ. ყოჩაღ ისლანდიელებო! თქვენი გულშემატკივარი ვარ!

• zviadi

ევროპამ ინგლისზე შური იძია

• მსქროლავი ტროლი

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისლანდიელებმა ჩაწყობა შესარჩევიდან დაიწყეს, როცა ორივე თამაში მოუგეს ჰოლანდიას და ჯგუფში ჩატოვეს, ფინალურ ეტაპზე კი სახსრები შემოაკლდათ და მხოლოდ ფრეები ჩააწყეს პორტუგალიასთან და უნგრეთთან, რაც ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და იძულებულები გახდნენ, ავსტრიასთან უკვე მოგება ჩაეწყოთ.... ინგლისელებმა ფიფას საჩივრით მიმართეს, რომ ისლანდიელები თამაშის ჩაწყობას აპირებდნენ, მაგრამ ფიფამ რეაგირება არ მოახდინა და პროტესტის ნიშნად ინგლისმა ევროკავშირი დატოვა.... ახლა საფრანგეთს ეჩალიჩებიან და როგორც ამბობენ, ამ საქმეში გენერალი შარლ დე გოლიც კი ჩაურთავთ და რეალობა კი ის გახლავთ, რომ ეს ჩაწყობები ორიოდე ათწლეულით ადრე დაიწყეს, როცა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას მიჰყვეს ხელი საკუთარ ქვეყანაში და საამისოდ ფეხბურთში ფულის ჩადება გადაწყვიტეს.... აი, ერთი ეგეთი ჩამწყობი საქართველოსაც დახატავდა, მაგრამ რატომღაც ჩვენი ენდემური ჯიშის ჩამწყობ-მაფიოზები საქვეყნო საქმეების ჩასაწყობად ვერ იცლიან ჯერ-ჯერობით.....

• bavaria-ს

აბა რააა 100%-იანი ბრძანდებით!ნაღდად ჩააწყვეს!მთელი მატჩის განმავლობაში არცერთი(გიმეორებთ)არცერთი ისლანდიელი არ გაჩერებულა!!!(უკვე ჩაწყობილია!ასე როგორ შეიძლება?!)გულშემატკივარი სტადიონზე თუ ეკრანებთან ლამაზად და ომახიანად გულშემატკივრობდა თავის ქვეყანას,ხოლო ფეხბურთელები მთელი 90წუთი 120კმ/სთ დარბოდნენ და იბრძოდნენ!!!(აშკარად ჩაწყობილია!!)აი ბოლო ნაღდი ჩაწყობა კი ისლანდიელი კომენტატორის არაადამიანური წივილ-კივილ-ჭყვიტინ-ღრიალ-ტირილ-სიცილია!!!!!!

• გუჯა კახაძე

ქართველ ფეხბურთელებს უფრო მაღალი კლასი აქვს და ამას ყველა უცხოელი მწვრთნელი აღიარებს. ამიტომაც ვცდილობ მათთვის დაუღლელად სირბილის სწავლების ნება დამრთონ და შედეგი ბევრად უკეთესი გვექნება, ვიდრე ისლანდიას აქვს.

• bavaria

ისლანდია საღოლ, მაგრამ მაინც ჩაწყობილი მგონია, არც მედო ამ თამაშზე და არც ინგლისის გულშემატკივარი ვყოფილვარ არასოდეს, მაგრამ ასე უსისტემოდ და უნიჭოდ თამაშს სხვას ვერაფერს ვაწერ, ბოდიშს ვუხდი ისლანდიის გულშემატკივრებს. (მაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ მოგზავნილი მგონიხართ მაინც)

• qartveli

ქართველებო ნახეთ როგორ თამაშობენ 350000 კაცმა ინგლის მოუგო. თქვენ კი სვამთ , წამალს იკეთებთ და მაგარი ერი გგონით. მათ ხელფასაც უყურეთ და თქვენსაც, თქვენს ცხოვრებას უყურეთ და მათსაც, თქვენს ფეხბურთსაც უყურეთდა მტსაც და ამავე დროს თქვენ რა ნამუსით იწუნებთ ევროპელებს და ...რუსებს უდგებით გვერდით. თქვენ მაგ რუსეთი მოგიღებთ ბოლოს,

"მეცხვარეებმა" ცხვარი დააბინავეს და ეცდებიან "მამლებიც" დაადედლონ ან ქანდარაზე შემოსვან, რაც ალბათ შეუსრულებელი მისიაა, მაგრამ რას გაიგებ ყველას გვახსოვს დანია და საბერძნეთი. ისლანდიაც ისეთივე ფეხბურთს თამაშობს როგორც მაშინ დანია, მაქსიმალურად შედეგიანს. ისინი იყენებენ ფაქტიურად 80 პროცენტს საგოლე მომენტების.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა

"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე

სკანდალი ისლანდიაში - ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა გადადგა

რუნი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ახლოსაა

ერთა ლიგა. VI ტური: იტალიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ინგლისმა იმარჯვეს, რუსეთი ბელგრადში განადგურდა [VIDEO]

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო

რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ

ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ

"არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი - მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო

როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო

9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია

"შესანიშნავი მწვრთნელია" - რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა

რუნი "პლიმუთს" აღარ გაწვრთნის

დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!

ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა

"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს