საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში გრძელდება
საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში გრძელდება. სანამ ფინალური ეტაპი გაიმართებოდეს, საქართველოს მასშტაბით შესარჩევი ტურები ეწყობა.

პირველი ტური 18 ივნისს თბილისში გაიმართა, საიდანაც ფინალური ეტაპის საგზური 8 საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, ხოლო 2 და 3 ივლისს შესარჩევი ტურნირები, შესაბამისად, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა. 23 ივლისს თბილისში დაგეგმილი ფინალური ეტაპის საგზურები ბათუმსა და ქუთაისის ტურნირებში გამარჯვებულმა გუნდებმა მოიპოვეს.

ბათუმის ტურნირში, რომელიც დედაენის მონუმენტთან გაიმართა, თავი 14-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ და საუკეთესოებმა პირველობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან - მეოთხედფინალიდან გააგრძელეს. ფინალურ მატჩამდე წაუგებლად მივიდნენ "პონტო ფრანკო“ და Wazzap. არჩილ ბოლქვაძის, ნიკა კოკობინაძის, არჩილ ჩავლეიშვილისა და თემურ ზაქარაძის შემადგენლობით, "პორტო ფრანკომ“ მეტოქე 18:10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მეორე ადგილზე გასულ Wazzap-ს და ჩემპიონებს მედლები ერგოთ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე "პორტო ფრანკოს“ წევრი თემურ ზაქარაძე გახდა, რომელმაც სპეციალურ პრიზთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელ გიგა გურგებიძისგან საჩემპიონო თასიც ჩაიბარა.

მეორე დღეს, 3 ივლისს, ფიბა-ს ლიცენზირებული მოედანი ბათუმიდან ქუთაისში გადავიდა და საქართველოს ძველი დედაქალაქის რკინიგზის სადგურთან გაიშალა. ქუთაისში თავი შვიდმა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ და 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირი იოლად მოიგო გუნდმა სეუ-მ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი). ზვიად ანთაძის, კოტე ბიწაძისა და დავით ეძგვერაძის შემადგენლობით, სეუ-მ ჯგუფშიც ყველა მატჩი მოიგო და პლეი ოფის ორივე შეხვედრა - ნახევარფინალი და ფინალი ერთნაირი ანგარიშით - 21:5 იმარჯვა. თუმცა ფინალური ეტაპის საგზური ფინალში წაგებულმა "დასავლეთმა“ (საბა სვანიძე, გიორგი კილაძე, ირაკლი მაცაბერიძე, დათო ჭულუხაძე) მოიპოვა, რადგან დებულების თანახმად, ფინალში გადის ის გუნდი, რომელიც იმ რეგიონს წარმოადგენს, სადაც შესარჩევი ტურნირი ტარდება. სეუ თბილისის გუნდია და ფინალური ეტაპის საგზურიც თბილისის შესარჩევი ტურიდან უკვე მოპოვებული აქვს.

ქუთაისის შესარჩევი ტურნირის MVP კოტე ბიწაძე გახდა, კაპიტანმა დავით ეძგვერაძემ კი საჩემპიონო თასი ჩაიბარა.

მორიგი შესარჩევი ტურები 9 და 10 ივლისს - შესაბამისად, თელავსა და რუსთავში გაიმართება.

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა