ახალგაზრდა ქართველის მენეჯერი მიხეილ მეტრეველი ევროპულ ვარიანტებზე ლაპარაკობს
დონეცკის "შახტარმა" მოსამზადებელი ეტაპი ახალი მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას ხელმძღვანელობით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ უკრაინული გუნდი ჰოლანდიურ შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ "შახტარს" თან არ ახლდა გიორგი არაბიძე.

ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამ ზაფხულს დონეცკელთა გუნდის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა sportall.ge-ს გაუმხილა.

[ექსკლუზივი] ევროპულ გუნდში მივდივარ - გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარს" ტოვებს!

რომელ კლუბში გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამის გასარკვევად არაბიძის მენეჯერს, უკრაინაში მცხოვრებ მიხეილ მეტრეველს დავუკავშირდით...

- უპირველესად, გვაინტერესებს, რა ბედი ელის გიორგი არაბიძეს?

- ჯერ ის არსად არ მიდის. საერთოდ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- ეს ხომ თავად თქვა?

- გიორგის "შახტართან" კონტრაქტი აქვს და მე ვთქვი, რომ ჯერ არ მიდის, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არ არის, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

- გამოდის, რომ მოლაპარაკებები მაინც დაწყებულია...

- კარგ ფეხბურთელს მიწვევები მუდამ აქვს და გიორგიც არ არის გამონაკლისი. მისი ამბავი რომ გაიგეს, დაინტერესებული კლუბები გამოჩნდნენ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი - დაწყებულია არა მოლაპარაკებები, არამედ ურთიერთობები სხვა კლუბებთან და მათ წარმომადგენლებთან. პირველ რიგში, მათ უნდათ გარკვევა, შესაძლებელია თუ არა თანამშრომლობა.

- კარგი, იყოს არა მოლაპარაკება, არამედ ურთიერთობა, როგორც თქვენ თქვით. მაშინ ის მაინც გვითხარით, ვისთან გაქვთ ეს ურთიერთობა?

- უკრაინულ და სხვა ქვეყნების კლუბებთან, მათ შორის - ბელგიასა და ჰოლანდიაში. გიორგისთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა. მას ახლა ეს ჰაერივით სჭირდება, რომ გაიზარდოს, გამოცდილება მიიღოს და "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად იყოს. ამიტომ, შესაძლოა, რომელიმე კლუბში იჯარით ითამაშოს.

- თითქოს, ზაფხულში დონბასელთა მთავარ გუნდში უნდა მომზადებულიყო. მერე რა შეიცვალა?

- არაფერიც არ შეცვლილა, ეს მუშა პროცესია. ზაფხულში ორი მოთამაშის გაყიდვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ისინი "შახტარში" დარჩნენ. გიორგის სწორედ მათი წასვლის შემთხვევაში მიეცემოდა შანსი. 18 წლის ბიჭია და ყოველდღე იზრდება, მაგრამ ჯერ ძირითად შემადგენლობაში ასე თამამად ვერ დააყენებენ. ყოველ მატჩში 20-30 წუთი რომ ათამაშონ და სეზონში 25 მატჩი მაინც დაუგროვდეს, შემდეგ სეზონში უკრაინის უმაღლეს ლიგაში თავს აუცილებლად გამოიჩენს.

- ამჟამად სად ვარჯიშობს?

- "შახტარის" დუბლშემადგენლობაშია. შესვენების შემდეგ ფიზიკურად ამზადებენ. ამაში სენსაციური არაფერია, ყველაფერი კარგად არის. ახლა ის სერიოზულად, დიდი დატვირთვებით ვარჯიშობს და დარწმუნებული ვარ, ახალ სეზონში კიდევ უფრო გაიხსნება.

- მირჩა ლუჩესკუს არაბიძე მოსწონდა. როგორია პაულო ფონსეკას დამოკიდებულება?

- ფონსეკამ თქვა, რომ არაბიძეს აკვირდება. წინააღმდეგი არ არის, რომ იჯარით უკრაინის უმაღლესი ლიგის ან სხვა ქვეყნის გუნდში გაუშვას და იქ პრაქტიკა მიიღოს. ფონსეკას არ სურს, რომ გიორგი დუბლებში მოცდეს. კლუბია თავად დაინტერესებული, რომ გაიზარდოს და მთავარ გუნდში ადაპტაცია დროულად გაიაროს, უფრო მაღალ დონეზე კი მხოლოდ პრაქტიკის შემთხვევაში ითამაშებს.

- ლუჩესკუს მისი "ზენიტში" გადაყვანის სურვილი თუ გამოუხატავს?

- ინტერესი არა მხოლოდ "ზენიტს", არამედ კიდევ რამდენიმე გუნდს აქვს. თუ საინტერესო წინადადება ექნება და უკრაინის დუბლების ჩემპიონატზე უკეთეს დონეზე ითამაშებს, მაშინ სიამოვნებით წავა. მაგრამ იმავე დონეზე გადასვლას, ანუ სხვა გუნდის დუბლებში წასვლას აზრი არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shala
ამოყოფს თავს ალბათ დანიის მე-4 ლიგაში. კაროჩე რაა. რა ჭირთ ამ ქართველ ფეხბურთელებს 18 წლის რომ ხდებიან ამის მერე?
Gio
უკვე გასაგებია რაც ხდება.... შახტარმა წაიყვანა თავის დროზე ქართველი ტალანტები თარგამაძე ოქრიაშვილი და შემდეგ გაანათხოვრა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და დღეს სად არიან კი ვხედავთ... ან არაბიძე შარშან რომ გადადიოდა არ იცოდა სად ითამაშებდა თუ ერთ სეზონში ისე მოუმატა რომ დობლებს აღარ კადრულობს?! აგერ ყიფიანიც არ ათამაშებს ესეიგი რაღაც ვერ არის ისე როგორც უნდა იყოს!!!
zaza
მენეჯერია მინო რაილოა! ეს ვინაა?!
Walkabout-ს
ისე ცნობისთვის მხითარიანი, ფერნანდინიო დუგლას კოშტა, დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი შახტარში განვითარდნენ და იქცნენ ვარსკვლავებად
kaxa
არაბიდზეს მენეჯერი არ კავს ნამდვილად ვიცი რაებს ცერენ არცერტი სიმარტლე არარი
vato
გერმანიის მეორე ბუდესლიგა ძალიან კარგი ეტაპი იქნებოდა მის კარიერაში. მაგალითად სანტ პაული (ჰამბურგში). შემტევი სტილის ფეხბიურთს თამაშობენ და შემდეგი სეზონისთვის დიდი შანსია პირველ ლიგაშიც გადავიდნენ.
Walkabout
კია ნიჭიერი მაგრამ სულ რომ 5-ჯერ ზედიზედ მოიგოს შახტარმა ჩემპიონთა ლიგა ხომ ყველა ხედავთ რომ 19 წელია უკვე ვერც ერთმა უკრაინა-რუსეთში წასულმა ქართველმა მოუმატა კი არა აქედან წასვლისას რაც იყო იმასაც მოუკლო, არ არის ასობით მაგალითი საკმარისი? გაახურეთ რაა ამ შახტარებით, ზენიტებით და სპარტაკებით, რუსულ-უკრაინული გრანდობა არ ნიშნავს ფეხბურთელის განვიტარების გარანტს...
gia
არაბიცეს ასეტი მენეჯერი რად უნდა,,გიორგი ბრილიანტია და კველგან დაამტკიცებს ამას...
vova
ძალიან მაგრა უკეტებს მენეჯერობას ის ბალთას იძახის ეს ალთას
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
მიხეილ მეტრეველი: ტრიბუნაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ბავშვები ქართულ სტილს დაშორდნენ
ასე ამხნევებს დისკვალიფიცირებული ფონსეკა მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს მატჩამდე - "ლიონის" გვერდმა ვიდეო გაავრცელა [VIDEO]
გიორგი არაბიძე მთავარ "შახტარში" ავარჯიშეს
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
გიორგი არაბიძეს "გალათასარაი" იწვევს?
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს - ფონსეკამ "ლიონის" ტრანსფერებზე ისაუბრა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გიორგი არაბიძე პაულუ ფონსეკას "შახტარის" მთავარი გუნდის შეკრებაზე მიჰყავს
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
"მეტს ვიმსახურებდით" - პაულო ფონსეკა "იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ
სკანდალი. ლუჩესკუმ განაცხადა, რომ ყაზახეთის ევროზე შესაძლო გასვლა არანორმალურია - ყაზახები აღშფოთებული არიან
"ეს პოლიტიკური აღსრულებაა" - ფონსეკას უკრაინელი მეუღლე თავისი ქმრის 9-თვიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა - მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
რამდენი ხანი გასტანს საუდის არაბეთში საფეხბურთო ბუმი? - ლუჩესკუ პროგნოზირებს
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
ბუნდესლიგა, ჰოლანდია თუ ესპანეთი - საით წავა გიორგი არაბიძე
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
მიხეილ მეტრეველი: "შახტარი" სამ ქართველს აკვირდება - უკრაინული კლუბები გიორგი არაბიძის ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებას