ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტრაგედია, რომელიც სტატისტიკად იქცა - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

ტრაგედია, რომელიც სტატისტიკად იქცა - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

სადავო აღარ არის, რომ პრივატიზაციის კანონი, რომელიც სტადიონების გასხვისებას უშვებს, სანაგვეზეა გადასაგდები
გუშინ, 4 ივლისს, საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ნაღმი აუფეთქეს - სამშენებლო ტექნიკით შეიარაღებული ჯგუფი დილით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონზე შევიდა და ხელოვნური საფარის აღება დაიწყო...

- "სისხლი დაიღვრება!" - სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში სტადიონს ანგრევენ [VIDEO]

მომხდარით აღშფოთება ვერ დამალა სფფ-ის სტადიონების განყოფილების უფროსმა, უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ, რომელიც წლებია საფეხბურთო არენების გასხვისებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მოედნის ადგილზე კორპუსის აშენება იგეგმება.

"წინასწარ მქონდა ინფორმაცია, რომ სტადიონის დანგრევას ორშაბათს დაიწყებდნენ. ასეც მოხდა და კიდევ ერთი სტადიონი ნადგურდება! ხალიჩა ააგლიჯეს და ექვს ადგილას სინჯების აღება დაიწყეს. მბურღავებმა სწორედ მაშინ დაიწყეს მინდვრის საფარის აყრა და ბურღვა, როცა სტადიონზე უნივერსიტეტის გუნდი ვარჯიშობდა და ბავშვები პირღია დატოვეს.

სტადიონის გარეშე დარჩა კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა და 200-მდე ბავშვი. ასეთ დღეში ვართ 21-ე საუკუნეში! და ეს მაშინ, როცა საბურთალოს მოსახლეობის ოდენა პატარა ისლანდიამ სასწაული მოახდინა და ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა, ეს კი იმიტომ, რომ იქ სტადიონებს არ ანგრევენ. ასეთი ტემპით, საქართველოში მალე სტადიონი აღარ დაგვრჩება", - ამბობს კვარაცხელია.

მომხდარით არამხოლოდ საფეხბურთო სამყარო აღშფოთდა: სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის, ანზორ აბშილავას ცნობით, მოედნის ქვეშ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უნიკალური სასწავლო ლაბორატორიაა განთავსებული და ცხადია, მშენებლობა მასაც დიდ ზიანს მიაყენებს.

კვარაცხელიას თქმით კი, მომხდარის მიზეზი ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი ტერიტორიისა და კორპუსის უკანონო პრივატიზაციაა:

"2008 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ყველაფერი საკუთარ დედას, გიული ალასანიას აჩუქა, მან კი ახლა სტადიონის დანგრევა გადაწყვიტა. ჩემი ინფორმაციით, აქ შვიდსართულიანი სასწავლო კორპუსის აშენებას აპირებენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ საქართველოს უნივერსიტეტს ამ სტადიონზე მშენებლობის უფლება არა აქვს.

სინჯების შემდეგ უნდა გადაწყდეს, შესაძლებელია თუ არა აქ მშენებლობა, რის შემდეგაც მშენებლობის უფლება მერიამ უნდა გასცეს. რაც მთავარია, საფრთხის წინაშე დგება უნიკალური შახტა, რომელიც სწორედ სტადიონის ქვეშაა და რომლის შეტანა თავის სიაში სურდა იუნესკოს".

საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი კოკა თოფურია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი სპორტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად კეთდება, რომ აშენდება საცურაო აუზი, კორტები, საფეხბურთო მოედნები, ფიტნესდარბაზი...

...ეს ცუდიაო? - იქვე იკითხა თოფურიამ, მაგრამ სტანდარტული მოედანი რომ იკარგება, ეს კი ნამდვილად ცუდია და თემის ბანზე აგდებით პრობლემა არ მოგვარდება - სტანდარტულ სტადიონს მინი-ფეხბურთის არენა ვერ შეცვლის.

ანალოგიური სატკივარი აქვთ წყნეთელებსაც. ორი კვირის წინ იქ ერთადერთი სტანდარტული მოედნის აღება მოინდომეს, მაგრამ ხალხმა კარვები გაშალა და მშენებლობას შეეწინააღმდეგა. წყნეთის მცხოვრები რევაზ ხეჩუაშვილი გვიყვება:

"1985 წელს რამდენიმე წყნეთელი ჯუმბერ პატიაშვილთან შევედით, რომელიც მაშინ რესპუბლიკის ხელმძღვანელი იყო და სტადიონის გაკეთება ვთხოვეთ. ის კაცი ფეხბურთის მოყვარული იყო, ჩვენ კი სტადიონი საკუთარი ხელებით ავაშენეთ.

2002 წლამდე გუნდიც არსებობდა, რომელსაც წყნეთის სამკერვალო ფაბრიკა პატრონობდა და სტადიონიც მის ბალანსზე იყო, მაგრამ ფაბრიკა გაუქმდა და ტერიტორია გაასხვისეს. მაშინ გამომძიებელმა სოსო ჯუღელმა აღმოაჩინა, რომ პრივატიზაცია უკანონოდ ჩატარდა: სტადიონი დაბას ეკუთვნოდა და გამგებლებს რატომ უნდა გაესხვისებინათ? 3 თვის წინ კი ტერიტორია სხვებს მიჰყიდეს.

პირადად თბილისის მერს, დავით ნარმანიას შევხვდი და მითხრა, რომ მშენებლობის უფლებას არ გასცემდა, სანამ ამას ხალხი არ დათანხმდება. ახლა კახა კალაძის სახელზე გავამზადე წერილი, რომ ეს უკანონობა შეაჩეროს.

წყნეთში გუნდი აღარ დარჩა, ფეხბურთი ჩამკვდარია და კიდევ სტადიონს გვართმევენ?! ვერ გავიგე, ეს რა ქვეყანაა?!

არადა, ჩვენს დაბაში მოსამზადებლად იდეალური კლიმატია და სტადიონი სტადიონზე უნდა შენდებოდეს, რადგან ამით დაბის და ქვეყნის შემოსავალიც გაიზრდება და ფეხბურთით დაინტერესებაც".

ამ ვითარებას სტალინის ცინიკური სიტყვების პერიფრაზა შეესაბამება: ერთი სტადიონის განადგურება ტრაგედიაა, მილიონის კი - სტატისტიკა. სადავო აღარ არის, რომ პრივატიზაციის კანონი, რომელიც სტადიონების გასხვისებას უშვებს, სანაგვეზეა გადასაგდები. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ბიჭიკო მაჩაბლიშვილი

2007 წელში უხეში პრივატიზაციის კანონით გაყიდეს თბილისში არსებული სპორტული სკოლები, რომლის აღდგენა არავის უფიქრია, შევაჩეროთ ეს უკანონო კანონი და ბავშვებს მივცეთ იმის უფლება, რომ უფასოდ ივარჯიშონ სპორტულ მოედნებზე.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"