წარდგენის ყველაზე საინტერესო ფრაზები
გუშინ, 5 ივლისს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი თავკაცი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო წარადგინა. მაშ ასე, დღეიდან "განსაკუთრებული" "იუნაიტედში" მუშაობას შეუდგა. როგორც ყოველთვის, მოურინიო საინტერესოდ საუბრობდა. ჩვენ მის რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ.

მიზანი

"არ დავმალავ, მინდა, სერ ალექს ფერგიუსონის სარეკორდო მიღწევები გავიმეორო. აქ ძალიან მძიმე სამუშაოა, მაგრამ ალბათ, ყველას სურდა ჩემს ადგილას ყოფნა, მაგრამ ასეთი შანსი ყველას არ ეძლევა. მე გამიმართლა. კარგად ვიცნობ "იუნაიტედის" ისტორიას და ვიცი, რას ელიან ფანები ჩემგან, მაგრამ არ ვნერვიულობ, ახლა ჩემი ადგილი სწორედ ამ კლუბშია. "იუნაიტედი" აუცილებლად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე".

მესამე ახალწვეული

"მესამე ახალწვეული მალე იქნება, ჩვენ ჯერ არ ვართ მზად გამოვაცხადოთ ის. გუნდში რომ გარკვეული ბალანსი დამყარდეს, ოთხივე პოზიციაზე გუნდის გასაძლიერებლად ფეხბურთელთა სია ჩამოვწერეთ. ეს ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შევძლოთ".

გიგზის შესახებ

"არასოდეს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე არაფერ შუაში ვარ, ჩემი ბრალი არ არის, რომ გიგზი წავიდა კლუბიდან. მას სურს, თავად იყოს თავკაცი. ის ადგილი, რომელიც რაიანს სურდა, კლუბის ხელმძღვანელობამ მე მანდო".

რა პოზიციაზე ითამაშებს რუნი

"შესაძლოა, რუნიმ ძველებური სიმწვავე შეტევაში დაკარგა, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელობით ის არასოდეს ითამაშებს მეტოქის კარიდან 40 მეტრის მანძილზე. ჩემს ხელში ის შეიძლება იყოს "ცხრიანი", "ათიანი", მაგრამ არა "ექვსიანი" ან, მით უმეტეს, "რვიანი".

ზლატანზე

"ზლატანი ზლატანია - ის ყოველთვის იმარჯვებს. ის ძალიან ამბიციური და მონდომებულია. "მანჩესტერი" მისი კარიერის მთავარი გამოწვევაა".

ვან გაალისა და ვენგერის ბოსტანში...

"არიან ისეთი მწვრთნელები, რომელთაც სერიოზული ტიტულები ბოლოს 10 და მეტი წლის წინათ აქვთ მოპოვებული. ზოგი საერთოდ უტიტულოა. მე კიდევ ტიტული 2015 წელს მოვიგე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messi
მესი რომ სიტიში გადავიდეს და რონალდო იუნაიტედში...რას დახატავდა მსოფლიო ფეხნურთს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო