თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი მიმდინარე შეკრებაზე, ჩატარებულ სპარინგებზე, გუნდსა და ევროშანსებზე საუბრობს
ფოტო: fcdinamo.ge

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში მიმდინარე შეკრებაზე, ჩატარებულ სპარინგებზე, გუნდსა და ევროშანსებზე საუბრობს.

"დინამოს" ავსტრიული შეკრება დასასრულს უახლოვდება. დღეს, 4 ივნისს, თბილისელები მზადების ბოლო შეხვედრას კიევის "დინამოსთან" გამართავენ, 5 ივლისს კი თბილისში დაბრუნდებიან.

"ორი კვირა კარგად ვივარჯიშეთ და ვიმუშავეთ. ვნახეთ ახალი ფეხბურთელები და რაც მთავარია, მათ გუნდთან შესაგუებლად დრო მიეცათ. ამ დროისთვის ჩავატარეთ 4 სპარინგი და მონაცვლეობითი სტილის ვარჯიშები.

პირობები საკმაოდ კარგია და გუნდში ატმოსფეროც შესაბამისია. ახალ ფეხბურთელებს მოეთხოვებოდათ ჩვენი სწრაფი, ტექნიკური და აგრესიული სტილის ათვისება და მათაც თავი არ დაუზოგავთ, თუმცა აღნიშნეს, რომ თავიდან ჩვენი ვარჯიშები და დატვირთვები საკმაოდ გაუჭირდათ.

სამწუხაროდ, ამ პერიოდში რამდენიმე მიკროტრავმა შეგვემთხვა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მახარებს, ის არის, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და ეს ყველაფერი სერიოზული ტრავმების გარეშე წარიმართა.

მინდა აღვნიშნო სპარინგ-პარტნიორების საკმაოდ მაღალი დონე. ამ მატჩებში ჩვენთვის მთავარი, რა თქმა უნდა, გუნდის შეთამაშება და მეტად შეკვრა იყო. ასევე, შედეგიც გვაინტერესებდა, თუმცა შეკრებაზე რეზულტატი მაინც მეორეხარისხოვანია.

"ლეგიასთან" კარგად ვითამაშეთ, ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ - 1:1. ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ.

"ლუდოგორეცთან" თავიდანვე არ წაგვივიდა თამაში და საბოლოოდ ეს შედეგშიც აისახა. მათ საკმაოდ მაღალი კლასის არაერთი უცხოელი ლეგიონერი ჰყავთ.

"მაქაბისთან" შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ, 2:0 მოვიგეთ და ფაქტობრივად, ძირითადი შემადგენლობაც გამოიკვეთა.

"ლინცთან" ყველას მივეცით შანსი და სათამაშო დრო. კიევის "დინამოსთან" შეხვედრა, ფაქტობრივად, ევროთასის მატჩამდე ბოლო რეპეტიციაა. საკმაოდ ძლიერი გუნდია და მომავალ მატჩზე მოტივაციას ისიც აორმაგებს, რომ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვლადიმერ ვაისი დაესწრება.

ჩემი ასისტენტი - ბრანისლავ მრაცი იყო ანდორაში და თავად ნახა "სანტა კოლომასა" და "ალაშკერტის" შეხვედრა. სომხეთის ჩემპიონი უფრო ტექნიკური გუნდია და ვფიქრობ, ალბათ, მათ შევხვდებით. ისე კი, ვიტყვი - ამ წყვილში ჩვენ ფავორიტები ვართ. გუნდი ერთმნიშვნელოვნად გაძლიერდა.

გამოკეთდა ცინცაძე, დაგვიბრუნდა პაპუნაშვილი, დაგვემატნენ ლეგიონერები და შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი.

ალექსანდრე იაშვილი გუნდის ლიდერი იყო. ამ ფუნქციას უკვე ალექსანდრე ამისულაშვილი შეასრულებს. შევეცდებით, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და გულშემატკივარი გავახაროთ".

თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" შორის მატჩი 4 ივლისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

valeri
ვუყურე კიევთან თამაშს უნიათო გუდი გვყავს ბიძინას მავრობასავით
gagnidze akademia d
რა გასაკვირია ეგ. ჯერ ეგ იარაბეკი ვინხაა რომ გუნდი მოამზადოს
გუგა
ამ ტიპს არაფრის შანსი არ აქვს,
gagnidze akademia
ეს მწვრტნელი სედეგს ვერ დადებს..
gizog
დროა თავის სიტყვა თქვას დინამომ ევროპაში. გამარჯვებებით გევლოს თავის დროზე, ქართველთა დიდო გამხარებელო.
a
დინამო წინ!
გიო
და მერე მასეთი ფეხბურთელების დამატება წაადგება კი გუნდს.
svani
ძალიან სუსტი მწვრთნელი ხარ))) P.s. მომეწონა რომ შენი ასისტენი გაუშვი მატჩის საყურებლად)))
ირაკლი
ყველა შეკრებაზე ან/და ამხანაგურ მატჩში, ჩვენთვის რატოა სულ "მნიშვნელოვანი გუნდის შეთამაშება და შედეგი მეორეხარისხოვანი?! " სხვებისთვის რატოა შედეგი სულ პირველხარისხოვანი...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...