ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრის შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
გუშინ, 2 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრის შემდეგ, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში იტალიელთა მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო, რომლებთანაც კონტეს შეგირდები პენალტების სერიაში ანგარიშით 5:6 დამარცხდნენ.

- ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]

"ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონებმა ჩვენს წინააღმდეგ სათამაშო სტილი შეცვალეს, ჩვენდამი პატივისცემაზე მეტყველებს. ფეხბურთელებისთვის ყველა ასპექტში რთული შეხვედრა გამოდგა. სამწუხაროა, რომ ჩემპიონატის დატოვება ასე, პენალტების სერიით გვიწევს. თანაც, მეოთხე პენალტის წინ უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო. მაგრამ გერმანიის ნაკრები მსოფლიოში უძლიერესი ნაკრებია!

გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, ამიტომ გასახდელში ბევრი გულდაწყვეტილია. გვჯეროდა ჩვენი ოცნების და მივისწრაფოდით მისკენ. ფეხბურთს ზოგჯერ იმედგაცრუებაც მოაქვს...

ფეხბურთელებს შინ დაბრუნება სუფთა სინდისით შეუძლიათ. ისინი ჩემს გულში დარჩებიან. ერთად ორი ფანტასტიური წელი გავატარეთ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები როგორც ფეხბურთელების, ისე სამწვრთნელო შტაბის, მენეჯერებისა და... ყველასი! ჯადოსნური ოჯახი გვყავდა და სამწუხაროა, რომ დღეს ეს დასრულდა.

ნაკრების დატოვების შესახებად გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ბევრჯერ დარჩენაზეც მიფიქრია მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ჩვენ კვალი დავტოვეთ, რომლისგანაც იმედია, რაღაც გამოვა. რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს ჩემპიონატი პირველი იყო და მათ დიდი გამოცდილება მიიღეს. ახლა მთავარია, სწორად გამოიყენონ ის.

როცა მოედანზე თავს არ ზოგავ, არავის აზრად არ მოსდის შენი კრიტიკა. ამ ბიჭებმა იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ვალი მოითხოვდა და ვფიქრობ, ხალხი ხედავს ამას. იმედის თვალით ვუყურებ იტალიური ფეხბურთის მომავალს.

ახლა ერთ კვირას დავისვენებ, წაგების შემდეგ გონს მოვეგები, შემდეგ კი "ჩელსისკენ" გავემართები. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ასეთი სირთულეები მიყვარს!", - ციტირებს კონტეს უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცნობილი გახდა, მისი დასრულების შემდეგ ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.

GEO-ს
ალბათ შენ ბაჯოს იტალიისთვის არ გიყურებია 94 ში :)
Geo
არასდროს არ მიგულშემატკივრია იტალიისთვის და არც არასდროს მოწონდა იტალიური ფეხბურთი (გემოვნების საკითხია). თუმცა წელს ნამდვილად სხვა იტალია იყო, ტრადიციულად ძლიერი დაცვით თუმცა ლამაზი ფეხბურთით და შეტევებით. პირველად მწყდება გული, რომ იტალია ნახევარფინალში ვერ გავიდა.
MAO
დაანებეთ ამ გიოს თავი, ალბათ სკოლის მოსწავლეა და ეტყობა კითხვაც არ უყვარს, რომ ინფორმაცია მოეძიებინა იტალიის ნაკრებზე :)))

მერამდენედ ისევ პენალტებით მიდის სახლში დავიღალე აღარ უგულშემატკივრებ

გიო-ს,შენნაირი ჭკვიანები რომ გვყავს საქართველოში ბლომად,იმიტომაა ჩვენი ფეხბურთი წარმატებული.თან არაკეთილი ტიპი ჩანხარ.მეტიჩარა. კონტე უძლიერესია,მხოლოდ ქებას იმსახურებს! დიდი ინტერესით ველი ჩელსიში მის სასწაულებს როგორც ფეხბურთის მოყვარულუ.
FORZA ITALIA
იტალია ყოველთვის შიშის ზარს სცემს ყველას მითუმეტეს გერმანიას რომელსაც უბრალოდ უფრო გაუმართლა და მსოფლიოს ჩემპიონებმაც კი ვერ მოუგეს იტალიას ძირითადი დრო გერმანიისთვის იტალია აუღებელი ციხეა ))))) პენალტები კი ლატარეაა ცივსისხლიან გერმანელს უფრო გაუმართლებდა ვიდრე ტემპერამენტიან ემოციურ იტალიელს ეგაა და ეგ :) ფორცა სკუადრა აზური!!!!
euro2017
გიო იტალია ვერც ვერსადროს მოიგებს ვერაფერსო?!!!!!!! ანუ აქამდეც არაფერი მოუგია?! ძალიან ზედაპირულად მსჯელობთ,ან ყურმოკრულ რაღაცეებს სიმართლედ ასაღებთ.იტალიაზე მაგარი ფეხბურთი არცერთ ნაკრებს არ უთამაშია ამ ევროზე
ნიკოლოზი
ასეთი დაბალანსირებული იტალია დიდი ხანია არ მინახია თუ ეს ნაკრები არ დაიშალა მომავალი მსოფლიო ჩემპიონები არიან
kekes
კონტე რაც არის მალე გამოჩნდება. ფეხბურთელების მაგივრათ მორბენლებით გატენა იტალია, მაგიტომაც გაუშვეს სახლში. ჩელსიდანაც მალე ააცმევინებენ. ფეხბურთი რა სპორტია ამას შენ ჯერ ვერ მიხვდები
keke
გიოს: აზრზე არ ხარ ბრატ ფეხბურთის ან ბოღმა გახრჩობს.. კონტე ძაან მაგარი მწვრთნელია. უსუსტესი შემადგენლობისგან ძაან მაგარი გუნდი დააყენა. წარმატებები კონტეს და იტალიას!
გიო
კონტეს მაგვარი მცვრტნელები იტალიასჰი ბლომატ არიან. მაგიტომაც არის იტალია ანტი ფეხბურტს ტამასობს და ვერც ვერასოდეს ვერ მოიგებს ვერაპერს.
levan
კონტე ფილოსოფოსია,უვარსკვლავო და თითქმის ულიდერო ნაკრებიდან კარგი გუნდი შექმნა
ხავი
იტალიას ამ კაცის გარეშე შემდგომში მაგრად გაუჭირდება,ის იმსახურებდა ფინალში გასვლას,ბრავო მაგარი მწვრთნელიაა ნომერ პირველი,
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს