ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

წლის ბოლოს მსოფლიოს ათეულში უნდა ვიყოთ! - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

წლის ბოლოს მსოფლიოს ათეულში უნდა ვიყოთ! - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

ოკეანეთში ტურნეზე მყოფი ქართველი მორაგბეები დღეში 100 ქოქოსის კაკლის წვენს სვამდნენ
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტები მოილია და ოკეანეთის ტურნედან რამდენიმე დღის წინათ ტრიუმფით დაბრუნდა. "ბორჯღალოსნებმა" სამი თამაშიდან ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე დამკვიდრდნენ. ასე მაღლა კლასიფიკაციაში ჩვენი გუნდი აქამდე არასდროს ყოფილა.

ცხადია, რაგბის ქომაგისთვის საინტერესო იქნება აღნიშნული ტურნეს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი თავკაცის, მილტონ ჰეიგისეული შეფასება. "ბორჯღალოსნების" თავკაცს, რომელსაც ახლახან საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შევხვდით და ტესტების შეფასებასთან ერთად მომავლის გეგმებზე საუბარიც ვთხოვეთ.

- საქართველოს ნაკრების ასეთ წარმატებულ ასპარეზობას ივნისის ტესტებზე არავინ ელოდა. თქვენ როგორი მოლოდინი გქონდათ ოკეანეთში გამგზავრების წინ?

- დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ შევძლებდით იმ შემადგენლობის შეკრებას, რომელმაც თუნდაც გაზაფხულზე ერთა თასზე ითამაშა, კუნძულებზე წარმატებას მივაღწევდით.

აქვე ხაზგასასმელია რამდენიმე ფაქტორი. ბევრი რამ იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებდით მგზავრობის შემდეგ ძალების აღდგენას და აკლიმატიზაციას. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კუნძულებზე ყოფნის პირველი კვირა. სწორედ ამ პერიოდში გაწეულმა სწორმა სამუშაომ განაპირობა მთელი ტურნეს განმავლობაში ჩვენი გუნდის სიძლიერე.

- ცნობილია, რომ ოკეანეთში საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია. თუ ემზადებოდით ამისთვის რაიმე ხერხით?

- ასეთი რამისთვის განსაკუთრებით ვერ მოემზადები. ტენიანობა აპიაში 96 პროცენტს აღწევდა. გადავწყვიტეთ, თავი კი არ აგვერიდებინა და შენობას შევფარებოდით, არამედ რაც შეიძლება დიდხანს გარეთ ვყოფილიყავით. ასე კლიმატს უფრო სწრაფად შევეგუებოდით.

ძალიან დაგვეხმარა ქოქოსი, რომლის წვენსაც ჰიდრაციის პროცესის გასაუმჯობესებლად ხშირად ვსვამდით. გუნდი დღეში 100 ქოქოსის კაკლის წვენს სვამდა.

- როგორ ფიქრობთ, არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე, რამდენად სრულყოფილ შემადგენლობას მოუყარეთ თავი?

- ვფიქრობ, სელექციის მხრივ პრობლემა არ გვქონია. იმ მორაგბეების გარდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში იყვნენ დაკავებულნი, ყველა ვიხმეთ. გუნდიდან დაახლოებით ოცმა მორაგბემ შარშან მსოფლიოს თასზე იასპარეზა. პირველ ხაზში ძირითადის ბურჯები გვაკლდა, მაგრამ ვინც გვყავდა, თავი მოვალეობას შესანიშნავად გაართვეს.

ძალიან კმაყოფილი ვარ ირაკლი მირცხულავას თამაშით. მას აშკარად მომატებული აქვს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ასევე მესამეხაზელის, ბექა ბიწაძის პროგრესი.

მორაგბეებს თავიდანვე ვუთხარი, რომ თუ გვინდა, დადებითი შედეგით დავბრუნდეთ შინ, შესაძლოა, ყველას თამაში არ მოუწიოს. მაგალითად: ბექა წიკლაურს, ანზორ სიჭინავას, გიორგი მჭედლიშვილს და რეზო ჯინჭველაშვილს არ უთამაშიათ, მაგრამ გარწმუნებთ, იმ ძალისხმევით, რასაც ისინი ვარჯიშებისას სწევდნენ, ჩვენი ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და თანაბრად არიან ზიარნი ამ გამარჯვებებისა.

- ცნობილია, რომ ნაკრებში მწვრთნელის ორი პოზიცია ვაკანტურია. კუნძულებზე გუნდში ახალი სახე გამოჩნდა, რიჩი გრემი. ის დარჩება ჩვენს გუნდში?

- უკანა ხაზის მწვრთნელს, მაიკ ბრედლის კონტრაქტი მაისში დაუმთავრდა და აღარ გავუხანგრძლივეთ. კუნძულებზე დახმარება რიჩი გრემს ვთხოვე, რომელიც ძალზე კარგი და გამოცდილი სპეციალისტია. ბიჭებთან შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა და თავისი ცოდნაც გამოამჟღავნა. მასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ვეძებთ ასევე შერკინების მწვრთნელს. ორივე ახალი მწვრთნელი მაღალი კვალიფიკაციის უნდა იყოს და მუდმივად საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. ისინი არა მარტო ეროვნულ ნაკრებთან, არამედ ყველა ასაკობრივ ნაკრებთან იმუშავებენ და თავიანთ გამოცდილებას გადასცემენ. ვინ იქნება ეს ორი მწვრთნელი, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გვეცოდინება.

- მოდით, ისევ კუნძულებზე დავბრუნდეთ. მაინც რის ხარჯზე შეძლო საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთში, საკმაოდ ძლიერ სარაგბო ქვეყნებთან წარმატებით ასპარეზობა?

- პირველი რიგის ამოცანა იმ სათამაშო სტრუქტურის შენარჩუნება იყო, რაც ერთა თასზე შევიმუშავეთ. უფრო მეტიც, ტესტებზე ის გავაუმჯობესეთ კიდეც. მაგალითად, დერეფანი ერთა თასზე 60 პროცენტით მოვიგეთ, ტესტებზე კი - 87 პროცენტით. მერე დაცვით ტაქტიკაზე ლევან მაისაშვილმა იმუშავა ძალიან ნაყოფიერად. ხუმრობა ხომ არაა, ფიჯის ლელო არ გავატანინეთ. დაცვაში ვაჩვენეთ, რომ ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია.

შეტევაში გამოგვადგა რიჩი გრემის გამოცდილება. ჩვენი თამაში უფრო მრავალფეროვანი გახდა. შედარებისთვის: ფიჯის ნაკრები შეტევას ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ჩვენი კი, სტრუქტურულად უფრო გამართული, გუნდური შეტევა იყო. რომ არა გარკვეული ხარვეზები, ორი ლელოთი მეტი უნდა გაგვეტანა. ერთი სიტყვით, ისინი ინდივიდუალურად გვიტევდნენ, ჩვენ ორგანიზებულად.

ამის გარდა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ფსიქოლოგიაზე. უკეთ რომ ვთქვათ, ლიდერობის შეგრძნების განმტკიცებაზე. ამისთვის სპეციალურად გვყავდა მოწვეული სპორტული ფსიქოლოგი დევიდ პეთფილდი, რომელმაც რამდენიმე სესია ჩაგვიტარა, როგორც მორაგბეებს, ისე გუნდის მენეჯმენტს. მოწინავე ათეულში ყოფნა გარკვეულ ფსიქოლოგიურ ასპექტებს ითვალისწინებს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

- რამდენად რეალურია ჩვენი ნაკრების მსოფლიოს ათეულში შესვლა და იქ ადგილის დამკვიდრება?

- ოთხი წლის წინათ, მუშაობა რომ დავიწყე საქართველოს ნაკრებში, ძნელი წარმოსადგენი იყო, ამდენს თუ მივაღწევდით. ამჟამად, ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. იაპონიის, ფიჯისა და სამოასი ისე აღარ გვეშინია, როგორც ადრე.

ჯერ კიდევ მარტში, ერთა თასის მსვლელობისას გუნდს ვუთხარი, კარგი იქნება, ივნისის ტესტებს წაუგებლად თუ გავივლით-მეთქი. მაშინ ბევრ მათგანს ჩაეცინა, მაგრამ აგერ, ფაქტია, რომ ეს შევძელით.

ახლაც, ფიჯისთან გამარჯვების შემდეგ ვთქვი, კარგი იქნება, წლევანდელ სეზონს დაუმარცხებლად თუ დავასრულებთ-მეთქი. ნოემბერში სამი ურთულესი ტესტი გველის. შინ იაპონია და სამოა და სტუმრად შოტლანდიასთან. საჭიროა, თანმიმდევრულად მივყვეთ განვითარებას. არ ვამბობ, რომ შოტლანდიაში გავალთ და მოვიგებთ, ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ თუ ყველაფერს თანმიმდევრულად, სწორად გააკეთებ, შეუძლებელი არაფერია.

ერთი სიტყვით, წლის ბოლოს მოწინავე ათეულში უნდა შევიდეთ. თანაც, თუ შევძელით და მაღალი დონის ორი სპეციალისტიც დავიმატეთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.

- კიდევ უფრო შორს წავიდეთ. გაზაფხულზე ერთა თასია, ამაზე ნუ შევჩერდებით. ივნისის ტესტები კი, სავარაუდოდ, ამერიკის კონტინენტზე გვექნება. წესით, აშშ-ს, კანადასა და არგენტინას უნდა ვეთამაშოთ...

- ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ არგენტინას აუცილებლად ვეთამაშებით. ჩრდილოეთ ამერიკიდან ქვემოთ სამხრეთში მგზავრობა ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის. ამიტომ გვსურს, ტურნე იყოს სამხრეთ ამერიკაში. ჯერ ვეთამაშოთ ბრაზილიას, მერე ურუგვაის და ბოლოს არგენტინას.

რატომ ბრაზილიას? ჯერ ერთი, რომ ოლიმპიადის შემდეგი წელიწადია, რაგბი იქ პოპულარული ხდება, მარკეტინგული თვალსაზრისით დიდი ბაზარია. იქ ჩასვლით და ბრაზილიის ნაკრებთან თამაშით, ჩვენ წვლილს შევიტანთ რაგბის პოპულარიზაციაში. ვფიქრობ, ეს ჩვენი ვალია. ჩვენც ხომ ვოცნებობდით ერთ დროს დიდ გუნდებთან თამაშზე.

რაც შეეხება ურუგვაის, ჩვენ მათი ვალი გვაქვს. ეს ნაკრები რამდენჯერმე იყო საქართველოში თბილისის თასზე. მათ მწვრთნელს, პაბლო ლემუანს შევპირდი, რომ აუცილებლად ვეწვეოდით. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ განხილვის თემაა და როცა გადაწყდება, ოფიციალურად განვაცხადებთ.

არგენტინას, როგორც უკვე ვთქვი, აუცილებლად ვეთამაშებით. ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. კარგადაა ცნობილი, რომ არგენტინაში თამაშის დროს საკმაოდ რთული გარემოა, წნეხი ძალიან დიდია და გვინდა, ჩვენი გუნდი მასში კიდევ ერთხელ გავატაროთ, გამოვბრძმედოთ.

- ახლახან საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. არიან თუ არა ამ გუნდში ის მორაგბეები, რომლებიც მომავალში ეროვნული ნაკრების მოთამაშეებად მოიაზრებიან?

- საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ხუთ მორაგბეს: ოთარ გიორგაძეს, ბექა გორგაძეს, ვასილ ლობჟანიძეს, გიორგი მელიქიძეს და ირაკლი სვანიძეს ეროვნულ გუნდში სხვადასხვა დროს ნათამაშები ჰქონდა. მათ გარდა, მინდა აღვნიშნო თორნიკე მატარაძის, ლაშა ტაბიძის და გიორგი ცუცქირიძის კარგი თამაში.

მართალი გითხრათ, ეროვნულ ნაკრებში ისედაც დიდი კონკურენციაა, თუმცა ამ მორაგბეებზე დაკვირვებას განვაგრძობთ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qomagi

ამ კაცს უმაღლესი ჯილდო უნდა მიენიჭოს თუ 10-ეულში შეგვიყვანა, ხოლო თუკი 2019 წელს იაპონიაში მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გაგვიყვანა, მაშინ ძეგლი უნდა დავუდგათ!

• ზაზა

მაღალი დონის პროფესიონალია. მის ყველა აზრსა და მიდგომას ვეთანხმები.

• რეზო

უვადო ხელშეკრულების მომხრე ვარ ამ კაი კაცთან. რომ იცოდე ქართველებს როგორ უყვარხარ არასდროს წახვიდოდი აქედან. გაიხარე ლამაზი ოჯახით, გმადლობთ

• kaxa

მელიტონ ბიჭო გენაცვალე ჯიგარში, ნაღდი ქართველი ხარ გაიხარე და დიდი მადლობა

• bacho

დადგებ ფეხბურთი ფეხზე საქართველოში.მე არ მიყვარს რაგბი.მე მას მხოლოდ მაშინ ვუყურებ როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს და ცარმატებები ბიჭებს მაგრამ რაგბი ფეხბურთთან ახლოს ვერ მოვა ვერასდროს.ეს ჩემი გემოვნებაა და ქვებს ნუ მესვრით ანის გამო

• zangura

ქუთაისელი საღოლ : )))))))))

• ss

კარგი იყო რაგბისტები მთავრობაში

• me

ერთი ორი ტრაილერი ქოქოსი გვინდა სამტრედიაში სასწრაფოდ

• ვააა

მომწონს ამ კაცის აზროვნება და საუბრის სტილი: დამსახურებას არავის უკარგავს და ყველას დადებით კონტექსტში მოიხსენიებს. კი არ იძახის, მოგებები ჩემი დამსახუირებაო, როგორც ეს ბევრ მწვრთნელს სჩვევია

• ქუთათური

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ჩვენთვის საამაყო საქმეში რაც შეეხება ბრაზილიას და ურუგვაის, არამგონია მათგან საფრთხე გველოდეს, ქართველი რაგბისტები ფეხბურთელებს არ გვანან გულგარეთ რომ ითამაშონ და კლასით მათზე ძალიან მაღლა ვართ, თანაც მართალია ეს კაცი, რაგბის განვითარებაზე მარტო სხვა ერებმა არ უნდა იფიქრონ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმათ, ვინც კლასით ჩვენზე დაბლა დგას (რუსების გარდა, მაგათ დახმარებაზე ფიქრიც გულს მირევს, ეგენი მხოლოდ უნდა გავანადგუროთ და გადავთელოთ - სპორტულად მაინც), ჩვენს განვიტარებაზე უნდა იზრუნონ ჩვენზე მაღლა მდგომმა გუნდებმა. სწორედ ასეთი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება განასხვავებს რაგბს ფეხბურთისაგან

• avlip qizikski

Meliton didi!!!!gaumarjos chven melitonaaaas

• david

ეს გურული ჩანს ნაღდად :) მიდი მართლა მიაწექი მელიტონ

• patrioti

უმაგრესი პიროვნება და მწვრთნელია მილტონ ჰეიგი

• გულშემატკივარი

ჩვენ თუ ვთხოვთ 6 ერს ჩვენს განვითარებაზე იზრუნოს, ჩვენც მოგვეთხოვება. ბრაზილია დიდი ქვეყანაა, მაგარი რეკლამაც გამოგვივა. რაც შეეხება ფეხის დაცდენას, ოკეანეთის ტურნეს შემდეგ ურუგვაისთან არამგონია ფეხი დაგვიცდეს

• ნიკოლოზ

ბრაზილიაში და ურუგვაიში,100% ით დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, თან ჩვენები აკლიმატიზაციას გაივლიან და კარგად ნავარჯიშები შეხვდებიან არგენტინას,ძაან ჭკვიანი მწვრთნელია მილტონი და ამავე დროს შესანიშნავი პიროვნება, როცა ანგარიშს უწევს ურუგვაელების მწვრთნელს და მზადაა ბრაზილიას დაეხმაროს რაგბის პოპულარიზაციაში,წარმოიდგინეთ რამხელა სიხარულს მიანიჭებს მათ და თანაც ერთერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოში რა რეკლამა იქნება ჩვენი ქვეყნისა.

• zaza

რაგბისტები მთავრობაში, მილტონ ჰეიგი პრეზიდენტად! რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ მთავრობას? - პატრიოტიზმი, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და შრომისუნარიანობა. ხოდა რაგბისტების გარდა ასეთი საქართველოში დღეს არავინაა! 100% დარწმუნებული ვარ დღევანდელ მთავრობას ყველაფერში აჯობებენ...

• z

superman

• ქუთაისელს

შენ გაიხარე ძმაო ისე გაგვამხიარულე:))))) ფეხბურთელებს ქოქოსის აბაზანებიც არ უშველის:)

• qomagi

ღმერთმა გაგიმარჯოს მელიტონ, მაგრამ ბრაზილია-ურუგვაისთან პაექრობა რომ წამგებიანია ნუთუ ვერ ხვდები?! ჯერ ერთი, განვითარების თვალსაზრისით ეს თამაშები არაფერს მოგვცემს და მეორეც, ვაი და ფეხი დაგვიცდეს, ძაან ბევრი ქულა დაგვაკლდება

• soxumeli

ღმერთი შეგეწიოთ მიტო!!!

• Kaxa

წარმატებას გისურვებთ.

• ქუთაისელი

ებიჯო, დავალევინოთ ქოქოსის წვენი ფეხბურთელებს, იქნება გვეშველოს :D

• giga

მიდი მელიტონ მიაწექი

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი

საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა

ლეგიონერები: 4 ლელო ევროპაში

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ლეგიონერები: ორი ლელო პრო დე2-ში

პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე

"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

რაგბი. ლეგიონერები: მერაბ შარიქაძის ლელო "მონ დე მარსანს" [VIDEO]

ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

რაგბი. ლეგიონი: ქართული ჯახი "ჩელენჯ ქაფზე"

ბექა ბიწაძე: რომ მირეკავდნენ, ტელეფონის ეკრანსაც არ ვუყურებდი

ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ

რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო

სავსე ტრიბუნების დროა!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

ბექა ბიწაძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონ გუნდში განაგრძობს

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?

რაგბი. ლეგიონერები: ამჯერად, სამი ქართული ლელო [VIDEO]