ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევრო 2016. 1/4-ფინალი. გერმანია-იტალია: ფორტუნამ გერმანიას გაუღიმა [VIDEO]

ევრო 2016. 1/4-ფინალი. გერმანია-იტალია: ფორტუნამ გერმანიას გაუღიმა [VIDEO]

ბრავო, იტალია, ბუნდესგუნდი კი წინ მიიწევს
* გერმანიის ნაკრებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე არასოდეს მოეგო იტალიისთვის. ძირითად დროში ეს გერმანიის ნაკრებმა ვერც ახლა შეძლო.

* 18 პენალტი ევროპის ჩემპიონატის პენალტების სერიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ დაარტყეს - 1980 წელს იტალიამ III ადგილისთვის მატჩში ჩეხოსლოვაკიას 9:8 აჯობა.

* ჯანლუიჯი ბუფონმა და მანუელ ნოიერმა ამ ტურნირზე გოლები პირველად გაუშვეს.

* ამ ორმა გუნდმა დამატებითი დრო ბოლოს 2006 წელს ითამაშა, როცა იტალიამ 2:0 იმარჯვა.

* 1982 წლის მერე პირველად მოხდა, რომ გერმანიის ნაკრებმა ვერ გაიტანა მატჩისშემდგომი პენალტი.

120-წუთიანი დრამა თერთმეტმეტრიანების სერიით დასრულდა, საფეხბურთო ლატარიაში კი გერმანიის ნაკრებს გაუმართლა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალად შერაცხულმა მატჩმა, სანახაობრივი კუთხით, ვერ გაამართლა მოლოდინი, მაგრამ რა დროს სანახაობაა, როდესაც სასწორზე ნახევარფინალური ეტაპის საგზური დევს და ერთმანეთის პირისპირ უპრინციპულესი მეტოქეები: გერმანია და იტალია დგანან.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

იოახიმ ლიოვმა ტაქტიკური მონახაზი შეცვალა და თუ სხვა გუნდებს 4-2-3-1 სქემით ეთამაშებოდა, იტალიას 3-4-2-1 დაუპირისპირა. დაცვის ცენტრში სამი ფეხბურთელი დააყენა, ჰიოვედესის, ჰუმელსის და ბოატენგის შემადგენლობით, თუმცა მოედანზე კიდევ ორი ნომინალური მცველი იყო, კიმიხის და ჰეკტორის სახით. მოკლედ, ლიოვმა თავი დაიზღვია, დაცვა გაამაგრა და აქედანაც გამოჩნდა, რომ იტალიას ძალიან უფრთხოდა.

ბუნებრივია, დაცვის გაძლიერებას შეტევითი პოტენციალი შეეწირა და ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ დრაქსლერი, რომელიც სლოვაკეთთან პაექრობაში საუკეთესი იყო მოედანზე. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი გომესი იყო, მის უკან კი მიულერი და იოზილი მოქმედებდნენ.

მიუხედავად დიდი საკადრო პრობლემებისა, ანტონიო კონტემ ტაქტიკა არ შეცვალა და მეტოქეს 3-5-2 სქემით დაუხვდა. დაცვის ცენტრში - ბარძალის, ბონუჩის და კიელინის ტრადიციული სამეული, ნახევარდაცვის ფლანგებზე - ფლორენცი და დე შილიო, ცენტრში - სტურარო, პაროლო და ჯაკერინი, ხოლო შეტევაში - ედერი და პელე. მოკლედ, დე როსის, კანდრევას და მოტას არყოფნაში, ძირითად შემადგენლობაში სტურარო ვიხილეთ, რომელიც საფრანგეთში, ალბათ, ერთ-ერთ ბოლო რეზერვისტად გაემგზავრა.

გოლები

1:0 - მატჩის 65-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც გერმანელებმა მარცხენა ფრთიდან წამოიწყეს იერიში. გომესის შესანიშნავი პასის შემდეგ ჰეკტორმა ფლანგი გაარღვია და იოზილს იდეალური პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით დალაშქრა ბუფონის კარი.

1:1 - მატჩის დასრულებამდე 10 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც იტალიელებმა აუტი მოაწოდეს, გრაციანო პელემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი ბოატენგს ხელზე მოარტყა, მსაჯმა კი თერთმეტეტრიანი დანიშნა. პენალტი ზუსტად ლეონარდო ბონუჩიმ შეასრულა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "როდესაც იტალია-ესპანეთის მატჩს ვუყურე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ კონტეს გუნდის წინააღმდეგ 3 ცენტრალური მცველით უნდა გვეთამაშა. ძალიან რთული მატჩი იყო, რომელშიც საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვეთ. ტაქტიკურად და ფიზიკურად ორივე გუნდი იდეალურად იყო მომზადებული, ფინალი კი მართლაც დრამატული გამოდგა. დასანანი გოლი გავუშვით და მეეჭვება, რომ იტალიას ჩვენთვის თამაშიდან გაეტანა. ეს იყო დიდი მატჩი, რომელშიც გამარჯვება დავიმსახურეთ".

ანტონიო კონტე (იტალია): "ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონებმა ტაქტიკური სქემა შეცვალეს, ნათლად მეტყველებს, რომ ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ჩვენთან თამაშს. გერმანია უძლიერესი გუნდია, რომელსაც არაფერი დავუთმეთ და მოგებამდე სულ მცირედი დაგვაკლდა. დასანანია, რომ ტურნირს თერთმეტმეტრიანების სერიით ვეთიშებით, რადგან აქ უკვე მთავარი იღბალი და გამართლებაა.

ჩვენ გვჯეროდა ოცნების და ვიბრძოდით ამ ოცნებისთვის ფეხებით, კბილებით და სხეულის ყველა ნაწილით. ვიბრძოდით და ამ ოცნების ასასრულებლად ყველაფერი გავაკეთეთ. იტალიის ნაკრებში ორი საოცარი წელი გავატარე და გუნდის დატოვება ძალიან მიჭირს. ჩვენ გვყავს ფანტასტიკური გუნდი, რომელიც უჩემოდ დიდ წარმატებას მიაღწევს. იტალიური ფეხბურთი ცოცხალია და ის კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას".

მატჩის გმირი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ლეონარდო ბონუჩი, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა მთელი 120 წუთის განმავლობაში და უბრალოდ, შეუდარებელი იყო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჯანლუიჯი ბუფონზე, რომელიც დამაჯერებლობის განსახიერება გახლდათ, ერთხელ კი ისეთი ბურთი გამოაძრო, რომლის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია.

ბრწყინვალე იყო ჰუმელსი და თუ აკიდებულ თერთმეტმეტრიანს არ ჩავთვლით, ძალიან კარგად ითამაშა ბოატენგმაც, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ნოიერი უნდა დავასახელოთ. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანიის ნაკრების მეკარე შესანიშნავი იყო.

ანალიზი

ვიხილეთ თანაბარი თამაში, რომლის ლოგიკური ფინალი სწორედ თერთმეტმეტრიანების სერია იყო, იქ კი ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული. ზოგადად, გერმანელები მეტწილად იგებენ პენალტების სერიას, იტალიელები კი პირიქით, აგებენ.

მათ ანტირეკორდი დაამყარეს და დიდ საფეხბურთო ტურნირებზე მეშვიდედ დამარცხდნენ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში. ამ თვალსაზრისით, გერმანელთა გამარჯვება ლოგიკურია და მხოლოდ იღბალზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თვითონ თამაშში "ბუნდესგუნდმა" ისევ ვერ აჯობა "სკუადრა აძურას"...

მთელი თამაში საჭადრაკო პარტიას, ტაქტიკურ ორთაბრძოლას ჰგავდა, გუნდები კი ფრთხილობდნენ და უპირატესობას საკუთარი კარის უსაფრთხოებას ანიჭებდნენ. ეს თავიდანვე ნათელი გახდა, როდესაც ლიოვმა 5 ნომინალური მცველი დააყენა, იტალია კი შეტევაში რომ არ გაიქცეოდა, ეს ცხადზე უცხადესი იყო.

თუ გოლებს არ ჩავთვლით, მთელ 120 წუთში გუნდებს თითო რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ - ერთხელ ბოატენგმა გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან და მეორედ ფლორენციმ - ამ ეპიზოდებში მცველებმა შესანიშნავად დააზღვიეს მეკარეები.

ზოგადად, მცველები აშკარად სჯობდნენ შემტევებს და ამად იყო, რომ მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა. გერმანელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს და შესაბამისად, დიდ დროს ატარებდნენ იტალიელთა საჯარიმოს მისადგომებთან, მაგრამ "სკუადრა აძურას" იერიშები, უფრო ხშირად კი კონტრიერიშები უფრო მწვავე და სახიფათო გახლდათ.

მთლიანობაში, მატჩი ლოგიკურად მივიდა თერთმეტმეტრიანების სერიამდე, იქ კი მართლაც დრამატულად განვითარდა მოვლენები - სასწორი რამდენჯერმე გადაიხარა ხან ერთი, ხან მეორე გუნდის მიმართულებით, თუმცა ბოლოს მაინც გერმანიას გაუმართლა და ჰეკტორის ზუსტი დარტყმის შემდეგ ლიოვის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა...

მსაჯი

მატჩს უნგრელი არბიტრი ვიკტორ კასაი ემსახურებოდა, რომელმაც თამაში არ გააფუჭა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში აშკარად შეცდა და ვერ ვიტყვით, რომ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა.

დასკვნა

ბრავო იტალიას, რომელმაც "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა, მერვედფინალში კი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. ბრავო იტალიას, რომელმაც უდიდესი დანაკლისით, პრაქტიკულად, განახევრებული შემადგენლობით ბოლომდე იომა მსოფლიოს ჩემპიონთან და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ბრავო იტალიას, რომელმაც ძალიან გაალამაზა ევრო 2016.

გერმანიის ნაკრები განაგრძობს არანორმალური, არარეალური სტაბილურობის დემონსტრირებას და ეს გუნდი ისევ დიდი ტურნირის ნახევარფინალშია. გერმანია წინ მიიწევს და მორიგ ტუტულს უმიზნებს...

whoscored.com-ის ტოპ-5

მარკო პაროლო იტა. 7,6

იონას ჰეკტორი გერ. 7,5

ჯოშუა კიმიხი გერ. 7,4

ანდრეა ბარძალი იტა. 7,4

მატია დე შილიო იტა. 7,3

2 ივლისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"

გერმანია-იტალია 1:1 (პენ. 6:5)

გოლები: 1:0 იოზილი (65. ჰეკტორი), 1:1 ბონუჩი (78)

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი - კიმიხი, ხედირა (16. შვაინშტაიგერი), კროოსი, ჰეკტორი - მიულერი, იოზილი - გომესი (72. დრაქსლერი)

იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (120. ძაძა) - ფლორენცი (86. დარმიანი), სტურარო, პაროლო, ჯაკერინი, დე შილიო - ედერი (106. ინსინიე), პელე

პენალტები: 0:1 ინსინიე; 1:1 კროოსი; 1:1 ძაძა; 1:1 მიულერი; 1:2 ბარძალი; 1:2 იოზილი; 1:2 პელე; 2:2 დრაქსლერი; 2:2 ბონუჩი; 2:2 შვაინშტაიგერი; 2:3 ჯაკერინი; 3:3 ჰუმელსი; 3:4 პაროლო; 4:4 კიმიხი; 4:5 დე შილიო; 5:5 ბოატენგი; 5:5 დარმიანი; 6:5 ჰეკტორი

გაფრთხილება: ჰუმელსი, შვაინშტაიგერი - დე შილიო, პაროლო, სტურარო, პელე, ჯაკერინი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-7 (3-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 38 764

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ვანო

სირცხვილია ავტორ სირცხვილია! სად დავინახე თანაბარი თამაში რახან აძურას ბალეშიკობ და სტატიებს იტალიის ჩემპიონატზე წერ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ობიექტურობა დაკარგო, უფრო მეტი პროფესიონალიზმი არ გაწყენდა. სტატისტიკაში მაინც ჩაგეხედა სანამ დაწერდი :-)

• მიხელა

სტატიის ავტორს მაკარონი და პიცა ძალიან უყვარს , სრულიად ტენდენციურად წერს. თურმე იტალაის 3 ნახევარმცველი აკლდა და გერმანიამ შუათამაშის დროს გომესიდ ახედირა რო დაკარგა ეგ არაფერი??ჩაუდო ჯიჯის ნოირემა, ვოლო ნახევარიწ ელია ჯიჯის რაც გერმანელებისგან მოხვდა 12 გოლი გაუშვა კლუბებიდან და ნაკრებიდან ჯამში აი ამას ქვია მწარე სიბერე, სიცოცხლის ბოლომდე გააკანკალებს გერმანიის ხსენებაზე )

• tengo

აქ ფეხბურთი ისე ესმის ზოგს როგორც მე ჩინური. თურმე იტალია Uსანსოდ იყოვო. ის რო არ მოხვედროდაო ესაო ისაო. აფრიკელ მუსტაფას რო არ მო ..ნა გერმანელი შვანია რომელი გაჩნდებოდა? ბოატენგი თუ მოატენგი? გერმანიას არაფერი გაუკეთებია რომ ძირიტადში მოიგო. პენლებში კი მოიგეს მორჩა რად უნდა ბაზარი.

• ამირანი

დე როსი, კანდრევა და მოტა,სამი საკვანძო ფეხბურთელი რომ აკლდა იტალიას და ამით ნახევარდაცვა რომ დასუსტებული იყო, ამას რატომ არ ამბობთ გერმანიის გულშემატკივრებო. აი, სწორედ ამაში გაუმართლა გერმანიას, რომ შემადგენლობაშესუსტებულ იტალიას შეხვდა. გერმანიას ერთი კაცი აკლდა 2002 წელს ფინალში ბრაზილიასთან - მიხაელ ბალაკი და დღემდე მაგას წუწუნებთ: ბალაკი რომ ყოფილიყო, არ წავაგებდითო და იტალიას რომ სამი ძირითადის ფეხბურთელი აკლდა, იმას რატომ არ ამბობთ? ახლა საფრანგეთთან რომ წააგოს გერმანიამ, მერე იმაზე დაიწყებთ წუწუნს, მატს ჰუმელსი აკლდა გერმანიას და იმიტომ წააგოო.

• fraternity

საერთოდ არ ვარ იტალიის გულშემატკვარი, დაბრმავებაზე საუბარი ზედმეტია. პირიქით, მე ესპანეთის გულშემატკივარი ვარ და მითუმეტეს რატომ უნდა ვიყო იტალიის მხარეს? მაგრამ ფაქტი ფაქტია და არ მიყვარს ტენდენციურობა და არაობიექტურობა. არც ის მიყვარს კონტრშეტევაზე თამაშს ანტიფეხბურთს რომ ეძახიან ისინი ვინც საერთოდ ფეხბურთის გონში არ არის

• fraternity-s

4 წლის უკან 2012-ში დაგავიწყდა, როგორ გაგიფარჩაკა შენი ნაქები იტალია ესპანეთმა, თუ ასე ძლიერი იყო? იტალიას შემტევი ფეხბურთი, როგორც ნაკრებს არასდროს უთამაშია, სულ ყოველთვის კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს, კატენაჩო საიდან წამოვიდა, გერმანიიდან? ვიცი რომ გიყვარს იტალია, მაგრამ ისე ხარ დაბრმავებული, სხვას ვერაფერს არჩევ. ირბინე შენ 15 კმ და მერე რისი პენალტის დამრტყმელი ხარ გავიგებ ერთი.

• გიორგიპირველი

ამ წერილის ავტორმა, მგონი, სხვა თამაშს უყურა.

• fraternity

დელპიერო, ბაჯო, ნესტა, მალდინი, კანავარო, პირლო, ტოტი, ვიერი და ათასი სხვა თურმე ანტიფეხბურთს თამაშობენ. ასეთ სიტყვებს რომ ადამიანი იტყვის იმას ფეხბურთში ჭკუა არ მოეკითხება. გერმანიას რაც შეეხება, გაუმართლა თან ძალიან. ხუთი პენალტიდან რომ მხოლოდ ორს გაიტან და მაინც გახვალ იმიტომ რომ მეტოქე შენზე უარესად ურტყამს ეს გამართლებაა და სხვა სახელი არ აქვს. ჩერჩეტ ძაძას უმადლოდეს სრულიად გერმანია და კიდევ 38 წლის ბუფონს. 4-5 წლის წინ ჩატარებულიყო ეს თამაში და ნახავდა ყველა გერმანელების ბუმბულს გაშლილ გაფანტულს ველადა. სამწუხაროდ ასაკს ისეთებიც კი ვეღარ ეწინააღმდეგებიან როგორც ბუფონია

• bavaria

როგორც გულშემატკივრები იყოფიან ანტიგერმანისტებად და სხვადანარჩენისტებად, ისევე ხართ ჟურნალისტებიც და კომენტატორებიც, რა გაუღიმა ხალხო, რამ დაგაბრმავათ ასე, ჩვენი კომენტატორებივით, ცამდე აიყვანეს იტალია, რომელიც ანტიფეხბურთს თამაშობს დაარსების დღიდან, უშანსოდ იყვნენ მთელი თამაში, იმ იდიოტი ბოატენგის ყოვლადგაუგებარი და აუხსნელი ზეაწული ხელები რომ არა, სამარცხვინოდ გავარდებოდა იტალია. გაუმართლებდა იტალიას, თუ გავიდოდა, ასე ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება

სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია

კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს

დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა

ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით

ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]

სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს

კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ

ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა

ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს

ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს