ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

The Economist: საქართველო იმსახურებს ელიტაში თამაშის შანსს, მაგრამ...

The Economist: საქართველო იმსახურებს ელიტაში თამაშის შანსს, მაგრამ...

RugbyVision-მა გამოითვალა, როგორ დასრულდებოდა მატჩი საქართველოსა და იტალიას შორის

The Economist-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შანსს ექვსი ერის პირველობაზე მოხვედრაში, სათაურით: "წესით, საქართველომ უნდა მიიღოს ელიტაში თამაშის შანსი, მაგრამ, ალბათ, ამ შანსს ვერ მიიღებს".

"ევროპულ რაგბის ბოლო ორ კვირაში საამაყო ბევრი ჰქონდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები ტესტების გასამართავად სამხრეთს ეწვივნენ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის წარუმატებლობა (არც ერთი ევროპული გუნდი არ გასულა ნახევარფინალში) დაევიწყებინათ.

მართლაც, ინგლისმა ბოლოს და ბოლოს, მოიგო სერია ავსტრალიაში, ირლანდიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა სამხრეთ აფრიკაში მასპინძელთა დამარცხება, საფრანგეთმა ორიდან ერთი შეხვედრა მოუგო არგენტინას. მხოლოდ უელსმა დათმო ყველა შეხვედრა მასპინძელ ზელანდიასთან და ამ გუნდთან 1953 წლის მერე კვლავ მოუგებელია.

კიდევ ერთი ევროპული გუნდი ეწვია სამხრეთს - საქართველოს იშვიათად იწვევევენ სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგრამ მსოფლიოს თასზე ამ გუნდმა 4-დან 2 შეხვედრა მოიგო.

ქართველებმა ვერ შეძლეს ოკეანეთში უძლიერესი გუნდის წაყვანა. მაგალითად, ვერ წავიდა გუნდის კაპიტანი და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთში კლუბში თამაშობდა.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მოუგო ტონგასა და ფიჯის და ფრედ ეთამაშა სამოას.

ოკეანეთში ძლიერი თამაში საქართველოს რაგბის კავშირს მეტ წონას მატებს, როცა ეს ორგანიზაცია ექვსი ერის შანსს ითხოვს. დღეისათვის ექვსი ერი დახურული მაღაზიაა - ინგლისი, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია თამაშობენ. მაგრამ იტალიელები, რომლებიც ამ საუკუნეში დაემატნენ ტურნირს, დიდად ვერ სჯობნიან ქართველებს.

RugbyVision - რაგბის პროგნოზის მოდელი, ვარაუდობს, რომ იტალიის ნაკრები ნეიტრალურ მოედანზე "ლელოებს" მხოლოდ 7 ქულით მოუგებს.

ბოლო ათწლეულში "ლელოებს" მხოლოდ ერთხელ მიეცათ ექვსი ერის გუნდთან თამაშის შანსი (მსოფლიოს თასის მატჩებს თუ არ ჩავთვლით). მსოფლიო რაგბის ყოფილი შეფი ბერნარ ლაპასე საქართველოს მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ ტურნირი უნდა გაიხსნას და საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შანსი მიეცეთ.

მაგრამ ეს მალე არ მოხდება. კარგად გვახსოვს ექვსი ერის შეფის ჯონ ფეჰანის სიტყვები: "ექვსი ერის სადარდებელი არ არის, როგორ განვითარდება ქართული და რუმინული რაგბი".

საქართველოს რაგბის კავშირი აუცილებლად მოიგებს ფინანსურად ექვს ერში ჩართვით. 2014 წელს ამ ორგანიზაციის მთელი შემოსავალი 7,5 მილიონი ევრო იყო, მაშინ, როცა იტალია მარტო ექვს ერზე სატელევიზიო უფლებებით წელიწადში 16,5 მილიონ ევროს შოულობს.

ამასთან, "ლელოებისთვის" მოგება ექვსი ერის ორგანიზაციისთვის წაგება იქნება, ტურნირის ორგანიზატორი კი კერძო კომპანიაა. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, იტალიის - 60.

"საერთო მედიაშემოსავლები დაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იტალია გავარდება და მის ადგილს საქართველო დაიკავებს. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოსა და იტალიის მედიაბაზრებს შორის უზარმაზარი სხვაობაა", - გვიხსნის რობინ ჯელისი, სატელევიზიო მედიამარკეტინგის სპეციალისტი.

რაგბი ევროპის შეფი ოქტავიან მორარიუ ამბობს, რომ რაგბის სამყაროს ჩაკეტილი ბუნების გამო რაგბი ერთადერთი სერიოზული სახეობაა, რომელსაც არ აქვს ევროპის ჩემპიონატი. შესაძლოა, საქართველომ მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემები მოუტანოს ექვსი ერის ორგანიზაციას, მაგრამ ეს ცვლილება კარგია გრძელვადიანი გათვლით.

საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რაგბის სერიოზულად თამაშობენ, მაგრამ არასოდეს ყოფილან ბრიტანეთის კოლონია. სწორედ ამ სპორტის იმპერიალისტური წარმოშობის გამო ძნელია მისი გლობალური განვითარება.

მაყურებელთა დიდ ნაწილს სიამოვნებს, როცა აუტსაიდერი გუნდი იმარჯვებს ფავორიტზე, როგორც ეს იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩში მოხდა. მათ ნამდვილად გაახარებთ საქართველოს შემდგომი წარმატებები, მაგრამ სანამ ექვსი ერი კარტელის ტიპის ორგანიზაციაა, საქართველოს შანსი არ მიეცემა".

• ქუთათური

აქსიომაა ადამიანური საზოგადოების - კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. რაც მეტად გააგრძელებს 6 ერი კარჩაკეტილობას და რაც უფრო დიდხანს არ ექნებათ 6 ერის გუნდებს ჩამორჩენის, გავარდნის და დაქვეითების შიში, მითუფრო გაიზრდება ნაპრალი ჩრდილო ნახევარსფეროსა და სამხრეთ ნახევარსფეროს შორის და ეს ნაპრალი ევროპელების სასარგებლოდ ნამდვილად არ იქნება. 6 ერის ორგანიზატორი კი კერძო კომპანიაა, მაგრამ სად არის რაგბის ევროპის კავშირი, ნუთუ მათ სიტყვაზე მეტი ფასი კერძო ორგანიზაციას აქვს რაგბში? არადა ერთი დადგენილებით შეუძლიათ საერთოდ გააუქმონ ეგ ნაქები 6 ერი და მერე ვინ ვის დაარიგებს ჭკუას საკითხავი იქნება. უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად, ეს კლასსაც აამაღლებს გუნდების და პატარა ქვეყნებსაც მისცემს სტიმულს წარმატების მისაღწევად

• giorgi-ს

მოდი პროფესორობას შეეშვი ჩემო ძმაო და თვითონ დაფიქრდი ცოტა. პლეი-ოფი ზუსტად მაგიტომ არსებობს, რომ ძლიერმა ჩაანაცვლოს სუსტი. თუ იტალია ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდება, დარჩება 6 ერში, თუ არადა მომდევნო წელს ექნება შანსი დაიბრუნოს ძველი ადგილი. აბა შენ ის მიგაჩნია სამართლიანობად, რომ ჩვენი ბიჭები ერთი თავით მაღლა არიან იტალიელებზე და მაინც ისინი არიან 6 ერზე? ისე ცნობისთვის, იტალიაც არ არის დიდი ხნის დამატებული 6 ერზე, მაშინ არ გამოუთქვამთ გაფართოებაზე პროტესტი და ეხლა ჩვენმა შიშმა რომ შეიპყრო ეხლა გახდა 6 ერის გაფართოვების იდეა იტალიელებისთვის ასე მიუღებელი? შენ მიდი ჩემო ძმაო და ფეხბურთს უგულშემატკივრე ისევ, როგორც ერთა დაწერა აქ ფეხბურთი ყოფილა ძალიან სამართლიანი, თან განსაკუთრებით თურმე ფიფას და უეფას კორუფციული სკანდალის ფონზე ყოფილა სამართლიანობა ზენიტში

• musenbazi

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატმა ნათლად აჩვენა რომ 6 ერს მომავალი არ აქვს... სამხრეთ ნახევარსფეროსთან შანსიც არ აქვთ, რაც უფრო მეტად ჩაიკეტებიან საკუთარ თავში მით უფრო მეტს დაკარგავენ... თბილისში იტალიას, შოტლანდიას და დღევანდელ საფრანგეთსაც თავისუფლად შეგვიძლია მოვუგოთ!!!

• ალეკსანდრე

იტალიის გულშემატკივარს-საქართველო უკვე გადაიზარდა ევროპა ლიგისგან,უნდა მიეცეს შანსი 6ერში დასამკვიდრებლად,იტალიამ თავის თავს მიხედოს,ეს მარტო მსოფლიო რაგბის განვიტარებას შეუცყობს ხელს

• sake

გიორგი გენაცვალე, იქნება უფრო ნათლად ახსნა რის თქმა გინდოდა?რა ხელის მოთბობა ან რას ნიშნავს სხვის ხარჯზე გაკეთება?

იმ კომერციულ ტურნირს ხელი კარგად მოუჭირონ და რასაც მოიგებენ 5–6 წელიწადში ნახავენ. რაც შეეხება იტალიას, ჩამოვიდეს საქართველოში და რა სახელითაც წავა, რომში დაიტრაბახოს

• გიო

ჩვენი სურვილი მაღალ დონეზე თამაში, განვითარება და ნამდვილი წარმატებაა, თუმცა სიმართლე და რეალობა ჯონ ფეჰანის ნათქვამია: "ექვსი ერის სადარდებელი არ არის, როგორ განვითარდება ქართული და რუმინული რაგბი". დიახაც, სპორტი კომერციაა და თუ საქართველოს და რუმინეთს მიიღებენ, ამით "ექვსი ერი" მხოლოდ წააგებს. წარმოიდგინეთ, ზედმეტი ხარჯი, დიდ მანძილზე ფრენა, იაფი ბილეთები(საქართველოში 50 ევროს რაგბის საყურებლად ძალიან ცოტა გადაიხდის), ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის არქონა და ა.შ. რაგბი ერთგვარი კლუბია, სადაც არის ელიტა და ე.წ. "მომსახურე პერსონალი", ჰოდა, რატომ შეიყვანს ელიტა თავის ოჯახში მეორეხარისოვან პერსონალს?! მით უმეტეს, ამ "ელიტის" გარდა რაგბი შემოსავლის მომტანი არსად არის და დიდი ხანი არც იქნება.

• giorgi

ცოტა დაფიქრდით ხალხო რას ამბობთ. დავუშვათ დაინერგა პლეიოფის სისტემა და გამოვარდა იტალია ჩვენ კი შევედით. მერედა სად ვუშვებთ იტალიას? რუსეთთან პორტუგალიასთან ესპანეთთან და რუმინეთთან? ეს ხომ კატასტროფა იქნება იტალიური რაგბისათვის. თუ ჩვენ რადგან მოვითბობთ ხელს იტალიელები კჩორტუ? ასე არ არის სხვის ხარჯზე შენ გაკეთდე. ერთადერთი გამოსავალი ალბათ იქნება გაფართოება 6 ერის. მაგრამ მანდაც პროლემებია ცხრილზე.

• sake

ჩვენი ბიჭების წარმატებებით აჟიტირებული არ ვამბობ,მაგრამ დარწმუნებული ვარ იტალიელებთან წარმატებაში.

• ვასო

კონკურენცია სადაც არაა, კი, ვიცით რაც ხდება.. რაგბი ეროვნულ სპორტად აქციეს ჩვენმა საამაყო მორაგბეებმა!!! გული სიამაყით მევსება, როცა ამგვარ სურათებს ვუყურებ! - ღირსეული და გოლიათი ქართველები დგანან ჰიმნზე მხარდამხარ და მერე იწყება ძალიან ღირსეული და თავდადებული თამაში... როგორმე უნდა მოვახერხოთ ბობოლებთან თამაში!!!! უსამართლობაა, ჩვენ ბიჭებს სანსი რომ არ ეძლევათ! 18 წლამდე და 20 წლამდე ნაკრებიც წარმატებით თამაშობს, დიდ ბორჯრალოსნებშიც დიდი კონკურენციაა და 2 ნაკრები გამოვა მათგან, რომელიც ცალ-ცალკეც კი აოტებს იტალიელებს, რომლებიც, ბუნებრივია, ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ჩვენს მისწრაფებებს.. კუნძულელებთან თამაშმა ზალიან დიდი იმედები ჩამისახა! - თან ბიჭებს არეული ჰქონდათ დრო და ჟამი, აქეთ აკლიმატიზაცია, იქით სტუმრად თამაში და რაც მთავარია, მძიმე არტილერიის, - გორგოძის, ჩილაცავას, მიქაუტაძის, ნარიაშვილის... გარეშე გადახნეს მინდორ-ველები!!!!! ღმერთო, მოგვეცეს სანსი ბობოლებთან თამაშისა და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად და მეტად მოუმატებენ ბიჭები!!! ბარაქალა თქვენს მშობლებსა და ერს, ვაჟკაცო მორაგბეებო!! მილტონ ჰეიგს კი ზალიან დიდი მადლობა და მადლიერება!!!

• თემო

ვეთანხმები bs-ს. აუცილებელია საკლუბო დონეზე წარმატებული თამაში. გარდა ამისა უნდა ჩატარდეს მსოფლიოს შესარჩევი ტურნირი ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც კეთილი უნდა ინებონ და 6 ერის ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა. 6 ერის ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ გარანტირებული მსოფლიო თასზე თამაში. ეს უფლება სხვა ქვეყნებთან შეჯიბრების შედეგების გათვალისწინებით უნდა ეძლეოდეთ.

• გია

ჩვენმა საამაყო მორაგბეებმა აალაპარაკეს ''6 ერის მამები" რეალობა უნდა მივიღოთ და ვიმუშაოთ სიტუაციის შეცვლაზე... ყველაზე მტავარი ისაა, რომ ჩვენი ბიჭები ამტკიცებენ, რომ იმსახურებენ ბობოლებთან თამაშს. ახალი სისხლი სჭირდება 6 ერს, თორემ მოუწევს ''ხის კოვზებით'' დო-ს ყლაპვა... ვინ თქვა, რომ იტალია მოგვიგებს? თან გარკვეული ქულებით? - ოხ, ეს სტატისტიკა და პროგნოზები. ეგ პროგნოზები არ იყო, თავდაყირა რომ დადგა, მას შემდეგ რაც ბდღვირი დავაყენეთ კუნძულებზე? მტავრობამ და ბიზნესმა უნდა იმუშავოს იმაზე, რომ ფინანსური არგუმენტები გამოაცალონ 6 ერის მამებს. ამაზე, დარწმუნებული ვარ მუშაობს, ბიძო, ვასაძე და სხვ. ტრანსლიაციის უფლება წაიღონ, ბიზნესიც გვერდში დადგება და დარწმუნებული ვარ, ბობოლების ჩამოსვლაზე გულშემატკივრებიც გავიკრავთ ჯიბეზე ხელს... თუმცა, ჩემზე უკეთესად იციან ჩვენმა რაგბის მესვეურებმა რა და როგორ უნდა გააკეთონ! უსამართლობაა ნამდვილად. ნატო - არაო, ევროკავშირი არაო და რაგბიც - არა, კაცოოოოო? ძალიან საინტერესო იქნება იტალიასთან გადაყრა. თავს იკიტრებდნენ მერე რა, ხის კოვზების გუდას რომ ვავსებთ, აგერ თაობა გვეზრდებაო და ჩვენმა პატარა ბორჯღალოსნებმა ესეც ჩაამწარეს. 6 ერი რომ 8 ერად გადაკეთდეს, ეს უფრო რეალურად მეჩვენება. სხვაგვარად, ჩვენი რაგბი ვერ განვითარდება და ეს იქნება ზალიან, ძალიან დიდი უსამართლობა!!!!!!!

• hahaha

იტალია მოგვიგებს 7 ქულით? გავარღვევთ ჩექმის ნაკერავზე

• bs

კლუბების მონწილეობაზე ევროთსებზე და ევროპის ჩემპიონატის ჩატარების მოთხოვნზე უნდა ვიმუშავოთ!!!

• ნიკოლოზ

ყოჩაღ ჩვენო რაგბისტებო,ნაგარი სადარდებელი გაუჩინეთ, მე მჯერა,რომ მოვა დრო ჩვენთან თამაში მათთვის პრესტიჟული იქნება, ჩვენი შერკინება საუკეთესოა მსოფლიოში,რამდენიმე წელიწადში ხაზიც მაგარი გვეყოლება

• dat

Vin daadgina, rom 7 qulit cavagebt, ratom ar gvetamashebian amxanagurs ,imitom rom eshiniat italielebs, martalia 4 milioni vart, magram mayurebeli chveni ufro miva stadionze vidre italiis da chveni qveynis 100 procents uyvars ragbi. Ragbi xom chveni tamashia.

• J A G A

რაგბის ,,მამებო'' ! მაგ თქვენი მაყუთის სიყვარულის გამოა რომ რაგბი არ ვითარდება სათანადოთ ძალიან ბევრ ქვეყანაში ((( ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩვენი რაგბის დაბლოკვაც არის ; თუ ასე გააგრძელებთ, ჩათვალეთ რომ ამ ულამაზესი სანახაობრივის სპორტის მკვლელები იქნებით . . .

• zura zura12

ჩვენ მაქსიმუმ 6ერში ბოლო ადგლიზე გასულის გადატამაშებას მივაღწიოტ.....ჩვენი რაგბი კიდევ განსავითარებელია...ჩვენი ჩემპიონი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ..ევროტურნირებში...ისე რა აზრი აქვს ჩემპიონობას?

• ქქქქქქ

იმიტომ არის ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტი, რომ კარს ვერავინ ვერსად ჩაგიკეტავს. ითამაშე, მოიგე და ყველა კარი გაგეხსნება როგორც ეს ისლანდიის შემთხვევაში ხდება

• qomagi

The Economist-ის ამ სტატიით მკაფიოდ ჩანს რომ საქმე ეხება დიდ ფულს რომლის გაზიარება მაძღარ ევროპელებს არ სურთ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის

• ალეკსანდრე

საქართველო იმსახურებს,ელიტაში თამაშს, მაგრამ... ისევე როგორც ევროკავშირი გვეუბნება, იმსახურებთ ვიზა ლიბერალიზაციას მაგრამ.მეორეც სად გამოზომეს რომ იტალიასთან 7ქულით წავაგებთ,ტონგა და ფიჯისთან თამაშის წინაც წაგებას წინასწარმეტყველებდნენ

• mamuka

თუ ეს ყველაფერი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაგ ლოგიკით ჩინეთი და ინდოეთი უნდა ჩართონ მაგ ტურნირში, რადგან თითოეულის მოსახლეობა მთელი მაგ ,,ექვსი ერის" მოსახლეობას ბევრად აღემატება.

• ჯონი

ბიჭები თუ ასე გააგრძელებენ დაიმახსოვრეთ 2-3 წელიწადში რეიტინგში მე 7 ან მე 8 ადგილზე ავლენ რეიტინგში.და უფრო ძლიერებს შევხვდებით და მაგათ უყარონ კაკალი ერთმანეთში.

• kaxa

რა გამოდის რო საქართველომ შოტლანდიასთან და ირლანდიასთანაც ტოლ-სწორად რო დაიწყოს თამაში, იტალიას რო ხევდეს შუაე მაგ ლოგიკით მაინც ვერ შევალთ 6 ერთი და ეგაა.. საქართველო 60 მილიონიანი ქვეყანა ვერასოდეს გახდება

• ნუკრი

გახადონ 6-ის ნაცვლად 8 ერის პირველობა..

• Davit

ისწავლიდნენ ჩვენგან ევროპელები შერკინებით თამაშს,, რაც სამხრეთის ქვეყნებთან კონკურენციის დროს გამაოდგებოდათ. არაუშავს დრო მოვა შეგვეხვეწებიან.

• ggg

იტალიის მოსახლეობა კი არის 60 მილიონი, მაგრამ იქ დამიჯერეთ 4 მილიონიც არ უყურებს რაგბს

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

სავსე ტრიბუნების დროა!

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება