ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
სოსო ფრუიძემ და "ჩიხურამ" ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარეს. საჩხერელებმა კიშინიოვში "ზიმბრუ" მინიმალური ანგარიშით, მაგრამ დამაჯერებლად დაამარცხეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს II საკვალიფიკაციო ეტაპისკენ.

ქართველმა სტუმრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. მე-18 წუთზე საბა ლობჟანიძემ მოხდენილი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი ივანიშვილი. დენის რუსუ კარიდან დროულად გამოვიდა და ფორვარდი წააქცია. საჩხერელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა - უშედეგოდ.

ძალიან აქტიური იყო მარცხენა მცველი თორნიკე გრიგალაშვილი, რომელმაც რამდენჯერმე გაამწვავა იერიშები. სტუმრები უტევდნენ, თუმცა კარგა ხანს - ამაოდ. ასე დასრულდა ლობჟანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა და ფლანგური გადაცემის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილის თავური დარტყმაც.

36-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან გეორგე ანტონი გააძევა. "ზიმბრუს" ნახევარმცველმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა - "ჩიხურას" მცველმა მეკარე დინო ჰამზიჩს ბურთი დაუგორა, ანტონი კი საჩხერელთა გოლკიპერზე გაშლილი ფეხით წავიდა და როცა მიხვდა, რაც დააშავა, სიმულაციას მიმართა - მოედანზე არტისტული კოტრიალი დაიწყო, აქაოდა, მეც დავშავდიო. მაგრამ ფინელ არბიტრთან ეს ფანდი არ გაუვიდა და უმალ წითელი ბარათი იხილა.

მატჩის ერთადერთი გოლი ტატანაშვილმა გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან გიორგი რეხვიაშვილმა ჯარიმა შეასრულა, მცველთა ყურადღება ლობჟანიძემ საკუთარ თავზე გადაიტანა, რითიც ტატანაშვილს დასარტყმელი სივრცე გაუჩნდა, დაუსხლტა მეურვეს და თავურით ბურთი დაბალ კუთხეში მოათავსა - 1:0.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტი არც გაძევებამდე შეუქმნიათ და არც მის შემდეგ. "ჩიხურას" მეკარე ჰამზიჩი კი მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ გახდა უხეშობის სამიზნე, როცა ამანსიო ფორტესს გამოსვლაზე დაასწრო, პორტუგალიელმა ლეგიონერმა კი მკერდში ფეხი წაჰკრა...

სამწუხაროდ, მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება მოუხდა გიორგი განუგრავასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში "ჩიხურას" საკვანძო ნახევარმცველი დააკლდება.

მეორე ტაიმში ტატანაშვილს "ჩიხურას" უპირატესობის გაზრდა კიდევ შეეძლო: ჯერ ლობჟანიძემ დატოვა ის პირისპირ, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მერე დენის დობროვოლსკიმ შორიდან მძლავრად დასცხო და "ზიმბრუს" მეკარემ ბურთი "ცხრიანიდან მოხსნა".

ბოლო წუთზე კი ისიც აშკარად შეცდა, ბურთი აუტის ხაზთან მიიღო და საჩხერელთა ნახევარზე გადაგდება სურდა, მაგრამ საჯარიმოსთან ტატანაშვილმა ჩაჭრა და კარში გაგზავნა, თუმცა, სუსტად მოუვიდა და მეკარეს შეცდომის გამოსწორების საშუალება მისცა.

იხილეთ ფოტოგალერეა

საბოლოოდ, "ჩიხურამ" 1:0 მოიგო და 5 ივლისს "ზიმბრუს" საპასუხო მატჩისთვის ზესტაფონში ელოდება.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

- სოსო ფრუიძე: შეტევაში უფრო სწრაფები ვიყავით, ვიდრე მეტოქის მცველები

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

30.06. კიშინიოვი. "ზიმბრუ". 2 000 მაყურებელი

ზიმბრუ-ჩიხურა 0:1

გოლი: 0:1 ტატანაშვილი (40. რეხვიაშვილის პასით)

ზიმბრუ: რუსუ, დიეგო ლიმა (46. ზაგაევსკი), ანტონი, სპეტარუ (86. კაბი), ამანსიო ფორტესი, ლუანი, ალექს ბრუნო, ჟარდენი, ემერსონი, იზალდო, კულიბალი (81. ერიკი).

სათადარიგოები: სტარიში, ბურგიუ, ტიმბური, დამაშკანი

მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, ლობჟანიძე (66. ლექვთაძე), ივანიშვილი (90. დეკანოიძე), გაბედავა (57. დობროვოლსკი), ტატანაშვილი.

სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, მუმლაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: განუგრავა (23), ჰამზიჩი (36), ჟარდენი (75)

გაძევება: ანტონი (36), განუგრავა (61. მეორე ყვითელი)

არბიტრი: იარი იარვინენი (ფინეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jarji21
დინამო 81 არაფერია, მეორე მატჩზე, სახლი, კარი, მეზობლები, მთელი ქონება ჩადევ და მხიარულად იცხოვრებ :) წარმატებები :)
vato
დიდი არაფერი მომხდარა ერთნაირი დონის და ბიუჯეტის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მოიგო საბედნიეროდ ჩიხურამ. ევროპალიგის კვალიფიკაციის დონის რომ იყოს ჩიხურა ასეთ გუდნებს როგორიცაა ზიმბრუ უნდა მოუგოს მინიმუმ 4 ბურთიანი სხვაობით. ვნახოთ სახში რა იქნება.
fruidzes
აი რა მოაქ გუნდის და მწვრთნელის სტაბილურობას, მალადეც ბიჭებო, საღოლ ფრუიძე, მართლაც ესეთი ლაღი და კარგი ფეხბურთი ქართველების შესრულებით არ მინახია. ფორმაც კარგია მომეწონა ახალი
დინამო 81
10თამაში დავსვი.მე-11 ზიმბრუს 1х მქონდა... 2117ლარი...ფუუ..
ანატოლი
სოსო გისურვებ პერმანენტულ გამარჯვებებს.
FSG
ბიჭებო არ მოდუნდეთ გთხოვთ ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაიაროთ,მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა
bavaria
არა მგონია და არც მინდა ზიმბრუ ძალიან სუსტი მეტოქე იყოს, ამდენი საგოლე მომენტი და ასეთი ლაღი ფეხბურთი საქართველოს გუნდების შესრულებით იმ 90იანელების დინამოს შემდეგ არ მინახავს, ბრავო ბიჭებს და ბრავო ფრუიძეს!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
"ჩიხურა" თურქულ შეკრებაზე მეორე სპარინგს უნგრულ "კიშვარდასთან" გამართავს
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ზიმბრუს" მწვრთნელი: მაშინ "ჩიხურას" მეკარეც უნდა გაეძევებინათ
ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: ეს ჩემთვისაც მტკივნეული თემაა...
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ჩიხურა VS ზიმბრუ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!..
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
საჩხერის "ჩიხურა" ავსტრიულ შეკრებაზე 9 ივნისს გაემგზავრება
ჩიხურა-ზიმბრუს მატჩის ტრანსლაციას ქართული კლუბი უზრუნველყოფს
ზაზა ზამთარაძე: გრიგალაშვილებიც და მორჩა, "სამტრედია" დაკომპლექტებულია!
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
თორნიკე გრიგალაშვილი "ტორპედოში" გადავიდა
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
საჩხერის "ჩიხურა" "ზიმბრუსთან" სათამაშოდ მოლდოვაში 19-კაციანი გუნდით გაემგზავრა
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
ჩიხურა-ზიმბრუ 2:3 - გულსაკლავი ქართული სურათი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს